მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი ფობია აქვს ექსტრიმის მოყვარულ ანი გიუნტერს
რისი ფობია აქვს ექსტრიმის მოყვარულ ანი გიუნტერს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ანი გი­უნ­ტე­რი ამ­ბობს, რომ მის­თვის ისეთ ად­გი­ლას დას­ვე­ნე­ბა, სა­დაც ზღვა, ტბა ან აუზი მა­ინც არ არის, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და უცხო ქვეყ­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, სა­ი­და­ნაც თით­ქმის ყო­ველ­თვის ჩა­მო­აქვს სუ­ვე­ნი­რე­ბი მე­გობ­რე­ბის­თვის.

ზა­ფხუ­ლი და დას­ვე­ნე­ბა

- ბავ­შვე­ბი აბას­თუ­მან­ში უკვე და­ვას­ვე­ნე, სა­დაც კვი­რა­ში ორ­ჯერ ჩავ­დი­ო­დი, რად­გან მე­ნატ­რე­ბოდ­ნენ, მათ გა­რე­შე ვერ ვძლებ­დი. ახლა პა­ტა­რე­ბის სი­ონ­ში წაყ­ვა­ნას ვა­პი­რებ. დას­ვე­ნე­ბა ერ­თია, გარ­თო­ბა - მე­ო­რე, ბავ­შვებ­თან ერ­თად სად­მე წას­ვლა კი სულ სხვა რამ არის. ადრე თუ კა­რავ­შიც შე­მეძ­ლო დას­ვე­ნე­ბა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ლაშ­ქრო­ბებ­შიც დავ­დი­ო­დი, ახლა პირ­ველ რიგ­ში, კომ­ფორ­ტს ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას... მე და კა­ხამ სა­ზღვარ­გა­რეთ "გაძ­რო­მა" ერ­თა­დერ­თხელ შევ­ძე­ლით - პრა­ღა­სა და ბარ­სე­ლო­ნა­ში გახ­ლდით, მაგ­რამ ბავ­შვე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა გაგ­ვი­ჭირ­და. ხი­ფა­თი აქაც არ მაკ­ლია, მაგ­რამ ზო­გა­დად, დას­ვე­ნე­ბის დროს უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ბი მე­მარ­თე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას ქუ­ჩებ­ში ვი­კარ­გე­ბი. ახლა უკვე ჭკუა ვის­წავ­ლე და პას­პორ­ტის, სას­ტუმ­როს მი­სა­მარ­თის და­ზე­პი­რე­ბის გა­რე­შე არ­სად მივ­დი­ვარ. ზამ­თარ­ში მე და კახა გუ­და­ურ­ში, ბა­კუ­რი­ან­ში ან ისეთ ად­გი­ლას მივ­დი­ვართ, სა­ი­და­ნაც ბავ­შვე­ბის გამო მალე დაბ­რუ­ნე­ბას მო­ვა­ხერ­ხებთ.

მოგ­ზა­უ­რო­ბა

- მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ დიდი ხა­ნია, მათ­თან ერ­თად არ­სად წავ­სულ­ვარ და მინ­და, ეს და­ნაკ­ლი­სი ავი­ნა­ზღა­უ­რო. წელს ალ­ბათ ბა­თუმს ან ქო­ბუ­ლეთს ვეს­ტუმ­რე­ბი... 5 წლის წინ, "რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვი­მოგ­ზა­უ­რე და თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი ათ­ვი­სე­ბუ­ლი მაქვს - ასე­თი მოგ­ზა­უ­რო­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. მომ­წონს, როცა სხვა­დას­ხვა კუ­თხის ფოლკ­ლორს, სამ­ზა­რე­უ­ლოს ვეც­ნო­ბი და ხალ­ხის ხა­სი­ათ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი მექ­მნე­ბა.

ჯო­მარ­დო­ბა და ექ­სტრი­მი

- ვიდ­რე გავ­თხოვ­დე­ბო­დი, ჯო­მარ­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვცა­დე, მაგ­რამ მა­შინ ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სეს და ხუმ­რობ­დნენ, - ნი­ჩა­ბი ისე უჭი­რავს, რო­გორც ფუნ­ჯი და ჰგო­ნია, მა­კი­აჟს იკე­თებ­სო. ამ დროს, მე მე­გო­ნა, ნიჩ­ბებს მა­მა­კა­ცუ­რად ვუს­ვამ­დი (იცი­ნის). ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი არას­დროს მით­ქვამს, მაგ­რამ ვფრ­თხი­ლობ ხოლ­მე. სი­მაღ­ლის შიში რომ არ მქონ­დეს, ზღვა­ზე პა­რა­შუ­ტით გად­მოვ­ხტე­ბო­დი და ალ­ბათ რა­ი­მე­საც და­ვი­შა­ვებ­დი. მთაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გად რაჭა მახ­სენ­დე­ბა.

