პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - პროკურატურა დროსა და სივრცეში ამცდარია
გიგი უგულავა - პროკურატურა დროსა და სივრცეში ამცდარია

ჩვე­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რა დრო­სა და სივ­რცე­ში ამ­ცდა­რია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გიგი უგუ­ლა­ვამ მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, მან ბრალ­დე­ბის მხა­რის შე­სა­ვალ სი­ტყვა­ში, რო­მე­ლიც დღეს იყო წარ­მოთ­ქმუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ტყუ­ი­ლე­ბი მო­ი­ნიშ­ნა.

"გა­მო­ძი­ე­ბა სა­უბ­რობს თით­ქოს ჯო­ზეფ ქეი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, გა­მო­ძი­ე­ბას აქამ­დე უნდა სცოდ­ნო­და, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 2008 წლის თე­ბერ­ვალ­ში და ჩვენ ვსა­უბ­რობთ 2008 წლის მი­წუ­რულ­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "იმე­დი" კონ­ფლიქ­ტში იყო ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რეს­თან, მის ოჯახ­თან და ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ჯო­ზეფ ქეი. გა­მო­ძი­ე­ბა ამ ნა­წილ­ში აგე­ბუ­ლია თით­ქოს მარ­თლზო­მი­ერ მე­სა­კუთ­რე­ზე, რო­მელ­საც წა­ერ­თვა მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია. თუმ­ცა პა­სუ­ხი არ არის გა­ცე­მუ­ლი შე­კი­თხვა­ზე, იყო თუ არა "იმე­დის" მარ­თლზო­მი­ე­რი მე­სა­კუთ­რე ჯო­ზეფ ქეი. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი, გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძემ "იმე­დი" და­უბ­რუ­ნა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახს. გა­უ­გე­ბა­რია, თუკი ჯო­ზეფ ქეი იყო მარ­თლზო­მი­ე­რი მე­სა­კუთ­რე, რა­ტომ უბ­რუ­ნე­ბენ ტე­ლე­ვი­ზი­ას ინა გუ­და­ვა­ძეს", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მან კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა საქ­მე­ში არ­სე­ბულ მოწ­მე­ებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან მოწ­მე­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ის ხალ­ხია, ვინც ცოტა ხნის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­ტო­ვა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ნავ­ში გა­დას­ხდა. ამ კონ­ტექ­სტში, გიგი უგუ­ლა­ვამ სო­ზარ სუ­ბა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გიგა გი­ორ­გა­ძეც მო­იხ­სე­ნია.

"ერთ-ერთი ასე­თი მოწ­მეა გიგა გი­ორ­გა­ძე, რო­მე­ლიც არის სო­ზარ სუ­ბა­რის მო­ად­გი­ლე და მე­და­ვე­ბა თით­ქოს მე­დი­ა­ბა­რო­ნი ვარ. გა­სა­გე­ბია, მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი. ჩვე­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რა დრო­სა და სივ­რცე­შია აც­დე­ნი­ლი, ამის და­დას­ტუ­რე­ბას შევ­ძლებ 30 აგ­ვის­ტო­დან, რო­დე­საც საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა და­ი­წყე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიგი უგულავა - პროკურატურა დროსა და სივრცეში ამცდარია

გიგი უგულავა - პროკურატურა დროსა და სივრცეში ამცდარია

ჩვენი პროკურატურა დროსა და სივრცეში ამცდარია, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვასთან დაკავშირებული პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, მან ბრალდების მხარის შესავალ სიტყვაში, რომელიც დღეს იყო წარმოთქმული, საზოგადოებისთვის საინტერესო ტყუილები მოინიშნა.

"გამოძიება საუბრობს თითქოს ჯოზეფ ქეი ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენელი იყო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, გამოძიებას აქამდე უნდა სცოდნოდა, რომ პატარკაციშვილი გარდაიცვალა 2008 წლის თებერვალში და ჩვენ ვსაუბრობთ 2008 წლის მიწურულზე. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ გარდაცვალების შემდეგ "იმედი" კონფლიქტში იყო ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრესთან, მის ოჯახთან და ვერანაირად ვერ იქნებოდა გარდაცვლილი ადამიანის წარმომადგენელი ხელისუფლებასთან ჯოზეფ ქეი. გამოძიება ამ ნაწილში აგებულია თითქოს მართლზომიერ მესაკუთრეზე, რომელსაც წაერთვა მის მფლობელობაში არსებული ტელევიზია. თუმცა პასუხი არ არის გაცემული შეკითხვაზე, იყო თუ არა "იმედის" მართლზომიერი მესაკუთრე ჯოზეფ ქეი. არჩევნების შემდეგ კი, გიორგი არველაძემ "იმედი" დაუბრუნა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს. გაუგებარია, თუკი ჯოზეფ ქეი იყო მართლზომიერი მესაკუთრე, რატომ უბრუნებენ ტელევიზიას ინა გუდავაძეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქმეში არსებულ მოწმეებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან მოწმეთა ძირითადი ნაწილი ის ხალხია, ვინც ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და "ქართული ოცნების" ნავში გადასხდა. ამ კონტექსტში, გიგი უგულავამ სოზარ სუბარის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძეც მოიხსენია.

"ერთ-ერთი ასეთი მოწმეა გიგა გიორგაძე, რომელიც არის სოზარ სუბარის მოადგილე და მედავება თითქოს მედიაბარონი ვარ. გასაგებია, მსგავსი ადამიანების მიერ მიცემული ჩვენებები. ჩვენი პროკურატურა დროსა და სივრცეშია აცდენილი, ამის დადასტურებას შევძლებ 30 აგვისტოდან, როდესაც საქმის არსებითი განხილვისას მოწმეების დაკითხვა დაიწყება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა