სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარბარე დვალიშვილის "ოქროს წერტილი"
ბარბარე დვალიშვილის "ოქროს წერტილი"

როცა ვინ­ტე­რეს­დე­ბი, ჩემი რეს­პონ­დენ­ტე­ბი რა სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბი­ან, ხში­რად ასე მპა­სუ­ხო­ბენ: მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, ამ­ჟა­მად წიგ­ნებს ვერ ვკი­თხუ­ლო­ბო. მსა­ხი­ო­ბი და გა­და­ცე­მა "შუა დღის" წამ­ყვა­ნი - ბარ­ბა­რე დვა­ლიშ­ვი­ლი წიგ­ნებ­საც კი­თხუ­ლობს, კო­ლე­გე­ბის სპექ­ტაკ­ლებ­საც ეს­წრე­ბა და თა­ვის 6 წლის გო­გო­ნა­ზეც ზრუ­ნავს. ის ბავ­შვის გე­მოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად, "შე­პარ­ვით" ცდი­ლობს...

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გე­მოვ­ნე­ბა ოჯახ­ში ყა­ლიბ­დე­ბა. მშობ­ლებ­მა შვი­ლებს გე­მოვ­ნე­ბა ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად, თა­მაშ-თა­მა­შით უნდა გა­ნუ­ვი­თა­რონ, თან - ისე, რომ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბაც მის­ცენ. გა­რე­მო­საც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, შემ­დეგ - სა­მე­გობ­როს, პე­და­გოგს... პი­რა­დად მე, ბევრ რა­მე­ში გა­მი­მარ­თლა.

- სა­კუ­თარ თავს გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევთ?

- რომ გი­თხრათ: გე­მოვ­ნე­ბით ვიც­ვამ-მეთ­ქი, - ეს სი­მარ­თლე არ იქ­ნე­ბა. რად­გან მსა­ხი­ო­ბი ვარ და ბევრ ხალ­ხთან ვურ­თი­ერ­თობ, წე­სით, ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნდა ვზრუ­ნავ­დე, მაგ­რამ ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ამ სა­კითხს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ... ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ის "ოქ­როს წერ­ტი­ლი" გახ­ლავთ: თუ გა­და­ა­ჭარ­ბე ან ოდ­ნავ ზედ­მე­ტი მო­გი­ვი­და, მთე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი და­გენგრე­ვა...

- რა სა­ხის ლი­ტე­რა­ტუ­რას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა წიგ­ნე­ბი სულ უნდა იკი­თხოს - ეს სი­ბე­რის­გან თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, კი­თხვა ინ­ტე­ლექ­ტზე "მუ­შა­ობს": იგებ, თუ რო­გორ აზ­როვ­ნე­ბენ ნი­ჭი­ე­რი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. გარ­და ამი­სა, კი­თხვა მეხ­სი­ე­რე­ბის­თვი­საც კარ­გია. დე­ტექ­ტი­ვე­ბის კი­თხვაც მიყ­ვარს და პი­ე­სე­ბი­საც... ახალ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც ვეც­ნო­ბი ხოლ­მე. მომ­წონს, როცა წა­კი­თხულ წიგნს ხელ­მე­ო­რედ ვკი­თხუ­ლობ და აღ­მო­ჩე­ნებს ვა­კე­თებ: რაც ბავ­შვო­ბა­ში მე­ლოდ­რა­მა­ტუ­ლი, ბულ­ვა­რუ­ლი, "ზე­და­პი­რუ­ლი" მე­გო­ნა, ახლა ნამ­დვი­ლი კლა­სი­კა მგო­ნია. წიგ­ნის ორ­ჯერ, სამ­ჯერ წა­კი­თხვა ნამ­დვი­ლად ღირს ისე­ვე, რო­გორც კარ­გი ფილ­მის რამ­დენ­ჯერ­მე ნახ­ვა. დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა ნამ­დვი­ლად არ ძველ­დე­ბა, პი­რი­ქით - დრო­თა გან­მავ­ლობ­ში სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს.

- საყ­ვა­რე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ან ფილ­მი თუ გაქვთ?

