სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­დის და­ა­კა­ვე­ბენ სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოს ავ­ტორს
რო­დის და­ა­კა­ვე­ბენ სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოს ავ­ტორს

"ამ ვი­დე­ოს წარ­მო­მავ­ლო­ბას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო "თა­ლი­ბან­თან", არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვი­დეო ატ­ვირ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან, IP მი­სა­მარ­თი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ა, ასე­ვე დად­გე­ნი­ლია ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მას­ში ჩარ­თუ­ლია FBI და ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბა ის­რა­ე­ლის მხა­რე", - გა­ნაცხ­ა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ე.წ. ჯი­ჰა­დის მუ­ქა­რის ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა თით­ქმის რვათ­ვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა ბო­ლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­ვე მე­ო­რედ მო­იწ­ვი­ა. გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კითხ­ე­ბი ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტინ­გენ­ტზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ ზე­მოთ ნახ­სე­ნებ მუ­ქა­რის ვი­დე­ორ­გო­ლებს შე­ე­ხე­ბო­და. ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად მა­ინც და­ეს­წრე­ბო­და სხდო­მას სა­კითხ­თა სიმ­წვა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა, რო­გორც მან­ვე გან­მარ­ტა, სწო­რედ ეს სა­კითხ­ე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო.

ფაქ­ტი­ა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მე­ბი არ გა­მარ­თუ­ლა, ვიდ­რე ზუს­ტად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არ შე­ახ­სე­ნა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა და მის მდი­ვან გი­გა ბო­კე­რას თა­ვი­სი უფ­ლე­ბა-­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. სა­კითხ­ის სიმ­წვა­ვის­გან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, სხდო­მას თავ­დაც­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის გარ­და პრე­მი­ე­რიც დას­წრე­ბო­და... სხდო­მა და­ხუ­რუ­ლი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ა­ნონ­სე­ბულ სა­კი­თხებს და­ე­მა­ტე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ურ­თი­ერ­თო­ბის თე­მა, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც მაია ფან­ჯი­კი­ძე აპი­რებ­და კითხ­ვე­ბის დას­მას - ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­ა­ნონ­სა. საქ­მე ის არის, რომ აშ­კა­რად ჩანს პრობ­ლე­მე­ბი პრე­ზი­დენ­ტსა და სა­გა­რეო უწყ­ე­ბას შო­რის. ცნო­ბი­ლი­ა, რომ რიგ ქვეყ­ნებ­ში და­სა­ნიშ­ნი ელ­ჩე­ბის კან­დი­და­ტუ­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­ვე თვე­ე­ბი არ ამ­ტკი­ცებს, ამას­თა­ნა­ვე, ერ­თგვა­რი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა ჩანს პრე­ზი­დენ­ტის უცხ­ო­უ­რი ვი­ზი­ტე­ბის და­გეგ­მვი­სა­საც. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხი ალ­ბათ იმ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა უფ­რო­ა. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში სწო­რედ ჩვენს ბა­ზა­ზე ტე­რაქ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბამ­დე გა­მო­ჩე­ნილ­მა ვი­დე­ო­მუქ­არამ გვა­რი­ან სა­ფიქ­რალ­ში ჩა­აგ­დო მთე­ლი ქვე­ყა­ნა. ჯერ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა, შემ­დეგ კი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც და­ა­დას­ტუ­რეს და უკ­ვე სა­და­ვო აღარ არის, რომ ეს ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან აიტ­ვირ­თა, რაც კი­დევ უფ­რო მეტ კითხ­ვას ბა­დებს. ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რა მა­ნამ­დე "თა­ლი­ბა­ნის" თუ სხვა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვებს არ ჰგავ­და, ამა­ზე ექ­სპერ­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ლა­პა­რა­კობ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერ­თიც - რო­დე­საც საქ­მე ტე­რო­რიზმს, მით უფ­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზმს ეხე­ბა, ალ­ბათ, გა­მო­ძი­ე­ბას უამ­რა­ვი ას­პექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში არა მხო­ლოდ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის და­მამ­ზა­დებ­ლი­სა და გა­მავ­რცე­ლებ­ლის პოვ­ნაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ უპირ­ვე­ლე­სად იმის დად­გე­ნაც, ვინ და რა დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან. "სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბის რეპ­ლი­კე­ბი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ნე­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნიშ­ნავს იმას, რომ მათ ან წარ­მოდ­გე­ნა არა აქვთ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, ან ეს არის პი­არ­ზე გათ­ვლი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც შე­უ­სა­ბა­მო და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი­ა. თუ არ ენ­დო­ბი­ან FBI-სთან ერ­თად წარ­მო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას, მა­შინ გა­მო­ვიდ­ნენ და ღი­ად თქვან, თუ არა­და, ნე­ბა იბო­ძონ, და­ე­ლო­დონ გა­მო­ძი­ე­ბას და მე­რე გა­ა­კე­თონ გან­ცხა­დე­ბე­ბი. ეს საქ­მე ასე მარ­ტი­ვად გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი არ არის", - გა­ნაცხ­ა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის მი­ზა­ნი პა­ნი­კის და­თეს­ვა და ეი­ფო­რი­ის შექ­მნა­ა.

თუმ­ცა ჩვენ­ში დრო­ის გას­ვლას­თან ერ­თად ეს სა­კი­თხი პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბის მი­ზე­ზად იქ­ცა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მტკი­ცე­ბით, ეს კლი­პე­ბი ჰგავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩე­ვ­ნო კლი­პებს, და­სა­ხელ­და ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნიც - კო­კა ყან­დი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. პარ­ლა­მენ­ტა­რი გო­გა ხა­ჩი­ძე სო­ცი­ა­ლუ­რ ქსელ­ში ავ­რცე­ლებ­და მო­საზ­რე­ბას, თით­ქოს ეს ძა­ლი­ან წა­ა­გავ­და ბე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში მომ­ზა­დე­ბულ ვი­დე­ორ­გოლს. თა­ვის მხრივ, კო­კა ყან­დი­აშ­ვილ­მა ამ ყვე­ლაფ­რის უკან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სი და­ი­ნა­ხა და ამის შე­მოქ­მედ­თა შო­რის გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეც და­ა­სა­ხე­ლა. მოკ­ლედ, ეს სა­კი­თხი იქ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზად, რაც გა­მო­ძიე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი­ა. პრე­მი­ე­რის თქმით კი, ამ­გვა­რი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა­ა" და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი და ქვაც სწო­რედ მათ ბოს­ტან­ში ის­რო­ლა. მან­ვე თქვა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თა­მა­შის ასეთ წე­სებს არ ცნობს, თუმ­ცა ის ამას­ვე აცხ­ა­დებ­და მა­შინ, რო­დე­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლოოდ გა­ირ­კვა, რომ ამის უკან სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იდ­გა. მაგ­რამ სრუ­ლი­ად გა­უგე­ბა­რი­ა, რა მო­ტი­ვი და მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამ კლი­პის მომ­ზა­დე­ბი­სა და გავ­რცლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამ ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბებ­ში თით­ქოს სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გა ამ ყვე­ლაფ­რის უკან მე­სა­მე, გა­რე ძა­ლის არ­სე­ბო­ბის ვერ­სი­ა, არა­და, რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლოა ამის უკან მარ­თლაც იდ­გეს ძა­ლა, რო­მელ­მაც ახა­ლი "ქარ­თლის ჭი­რის" გავ­რცე­ლე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ით­ბოს ხე­ლი. აშ­კა­რა­ა, რომ მომ­ხდა­რის მე­რე კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და ჩვენ­ში უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორც ზო­გა­დად და­სავ­ლე­თის, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლად ნა­ტოს მი­სა­მარ­თით. გახ­შირ­და კითხ­ვე­ბი, ღირს კი ჩვე­ნი და­სავ­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბა ქვეყ­ნის­თვის ამ­გვა­რი საფ­რთხე­ე­ბის შექ­მნის ფა­სად?! თუმ­ცა ეს ზე­და­პი­რუ­ლი კითხ­ვე­ბია და დიდ­წი­ლად რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. შე­სა­ბა­მი­სად, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ამ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში სწო­რედ რუ­სუ­ლი კვა­ლი ვე­ძე­ბოთ.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რო­დის და­ა­კა­ვე­ბენ სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოს ავ­ტორს

რო­დის და­ა­კა­ვე­ბენ სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოს ავ­ტორს

"ამ ვი­დე­ოს წარ­მო­მავ­ლო­ბას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო "თა­ლი­ბან­თან", არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვი­დეო ატ­ვირ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან, IP მი­სა­მარ­თი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ა, ასე­ვე დად­გე­ნი­ლია ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მას­ში ჩარ­თუ­ლია FBI და ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბა ის­რა­ე­ლის მხა­რე", - გა­ნაცხ­ა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ე.წ. ჯი­ჰა­დის მუ­ქა­რის ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა თით­ქმის რვათ­ვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა ბო­ლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­ვე მე­ო­რედ მო­იწ­ვი­ა. გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კითხ­ე­ბი ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტინ­გენ­ტზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბულ ზე­მოთ ნახ­სე­ნებ მუ­ქა­რის ვი­დე­ორ­გო­ლებს შე­ე­ხე­ბო­და. ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად მა­ინც და­ეს­წრე­ბო­და სხდო­მას სა­კითხ­თა სიმ­წვა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა, რო­გორც მან­ვე გან­მარ­ტა, სწო­რედ ეს სა­კითხ­ე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო.

ფაქ­ტი­ა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მე­ბი არ გა­მარ­თუ­ლა, ვიდ­რე ზუს­ტად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არ შე­ახ­სე­ნა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა და მის მდი­ვან გი­გა ბო­კე­რას თა­ვი­სი უფ­ლე­ბა-­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. სა­კითხ­ის სიმ­წვა­ვის­გან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, სხდო­მას თავ­დაც­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის გარ­და პრე­მი­ე­რიც დას­წრე­ბო­და... სხდომა დახურული იყო. სავარაუდოდ, დაანონსებულ საკითხებს და­ე­მა­ტე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ურ­თი­ერ­თო­ბის თე­მა, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც მაია ფან­ჯი­კი­ძე აპი­რებ­და კითხ­ვე­ბის დას­მას - ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­ა­ნონ­სა. საქ­მე ის არის, რომ აშ­კა­რად ჩანს პრობ­ლე­მე­ბი პრე­ზი­დენ­ტსა და სა­გა­რეო უწყ­ე­ბას შო­რის. ცნო­ბი­ლი­ა, რომ რიგ ქვეყ­ნებ­ში და­სა­ნიშ­ნი ელ­ჩე­ბის კან­დი­და­ტუ­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­ვე თვე­ე­ბი არ ამ­ტკი­ცებს, ამას­თა­ნა­ვე, ერ­თგვა­რი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა ჩანს პრე­ზი­დენ­ტის უცხ­ო­უ­რი ვი­ზი­ტების და­გეგ­მვი­სა­საც. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხი ალ­ბათ იმ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა უფ­რო­ა. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში სწო­რედ ჩვენს ბა­ზა­ზე ტე­რაქ­ტის გან­ხორ­ციე­ლე­ბამ­დე გა­მო­ჩე­ნილ­მა ვი­დე­ო­მუქ­არამ გვა­რი­ან სა­ფიქ­რალ­ში ჩა­აგ­დო მთე­ლი ქვე­ყა­ნა. ჯერ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა, შემ­დეგ კი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც და­ა­დას­ტუ­რეს და უკ­ვე სა­და­ვო აღარ არის, რომ ეს ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან აიტ­ვირ­თა, რაც კი­დევ უფ­რო მეტ კითხ­ვას ბა­დებს. ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რა მა­ნამ­დე "თა­ლი­ბა­ნის" თუ სხვა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვებს არ ჰგავ­და, ამა­ზე ექ­სპერ­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ლა­პა­რა­კობ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერ­თიც - რო­დე­საც საქ­მე ტე­რო­რიზმს, მით უფ­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზმს ეხე­ბა, ალ­ბათ, გა­მო­ძი­ე­ბას უამ­რა­ვი ას­პექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მო­უ­წევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში არა მხო­ლოდ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის და­მამ­ზა­დებ­ლი­სა და გა­მავ­რცე­ლებ­ლის პოვ­ნაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ უპირ­ვე­ლე­სად იმის დად­გე­ნაც, ვინ და რა დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან. "სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბის რეპ­ლი­კე­ბი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ნე­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნიშ­ნავს იმას, რომ მათ ან წარ­მოდ­გე­ნა არა აქვთ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, ან ეს არის პი­არ­ზე გათ­ვლი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც შე­უ­სა­ბა­მო და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი­ა. თუ არ ენ­დო­ბი­ან FBI-სთან ერ­თად წარ­მო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას, მა­შინ გა­მო­ვიდ­ნენ და ღი­ად თქვან, თუ არა­და, ნე­ბა იბო­ძონ, და­ე­ლო­დონ გა­მო­ძი­ე­ბას და მე­რე გა­ა­კე­თონ გან­ცხა­დე­ბე­ბი. ეს საქ­მე ასე მარ­ტი­ვად გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი არ არის", - გა­ნაცხ­ა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის მი­ზა­ნი პა­ნი­კის და­თეს­ვა და ეი­ფო­რი­ის შექ­მნა­ა.

თუმ­ცა ჩვენ­ში დრო­ის გას­ვლას­თან ერ­თად ეს სა­კითხი პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბის მი­ზე­ზად იქ­ცა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მტკი­ცე­ბით, ეს კლი­პე­ბი ჰგავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩე­ვ­ნო კლი­პებს, და­სა­ხელ­და ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნიც - კო­კა ყან­დი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. პარ­ლა­მენ­ტა­რი გო­გა ხა­ჩი­ძე სო­ცი­ა­ლუ­რ ქსელ­ში ავ­რცე­ლებ­და მო­საზ­რე­ბას, თით­ქოს ეს ძა­ლი­ან წა­ა­გავ­და ბე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში მომ­ზა­დე­ბულ ვი­დე­ორ­გოლს. თა­ვის მხრივ, კო­კა ყან­დი­აშ­ვილ­მა ამ ყვე­ლაფ­რის უკან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სი და­ი­ნა­ხა და ამის შე­მოქ­მედ­თა შო­რის გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეც და­ა­სა­ხე­ლა. მოკ­ლედ, ეს სა­კითხი იქ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზად, რაც გა­მო­ძიე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი­ა. პრე­მი­ე­რის თქმით კი, ამ­გვა­რი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა­ა" და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი და ქვაც სწო­რედ მათ ბოს­ტან­ში ის­რო­ლა. მან­ვე თქვა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თა­მა­შის ასეთ წე­სებს არ ცნობს, თუმ­ცა ის ამას­ვე აცხ­ა­დებ­და მა­შინ, რო­დე­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლოოდ გა­ირ­კვა, რომ ამის უკან სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იდ­გა. მაგ­რამ სრუ­ლი­ად გა­უგე­ბა­რი­ა, რა მო­ტი­ვი და მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამ კლი­პის მომ­ზა­დე­ბი­სა და გავ­რცლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამ ურ­თი­ერ­თბრალ­დე­ბებ­ში თით­ქოს სა­ერ­თოდ და­ი­კარ­გა ამ ყვე­ლაფ­რის უკან მე­სა­მე, გა­რე ძა­ლის არ­სე­ბო­ბის ვერ­სი­ა, არა­და, რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლოა ამის უკან მარ­თლაც იდ­გეს ძა­ლა, რო­მელ­მაც ახა­ლი "ქარ­თლის ჭი­რის" გავ­რცე­ლე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ით­ბოს ხე­ლი. აშ­კა­რა­ა, რომ მომ­ხდა­რის მე­რე კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და ჩვენ­ში უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­გორც ზო­გა­დად და­სავ­ლე­თის, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლად ნა­ტოს მი­სა­მარ­თით. გახ­შირ­და კითხ­ვე­ბი, ღირს კი ჩვე­ნი და­სავ­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბა ქვეყ­ნის­თვის ამ­გვა­რი საფ­რთხე­ე­ბის შექ­მნის ფა­სად?! თუმ­ცა ეს ზე­და­პი­რუ­ლი კითხ­ვე­ბია და დიდ­წი­ლად რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. შე­სა­ბა­მი­სად, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ამ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში სწო­რედ რუ­სუ­ლი კვა­ლი ვე­ძე­ბოთ.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