ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და დიდი არჩევანით გამორჩეული კომპანია "ტექნო ბუმი" განაგრძობს ყოველკვირეულ აქციას, რომელიც ერთი კონკრეტული დასახელების ტექნიკის ნახევარ ფასად გაყიდვას გულისხმობს. ამჯერად "ტექნო ბუმის" ქსელში Kenwood-ის ბრენდის პურის საცხობი ნახევარ ფასად, მხოლოდ 139 ლარად გაიყიდება. ფასდაკლებები გავრცელდება ქსელში არსებულ "პანასონიკის", "ვიტეკის", "კენვუდის" და სხვა ბრენდების პურის საცხობზეც.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ტექნო ბუმის" სენსაციური ფასის შეთავაზება მხოლოდ ერთი დღე, 20 ივლისს დილის 10 საათიდან "ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში იმოქმედებს და მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება. მენეჯმენტი მომხმარებელს მოუწოდებს, რომ იჩქარონ, რადგან გაყიდვაში მხოლოდ 150 ცალი პურის საცხობია.
100 ლარიანი ფასდაკლების აქცია გაგრძელდება კონდიციონერებზეც, ასევე გრძელდება აქცია კონდიციონერი თვეში 24 ლარად, ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე 24-თვიანი 0%-იანი განვადებით.
"ტექნო ბუმი" ნებისმიერ ტექნიკაზე მომხმარებელს ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას აძლევს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში სხვა ქსელში უფრო დაბალი ფასის აღმოჩენის შემთხვევაში ფასის სხვაობას გიბრუნებთ.
სენსაციური ფასების აქცია "ტექნო ბუმის " ქსელში თბილისში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში იმოქმედებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9