- ეს სპორ­ტი არ არის, რომ რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ებს პირ­ვე­ლი, მე­ო­რე თუ მე­სა­მე ად­გი­ლი მი­ვა­ნი­ჭო, მით უმე­ტეს, რომ მე ამის უფ­ლე­ბა არ მაქვს; ეს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა თა­ვად ავ­ტო­რე­ბის მი­მართ... ბევ­რი ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მე­ლიც ეტა­პობ­რი­ვად "მზრდი­და". სწო­რად აზ­როვ­ნე­ბა, რა­ღა­ცე­ბის ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბით შე­ფა­სე­ბა დიდი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბამ მას­წავ­ლა.

- შვი­ლის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე რო­გორ ზრუ­ნავთ?

- ბავ­შვი 6 წლის არის და რა თქმა უნდა, მა­ღა­ზი­ა­ში რომ შევ­დი­ვართ, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად "კი­ვის", ბრჭყვი­ა­ლებს და უგე­მოვ­ნოა, ის მოს­წონს. ეს მხო­ლოდ ჩემი შვი­ლის ახი­რე­ბა არ არის: ამ ასა­კის ბავ­შვებს ძი­რი­თა­დად ის მოს­წონთ, რაც ლაპ­ლა­პებს. ისე, ბოლო დროს ოქ­როს­ფე­რი რა­ღა­ცე­ბი მეც მომ­წონს. შვილს წიგ­ნებს "შე­პარ­ვით" ვურ­ჩევ, რომ არ გა­ჯი­უტ­დეს და თა­ვი­სი არ გა­ი­ტა­ნოს. მისი გე­მოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ფილ­მე­ბით, მულ­ტფილ­მე­ბი­თაც ვცდი­ლობ. სე­რი­ა­ლე­ბის მი­მართ ბავ­შვებს გი­ჟუ­რი ლტოლ­ვა აქვთ. შვილს ვურ­ჩევ ხოლ­მე, - სე­რი­ა­ლე­ბის ცქე­რა არ გინ­და, ამას ჯო­ბია, წიგ­ნი წა­ი­კი­თხო ან ერ­თად ვხა­ტოთ-მეთ­ქი. მინ­და, ყუ­რა­დღე­ბა სხვა რა­მე­ზე გა­და­ვა­ტა­ნი­ნო.

- თქვე­ნი გო­გო­ნა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" თუ უყუ­რებს?

- ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად უყუ­რებს: გა­და­ღე­ბა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მყავ­და და სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე ბავ­შვებ­საც იც­ნობს.

- თქვენ და თქვენს შვილს რა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გაქვთ?

- ცეკ­ვა მა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს! "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" "ასა" დის­კზე მაქვს ჩა­წე­რი­ლი და ჩემს სახ­ლში სულ ცეკ­ვა-თა­მა­შია (იღი­მის). შვილს კარგ მუ­სი­კას ვას­მე­ნი­ნებ. მარ­თა­ლია, მე­ქა­ნი­კუ­რად უს­მენს, მაგ­რამ ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყური კლა­სი­კას რომ მი­ეჩ­ვე­ვა... ვა­კის პარკში ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­იხ­სნა, სა­დაც არას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­რე­მოა: ჰა­მა­კე­ბი, ბა­ლი­შე­ბი... ბავ­შვებს იქ ხატ­ვა, მულ­ტფილ­მე­ბის ნახ­ვა შე­უძ­ლი­ათ. ჩემს შვილს წიგ­ნე­ბი იქი­დან მო­აქვს ხოლ­მე, მერე უკან აბა­რებს, ახა­ლი მო­აქვს და ა.შ. მარ­თა­ლია, გა­მო­ტა­ნი­ლი წიგ­ნე­ბი­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტს არ კი­თხუ­ლობს, მაგ­რამ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან "ურ­თი­ერ­თო­ბა" მა­ინც ბევ­რს ნიშ­ნავს.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ გვი­თხა­რით - რო­გო­რი ქა­ლია ნე­ლი­კო?

- ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლი, ჭკვი­ა­ნი... უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო ბევრ რა­ღა­ცა­ზე ხუ­ჭავს თვალს. მას შე­უძ­ლია პრი­მი­ტი­უ­ლი, მწი­რი, უინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი ხა­სი­ა­თის წყა­ლო­ბით გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლოს. პროგ­რე­სუ­ლია, რად­გან ჯერ ერთი - 50 წლის ასაკ­ში გა­თხოვ­და და მე­ო­რეც: შე­უძ­ლია გა­უ­გოს შვილს, რო­მე­ლიც თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს კი ხვდე­ბა, მაგ­რამ ცო­ლად არა­ვის მიჰ­ყვე­ბა... ნე­ლი­კო რა­ღა­ცებს რე­ა­ლუ­რი თვა­ლით უყუ­რებს. სა­ერ­თოდ, და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟია.

- რა­ი­მე­თი თქვენ თუ გგავთ?

- რად­გან ჩემ­ში ნე­ლი­კო "აღ­მო­ცენ­და", ალ­ბათ სა­დღაც მი­ძი­ნე­ბუ­ლი იყო (იღი­მის)...

- ზო­გა­დად, რო­გო­რი რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოგ­წონთ?

- უფრო მე­ტად, სა­ხა­სი­ა­თო რო­ლე­ბი მი­ზი­დავს. "სა­ხა­სი­ა­თოს" რომ ამ­ბო­ბენ, სულ კო­მი­კუ­რი რო­ლე­ბი ჰგო­ნი­ათ. არა­და, ეს მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტულ ხა­სი­ათს გუ­ლის­ხმობს. მა­გა­ლი­თად, როცა შე­სა­ბა­მი­სი ასა­კის ვი­ყა­ვი, ჩემ­თვის ჯუ­ლი­ე­ტას როლი რომ მო­ე­ცათ, ძა­ლი­ან სა­ხა­სი­ა­თოდ ვი­თა­მა­შებ­დი. ის ჩემ­თვის არა­ლი­რი­კუ­ლი გმი­რია: ჯუ­ლი­ე­ტა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­ნე­ბა გოგო, მშობ­ლე­ბის მი­მართ ურჩი, გიჟ­მა­ჟი ხა­სი­ა­თის მქო­ნე... ამი­ტომ, როცა მის როლს სტან­დარ­ტუ­ლად თა­მა­შო­ბენ, ლი­რი­კუ­ლე­ბი არი­ან. მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის მო­ძებ­ნა ყვე­ლა პერ­სო­ნაჟ­ში შე­იძ­ლე­ბა.

- თე­ატ­რში მა­ყუ­რებ­ლის ამ­პლუ­ა­ში თუ და­დი­ხართ?

- რა თქმა უნდა. სხვა­თა შო­რის, მსა­ხი­ო­ბებს ძა­ლი­ან ცუდი ჩვე­ვა გვაქვს - კო­ლე­გე­ბის სპექ­ტაკ­ლებ­ზე არ დავ­დი­ვართ და ამას მო­უც­ლე­ლო­ბას ვაბ­რა­ლებთ. მეს­მის, რთუ­ლია, მთე­ლი დღე თე­ატ­რში გა­ა­ტა­რო და სა­ღა­მოს ისევ თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად წახ­ვი­დე, მაგ­რამ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნას ვნა­ხუ­ლობ. იცით, რა­ტომ? არ მინ­და, მოვ­ლე­ნებს ჩა­მოვ­რჩე და თან, "ვქურდბა­ცა­ცობ": ვი­ღაც თა­ვის საქ­მეს ნი­ჭი­ე­რად რომ აკე­თებს, იმის სხვაგ­ვა­რად გად­მო­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მოკ­ლედ, ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ და არ მსურს, ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­ვიკ­ლო...

- ჭა­მა­ზე რას გვე­ტყვით?

- სა­ერ­თოდ, გურ­მა­ნი ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბით - თევ­ზი და ხორ­ცი მიყ­ვარს. ისეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვგიჟ­დე­ბი, რომ­ლებ­მაც გემ­რი­ე­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­დი­ლის ფასი და გე­მოც იცი­ან. ნაყ­რო­ვა­ნე­ბა ცოდ­ვად კი მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად - ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია.

- სა­ფირ­მო კერ­ძიც გაქვთ, ალ­ბათ?

- ყო­ველ პა­რას­კევს "შუა დღე­ში" ისეთ სა­ფირ­მო კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ, რომ მათ­თან შე­და­რე­ბით, ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი არა­ფე­რია (იცი­ნის).

- ქარ­თულ ტე­ლე­გა­და­ცე­მებს თვალ­ყურს თუ ადევ­ნებთ?

- მეტ-ნაკ­ლე­ბად. ჩემს გა­და­ცე­მას არ ვუ­ყუ­რებ.

- რა­ტომ?

- გა­და­ცე­მა ჩავ­წე­რო, სახ­ლში მი­ვი­დე და კი­დევ მას ვუ­ყუ­რო?! არა, ამის დრო არ მაქვს: გა­და­ღე­ბა, რე­პე­ტი­ცია, პა­ტა­რა ბავ­შვი... მაგ­რამ გა­მო­გი­ტყდე­ბით და ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, გა­და­ცე­მა "გა­და­მიხ­ვე­ვია" და მი­ნა­ხავს, რად­გან რა­ღა­ცამ და­მა­ინ­ტე­რე­სა. სა­კუ­თა­რი თავი ისე არ მიყ­ვარს, რომ ყვე­ლა გა­და­ცე­მას ვუ­ყუ­რო, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია.

- ხში­რად ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მის ჩა­ნა­წე­რის ნახ­ვით რა­ღა­ცებს სწავ­ლო­ბენ...

- მე მა­შინ ვსწავ­ლობ, როცა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი რა­ღა­ცას მირ­ჩევს. კომ­პლი­მენ­ტე­ბი არ მიყ­ვარს.

- ეკ­რა­ნი­დან ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გვრჩე­ბა, რომ აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ძა­ლი­ან გიყ­ვართ. ასეა?

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ ქა­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მინ­და, ჩემი შვი­ლი გა­რეგ­ნო­ბას სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დეს, მაგ­რამ მე მა­კი­ა­ჟიც არ მიყ­ვარს...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ბარბარე დვალიშვილის "ოქროს წერტილი"

ბარბარე დვალიშვილის "ოქროს წერტილი"

როცა ვინტერესდები, ჩემი რესპონდენტები რა სახის ლიტერატურას ეცნობიან, ხშირად ასე მპასუხობენ: მოუცლელობის გამო, ამჟამად წიგნებს ვერ ვკითხულობო. მსახიობი და გადაცემა "შუა დღის" წამყვანი - ბარბარე დვალიშვილი წიგნებსაც კითხულობს, კოლეგების სპექტაკლებსაც ესწრება და თავის 6 წლის გოგონაზეც ზრუნავს. ის ბავშვის გემოვნების განვითარებას ძალდაუტანებლად, "შეპარვით" ცდილობს...

- უპირველეს ყოვლისა, გემოვნება ოჯახში ყალიბდება. მშობლებმა შვილებს გემოვნება ძალდაუტანებლად, თამაშ-თამაშით უნდა განუვითარონ, თან - ისე, რომ არჩევანის უფლებაც მისცენ. გარემოსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შემდეგ - სამეგობროს, პედაგოგს... პირადად მე, ბევრ რამეში გამიმართლა.

- საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევთ?

- რომ გითხრათ: გემოვნებით ვიცვამ-მეთქი, - ეს სიმართლე არ იქნება. რადგან მსახიობი ვარ და ბევრ ხალხთან ვურთიერთობ, წესით, ჩაცმულობაზე განსაკუთრებულად უნდა ვზრუნავდე, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევ... ხშირ შემთხვევაში, ხელოვანი ადამიანის გემოვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის "ოქროს წერტილი" გახლავთ: თუ გადააჭარბე ან ოდნავ ზედმეტი მოგივიდა, მთელი ნამუშევარი დაგენგრევა...

- რა სახის ლიტერატურას ანიჭებთ უპირატესობას?

- მიმაჩნია, რომ ადამიანმა წიგნები სულ უნდა იკითხოს - ეს სიბერისგან თავის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. უპირველეს ყოვლისა, კითხვა ინტელექტზე "მუშაობს": იგებ, თუ როგორ აზროვნებენ ნიჭიერი და გემოვნებიანი ადამიანები. გარდა ამისა, კითხვა მეხსიერებისთვისაც კარგია. დეტექტივების კითხვაც მიყვარს და პიესებისაც... ახალ ნაწარმოებებსაც ვეცნობი ხოლმე. მომწონს, როცა წაკითხულ წიგნს ხელმეორედ ვკითხულობ და აღმოჩენებს ვაკეთებ: რაც ბავშვობაში მელოდრამატული, ბულვარული, "ზედაპირული" მეგონა, ახლა ნამდვილი კლასიკა მგონია. წიგნის ორჯერ, სამჯერ წაკითხვა ნამდვილად ღირს ისევე, როგორც კარგი ფილმის რამდენჯერმე ნახვა. დიდი ლიტერატურული შემოქმედება ნამდვილად არ ძველდება, პირიქით - დროთა განმავლობში სხვა მნიშვნელობას იძენს.

- საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები ან ფილმი თუ გაქვთ?

- ეს სპორტი არ არის, რომ რომელიმე ნაწარმოებს პირველი, მეორე თუ მესამე ადგილი მივანიჭო, მით უმეტეს, რომ მე ამის უფლება არ მაქვს; ეს უპატივცემულობა იქნება თავად ავტორების მიმართ... ბევრი ნაწარმოებია, რომელიც ეტაპობრივად "მზრდიდა". სწორად აზროვნება, რაღაცების ძალიან მოკრძალებით შეფასება დიდი ადამიანების შემოქმედებამ მასწავლა.

- შვილის გემოვნების ჩამოყალიბებაზე როგორ ზრუნავთ?

- ბავშვი 6 წლის არის და რა თქმა უნდა, მაღაზიაში რომ შევდივართ, რაც ყველაზე მეტად "კივის", ბრჭყვიალებს და უგემოვნოა, ის მოსწონს. ეს მხოლოდ ჩემი შვილის ახირება არ არის: ამ ასაკის ბავშვებს ძირითადად ის მოსწონთ, რაც ლაპლაპებს. ისე, ბოლო დროს ოქროსფერი რაღაცები მეც მომწონს. შვილს წიგნებს "შეპარვით" ვურჩევ, რომ არ გაჯიუტდეს და თავისი არ გაიტანოს. მისი გემოვნების განვითარებას ფილმებით, მულტფილმებითაც ვცდილობ. სერიალების მიმართ ბავშვებს გიჟური ლტოლვა აქვთ. შვილს ვურჩევ ხოლმე, - სერიალების ცქერა არ გინდა, ამას ჯობია, წიგნი წაიკითხო ან ერთად ვხატოთ-მეთქი. მინდა, ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინო.

- თქვენი გოგონა "ჩემი ცოლის დაქალებს" თუ უყურებს?

- ძალაუნებურად უყურებს: გადაღებაზე რამდენჯერმე მყავდა და სერიალში მონაწილე ბავშვებსაც იცნობს.

- თქვენ და თქვენს შვილს რა საერთო ინტერესები გაქვთ?

- ცეკვა მასაც ძალიან უყვარს! "სუხიშვილების" "ასა" დისკზე მაქვს ჩაწერილი და ჩემს სახლში სულ ცეკვა-თამაშია (იღიმის). შვილს კარგ მუსიკას ვასმენინებ. მართალია, მექანიკურად უსმენს, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, ყური კლასიკას რომ მიეჩვევა... ვაკის პარკში ბიბლიოთეკა გაიხსნა, სადაც არასტანდარტული გარემოა: ჰამაკები, ბალიშები... ბავშვებს იქ ხატვა, მულტფილმების ნახვა შეუძლიათ. ჩემს შვილს წიგნები იქიდან მოაქვს ხოლმე, მერე უკან აბარებს, ახალი მოაქვს და ა.შ. მართალია, გამოტანილი წიგნებიდან ნახევარზე მეტს არ კითხულობს, მაგრამ ბიბლიოთეკასთან "ურთიერთობა" მაინც ბევრს ნიშნავს.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენი პერსონაჟის შესახებ გვითხარით - როგორი ქალია ნელიკო?

- ძალიან პროგრესული, ჭკვიანი... უბრალოდ, თავისი ცხოვრების წესის გამო ბევრ რაღაცაზე ხუჭავს თვალს. მას შეუძლია პრიმიტიული, მწირი, უინტერესო ცხოვრება თავისი ხასიათის წყალობით გააკეთილშობილოს. პროგრესულია, რადგან ჯერ ერთი - 50 წლის ასაკში გათხოვდა და მეორეც: შეუძლია გაუგოს შვილს, რომელიც თაყვანისმცემლებს კი ხვდება, მაგრამ ცოლად არავის მიჰყვება... ნელიკო რაღაცებს რეალური თვალით უყურებს. საერთოდ, დადებითი პერსონაჟია.