წყა­ლი - ზა­ფხუ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი

- იქ, სა­დაც წყა­ლი არ არის, ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. პა­ტა­რა­ო­ბი­დან კარ­გად ვცუ­რავ და მხო­ლოდ ხმე­ლეთ­ზე, ბუ­ნე­ბა­ში ხე­ტი­ა­ლი ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბას­თან არ ასო­ცირ­დე­ბა. ჰა­მაკ­ში წოლა და წიგ­ნის კი­თხვა კარ­გია, მაგ­რამ არა უმე­ტეს - 48 სა­ა­თი­სა. როცა ერ­თსა და იმა­ვე პე­ი­ზაჟს ვუ­ყუ­რებ, სი­ლა­მა­ზეც კი ჩემ­თვის აუ­ტან­ლად იქ­ცე­ვა ხოლ­მე...

სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კი და მავ­ნე ბავ­შვე­ბის ცელ­ქო­ბე­ბი

- თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას შა­ვი­ზღვის­პი­რა გერ­მა­ნულ ბა­ნა­კებ­ში დავ­დი­ო­დი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბიც, რა თქმა უნდა, მაქვს. ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას სად­მე გა­პარ­ვა გვა­ნი­ჭებ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ასეთ ბა­ნა­კებ­ში ყო­ველ­თვის რე­ჟი­მია, და­გეგ­მილ დროს უნდა იკ­ვე­ბო და ა.შ. მე კი ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ეს გან­რი­გი და­მერ­ღვია. ერთი მხრივ, დის­ციპ­ლი­ნას გვაჩ­ვევ­დნენ, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ბავ­შვებს სულ გვინ­დო­და რა­ღაც გაგ­ვე­ფუ­ჭე­ბი­ნა. ისე­თი პა­ტი­ო­სა­ნი გო­გოს სა­ხე­ლი მქონ­და, რომ როცა რა­ღა­ცას ვა­ფუ­ჭებ­დი, ჩემ­ზე ეჭვს არა­ვინ იღებ­და და ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად მწყინ­და კი­დეც (იცი­ნის)...

ლაშ­ქრო­ბე­ბი­სა და ტყე­ში ხე­ტი­ა­ლის ხიბ­ლი

- მო­ვი­ტყუ­ე­ბი, თუ გე­ტყვით, რომ რამ­დე­ნი­მე დღე კა­რავ­ში მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლა და ტყე­ში ერთი ან ორ­დღი­ა­ნი ხე­ტი­ა­ლი მომ­წონს. ზო­გა­დად, მზეს ვერ ვი­ტან; ახლა მგო­ნი, ალერ­გი­აც მაქვს და ჩემ­თვის გა­რუ­ჯვა, მზის გულ­ზე წოლა არ შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტო­მაც არის, რომ ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ტყე-ღრე­ებ­ში სი­ა­რუ­ლი, კლდე­ებ­ზე ძრო­მი­ა­ლი მა­ნი­ჭებს. ქვე­წარ­მავ­ლე­ბის არ მე­ში­ნია. სხვა­თა შო­რის, სა­ნა­თე­სა­ვო­ში ერთი ბავ­შვი გვყავს, რო­მელ­საც გვე­ლე­ბი­სა და ხვლი­კე­ბის და­ნახ­ვა­ზე თვა­ლე­ბი უბრწყინ­დე­ბა, ფო­ტო­ებს უღებს. მარ­თა­ლია, მე მათი და­ნახ­ვა ასე არ მი­ხა­რია, მაგ­რამ ში­შიც არ მაქვს. ტყე­ში სე­ირ­ნო­ბა, სო­კოს კრე­ფა ძა­ლი­ან მომ­წონს და უარს არც თევ­ზა­ო­ბა­ზე ვამ­ბობ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვე­რას­დროს და­ვა­მუ­ღა­მებ, ნა­დი­რო­ბაა. ვერ ვხვდე­ბი, ამის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა რო­გორ უნდა მი­ვი­ღო?..

სა­ოც­ნე­ბო ქვე­ყა­ნა

- სა­ოც­ნე­ბო ქვე­ყა­ნა არ მაქვს... მსურს, იტა­ლი­ის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რო და ამ ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლას ვა­პი­რებ­დი კი­დეც, მაგ­რამ ჩემს მე­გო­ბარს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და ვე­ღარ წა­ვე­დით... მი­მაჩ­ნია, რომ როცა სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დი­ხარ, იმ ქვეყ­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნახო, მუ­ზე­უ­მე­ბი, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რო.

ზა­ფხუ­ლი და ინ­ტერ­ნე­ტი

- ბავ­შვო­ბი­სას, როცა სა­დღაც მივ­დი­ო­დი, ახალ ნაც­ნო­ბებს შე­ვი­ძენ­დი, რა­ი­მეს ვი­ყიდ­დი, ვი­ღაც შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და თუ ვინ­მე გა­მეპ­რან­ჭე­ბო­და, მთე­ლი ზა­ფხუ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, ემო­ცი­ებს ვაგ­რო­ვებ­დი, მერე კი ერთი სული მქონ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­გობ­რე­ბის­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. ახლა, როცა ინ­ტერ­ნე­ტი და "ფე­ის­ბუ­კი" არ­სე­ბობს, ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა იმ­წუ­თას­ვე შე­უძ­ლი­ათ. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს

წყა­ლო­ბით იო­ლად გა­ი­გებთ, ვის რო­დის და რა ფე­რის სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი აც­ვია, სად გა­ცუ­რა, რა მი­ირ­თვა და ა.შ.

სა­ზა­ფხუ­ლო გარ­დე­რო­ბი

- ქა­ლა­ქი­დან გამ­გზავ­რე­ბის წინ, რო­გორც წესი, სა­ზღვაო სა­მოსს ვყი­დუ­ლობ. აბა, გა­მო­სას­ვლე­ლი კა­ბე­ბის ყიდ­ვას რა აზრი აქვს?! ბოლო დროს ჭკუა ვის­წავ­ლე და გა­დავ­წყვი­ტე, ზა­ფხუ­ლის გარ­დე­რობ­ში არა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია არ ჩავ­დო (იცი­ნის). ჯო­ბია, ფული კომ­ფორ­ტულ დას­ვე­ნე­ბას მო­ვახ­მა­რო. სა­ერ­თოდ, გარ­დე­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა ხოლ­მე; სა­ზა­ფხუ­ლო ნივ­თი შე­იძ­ლე­ბა, ზამ­თარ­შიც კი შე­ვი­ძი­ნო, თუ ფას­დაკ­ლე­ბი­სას მო­მე­წო­ნე­ბა... სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი უკვე შე­ვარ­ჩიე. "კუ­პალ­ნი­კი" მო­დუ­რი უნდა იყოს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, გიხ­დე­ბო­დეს...

შო­პინ­გი - სა­ზღვარ­გა­რეთ

- სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას ვცდი­ლობ, რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ვი­ძი­ნო და არა ისე­თი, რო­გო­რიც აქ ზო­გი­ერთ ბრენ­დულ მა­ღა­ზი­ა­ში შეგ­ვხვდე­ბა. რომ გი­თხრათ, - ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნი­სას ვხამ­დე­ბი და შო­პინ­გო­მა­ნია მე­მარ­თე­ბა-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, შო­პინ­გი მა­ინც, მოგ­ზა­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია - ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან მო­მაქვს თუნ­დაც, პა­ტა­რა ნივ­თი, რომ­ლის და­ნახ­ვაც მო­მა­ვალ­ში ტკბილ მო­გო­ნე­ბებს აღ­მიძ­რავს; მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მე­გობ­რის­თვის რა­ი­მე სუ­ვე­ნირს ვყი­დუ­ლობ და ესეც სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს...

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რისი ფობია აქვს ექსტრიმის მოყვარულ ანი გიუნტერს

რისი ფობია აქვს ექსტრიმის მოყვარულ ანი გიუნტერს

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი ამბობს, რომ მისთვის ისეთ ადგილას დასვენება, სადაც ზღვა, ტბა ან აუზი მაინც არ არის, წარმოუდგენელია. უყვარს მოგზაურობა და უცხო ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, საიდანაც თითქმის ყოველთვის ჩამოაქვს სუვენირები მეგობრებისთვის.

ზაფხული და დასვენება

- ბავშვები აბასთუმანში უკვე დავასვენე, სადაც კვირაში ორჯერ ჩავდიოდი, რადგან მენატრებოდნენ, მათ გარეშე ვერ ვძლებდი. ახლა პატარების სიონში წაყვანას ვაპირებ. დასვენება ერთია, გართობა - მეორე, ბავშვებთან ერთად სადმე წასვლა კი სულ სხვა რამ არის. ადრე თუ კარავშიც შემეძლო დასვენება და მეგობრებთან ერთად ლაშქრობებშიც დავდიოდი, ახლა პირველ რიგში, კომფორტს ვაქცევ ყურადღებას... მე და კახამ საზღვარგარეთ "გაძრომა" ერთადერთხელ შევძელით - პრაღასა და ბარსელონაში გახლდით, მაგრამ ბავშვების გარეშე ყოფნა გაგვიჭირდა. ხიფათი აქაც არ მაკლია, მაგრამ ზოგადად, დასვენების დროს უცნაური რაღაცები მემართება. მაგალითად, საზღვარგარეთ ყოფნისას ქუჩებში ვიკარგები. ახლა უკვე ჭკუა ვისწავლე და პასპორტის, სასტუმროს მისამართის დაზეპირების გარეშე არსად მივდივარ. ზამთარში მე და კახა გუდაურში, ბაკურიანში ან ისეთ ადგილას მივდივართ, საიდანაც ბავშვების გამო მალე დაბრუნებას მოვახერხებთ.

მოგზაურობა

- მეგობრებთან ერთად მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, მაგრამ დიდი ხანია, მათთან ერთად არსად წავსულვარ და მინდა, ეს დანაკლისი ავინაზღაურო. წელს ალბათ ბათუმს ან ქობულეთს ვესტუმრები... 5 წლის წინ, "რუსთავი 2"-ის პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ვიმოგზაურე და თითქმის ყველა რეგიონი ათვისებული მაქვს - ასეთი მოგზაურობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მომწონს, როცა სხვადასხვა კუთხის ფოლკლორს, სამზარეულოს ვეცნობი და ხალხის ხასიათზე საკუთარი აზრი მექმნება.

ჯომარდობა და ექსტრიმი

- ვიდრე გავთხოვდებოდი, ჯომარდობაში მონაწილეობა ვცადე, მაგრამ მაშინ ჩემი მონაცემები სათანადოდ ვერ შეაფასეს და ხუმრობდნენ, - ნიჩაბი ისე უჭირავს, როგორც ფუნჯი და ჰგონია, მაკიაჟს იკეთებსო. ამ დროს, მე მეგონა, ნიჩბებს მამაკაცურად ვუსვამდი (იცინის). ყოველ შემთხვევაში, სპორტის ექსტრემალურ სახეობებში მონაწილეობაზე უარი არასდროს მითქვამს, მაგრამ ვფრთხილობ ხოლმე. სიმაღლის შიში რომ არ მქონდეს, ზღვაზე პარაშუტით გადმოვხტებოდი და ალბათ რაიმესაც დავიშავებდი. მთაც ძალიან მიყვარს. ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე კარგად რაჭა მახსენდება.

წყალი - ზაფხულის განუყოფელი ნაწილი

- იქ, სადაც წყალი არ არის, ჩემთვის დასვენება წარმოუდგენელია. პატარაობიდან კარგად ვცურავ და მხოლოდ ხმელეთზე, ბუნებაში ხეტიალი ჩემთვის დასვენებასთან არ ასოცირდება. ჰამაკში წოლა და წიგნის კითხვა კარგია, მაგრამ არა უმეტეს - 48 საათისა. როცა ერთსა და იმავე პეიზაჟს ვუყურებ, სილამაზეც კი ჩემთვის აუტანლად იქცევა ხოლმე...

საზაფხულო ბანაკი და მავნე ბავშვების ცელქობები

- თინეიჯერობისას შავიზღვისპირა გერმანულ ბანაკებში დავდიოდი და მასთან დაკავშირებული მოგონებებიც, რა თქმა უნდა, მაქვს. ყველაზე დიდ სიამოვნებას სადმე გაპარვა გვანიჭებდა. მოგეხსენებათ, ასეთ ბანაკებში ყოველთვის რეჟიმია, დაგეგმილ დროს უნდა იკვებო და ა.შ. მე კი ყოველთვის მინდოდა, ეს განრიგი დამერღვია. ერთი მხრივ, დისციპლინას გვაჩვევდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, ბავშვებს სულ გვინდოდა რაღაც გაგვეფუჭებინა. ისეთი პატიოსანი გოგოს სახელი მქონდა, რომ როცა რაღაცას ვაფუჭებდი, ჩემზე ეჭვს არავინ იღებდა და ეს გარკვეულწილად მწყინდა კიდეც (იცინის)...

ლაშქრობებისა და ტყეში ხეტიალის ხიბლი

- მოვიტყუები, თუ გეტყვით, რომ რამდენიმე დღე კარავში მიცხოვრია, მაგრამ ბუნებაში გასვლა და ტყეში ერთი ან ორდღიანი ხეტიალი მომწონს. ზოგადად, მზეს ვერ ვიტან; ახლა მგონი, ალერგიაც მაქვს და ჩემთვის გარუჯვა, მზის გულზე წოლა არ შეიძლება. ამიტომაც არის, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას ტყე-ღრეებში სიარული, კლდეებზე ძრომიალი მანიჭებს. ქვეწარმავლების არ მეშინია. სხვათა შორის, სანათესავოში ერთი ბავშვი გვყავს, რომელსაც გველებისა და ხვლიკების დანახვაზე თვალები უბრწყინდება, ფოტოებს უღებს. მართალია, მე მათი დანახვა ასე არ მიხარია, მაგრამ შიშიც არ მაქვს. ტყეში სეირნობა, სოკოს კრეფა ძალიან მომწონს და უარს არც თევზაობაზე ვამბობ. ერთადერთი, რასაც ვერასდროს დავამუღამებ, ნადირობაა. ვერ ვხვდები, ამისგან სიამოვნება როგორ უნდა მივიღო?..

საოცნებო ქვეყანა

- საოცნებო ქვეყანა არ მაქვს... მსურს, იტალიის ღირსშესანიშნაობები დავათვალიერო და ამ ქვეყანაში წასვლას ვაპირებდი კიდეც, მაგრამ ჩემს მეგობარს გარკვეული პრობლემები შეექმნა და ვეღარ წავედით... მიმაჩნია, რომ როცა საზღვარგარეთ მიდიხარ, იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები აუცილებლად უნდა ნახო, მუზეუმები, არქიტექტურული ძეგლები დაათვალიერო.

ზაფხული და ინტერნეტი

- ბავშვობისას, როცა სადღაც მივდიოდი, ახალ ნაცნობებს შევიძენდი, რაიმეს ვიყიდდი, ვიღაც შემიყვარდებოდა თუ ვინმე გამეპრანჭებოდა, მთელი ზაფხულის შთაბეჭდილებებს, ემოციებს ვაგროვებდი, მერე კი ერთი სული მქონდა, ეს ყველაფერი მეგობრებისთვის გამეზიარებინა. ახლა, როცა ინტერნეტი და "ფეისბუკი" არსებობს, ადამიანებს საკუთარი ემოციების სხვებისთვის გაზიარება იმწუთასვე შეუძლიათ. ვირტუალური სამყაროს

წყალობით იოლად გაიგებთ, ვის როდის და რა ფერის საცურაო კოსტიუმი აცვია, სად გაცურა, რა მიირთვა და ა.შ.

საზაფხულო გარდერობი

- ქალაქიდან გამგზავრების წინ, როგორც წესი, საზღვაო სამოსს ვყიდულობ. აბა, გამოსასვლელი კაბების ყიდვას რა აზრი აქვს?! ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე და გადავწყვიტე, ზაფხულის გარდერობში არანაირი სერიოზული ინვესტიცია არ ჩავდო (იცინის). ჯობია, ფული კომფორტულ დასვენებას მოვახმარო. საერთოდ, გარდერობის განახლება ბუნებრივად ხდება ხოლმე; საზაფხულო ნივთი შეიძლება, ზამთარშიც კი შევიძინო, თუ ფასდაკლებისას მომეწონება... საცურაო კოსტიუმი უკვე შევარჩიე. "კუპალნიკი" მოდური უნდა იყოს, მაგრამ მთავარია, გიხდებოდეს...

შოპინგი - საზღვარგარეთ

- საზღვარგარეთ ყოფნისას ვცდილობ, რაიმე განსხვავებული შევიძინო და არა ისეთი, როგორიც აქ ზოგიერთ ბრენდულ მაღაზიაში შეგვხვდება. რომ გითხრათ, - ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნისას ვხამდები და შოპინგომანია მემართება-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ვფიქრობ, შოპინგი მაინც, მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია - ყველა ქვეყნიდან მომაქვს თუნდაც, პატარა ნივთი, რომლის დანახვაც მომავალში ტკბილ მოგონებებს აღმიძრავს; მოგზაურობისას მეგობრისთვის რაიმე სუვენირს ვყიდულობ და ესეც სიამოვნებას მანიჭებს...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები