სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით გადარია ხვიჩა მაღლაკელიძემ მომავალი ცოლისდები
რით გადარია ხვიჩა მაღლაკელიძემ მომავალი ცოლისდები

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძი­სა და მარი ჩახ­ვა­ძის სიყ­ვა­რუ­ლი უკვე 17 წე­ლია, გრძელ­დე­ბა. ისი­ნი 5 წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მერე და­ო­ჯახ­დნენ და ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. რო­გორც სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნეს, მათ გრძნო­ბას შვი­ლე­ბი - ირაკ­ლი და ილია უფრო მე­ტად აძ­ლი­ე­რე­ბენ.

- რო­გორც ვიცი, მარი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­გიყ­ვარ­დათ. მა­ნამ­დე თუ გჯე­რო­დათ ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლის?

ხვი­ჩა:

- არ მჯე­რო­და, მაგ­რამ და­ვი­ჯე­რე. იმ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვთა ან­სამ­ბლში - "ზღვის შვი­ლე­ბი" ვუკ­რავ­დი. ახა­ლი ჯგუ­ფის მი­სა­ღე­ბად კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და. მე და რამ­დე­ნი­მე ან­სამ­ბლის წევ­რი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბის შე­სარ­ჩე­ვად სკო­ლებ­სა და ინ­სტი­ტუ­ტებ­ში დავ­დი­ო­დით. ერთ-ერთი ასე­თი შე­მოვ­ლის დროს დარ­ბაზ­ში მარი და­ვი­ნა­ხე და მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ ცოტა ხან­ში ვე­ღარ ვი­პო­ვე, რა­მაც გა­დამ­რია.

მარი:

- დარ­ბა­ზი­დან ხვი­ჩა რომ წა­ვი­და, მეც წა­ვე­დი.

ხვი­ჩა:

- კი არ წა­ვე­დი, გა­ვე­დი. დარ­ბაზ­ში რომ დავ­ბრუნ­დი და მარი ვე­ღარ და­ვი­ნა­ხე, გა­და­ვი­რიე. გა­დავ­წყვი­ტე, მო­მე­ძებ­ნა. ძმა­კა­ცებ­მა მხა­რი ამი­ბეს და მა­რის მთე­ლი ზა­ფხუ­ლი, ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში ვე­ძებ­დით. რა­ტომ­ღაც, გვი­ან გა­მახ­სენ­და, რომ ბულ­ვარ­შიც უნდა მე­ძებ­ნა და ბი­ჭებ­თან ერ­თად წა­ვე­დი. და­ვი­ნა­ხე, ორ გო­გოს­თან ერ­თად მო­დი­ო­და (მა­შინ არ ვი­ცო­დი, რომ ისი­ნი მისი დები იყ­ვნენ). და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე გა­ვე­ქა­ნე და პირ­და­პირ და­ვე­ტა­კე, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რა უნდა მეთ­ქვა. უცებ, უფ­როს­მა დამ მარი უკან გას­წია და გა­და­მიდ­გა: რა გინ­და, რა­შია საქ­მეო? ჯერ და­ვი­ბე­ნი, მერე ვუ­თხა­რი, - ამ გო­გო­ნას კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს და გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრის სწავ­ლა არ უნდა-მეთ­ქი? ისე ვაქე და ვა­დი­დე, რომ მისი დები გა­დავ­რიე. ბო­ლოს, მა­რიმ მი­თხრა, - გი­ტა­რა არ მაქ­ვსო. ვუ­პა­სუ­ხე: ოღონდ მოდი და ჩემს გი­ტა­რას გა­თხო­ვებ-მეთ­ქი.

მარი:

- ისე მა­ქებ­და, და­ვი­ჯე­რე, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ვი­ყა­ვი და მხო­ლოდ ამი­ტომ მე­ძებ­და (იღი­მის).

ხვი­ჩა:

- მა­რის მოს­ვლის დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი არ და­ვი­ბა­რე და პირ­ველ­სა­ვე გაკ­ვე­თილ­ზე გა­მოვ­კი­თხე, ვინ იყო, სა­ი­დან იყო, სად სწავ­ლობ­და. ბო­ლოს, ჩემი გი­ტა­რა მი­ვე­ცი და სახ­ლამ­დეც მი­ვა­ცი­ლე.

- რო­დის მიხ­ვდით, რომ ხვი­ჩას თქვენ მი­მართ გრძნო­ბა ჰქონ­და?

მარი:

- ხვი­ჩა ყვე­ლა­ფერს ისე აკე­თებ­და, რომ ბრმაც მიხ­ვდე­ბო­და, რა სურ­და.

ხვი­ჩა:

- ის ყო­ველ­დღე მო­დი­ო­და, სხვა ბავ­შვე­ბი - კვი­რა­ში ორ­ჯერ; მარი სწავ­ლის სა­ფა­სურს არ იხ­დი­და, სხვე­ბის­თვის კი სწავ­ლა ფა­სი­ა­ნი იყო.

- მარი სხვა გო­გო­ნე­ბის­გან რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და?

- უბ­რა­ლოდ, იმ მო­მენ­ტში მარი "ხელ­ში მომ­ყვა". ისე­თი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი, რომ "გუ­ლა­ო­ბა" და ღა­მის ტუსოვ­კე­ბი რა იყო, არ ვი­ცო­დი; გა­მუდ­მე­ბით ვმუ­შა­ობ­დი და ფუ­ლის შოვ­ნის მა­ნი­ამ ისე შე­მი­პყრო, რომ გა­სარ­თო­ბად დრო აღარ მრჩე­ბო­და. დი­ლით მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მერე რეს­ტო­რან­ში ღა­მის 11-12 სა­ა­თამ­დე ვუკ­რავ­დი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვხვდე­ბო­დი მა­რის. მა­შინ ბა­თუ­მი მკვდა­რი ქა­ლა­ქი იყო; სა­ღა­მო­ო­ბით ქუჩა მხო­ლოდ ას­ლან აბა­ში­ძის სახ­ლთან გახ­ლდათ გა­ნა­თე­ბუ­ლი და ჩვენც, ავ­ტო­მო­ბი­ლით იქ მივ­დი­ო­დით. მარი იმ­დე­ნად თა­ვი­სუფ­ლად იყო ჩემ­თან, რომ სახ­ლის ჩუს­ტე­ბით მიჯ­დე­ბო­და მან­ქა­ნა­ში. თუ ცი­ო­და, მან­ქა­ნას ზღვის ნა­პირ­ზე ვა­ყე­ნებ­დი და ვსა­უბ­რობ­დით. 5 წლის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი.

- თქვენ რით მოგ­ხიბ­ლათ ხვი­ჩამ?

მარი:

- თა­ვი­სი ენერ­გი­უ­ლო­ბი­თა და ხა­სი­ა­თით. ძა­ლი­ან დიდი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს და სულ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი.

- ე.ი. ბა­თუმ­შიც პო­პუ­ლა­რუ­ლი იყა­ვით?

ხვი­ჩა:

- იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ინ­სპექ­ტო­რე­ბი მა­მის სა­ხე­ლით მომ­მარ­თავ­დნენ და 10 ლარს ისე მარ­თმევ­დნენ. ერთხელ, წვი­მი­ან ამინ­დში ას­ლან აბა­ში­ძის სახ­ლთან მან­ქა­ნა გა­მი­ჩერ­და და ვე­ღარ დავ­ქო­ქე. მარი რეს­ტო­რან­ში, კი­ე­ვურ კატ­ლეტ­ზე მყავ­და და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი და გა­მოპ­რან­ჭუ­ლი, ავ­ტო­მო­ბილ­ში იჯდა. ვთხო­ვე, მან­ქა­ნი­დან გა­და­სუ­ლი­ყო და მოს­წო­ლო­და. მან­ქა­ნა კი დავ­ქო­ქე, მაგ­რამ მარი ისე დას­ველ­და, რომ რეს­ტო­რან­ში ვე­ღარ წა­ვე­დით.

მარი:

- ერთხელ ხვი­ჩა ნას­ვა­მი მო­ვი­და, მაგ­რამ მა­ინც გა­ვი­სე­ირ­ნეთ. პო­ლი­ცი­ამ მან­ქა­ნა ჩა­მო­არ­თვა. დიდ­ხანს ცდი­ლობ­დნენ მის და­ქოქ­ვას, თუმ­ცა ვე­რა­ფერს გახ­დნენ. მერე, ხვი­ჩას უთხრეს: ოღონდ შენი მან­ქა­ნა მოგ­ვა­შო­რე და ჯა­რი­მას აღარ გა­და­გახ­დე­ვი­ნებ­თო.

- ხვი­ჩა, მა­რის დები რო­გორ "გად­მო­ი­ბი­რეთ"?

- ძა­ლი­ან იო­ლად. უფ­რო­სი ცო­ლის­და - ირა უნი­კა­ლუ­რი მყავს და მას "ჩემს სი­დედრს" ვე­ძა­ხი. მარი რომ გა­ვი­ცა­ნი, დედა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავ­და. ირა მა­რი­ზე რო­გორც დედა, ისე ზრუ­ნავ­და, სულ აკონ­ტრო­ლებ­და. პა­ე­მან­ზე რომ უშ­ვებ­და, მკაც­რად აფრ­თხი­ლებ­და: ღა­მის 12 სა­ათ­ზე სახ­ლში იყა­ვიო.

მარი:

- ხვი­ჩას პა­ე­მან­ზე თუ აგ­ვი­ან­დე­ბო­და, ყვა­ვი­ლებს ყი­დუ­ლობ­და და ისე მო­დი­ო­და. ერთხელ, ისე და­ემ­თხვა, რომ მთე­ლი კვი­რა, ყო­ველ­დღე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დი­ო­და და ჩემი სახ­ლიც ყვა­ვი­ლე­ბით აივ­სო. ბო­ლოს, ირამ ხვი­ჩას და­უ­რე­კა და უთხრა: მა­რის ყვა­ვი­ლებს რომ ჩუქ­ნი, ეს ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ სახ­ლში როცა არ არის, თავი პა­ნაშ­ვიდ­ზე მგო­ნი­აო.

ხვი­ჩა:

- ერთხელ მარი შინ არ დამ­ხვდა. მის­თვის ნა­ყი­დი სუ­ნა­მო ბე­ბი­ას მი­ვა­წო­დე და ვიდ­რე ვე­ტყო­დი, - ეს მა­რის გა­და­ე­ცით-მეთ­ქი, სი­ხა­რუ­ლის­გან ლა­მის გა­და­ი­რია: ეგო­ნა, რომ მას მი­ვუ­ტა­ნე...

- ასე ახ­ლოს თუ იყა­ვით ერ­თმა­ნეთ­თან, შე­უღ­ლე­ბამ­დე ფი­ზი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გქონ­დათ?

- კი, გვქონ­და. სხვა­თა შო­რის, ეს სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი უკეთ გა­იც­ნოს.

მარი:

- ეს ჩვენს და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მოხ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩვენ სულ ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არ გამ­ჭირ­ვე­ბია.

- თბი­ლის­ში რომ ჩა­მოხ­ვე­დით, ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა არ გა­გი­ჭირ­დათ?

ხვი­ჩა:

- თბი­ლის­ში წა­მოს­ვლა მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, რო­დე­საც ბა­თუმ­ში ფული აღარ იშო­ვე­ბო­და; მა­შინ ბა­თუმ­ში ფულს მხო­ლოდ ისი­ნი შო­უ­ლობ­დნენ, ვი­საც მამა ჰყავ­და პარ­ლა­მენ­ტა­რი ან დედა - ბოზი, ან თა­ვად იყო მე­ბა­ჟე. თბი­ლის­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ სამ­სა­ხურს დავ­თან­ხმდი, მა­რის ხელი მოვ­ხვიე და მა­ტა­რებ­ლით ჩა­მო­ვე­დით... ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით. კარ­ზე ზარი და­რე­კეს; გვი­თხრეს, - თე­ლა­სი­დან ვარ­თო. მა­რიმ კარი გახ­სნა თუ არა, ვი­ღა­ცე­ბი შე­მოც­ვივ­დნენ, მა­რის ია­რა­ღი და­ა­დეს, მე ხე­ლე­ბი გა­და­მიგ­რი­ხეს. გულ­ში მე­ცი­ნე­ბო­და, - ნე­ტავ, აქ რა ეგუ­ლე­ბათ, რის წა­სა­ღე­ბად მო­ვიდ­ნენ-მეთ­ქი? აი­ღეს 130 ლარი, ჩემი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და ერთი ნივ­თი, რო­მე­ლიც ოქრო ეგო­ნათ. ბი­ნი­დან უკვე გა­დი­ოდ­ნენ, მათ მარი გა­ე­კი­და და მო­ბი­ლუ­რი წა­არ­თვა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი გო­ი­მე­ბი იყ­ვნენ... მერე იმ ტი­პებ­მა სხვა ბი­ნის გა­ძარ­ცვა სცა­დეს და სახ­ლის პატ­რონ­მა ერთ-ერთი მათ­გა­ნი ია­რა­ღით მოკ­ლა, მე­ო­რე - დაჭ­რა, მე­სა­მემ კი გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა.