- რაიმეთი თქვენ თუ გგავთ?

- რადგან ჩემში ნელიკო "აღმოცენდა", ალბათ სადღაც მიძინებული იყო (იღიმის)...

- ზოგადად, როგორი როლების შესრულება მოგწონთ?

- უფრო მეტად, სახასიათო როლები მიზიდავს. "სახასიათოს" რომ ამბობენ, სულ კომიკური როლები ჰგონიათ. არადა, ეს მკვეთრად გამოხატულ ხასიათს გულისხმობს. მაგალითად, როცა შესაბამისი ასაკის ვიყავი, ჩემთვის ჯულიეტას როლი რომ მოეცათ, ძალიან სახასიათოდ ვითამაშებდი. ის ჩემთვის არალირიკული გმირია: ჯულიეტა არის აბსოლუტურად თავნება გოგო, მშობლების მიმართ ურჩი, გიჟმაჟი ხასიათის მქონე... ამიტომ, როცა მის როლს სტანდარტულად თამაშობენ, ლირიკულები არიან. მკვეთრად გამოხატული ხასიათის მოძებნა ყველა პერსონაჟში შეიძლება.

- თეატრში მაყურებლის ამპლუაში თუ დადიხართ?

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, მსახიობებს ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს - კოლეგების სპექტაკლებზე არ დავდივართ და ამას მოუცლელობას ვაბრალებთ. მესმის, რთულია, მთელი დღე თეატრში გაატარო და საღამოს ისევ თეატრში სპექტაკლის სანახავად წახვიდე, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ყველა წარმოდგენას ვნახულობ. იცით, რატომ? არ მინდა, მოვლენებს ჩამოვრჩე და თან, "ვქურდბაცაცობ": ვიღაც თავის საქმეს ნიჭიერად რომ აკეთებს, იმის სხვაგვარად გადმოღება შეიძლება. მოკლედ, ბევრ რამეს ვსწავლობ და არ მსურს, ეს სიამოვნება მოვიკლო...

- ჭამაზე რას გვეტყვით?

- საერთოდ, გურმანი ვარ. განსაკუთრებით - თევზი და ხორცი მიყვარს. ისეთ ადამიანებზე ვგიჟდები, რომლებმაც გემრიელად მომზადებული სადილის ფასი და გემოც იციან. ნაყროვანება ცოდვად კი მიიჩნევა, მაგრამ ზომიერად - ყველაფერი კარგია.

- საფირმო კერძიც გაქვთ, ალბათ?

- ყოველ პარასკევს "შუა დღეში" ისეთ საფირმო კერძებს ამზადებენ, რომ მათთან შედარებით, ჩემი მომზადებული არაფერია (იცინის).

- ქართულ ტელეგადაცემებს თვალყურს თუ ადევნებთ?

- მეტ-ნაკლებად. ჩემს გადაცემას არ ვუყურებ.

- რატომ?

- გადაცემა ჩავწერო, სახლში მივიდე და კიდევ მას ვუყურო?! არა, ამის დრო არ მაქვს: გადაღება, რეპეტიცია, პატარა ბავშვი... მაგრამ გამოგიტყდებით და ყოფილა შემთხვევა, გადაცემა "გადამიხვევია" და მინახავს, რადგან რაღაცამ დამაინტერესა. საკუთარი თავი ისე არ მიყვარს, რომ ყველა გადაცემას ვუყურო, ეს გამორიცხულია.

- ხშირად ტელეწამყვანები საკუთარი გადაცემის ჩანაწერის ნახვით რაღაცებს სწავლობენ...

- მე მაშინ ვსწავლობ, როცა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი რაღაცას მირჩევს. კომპლიმენტები არ მიყვარს.

- ეკრანიდან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ აქსესუარები ძალიან გიყვართ. ასეა?

- აქსესუარების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ქალისთვის აუცილებელია. მინდა, ჩემი შვილი გარეგნობას სათანადო ყურადღებას აქცევდეს, მაგრამ მე მაკიაჟიც არ მიყვარს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება