კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხარაგაულის მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს იღებს
ხარაგაულის მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს იღებს

ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ონ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა­ში უამ­რა­ვი ხარ­ვე­ზია და მო­სახ­ლე­ო­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბულ წყალს იღებს. ამის შე­სა­ხებ "ქუ­თა­ი­სის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის" ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­დეს.

შეხ­ვედ­რას "სე­მე­კის" თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის ქუ­თა­ი­სის სერ­ვის-ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ თა­თა­რა­ძეც ეს­წრე­ბო­და. სწო­რედ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქვა შე­ნიშ­ვნე­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პი­ე­მარ­ტის-სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და კვლე­ვის ცენ­ტრის" მე­ნე­ჯერ­მა, რუ­სუ­დან გურ­გე­ნი­ძემ. მისი თქმით, კომ­პა­ნი­ი­სად­მი არა­ერ­თი მი­მარ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბა კვლავ სას­მე­ლად უვარ­გის წყალს იღებს.

"უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ხა­რა­გა­ულ­ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბე­ბი არ არის ნორ­მა­ლუ­რად გა­კე­თე­ბუ­ლი და ყო­ველ­თვის მღვრიე წყა­ლი მო­დის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი წვი­მი­ან ამინ­დში. არ ხდე­ბა სას­მე­ლი წყლის დაქ­ლორ­ვა, ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, კუს­ტა­რუ­ლი კას­რე­ბი დგას და პირ­და­პირ იქე­დან მი­ე­წო­დე­ბა ქლო­რი სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბებს. ზო­გი­ერთ წყალ­სა­ცავ­ზე სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს საქ­ლო­რა­ტო­რო. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ დაქ­ლორ­ვა კვი­რა­ში ერთხელ ხდე­ბა, მა­შინ რო­დე­საც გამ­დი­ნა­რე წყა­ლი სა­ათ­ში ერთხელ უნდა იქ­ლო­რე­ბო­დეს. არ ხდე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, აღარც ლა­ბო­რან­ტი ჰყავთ, რო­მე­ლიც წყლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეტა­პობ­რი­ვად აწ­ვდი­და სა­თა­ვე-ნა­გე­ბო­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, რის შემ­დე­გაც ხდე­ბო­და ნორ­მე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა", - აცხა­დებს გურ­გე­ნი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

ხარაგაულის მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს იღებს

ხარაგაულის მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს იღებს

ხარაგაულის რაიონში წყალმომარაგების სისტემაში უამრავი ხარვეზია და მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს იღებს. ამის შესახებ "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

შეხვედრას "სემეკის" თავმჯდომარესთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ თათარაძეც ესწრებოდა. სწორედ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მისამართით გამოთქვა შენიშვნები არასამთავრობო ორგანიზაცია "პიემარტის-საზოგადოების მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის" მენეჯერმა, რუსუდან გურგენიძემ. მისი თქმით, კომპანიისადმი არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოსახლეობა კვლავ სასმელად უვარგის წყალს იღებს.

"უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ხარაგაულში წყალმომარაგების სათავე ნაგებობები არ არის ნორმალურად გაკეთებული და ყოველთვის მღვრიე წყალი მოდის, განსაკუთრებით კი წვიმიან ამინდში. არ ხდება სასმელი წყლის დაქლორვა, ისე, როგორც საჭიროა, კუსტარული კასრები დგას და პირდაპირ იქედან მიეწოდება ქლორი სათავე ნაგებობებს. ზოგიერთ წყალსაცავზე საერთოდ არ არსებობს საქლორატორო. რაც ნიშნავს იმას, რომ დაქლორვა კვირაში ერთხელ ხდება, მაშინ როდესაც გამდინარე წყალი საათში ერთხელ უნდა იქლორებოდეს. არ ხდება ლაბორატორიული გამოკვლევები, აღარც ლაბორანტი ჰყავთ, რომელიც წყლის შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად აწვდიდა სათავე-ნაგებობების თანამშრომლებს, რის შემდეგაც ხდებოდა ნორმების დარეგულირება", - აცხადებს გურგენიძე.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა