საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ცოლ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ ცოლ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გოჩა ფ. ოჯა­ხის წევ­რე­ბის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს, და­კა­ვე­ბულ­მა თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, მე­უღ­ლეს - 1983 წელს და­ბა­დე­ბულ თა­მუ­ნა ბ.-სა და მცი­რე­წლო­ვან შვილს - 2008 წელს და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. დედა-შვი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გოჩა ფ-მ თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სსსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

შსს-მ ცოლ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-მ ცოლ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული გოჩა ფ. ოჯახის წევრების მკვლელობის ფაქტზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დაკავებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ თამუნა ბ.-სა და მცირეწლოვან შვილს - 2008 წელს დაბადებულ გოგონას ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი მძიმე დაზიანება მიაყენა. დედა-შვილი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

მოგვიანებით, გოჩა ფ-მ თვითმკვლელობის მიზნით, დანის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიიყენა. სამართალდამცველებმა დაკავებული სამედიცინო დახმარების მიზნით ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