- სტრე­სი რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ?

- მა­რის არა­ნა­ი­რი სტრე­სი არ ჰქო­ნია, პი­რი­ქით - მე მამ­ხნე­ვებ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბით გა­და­ვი­ტა­ნეთ.

მარი:

- კა­რის გახ­სნის შიში დამ­ჩემ­და. ვიდ­რე არ დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ სა­ში­ში არა­ფე­რია, არ ვა­ღებ.

- ალ­ბათ, რო­გორც ყვე­ლა ცოლ-ქმა­რი, თქვენც ხში­რად კა­მა­თობთ ხოლ­მე...

- ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვკა­მა­თობთ, ხვი­ჩას მო­უც­ლე­ლო­ბაა. ოჯა­ხის­თვის ცოტა დრო რჩე­ბა, სულ და­კა­ვე­ბუ­ლია და ერ­თმა­ნე­თი გა­მუდ­მე­ბით გვე­ნატ­რე­ბა.

ხვი­ჩა:

- კა­მა­თი არ გა­მოგ­ვდის, რად­გან როცა ამას და­ა­პი­რებს, ისე ვცვლი სა­ლა­პა­რა­კო თე­მას, რომ ავი­წყდე­ბა, რისი თქმა სურ­და. ჩვე­ნი კერა უნდა იყოს მყა­რი, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი - და­უძ­ლე­ვე­ლი, შვი­ლე­ბი კი ამ გრძნო­ბას ასაზ­რდო­ე­ბენ... ვიდ­რე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მარი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, რა­ღაც უც­ნა­უ­რი და "პი­ჟო­ნუ­რი" ჩაც­მა-და­ხურ­ვა მიყ­ვარ­და; გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი და ბლან­ჟეს ვა­ტა­რებ­დი, ჩი­ბუხს ვე­წე­ო­დი. მოკ­ლედ, ში­ნა­გა­ნად ბომ­ჟი მა­რიმ შემ­ცვა­ლა.

- თქვე­ნი შვი­ლის - ილი­ას და­ბა­დე­ბას და­ეს­წა­რით. ეს მა­რიმ გთხო­ვათ თუ თქვე­ნი სურ­ვი­ლი იყო?

მარი:

- რო­დე­საც ირაკ­ლი გა­ვა­ჩი­ნე, ვი­ნა­ნე, რომ ეს სას­წა­უ­ლი ხვი­ჩამ არ ნახა. შვი­ლის მოვ­ლი­ნე­ბა ისე­თი რამ არის, რისი სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ხვი­ჩა:

- როცა ირაკ­ლი და­ი­ბა­და, მა­შინ ამ პრო­ცეს­ზე მა­მის დას­წრე­ბა "მო­და­ში" არ გახ­ლდათ. ის კი არა, იმ პე­რი­ოდ­ში სამ­შო­ბი­ა­რო­ში არც სი­ნათ­ლე იყო და არც - საჭ­მე­ლი. მა­რის სა­ნა­ხა­ვად რომ მივ­დი­ო­დი, სან­თლე­ბი, ქა­ბა­ბი და მწვა­დი მიმ­ქონ­და. ვი­ცო­დი, მე­ლო­გი­ნეს­თვის ასე­თი კვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ შიმ­ში­ლით ხომ არ მოვ­კლავ­დი? სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი კვე­ბის გამო ბავ­შვს არა­ფე­რი მოს­ვლია...

ლია ოსა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რით გადარია ხვიჩა მაღლაკელიძემ მომავალი ცოლისდები

რით გადარია ხვიჩა მაღლაკელიძემ მომავალი ცოლისდები

ხვიჩა მაღლაკელიძისა და მარი ჩახვაძის სიყვარული უკვე 17 წელია, გრძელდება. ისინი 5 წელი შეყვარებულები იყვნენ, მერე დაოჯახდნენ და ბათუმიდან თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. როგორც საუბრისას აღნიშნეს, მათ გრძნობას შვილები - ირაკლი და ილია უფრო მეტად აძლიერებენ.

- როგორც ვიცი, მარი დანახვისთანავე შეგიყვარდათ. მანამდე თუ გჯეროდათ ერთი ნახვით სიყვარულის?

ხვიჩა:

- არ მჯეროდა, მაგრამ დავიჯერე. იმ პერიოდში ბავშვთა ანსამბლში - "ზღვის შვილები" ვუკრავდი. ახალი ჯგუფის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. მე და რამდენიმე ანსამბლის წევრი ნიჭიერი ბავშვების შესარჩევად სკოლებსა და ინსტიტუტებში დავდიოდით. ერთ-ერთი ასეთი შემოვლის დროს დარბაზში მარი დავინახე და მომეწონა, მაგრამ ცოტა ხანში ვეღარ ვიპოვე, რამაც გადამრია.

მარი:

- დარბაზიდან ხვიჩა რომ წავიდა, მეც წავედი.

ხვიჩა:

- კი არ წავედი, გავედი. დარბაზში რომ დავბრუნდი და მარი ვეღარ დავინახე, გადავირიე. გადავწყვიტე, მომეძებნა. ძმაკაცებმა მხარი ამიბეს და მარის მთელი ზაფხული, ბათუმის ქუჩებში ვეძებდით. რატომღაც, გვიან გამახსენდა, რომ ბულვარშიც უნდა მეძებნა და ბიჭებთან ერთად წავედი. დავინახე, ორ გოგოსთან ერთად მოდიოდა (მაშინ არ ვიცოდი, რომ ისინი მისი დები იყვნენ). დანახვისთანავე გავექანე და პირდაპირ დავეტაკე, მაგრამ არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. უცებ, უფროსმა დამ მარი უკან გასწია და გადამიდგა: რა გინდა, რაშია საქმეო? ჯერ დავიბენი, მერე ვუთხარი, - ამ გოგონას კარგი მონაცემები აქვს და გიტარაზე დაკვრის სწავლა არ უნდა-მეთქი? ისე ვაქე და ვადიდე, რომ მისი დები გადავრიე. ბოლოს, მარიმ მითხრა, - გიტარა არ მაქვსო. ვუპასუხე: ოღონდ მოდი და ჩემს გიტარას გათხოვებ-მეთქი.

მარი:

- ისე მაქებდა, დავიჯერე, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი და მხოლოდ ამიტომ მეძებდა (იღიმის).

ხვიჩა:

- მარის მოსვლის დროს მოსწავლეები არ დავიბარე და პირველსავე გაკვეთილზე გამოვკითხე, ვინ იყო, საიდან იყო, სად სწავლობდა. ბოლოს, ჩემი გიტარა მივეცი და სახლამდეც მივაცილე.

- როდის მიხვდით, რომ ხვიჩას თქვენ მიმართ გრძნობა ჰქონდა?

მარი:

- ხვიჩა ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ ბრმაც მიხვდებოდა, რა სურდა.

ხვიჩა:

- ის ყოველდღე მოდიოდა, სხვა ბავშვები - კვირაში ორჯერ; მარი სწავლის საფასურს არ იხდიდა, სხვებისთვის კი სწავლა ფასიანი იყო.

- მარი სხვა გოგონებისგან რით გამოირჩეოდა?

- უბრალოდ, იმ მომენტში მარი "ხელში მომყვა". ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობდი, რომ "გულაობა" და ღამის ტუსოვკები რა იყო, არ ვიცოდი; გამუდმებით ვმუშაობდი და ფულის შოვნის მანიამ ისე შემიპყრო, რომ გასართობად დრო აღარ მრჩებოდა. დილით მუსიკალურ სკოლაში ვმუშაობდი, მერე რესტორანში ღამის 11-12 საათამდე ვუკრავდი და მხოლოდ ამის შემდეგ ვხვდებოდი მარის. მაშინ ბათუმი მკვდარი ქალაქი იყო; საღამოობით ქუჩა მხოლოდ ასლან აბაშიძის სახლთან გახლდათ განათებული და ჩვენც, ავტომობილით იქ მივდიოდით. მარი იმდენად თავისუფლად იყო ჩემთან, რომ სახლის ჩუსტებით მიჯდებოდა მანქანაში. თუ ციოდა, მანქანას ზღვის ნაპირზე ვაყენებდი და ვსაუბრობდით. 5 წლის მანძილზე ძალიან კარგად გავიცანით ერთმანეთი.

- თქვენ რით მოგხიბლათ ხვიჩამ?

მარი:

- თავისი ენერგიულობითა და ხასიათით. ძალიან დიდი იუმორის გრძნობა აქვს და სულ თავგადასავლებში იყო გახვეული.

- ე.ი. ბათუმშიც პოპულარული იყავით?

ხვიჩა:

- იმდენად პოპულარული ვიყავი, რომ ინსპექტორები მამის სახელით მომმართავდნენ და 10 ლარს ისე მართმევდნენ. ერთხელ, წვიმიან ამინდში ასლან აბაშიძის სახლთან მანქანა გამიჩერდა და ვეღარ დავქოქე. მარი რესტორანში, კიევურ კატლეტზე მყავდა დაპატიჟებული და გამოპრანჭული, ავტომობილში იჯდა. ვთხოვე, მანქანიდან გადასულიყო და მოსწოლოდა. მანქანა კი დავქოქე, მაგრამ მარი ისე დასველდა, რომ რესტორანში ვეღარ წავედით.

მარი:

- ერთხელ ხვიჩა ნასვამი მოვიდა, მაგრამ მაინც გავისეირნეთ. პოლიციამ მანქანა ჩამოართვა. დიდხანს ცდილობდნენ მის დაქოქვას, თუმცა ვერაფერს გახდნენ. მერე, ხვიჩას უთხრეს: ოღონდ შენი მანქანა მოგვაშორე და ჯარიმას აღარ გადაგახდევინებთო.

- ხვიჩა, მარის დები როგორ "გადმოიბირეთ"?

- ძალიან იოლად. უფროსი ცოლისდა - ირა უნიკალური მყავს და მას "ჩემს სიდედრს" ვეძახი. მარი რომ გავიცანი, დედა გარდაცვლილი ჰყავდა. ირა მარიზე როგორც დედა, ისე ზრუნავდა, სულ აკონტროლებდა. პაემანზე რომ უშვებდა, მკაცრად აფრთხილებდა: ღამის 12 საათზე სახლში იყავიო.

მარი:

- ხვიჩას პაემანზე თუ აგვიანდებოდა, ყვავილებს ყიდულობდა და ისე მოდიოდა. ერთხელ, ისე დაემთხვა, რომ მთელი კვირა, ყოველდღე დაგვიანებით მოდიოდა და ჩემი სახლიც ყვავილებით აივსო. ბოლოს, ირამ ხვიჩას დაურეკა და უთხრა: მარის ყვავილებს რომ ჩუქნი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ სახლში როცა არ არის, თავი პანაშვიდზე მგონიაო.

ხვიჩა:

- ერთხელ მარი შინ არ დამხვდა. მისთვის ნაყიდი სუნამო ბებიას მივაწოდე და ვიდრე ვეტყოდი, - ეს მარის გადაეცით-მეთქი, სიხარულისგან ლამის გადაირია: ეგონა, რომ მას მივუტანე...

- ასე ახლოს თუ იყავით ერთმანეთთან, შეუღლებამდე ფიზიკური ურთიერთობა არ გქონდათ?

- კი, გვქონდა. სხვათა შორის, ეს საჭიროა იმისთვის, რომ წყვილმა ერთმანეთი უკეთ გაიცნოს.

მარი:

- ეს ჩვენს დაოჯახებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ სულ ერთად ვიქნებოდით და ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამჭირვებია.

- თბილისში რომ ჩამოხვედით, ყველაფრის თავიდან დაწყება არ გაგიჭირდათ?

ხვიჩა:

- თბილისში წამოსვლა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც ბათუმში ფული აღარ იშოვებოდა; მაშინ ბათუმში ფულს მხოლოდ ისინი შოულობდნენ, ვისაც მამა ჰყავდა პარლამენტარი ან დედა - ბოზი, ან თავად იყო მებაჟე. თბილისში შემოთავაზებულ სამსახურს დავთანხმდი, მარის ხელი მოვხვიე და მატარებლით ჩამოვედით... ერთ ამბავს გავიხსენებ: თბილისში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. კარზე ზარი დარეკეს; გვითხრეს, - თელასიდან ვართო. მარიმ კარი გახსნა თუ არა, ვიღაცები შემოცვივდნენ, მარის იარაღი დაადეს, მე ხელები გადამიგრიხეს. გულში მეცინებოდა, - ნეტავ, აქ რა ეგულებათ, რის წასაღებად მოვიდნენ-მეთქი? აიღეს 130 ლარი, ჩემი მობილური ტელეფონი და ერთი ნივთი, რომელიც ოქრო ეგონათ. ბინიდან უკვე გადიოდნენ, მათ მარი გაეკიდა და მობილური წაართვა. წარმოიდგინეთ, როგორი გოიმები იყვნენ... მერე იმ ტიპებმა სხვა ბინის გაძარცვა სცადეს და სახლის პატრონმა ერთ-ერთი მათგანი იარაღით მოკლა, მეორე - დაჭრა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა.

- სტრესი როგორ გადაიტანეთ?

- მარის არანაირი სტრესი არ ჰქონია, პირიქით - მე მამხნევებდა. ეს ყველაფერი ხუმრობა-ხუმრობით გადავიტანეთ.

მარი:

- კარის გახსნის შიში დამჩემდა. ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ საშიში არაფერია, არ ვაღებ.

- ალბათ, როგორც ყველა ცოლ-ქმარი, თქვენც ხშირად კამათობთ ხოლმე...

- ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვკამათობთ, ხვიჩას მოუცლელობაა. ოჯახისთვის ცოტა დრო რჩება, სულ დაკავებულია და ერთმანეთი გამუდმებით გვენატრება.

ხვიჩა:

- კამათი არ გამოგვდის, რადგან როცა ამას დააპირებს, ისე ვცვლი სალაპარაკო თემას, რომ ავიწყდება, რისი თქმა სურდა. ჩვენი კერა უნდა იყოს მყარი, ჩვენი სიყვარული - დაუძლეველი, შვილები კი ამ გრძნობას ასაზრდოებენ... ვიდრე ჩემს ცხოვრებაში მარი გამოჩნდებოდა, რაღაც უცნაური და "პიჟონური" ჩაცმა-დახურვა მიყვარდა; გამხდარი ვიყავი და ბლანჟეს ვატარებდი, ჩიბუხს ვეწეოდი. მოკლედ, შინაგანად ბომჟი მარიმ შემცვალა.

- თქვენი შვილის - ილიას დაბადებას დაესწარით. ეს მარიმ გთხოვათ თუ თქვენი სურვილი იყო?

მარი:

- როდესაც ირაკლი გავაჩინე, ვინანე, რომ ეს სასწაული ხვიჩამ არ ნახა. შვილის მოვლინება ისეთი რამ არის, რისი სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.

ხვიჩა:

- როცა ირაკლი დაიბადა, მაშინ ამ პროცესზე მამის დასწრება "მოდაში" არ გახლდათ. ის კი არა, იმ პერიოდში სამშობიაროში არც სინათლე იყო და არც - საჭმელი. მარის სანახავად რომ მივდიოდი, სანთლები, ქაბაბი და მწვადი მიმქონდა. ვიცოდი, მელოგინესთვის ასეთი კვება არ შეიძლებოდა, მაგრამ შიმშილით ხომ არ მოვკლავდი? საბედნიეროდ, ასეთი კვების გამო ბავშვს არაფერი მოსვლია...

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება