სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ასაჩუქრებდა დათუნა მგელაძე ოქროს სამკაულებით
ვის ასაჩუქრებდა დათუნა მგელაძე ოქროს სამკაულებით

"აუ, ძა­ლი­ან გთხოვთ, თქვენს რუბ­რი­კა­ში და­თუ­ნა მგე­ლა­ძე მო­იწ­ვი­ეთ, რა. ამ მომ­ღე­რალ­ზე ვაფ­რენ. ეკა"; "კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ "გზა­ში" წა­ვი­კი­თხავ და­თუ­ნას ინ­ტერ­ვი­უს. ეს ბიჭი, გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის, სა­ოც­რად სიმ­პა­თი­უ­რიც გახ­ლავთ. ძა­ლი­ან მინ­და, მას კი­თხვე­ბი და­ვუს­ვა და იმე­დია, ამას თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით მო­ვა­ხერ­ხებ. თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის ერ­თგუ­ლი მკი­თხვე­ლი"; "კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამ რუბ­რი­კა­ში მგე­ლა­ძეს მო­იწ­ვევთ. მერ­წმუ­ნეთ, ის ისე­თი­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რეს­პონ­დენ­ტი იქ­ნე­ბა, რო­გო­რი - ადა­მი­ა­ნი­ცაა. ნი­ნუ­ცა", - ეს ის მე­სი­ჯე­ბია, რომ­ლე­ბიც ცოტა ხნის წინ მი­ვი­ღე. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, და­თუ­ნას ჩა­წე­რას კი­დევ ბევ­რი მისი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მთხოვ­და. იმე­დია, ინ­ტერ­ვი­უს გას­ვლის შემ­დეგ, მომ­ღე­რა­ლი მის სა­ხელ­ზე მო­სულ მე­სი­ჯებს გა­ეც­ნო­ბა და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს...

- უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც შუქი გვქონ­და, არც - გაზი და ბევ­რი რამ გვაკ­ლდა კი­დეც, ვფიქ­რობ, კარ­გი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე. მახ­სოვს, მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ სა­ი­მი­სოდ, რომ შვი­ლე­ბის­თვის დღე­ე­ბი გა­ე­ლა­მა­ზე­ბი­ნათ. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ბავ­შვო­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, როცა ოჯახ­ში დიდ ნაძ­ვის ხეს ვრთავ­დით და კორ­პუ­სის ყვე­ლა ბავ­შვი ჩვენ­თან იკ­რი­ბე­ბო­და. ვდგამ­დით სპექ­ტაკ­ლებს, ვმღე­რო­დით, ვცეკ­ვავ­დით. ამან ყვე­ლა ჩემს თა­ნა­ტოლ­თან ძა­ლი­ან და­მა­ახ­ლო­ვა და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

- ვინ არი­ან შენი მშობ­ლე­ბი?

- ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არა მარ­ტო ჩემ­თვის, არა­მედ ყვე­ლა იმ პი­როვ­ნე­ბის­თვის, ვი­საც მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია. მამა - ვახ­ტანგ მგე­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია. ის ამ­ჟა­მად სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა დე­დას - მა­რი­ნე მგე­ლა­ძე პე­და­გო­გია და ბავ­შვებს რუ­სულ ენას ას­წავ­ლის. ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მა­ჩუ­ქეს და გა­მი­ლა­მა­ზეს ცხოვ­რე­ბა. მათ­ზე შე­მიძ­ლია, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კო, მაგ­რამ ახლა მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი - ისი­ნი უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და მე ვა­მა­ყობ, რომ ასე­თი კარ­გი მშობ­ლე­ბი მყავს.

- მშობ­ლებ­თან მე­გობ­რო­ბა თუ გა­მოგ­დი­ო­და? იყო თუ არა რა­ი­მე ისე­თი, რის გა­კე­თე­ბა­საც ისი­ნი გიკ­რძა­ლავ­დნენ? შვი­ლის აღ­ზრდის რო­გო­რი მე­თო­დე­ბი ჰქონ­დათ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კე­თი­ლი და მშვი­დი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ჩემი და ჩემი დის მი­მართ საკ­მა­ოდ მომ­თხოვ­ნე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვმე­გობ­რობ­დით, უფრო მე­ტიც - მამა ძა­ლი­ან მა­თა­მა­მებ­და და ოჯახს ფული ჰქონ­და თუ არა, ჩემ­თვის ყვე­ლა­ფერ იმას ყი­დუ­ლობ­დნენ, რაც მჭირ­დე­ბო­და. მე და ჩემს დას არას­დროს გვიგ­რძნია, მა­მას რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­და თუ არა. ძა­ლი­ან ცუდი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ცეკ­ვა-სიმ­ღე­რი­სა და იმ დიდი სიყ­ვა­რუ­ლის წყა­ლო­ბით, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი მჩუქ­ნიდ­ნენ, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზად მეჩ­ვე­ნე­ბო­და... სხვა­თა შო­რის, ისი­ნი დღემ­დე ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მე­გობ­რე­ბი არი­ან.

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი? კლა­სე­ლებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­და?

- რომ გი­თხრა, - ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი-მეთ­ქი, - მო­გა­ტყუ­ებ. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სკო­ლის ან­სამ­ბლში ვმღე­რო­დი და ხში­რად მი­წევ­და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ბევრ რა­ღა­ცას მპა­ტი­ობ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა კლა­სე­ლებს, ძა­ლი­ან კარ­გი კლა­სი გვქონ­და. მათ­თან დღემ­დე ვმე­გობ­რობ; არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გან­წყო­ბას, ჭი­რია თუ ლხი­ნი, ჩვენ უბ­რა­ლოდ, ერ­თად ვართ.

- რას­თან ასო­ცირ­დე­ბა შენ­თვის სი­ტყვე­ბი: "გარ­და­ტე­ხის ასა­კი"? ამ ასაკ­ში შენ რით ერ­თო­ბო­დი? რა­ი­მე გა­ტა­ცე­ბა, ჰობი ხომ არ გქონ­და?

- პი­რა­დად მე, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში სპორ­ტით, კერ­ძოდ კი კა­ლათ­ბურ­თით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა დღემ­დე მიყ­ვარს. მა­შინ ბევ­რი კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბო­და, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი; ეს იყო პე­რი­ო­დი, როცა პირ­ვე­ლად გა­ვეგ­ზავ­რე სა­ქარ­თვე­ლო­დან და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ერთ-ერთ ძა­ლი­ან დიდ კონ­კურ­სში - "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რი", სა­დაც ქარ­თვე­ლებს დიდი წარ­მა­ტე­ბა გვხვდა წი­ლად და ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ პრი­ზიც - "ზა ტვორ­ჩეს­კი პო­ისკ". თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ო­დი ჩემ­თვის და­უ­ვი­წყა­რი იყო.

- სკო­ლა­ში პე­და­გო­გებს ხომ არ აბ­რა­ზებ­დი? "შა­ტა­ლო­ზე" ხში­რად მი­დი­ო­დით?

- რო­გორც სკო­ლის ბან­კეტ­ზე გა­ირ­კვა, თურ­მე, პე­და­გო­გებს მეც ვაბ­რა­ზებ­დი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ნახ­ვა მე დღე­საც დიდ სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებს... რა თქმა უნდა, კლა­სე­ლე­ბი "შა­ტა­ლო­საც" ვა­წყობ­დით ხოლ­მე და ხან სად მივ­დი­ო­დით, ხან - სად...

- კლას­ში "სას­ტა­ვე­ბად" თუ იყა­ვით და­ყო­ფი­ლე­ბი? სა­ინ­ტე­რე­სოა, მე­გობ­რებს რის მი­ხედ­ვით ირ­ჩევ­დი?

- ჩვე­ნი კლა­სი იყო ერთი დიდი "სას­ტა­ვი". ყვე­ლას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლად ოთხ კლა­სელ­თან ვმე­გობ­რობ­დი...

- გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გად რო­მელ სა­განს სწავ­ლობ­დი? მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას თუ კი­თხუ­ლობ­დი?

- ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი საგ­ნე­ბი უფრო მე­ტად მი­ზი­დავ­და, ვიდ­რე - ტექ­ნი­კუ­რი. მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას რა თქმა უნდა, ვკი­თხუ­ლობ­დი.

- იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მო­ზარ­დი იყა­ვი, რა მი­იჩ­ნე­ო­და "მა­გარ ბი­ჭო­ბად"?

- ვის­თვის რო­გორ, მაგ­რამ ჩემ­თვის "მა­გა­რი ბი­ჭია" ის, ვინც სხვის ცუ­დად შე­ხე­ბას, და­ჩაგ­ვრას არ ცდი­ლობს. "კარგ ტი­პად" მი­მაჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უბან­სა თუ სკო­ლა­ში, თა­ვა­წე­ულს შე­ეძ­ლო სი­ა­რუ­ლი.

- ისე­ვე, რო­გორც ბევრ მო­ზარდს, ალ­ბათ ქუ­ჩა­ში "ბირ­ჟა­ო­ბა" შენც გხიბ­ლავ­და. "ქუ­ჩის ინ­სტი­ტუ­ტი" გავ­ლი­ლი გაქვს?

- ქუ­ჩა­ში ძა­ლი­ან ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "ქუ­ჩის ინ­სტი­ტუ­ტიც" გავ­ლი­ლი მაქვს. ეს არის სკო­ლა, რო­მე­ლიც ბი­ჭებს კა­ცად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს. ცი­ო­და, ცხე­ლო­და, თოვ­და თუ წვიმ­და, თა­ნა­ტო­ლე­ბი ქუ­ჩა­ში "ვბირ­ჟა­ობ­დით"...

- რით გან­სხვავ­დე­ბო­დი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან? სა­კუ­თარ იმიჯ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ­დი?

- ჩემს იმიჯ­ზე ყო­ველ­თვის თა­ვად ვზრუ­ნავ­დი. მიზ­ნად არას­დროს და­მი­სა­ხავს, სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი - ეს ჩემ­და უნე­ბუ­რად გა­მომ­დი­ო­და. ვფიქ­რობ, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი მქონ­და.

- რა იყო შენი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მო­და­ში და გქონ­და თუ არა იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ის გე­ყი­და, რაც გინ­დო­და? რო­გორ ვარ­ცხნი­ლო­ბას ატა­რებ­დი?

- თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­შიც ვცდი­ლობ­დი, მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბის­თვის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ამე­წყო ფეხი. ჩემი სტი­ლი გახ­ლდათ თა­ვი­სუ­ფა­ლი, სპორ­ტუ­ლი. ძა­ლი­ან მომ­წონ­და ღია, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში - გა­ხე­ხი­ლი და ფარ­თხუ­ნა ჯინ­სი, თეთ­რი "კე­ტა­სე­ბი". რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს თმას, მა­ში­ნაც მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა მქონ­და.

- სვი­რინ­გის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი არას­დროს გქო­ნია?

- სხვა­თა შო­რის, თი­ნე­ი­ჯე­რი ვი­ყა­ვი, როცა სვი­რინ­გის გა­კე­თე­ბა მო­და­ში შე­მო­ვი­და და მეც, მო­დას აყო­ლილ­მა, ტა­ტუს გა­კე­თე­ბა გან­ვიზ­რახ­ვე.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ამო­ის­ვი­რინ­გე?

- მარ­ჯვე­ნა მხარ­ზე მხო­ლოდ კირჩხი­ბი და­ვი­ხა­ტე, თუმ­ცა ბევ­რი სხვა იდე­აც მქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ტა­ტუს აუ­ცი­ლებ­ლად, თა­ვი­სე­ბუ­რი ახ­სნა უნდა ჰქო­ნო­და. ჰოდა, კირჩხი­ბი იმი­ტომ ამო­ვის­ვი­რინ­გე, რომ ეს ჩემი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- სიმ­ღე­რამ რა ასაკ­ში გა­გი­ტა­ცა?

- რაც ჩემი თავი მახ­სოვს, სულ ვმღე­რი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლა მღე­რო­და. სე­რი­ო­ზუ­ლი სკო­ლა გა­ვი­ა­რე არ­ტოს ბაღ­ში არ­სე­ბულ ფოლკ­ლო­რულ ცენ­ტრში.

- ბავ­შვო­ბა­ში ვისი ფანი იყა­ვი?

- ბავ­შვო­ბი­დან სტივ უან­დე­რი­სა და ჯექ­სო­ნის ფანი ვი­ყა­ვი.

- შენი ფა­ნო­ბა რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და?

- დღე იყო თუ ღამე, გა­მუდ­მე­ბით მათ სიმ­ღე­რებს ვუს­მენ­დი. ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ გა­წყვე­ტი­ლა კა­სე­ტის ლენ­ტი ამ­დე­ნი დატ­რი­ა­ლე­ბის­გან და რამ­დენ­ჯერ გახ­ლდათ და­წე­ბე­ბუ­ლი... შემ­დეგ უკვე მო­და­ში იყო 2პაც და ამ რე­პე­რის ყვე­ლა სიმ­ღე­რა ზე­პი­რად ვი­ცო­დი (იღი­მის).

- როცა გა­ი­ზარ­დე და თა­ვა­დაც პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი, ალ­ბათ მო­გე­ცა იმის შან­სი, რომ გა­გეც­ნო ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვის­თვი­საც ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა­ზე ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბობ­დი. ვინ არის ასე­თი პი­როვ­ნე­ბა შენ­თვის და რა გრძნო­ბა და­გე­უფ­ლა, როცა ოც­ნე­ბა აგიხ­და?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჯგუ­ფი Kool and the Gang . ამ ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გაც­ნო­ბა ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე მო­ვა­ხერ­ხე, ვიდ­რე პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდე­ბო­დი: როცა Kool and the Gang თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და, ამ ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გაც­ნო­ბი­სა და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. ცხა­დია, ამ ამ­ბით აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და თავი უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი მე­გო­ნა.

- პა­ტა­რა­ო­ბი­სას გო­გო­ნებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­და და ახლა რა შე­იც­ვა­ლა ამ მხრივ?

- მახ­სოვს, პა­ტა­რა­ო­ბი­სას სახ­ლი­დან ჩემი დის სა­თა­მა­შო­ე­ბი მიმ­ქონ­და და მათ ჩემს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ვჩუქ­ნი­დი. ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ში­ნი­დან სა­თა­მა­შო­ე­ბის გა­ზიდ­ვა შევ­წყვი­ტე, სა­მა­გი­ე­როდ, დე­და­ჩე­მის ოქ­როს სამ­კა­უ­ლებს "შე­ვუჩ­ნდი". იმ გო­გო­ნე­ბის მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ამ ნივ­თებს ვჩუქ­ნი­დი, დე­დას ყვე­ლა­ფერს უბ­რუ­ნებ­დნენ, მე კი ეს ძა­ლი­ან მწყინ­და... ახ­ლაც ყვე­ლა­ფე­რი მე­მე­ტე­ბა გო­გო­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ სახ­ლი­დან აღა­რა­ფე­რი გა­მაქვს...

- პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი გა­იხ­სე­ნე.

- რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ სიყ­ვა­რულს - ეს იყო ბა­ღის ასაკ­ში, პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი კი სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მქონ­და. გო­გო­ნებს პა­ე­მანს ახ­ლაც ვუ­ნიშ­ნავ ხოლ­მე იმ იმე­დით, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მოვა (იღი­მის). მოკ­ლედ, დიდი გრძნო­ბის მო­ლო­დინ­ში ვარ.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას თუ აძ­ლევ? სხვე­ბის მსგავ­სად, ხომ არ ფიქ­რობ, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა დამ­ღლე­ლია?

- მერ­წმუ­ნეთ, პო­პუ­ლა­რო­ბა­ში დამ­ღლე­ლი არა­ფე­რია! ჩემს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვხვდე­ბი კი­დეც. სხვა­თა შო­რის, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჩემ­თან შეხ­ვედ­რას თით­ქმის ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ახერ­ხე­ბენ.

- შენს მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე რა შე­გიძ­ლია გვი­თხრა?

- მავ­ნე ჩვე­ვა, რო­მე­ლიც მა­წუ­ხებს, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვაა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ამ პრობ­ლე­მას მალე მო­ვაგ­ვა­რებ. მიყ­ვარს ძილი და ხში­რად, ეს საქ­მის კე­თე­ბა­ში მიშ­ლის ხელს...

- რას ნიშ­ნავს შენ­თვის ინ­ტერ­ნე­ტი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი? და სა­ერ­თო­დაც, რას ფიქ­რობ ვირ­ტუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე?

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ხე­ტი­ა­ლი" ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბაა. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აბა, რა გი­თხრა? თუმ­ცა, გა­მო­გი­ტყდე­ბი და ვირ­ტუ­ა­ლურ ნაც­ნობს ბევ­რჯერ შევ­ხვედ­რი­ვარ.

- შენი აზ­რით, დღე­ვან­დე­ლი მო­ზარ­დე­ბი შენი თა­ო­ბის თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­გან რით გან­სხვავ­დე­ბი­ან ან რა სა­ერ­თო და­მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვთ?

- ახ­ლან­დე­ლი მო­ზარ­დე­ბი, ჩემი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უფრო მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან. თან, ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლი ხედ­ვა აქვთ. სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად მომ­წონს მათი ასე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა...

- რას და­არ­ქმევ­დი შენი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს?

- ჩემს თა­ო­ბა­ში ბევ­რი რო­მან­ტი­კო­სია, ბევ­რი - იდე­ა­ლის­ტი, სუ­ლით მებ­რძო­ლი და ა.შ.

- ოდეს­მე ია­რა­ღი თუ გი­ტა­რე­ბია?

- სხვე­ბის მსგავ­სად, ია­რა­ღი მეც მქონ­და და ვა­ტა­რებ­დი კი­დეც...

- ქა­ლის გამო თუ გი­ჩხუ­ბია?

- რო­გორ არ მი­ჩხუ­ბია?! სხვა­თა შო­რის, ხში­რად სწო­რედ გო­გოს გამო მიხ­დე­ბო­და "საქ­მის გარ­ჩე­ვა". ისე, ძა­ლი­ან "ფეთ­ქე­ბა­დი" ვარ. უსა­მარ­თლო­ბის, ტყუ­ი­ლის, შე­უ­რა­ცხყო­ფის, უზ­რდე­ლო­ბის მოთ­მე­ნა და ატა­ნა არ შე­მიძ­ლია.

- რას ურ­ჩევ იმ მო­ზარ­დებს, რომ­ლებ­საც მომ­ღერ­ლო­ბა აქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი?

- ასეთ ადა­მი­ა­ნებს ვურ­ჩევ, მო­უს­მი­ნონ გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კას, ბევ­რი იშ­რო­მონ და იმუ­შა­ონ სა­კუ­თარ თავ­ზე, ხმის დახ­ვე­წა­ზე; იყ­ვნენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რე­ბი და შე­ე­ცა­დონ, თა­ვი­ან­თი სათ­ქმე­ლი თქვან - ეს მათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ძა­ლი­ან გაზ­რდის. ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა. თუ მუ­შა­ო­ბა არ და­ე­ზა­რე­ბათ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­მარ­თლებთ!

- რა სი­ახ­ლეა შენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში? ვინ­მეს­თან დუ­ეტს ხომ არ წერ?

- ძა­ლი­ან მალე და­ვი­წყებთ კლი­პი­სა გა­და­ღე­ბას, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იხი­ლავს ჩემი მსმე­ნე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა დუ­ეტს, გე­ტყვით, რომ ერთ კარგ შემ­სრუ­ლე­ბელ­თან ერ­თად ვა­პი­რებ სიმ­ღე­რის ჩა­წე­რას, მაგ­რამ მის ვი­ნა­ო­ბას ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ - ეს ერ­თგვა­რი სი­ურპრი­ზი იქ­ნე­ბა ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის...

- და­ბო­ლოს, ვინ არის დღეს და­თუ­ნა მგე­ლა­ძე და ვინ იყო წლე­ბის წინ?

- და­თუ­ნა მგე­ლა­ძე იყო, არის და იქ­ნე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს და მო­მა­ვალ­შიც ეყ­ვა­რე­ბა თა­ვი­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, ქვე­ყა­ნა, ოჯა­ხი, თა­ვი­სი საძ­მა­კა­ცო და საქ­მე...

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ვის ასაჩუქრებდა დათუნა მგელაძე ოქროს სამკაულებით

ვის ასაჩუქრებდა დათუნა მგელაძე ოქროს სამკაულებით

"აუ, ძალიან გთხოვთ, თქვენს რუბრიკაში დათუნა მგელაძე მოიწვიეთ, რა. ამ მომღერალზე ვაფრენ. ეკა"; "კარგი იქნება, თუ "გზაში" წავიკითხავ დათუნას ინტერვიუს. ეს ბიჭი, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად მღერის, საოცრად სიმპათიურიც გახლავთ. ძალიან მინდა, მას კითხვები დავუსვა და იმედია, ამას თქვენი მეშვეობით მოვახერხებ. თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი"; "კარგი იქნება, თუ ამ რუბრიკაში მგელაძეს მოიწვევთ. მერწმუნეთ, ის ისეთივე არაჩვეულებრივი რესპონდენტი იქნება, როგორი - ადამიანიცაა. ნინუცა", - ეს ის მესიჯებია, რომლებიც ცოტა ხნის წინ მივიღე. ამ ადამიანების გარდა, დათუნას ჩაწერას კიდევ ბევრი მისი თაყვანისმცემელი მთხოვდა. იმედია, ინტერვიუს გასვლის შემდეგ, მომღერალი მის სახელზე მოსულ მესიჯებს გაეცნობა და თითოეული თქვენგანის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს...

- უდარდელი ბავშვობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არც შუქი გვქონდა, არც - გაზი და ბევრი რამ გვაკლდა კიდეც, ვფიქრობ, კარგი პერიოდი გამოვიარე. მახსოვს, მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ შვილებისთვის დღეები გაელამაზებინათ. არასდროს დამავიწყდება ბავშვობაში გატარებული ახალი წლის დღესასწაულები, როცა ოჯახში დიდ ნაძვის ხეს ვრთავდით და კორპუსის ყველა ბავშვი ჩვენთან იკრიბებოდა. ვდგამდით სპექტაკლებს, ვმღეროდით, ვცეკვავდით. ამან ყველა ჩემს თანატოლთან ძალიან დამაახლოვა და ჩვენი ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

- ვინ არიან შენი მშობლები?

- ჩემი მშობლები არიან უსაყვარლესი ადამიანები არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა იმ პიროვნებისთვის, ვისაც მათთან ურთიერთობა ჰქონია. მამა - ვახტანგ მგელაძე პროფესიით ეკონომისტია. ის ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. რაც შეეხება დედას - მარინე მგელაძე პედაგოგია და ბავშვებს რუსულ ენას ასწავლის. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მაჩუქეს და გამილამაზეს ცხოვრება. მათზე შემიძლია, ძალიან ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი - ისინი უწესიერესი ადამიანები არიან და მე ვამაყობ, რომ ასეთი კარგი მშობლები მყავს.

- მშობლებთან მეგობრობა თუ გამოგდიოდა? იყო თუ არა რაიმე ისეთი, რის გაკეთებასაც ისინი გიკრძალავდნენ? შვილის აღზრდის როგორი მეთოდები ჰქონდათ?

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კეთილი და მშვიდი ბუნების ადამიანები არიან, ჩემი და ჩემი დის მიმართ საკმაოდ მომთხოვნები იყვნენ. თუმცა ყოველთვის ვმეგობრობდით, უფრო მეტიც - მამა ძალიან მათამამებდა და ოჯახს ფული ჰქონდა თუ არა, ჩემთვის ყველაფერ იმას ყიდულობდნენ, რაც მჭირდებოდა. მე და ჩემს დას არასდროს გვიგრძნია, მამას რაიმე პრობლემა ჰქონდა თუ არა. ძალიან ცუდი პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ცეკვა-სიმღერისა და იმ დიდი სიყვარულის წყალობით, რომელსაც მშობლები მჩუქნიდნენ, ყველაფერი ძალიან ლამაზად მეჩვენებოდა... სხვათა შორის, ისინი დღემდე ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები არიან.

- როგორი მოსწავლე იყავი? კლასელებთან, მასწავლებლებთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

- რომ გითხრა, - ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი-მეთქი, - მოგატყუებ. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ანსამბლში ვმღეროდი და ხშირად მიწევდა სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა, ბევრ რაღაცას მპატიობდნენ. რაც შეეხება კლასელებს, ძალიან კარგი კლასი გვქონდა. მათთან დღემდე ვმეგობრობ; არ აქვს მნიშვნელობა განწყობას, ჭირია თუ ლხინი, ჩვენ უბრალოდ, ერთად ვართ.

- რასთან ასოცირდება შენთვის სიტყვები: "გარდატეხის ასაკი"? ამ ასაკში შენ რით ერთობოდი? რაიმე გატაცება, ჰობი ხომ არ გქონდა?

- პირადად მე, გარდატეხის ასაკში სპორტით, კერძოდ კი კალათბურთით ვიყავი დაკავებული. სპორტის ეს სახეობა დღემდე მიყვარს. მაშინ ბევრი კონცერტი იმართებოდა, რომელშიც ვმონაწილეობდი; ეს იყო პერიოდი, როცა პირველად გავეგზავრე საქართველოდან და მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ ძალიან დიდ კონკურსში - "სლავიანსკი ბაზარი", სადაც ქართველებს დიდი წარმატება გვხვდა წილად და ჩამოვიტანეთ პრიზიც - "ზა ტვორჩესკი პოისკ". თინეიჯერობის პერიოდი ჩემთვის დაუვიწყარი იყო.

- სკოლაში პედაგოგებს ხომ არ აბრაზებდი? "შატალოზე" ხშირად მიდიოდით?

- როგორც სკოლის ბანკეტზე გაირკვა, თურმე, პედაგოგებს მეც ვაბრაზებდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას ძალიან ვუყვარდი. ჩემი მასწავლებლების დანახვა მე დღესაც დიდ სიხარულს მანიჭებს... რა თქმა უნდა, კლასელები "შატალოსაც" ვაწყობდით ხოლმე და ხან სად მივდიოდით, ხან - სად...

- კლასში "სასტავებად" თუ იყავით დაყოფილები? საინტერესოა, მეგობრებს რის მიხედვით ირჩევდი?

- ჩვენი კლასი იყო ერთი დიდი "სასტავი". ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ გამორჩეულად ოთხ კლასელთან ვმეგობრობდი...

- გამორჩეულად კარგად რომელ საგანს სწავლობდი? მხატვრულ ლიტერატურას თუ კითხულობდი?

- ჰუმანიტარული საგნები უფრო მეტად მიზიდავდა, ვიდრე - ტექნიკური. მხატვრულ ლიტერატურას რა თქმა უნდა, ვკითხულობდი.

- იმ პერიოდში, როცა მოზარდი იყავი, რა მიიჩნეოდა "მაგარ ბიჭობად"?

- ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის "მაგარი ბიჭია" ის, ვინც სხვის ცუდად შეხებას, დაჩაგვრას არ ცდილობს. "კარგ ტიპად" მიმაჩნდა ადამიანი, ვისაც უბანსა თუ სკოლაში, თავაწეულს შეეძლო სიარული.

- ისევე, როგორც ბევრ მოზარდს, ალბათ ქუჩაში "ბირჟაობა" შენც გხიბლავდა. "ქუჩის ინსტიტუტი" გავლილი გაქვს?

- ქუჩაში ძალიან ბევრ დროს ვატარებდი და აქედან გამომდინარე, "ქუჩის ინსტიტუტიც" გავლილი მაქვს. ეს არის სკოლა, რომელიც ბიჭებს კაცად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ციოდა, ცხელოდა, თოვდა თუ წვიმდა, თანატოლები ქუჩაში "ვბირჟაობდით"...

- რით განსხვავდებოდი თანატოლებისგან? საკუთარ იმიჯზე განსაკუთრებულად ზრუნავდი?

- ჩემს იმიჯზე ყოველთვის თავად ვზრუნავდი. მიზნად არასდროს დამისახავს, სხვებისგან გამორჩეული ვყოფილიყავი - ეს ჩემდა უნებურად გამომდიოდა. ვფიქრობ, თანატოლებისგან განსხვავებული იმიჯი მქონდა.

- რა იყო შენი თინეიჯერობის პერიოდში მოდაში და გქონდა თუ არა იმის ფუფუნება, რომ ის გეყიდა, რაც გინდოდა? როგორ ვარცხნილობას ატარებდი?

- თინეიჯერობის პერიოდშიც ვცდილობდი, მოდის ტენდენციებისთვის შეძლებისდაგვარად ამეწყო ფეხი. ჩემი სტილი გახლდათ თავისუფალი, სპორტული. ძალიან მომწონდა ღია, ხშირ შემთხვევაში - გახეხილი და ფართხუნა ჯინსი, თეთრი "კეტასები". რაც შეეხება ჩემს თმას, მაშინაც მოკლე ვარცხნილობა მქონდა.

- სვირინგის გაკეთების სურვილი არასდროს გქონია?

- სხვათა შორის, თინეიჯერი ვიყავი, როცა სვირინგის გაკეთება მოდაში შემოვიდა და მეც, მოდას აყოლილმა, ტატუს გაკეთება განვიზრახვე.

- საინტერესოა, რა ამოისვირინგე?

- მარჯვენა მხარზე მხოლოდ კირჩხიბი დავიხატე, თუმცა ბევრი სხვა იდეაც მქონდა. იმ პერიოდში ყველა ტატუს აუცილებლად, თავისებური ახსნა უნდა ჰქონოდა. ჰოდა, კირჩხიბი იმიტომ ამოვისვირინგე, რომ ეს ჩემი ზოდიაქოს ნიშანია.

- სიმღერამ რა ასაკში გაგიტაცა?

- რაც ჩემი თავი მახსოვს, სულ ვმღერი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ოჯახში ყველა მღეროდა. სერიოზული სკოლა გავიარე არტოს ბაღში არსებულ ფოლკლორულ ცენტრში.

- ბავშვობაში ვისი ფანი იყავი?

- ბავშვობიდან სტივ უანდერისა და ჯექსონის ფანი ვიყავი.

- შენი ფანობა რაში გამოიხატებოდა?

- დღე იყო თუ ღამე, გამუდმებით მათ სიმღერებს ვუსმენდი. ვინ იცის, რამდენჯერ გაწყვეტილა კასეტის ლენტი ამდენი დატრიალებისგან და რამდენჯერ გახლდათ დაწებებული... შემდეგ უკვე მოდაში იყო 2პაც და ამ რეპერის ყველა სიმღერა ზეპირად ვიცოდი (იღიმის).

- როცა გაიზარდე და თავადაც პოპულარული გახდი, ალბათ მოგეცა იმის შანსი, რომ გაგეცნო ისეთი ადამიანი, ვისთვისაც ხელის ჩამორთმევაზე ბავშვობაში ოცნებობდი. ვინ არის ასეთი პიროვნება შენთვის და რა გრძნობა დაგეუფლა, როცა ოცნება აგიხდა?

- ძალიან მიყვარდა ჯგუფი Kool and the Gang . ამ ჯგუფის წევრების გაცნობა ჯერ კიდევ მანამდე მოვახერხე, ვიდრე პოპულარული გავხდებოდი: როცა Kool and the Gang თბილისში პირველად ჩამოვიდა, ამ ჯგუფის წევრების გაცნობისა და თითოეული მათგანისთვის ხელის ჩამორთმევის საშუალება მომეცა. ცხადია, ამ ამბით აჟიტირებული ვიყავი და თავი უბედნიერესი ადამიანი მეგონა.

- პატარაობისას გოგონებთან როგორი ურთიერთობა გქონდა და ახლა რა შეიცვალა ამ მხრივ?

- მახსოვს, პატარაობისას სახლიდან ჩემი დის სათამაშოები მიმქონდა და მათ ჩემს შეყვარებულებს ვჩუქნიდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, შინიდან სათამაშოების გაზიდვა შევწყვიტე, სამაგიეროდ, დედაჩემის ოქროს სამკაულებს "შევუჩნდი". იმ გოგონების მშობლები, რომლებსაც ამ ნივთებს ვჩუქნიდი, დედას ყველაფერს უბრუნებდნენ, მე კი ეს ძალიან მწყინდა... ახლაც ყველაფერი მემეტება გოგონებისთვის, მაგრამ სახლიდან აღარაფერი გამაქვს...

- პირველი სიყვარული, პირველი პაემანი გაიხსენე.

- რაც შეეხება პირველ სიყვარულს - ეს იყო ბაღის ასაკში, პირველი პაემანი კი სკოლის პერიოდში მქონდა. გოგონებს პაემანს ახლაც ვუნიშნავ ხოლმე იმ იმედით, რომ სიყვარული მოვა (იღიმის). მოკლედ, დიდი გრძნობის მოლოდინში ვარ.

- თაყვანისმცემლებს შენთან ურთიერთობის საშუალებას თუ აძლევ? სხვების მსგავსად, ხომ არ ფიქრობ, რომ პოპულარობა დამღლელია?

- მერწმუნეთ, პოპულარობაში დამღლელი არაფერია! ჩემს თაყვანისმცემლებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და შეძლებისდაგვარად ვხვდები კიდეც. სხვათა შორის, გულშემატკივრები ჩემთან შეხვედრას თითქმის ყოველი კონცერტის დასრულების შემდეგ ახერხებენ.

- შენს მავნე ჩვევებზე რა შეგიძლია გვითხრა?

- მავნე ჩვევა, რომელიც მაწუხებს, სიგარეტის მოწევაა, მაგრამ ვფიქრობ, ამ პრობლემას მალე მოვაგვარებ. მიყვარს ძილი და ხშირად, ეს საქმის კეთებაში მიშლის ხელს...

- რას ნიშნავს შენთვის ინტერნეტი, სოციალური ქსელი? და საერთოდაც, რას ფიქრობ ვირტუალურ ურთიერთობაზე?

- სოციალურ ქსელში "ხეტიალი" ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა. ვირტუალური ურთიერთობების აბა, რა გითხრა? თუმცა, გამოგიტყდები და ვირტუალურ ნაცნობს ბევრჯერ შევხვედრივარ.

- შენი აზრით, დღევანდელი მოზარდები შენი თაობის თინეიჯერებისგან რით განსხვავდებიან ან რა საერთო დამახასიათებლები აქვთ?

- ახლანდელი მოზარდები, ჩემი თაობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, უფრო მეტად ინფორმირებული და თავისუფლები არიან. თან, ძალიან პრაქტიკული ხედვა აქვთ. სხვა საკითხია, რამდენად მომწონს მათი ასეთი თავისუფლება...

- რას დაარქმევდი შენი თაობის წარმომადგენლებს?

- ჩემს თაობაში ბევრი რომანტიკოსია, ბევრი - იდეალისტი, სულით მებრძოლი და ა.შ.

- ოდესმე იარაღი თუ გიტარებია?

- სხვების მსგავსად, იარაღი მეც მქონდა და ვატარებდი კიდეც...

- ქალის გამო თუ გიჩხუბია?

- როგორ არ მიჩხუბია?! სხვათა შორის, ხშირად სწორედ გოგოს გამო მიხდებოდა "საქმის გარჩევა". ისე, ძალიან "ფეთქებადი" ვარ. უსამართლობის, ტყუილის, შეურაცხყოფის, უზრდელობის მოთმენა და ატანა არ შემიძლია.

- რას ურჩევ იმ მოზარდებს, რომლებსაც მომღერლობა აქვთ გადაწყვეტილი?

- ასეთ ადამიანებს ვურჩევ, მოუსმინონ გემოვნებიან მუსიკას, ბევრი იშრომონ და იმუშაონ საკუთარ თავზე, ხმის დახვეწაზე; იყვნენ ინდივიდუალურები და შეეცადონ, თავიანთი სათქმელი თქვან - ეს მათ შემოქმედებითად ძალიან გაზრდის. ვფიქრობ, მთავარი შრომისმოყვარეობაა. თუ მუშაობა არ დაეზარებათ, აუცილებლად გაუმართლებთ!

- რა სიახლეა შენს შემოქმედებაში? ვინმესთან დუეტს ხომ არ წერ?

- ძალიან მალე დავიწყებთ კლიპისა გადაღებას, რომელსაც უახლოეს პერიოდში იხილავს ჩემი მსმენელი. რაც შეეხება დუეტს, გეტყვით, რომ ერთ კარგ შემსრულებელთან ერთად ვაპირებ სიმღერის ჩაწერას, მაგრამ მის ვინაობას ვერ დაგისახელებთ - ეს ერთგვარი სიურპრიზი იქნება ჩემი გულშემატკივრებისთვის...

- დაბოლოს, ვინ არის დღეს დათუნა მგელაძე და ვინ იყო წლების წინ?

- დათუნა მგელაძე იყო, არის და იქნება ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უყვარდა, ახლაც უყვარს და მომავალშიც ეყვარება თავისი სარწმუნოება, ქვეყანა, ოჯახი, თავისი საძმაკაცო და საქმე...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება