სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათა თავაძე - "შემოქმედი ადამიანისთვის სევდა საჭიროა"
დათა თავაძე - "შემოქმედი ადამიანისთვის სევდა საჭიროა"

იმ სახ­ლს ჯა­დოს­ნურ ოთახს და­ვარ­ქმევ­დი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, და­თას ბა­ბუ­ის, მუ­რაზ მურ­ვა­ნი­ძის სა­ხე­ლოს­ნო იყო, სა­დაც მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თად ცხოვ­რობ­და. სუ­რა­თე­ბით, პა­ტარ-პა­ტა­რა აქ­სე­სუ­ა­რე­ბით, ორი­გი­ნა­ლუ­რი ჭა­ღე­ბით მორ­თულ სამ­ყა­რო­ში გა­ი­ზარ­და რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი დათა თა­ვა­ძე. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სწო­რედ ამ ოთახ­მა გან­სა­ზღვრა მისი მო­მა­ვა­ლი.

მუ­სი­კას ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს. გარ­და ამი­სა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე, როცა პი­ე­სა ზე­პი­რად ვიცი, ტექსტს აღარ ვუს­მენ. მსა­ხი­ო­ბე­ბის ბგე­რე­ბი მუ­სი­კა­ლურ პარ­ტი­ტუ­რა­სა­ვით მეს­მის. ამით ვხვდე­ბი, რამ­დე­ნად სწო­რად თა­მა­შო­ბენ. სწო­რი ბგე­რა სწო­რი რიტ­მია

- ამ სახლზე ხში­რად სა­უბ­რობ­დნენ ოჯა­ხის უფ­რო­სი წევ­რე­ბი. რო­გორ აღიქ­ვამ­და ამ გა­რე­მოს ოჯა­ხის უმ­ცრო­სი წევ­რი?

- ახლა თუ ნა­ხეთ, ის სახ­ლი აღა­რაა. ის გა­რე­მო სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა, გა­ი­ზარ­და, ერთი სარ­თუ­ლი და­შენ­და და გა­და­კეთ­და. ადრე ერთი დიდი ოთა­ხი იყო. ერთი შე­ხედ­ვით ასეთ პა­ტა­რა სივ­რცე­ში ამ­ხე­ლა ოჯა­ხის ყოფ­ნა არა­კომ­ფორ­ტუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ერთ ოთახ­ში ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ სა­ო­ცა­რი ატ­მოს­ფე­რო ტრი­ა­ლებ­და. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მე­ნატ­რე­ბა ის სახ­ლი, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ბავ­შვო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, ანუ იმ პე­რი­ოდს, როცა ყვე­ლა­ზე კარ­გად გრძნობ თავს.

ოთახს სულ ორი კარი ჰქონ­და. ისე იყო და­ყო­ფი­ლი, რომ გან­მარ­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას გვქონ­და. ყო­ველ­თვის შე­გეძ­ლო გან­მარ­ტო­ე­ბა, მა­ში­ნაც კი, როცა ოთახ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ირე­ო­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­რე­მო იყო. იმა­საც ვერ იტყო­დი, რომ არე­უ­ლო­ბა გვქონ­და. პი­რი­ქით, სწო­რად გათ­ვლი­ლი და დე­ტა­ლებ­ში ნა­ფიქ­რი იყო ყვე­ლა­ფე­რი. მთე­ლი ატ­მოს­ფე­რო გი­ბიძ­გებ­და, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გე­ცხოვ­რა. იქ გა­ვი­ზარ­დეთ მე და ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი. ჩვე­ნი თა­მა­შე­ბიც ფარ­თის სიმ­ცი­რეს იყო მორ­გე­ბუ­ლი, ხში­რად ვფიქ­რობ ამა­ზე. რა­ი­მეს კე­თე­ბი­სას ყო­ველ­თვის იმ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მოვ­დი­ვართ, რა­საც გა­რე­მო გვთა­ვა­ზობს. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, მივ­ხვდი, - ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც ის სახ­ლი იყო - ფე­რა­დი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. დათო დო­ი­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლის, "ცხოვ­რე­ბა იდი­ო­ტი­სა", რე­პე­ტი­ცი­ებს ჩვენ­თან ატა­რებ­და. მთელ თბი­ლის­ში შუქი არ იყო. ჩვენ­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი და ჩვენს ნივ­თებს რეკ­ვი­ზი­ტე­ბად იყე­ნებ­დნენ. სახ­ლი კი არა თე­ატ­რი იყო. მერე ეს სახ­ლი გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნად ფილ­მებ­შიც გა­მო­ი­ყე­ნეს და ფო­ტო­სე­სი­ებ­შიც. 13 წლის ვი­ყა­ვი, როცა სხვა სახ­ლში გა­და­ვე­დით. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. სა­ნამ რე­მონტს და­ი­წყებ­დნენ ძველ სახ­ლში ხში­რად მივ­დი­ო­დი და ვრჩე­ბო­დი. ამ "რა­ღა­ცას­თან", ალ­ბათ ბავ­შვო­ბას­თან გან­შო­რე­ბას, დიდ­ხანს გან­ვიც­დი­დი.

ეს სივ­რცე ჩემ­თვის "სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში" გაგ­რძელ­და. ბევ­რი ნივ­თი იქი­დან წა­მო­ვი­ღეთ. ალ­ბათ ამი­ტომ მინ­და სულ აქ ყოფ­ნა და სხვა თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლის დად­გმის სურ­ვი­ლი არას­დროს გამ­ჩე­ნია.

- ხში­რად გა­მი­გია ამ ოჯა­ხის უმ­ცრო­სი წევ­რის სე­რი­ო­ზულ გა­ტა­ცე­ბა­ზე. გა­ტა­ცე­ბა არა, ეს უფრო მზა­დე­ბა იყო მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის­თვის. მცი­რე ასა­კი­დან, მა­შინ როცა სხვა ბავ­შვე­ბი ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლო­ბა­სა და კოს­მო­ნავ­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დნენ, დათა დი­რი­ჟო­რო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და?

- ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ასაკ­ში მი­ვი­ღე. რე­ჟი­სო­რის პრო­ფე­სია რა­ღა­ცით დი­რი­ჟო­რი­სას ჰგავს. ისი­ნი გარ­კვე­ულ პრო­ცე­სებს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ. ჩემ­თვის დი­რი­ჟო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მშვე­ნი­ე­რე­ბას ქმნი­და. ეს არ­ჩე­ვა­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ნა­ზა­ვი იყო. სამი წლი­სა ოპე­რის სცე­ნა­ზე აღ­მოვ­ჩნდი, ჩემი სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა ორ­კესტრთან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა - მუ­სი­კა­ლურ სივ­რცეს­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას. როცა იზ­რდე­ბი და აზ­როვ­ნე­ბას ან მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე ფიქ­რს იწყებ, მერე ამო­გი­ტივ­ტივ­დე­ბა ეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, მუ­სი­კას ინ­ტენ­სი­უ­რად ვსწავ­ლობ­დი. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ის დრო სხვა­ნა­ი­რად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ბევ­რი რამ გვერ­დზე გა­დავ­დე, მა­გა­ლი­თად, უცხო ენე­ბის სწავ­ლა. მუ­სი­კა ის ენაა, რო­მელ­საც ყვე­ლა გა­ი­გებს და იგ­რძნობს. ახლა მუ­სი­კის­გან შორს აღ­მოვ­ჩნდი. თე­ატ­რი კონ­კრე­ტულ ენას ემ­ყა­რე­ბა და ხში­რად აქ­ტი­უ­რი სა­ხის პი­რო­ბი­თო­ბა­საც გა­მო­რი­ცხავს. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ხში­რად ვგრძნობ, რამ­დე­ნად კარ­გი იყო ჩემ­თვის მუ­სი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. ამ გა­მოც­დი­ლე­ბას ხში­რად ვი­ყე­ნებ. მუ­სი­კას ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს. გარ­და ამი­სა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე, როცა პი­ე­სა ზე­პი­რად ვიცი, ტექსტს აღარ ვუს­მენ. მსა­ხი­ო­ბე­ბის ბგე­რე­ბი მუ­სი­კა­ლურ პარ­ტი­ტუ­რა­სა­ვით მეს­მის. ამით ვხვდე­ბი, რამ­დე­ნად სწო­რად თა­მა­შო­ბენ. სწო­რი ბგე­რა სწო­რი რიტ­მია. შე­იძ­ლე­ბო­და სა­ო­პე­რო სცე­ნის რე­ჟი­სო­რო­ბა­ზე მე­ფიქ­რა, მაგ­რამ ეს ფა­კულ­ტე­ტი ჩვენ­თან არ არის. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ო­პე­რო სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმაც ისეთ გრან­დი­ო­ზულ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ოც­ნე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე და რე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო დად­გა, იმ წელს სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე გიზო ჟორ­და­ნი­ამ აიყ­ვა­ნა ჯგუ­ფი და ამ ჯგუფ­ში ჩა­ვი­რი­ცხე.

- ნი­ჭი­ერ შე­მოქ­მედ­თა­გან შემ­დგა­რი დიდი ოჯა­ხის ყო­ვე­ლი წევ­რის ცხოვ­რე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ის­ტო­რი­აა. რა და­გი­ტო­ვეს და რო­გორ შეგცვა­ლეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა?

- ყო­ველ მათ­განს ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ჰქონ­და. იმ სი­ხა­რულს, რო­მე­ლიც ჩემი თა­ო­ბის რე­ჟი­სო­რებს წარ­მა­ტე­ბის დროს ეუფ­ლე­ბათ, მე ნაკ­ლე­ბად გან­ვიც­დი, თით­ქოს ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე მეც ვი­ა­რე. ყო­ველ მათ­გან­თან სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, მათ­გა­ნაც გა­მორ­ჩე­ულ ყუ­რა­დღე­ბას ვგრძნობ­დი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ერ­თა­დერ­თი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც მათი გზის გაგ­რძე­ლე­ბა აირ­ჩია. მახ­სოვს, რო­გორ ცდი­ლობ­დნენ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას. ბოლო წლებ­ში, ბე­ბი­ას­თან, მე­დეა ჩა­ხა­ვას­თან, ვმე­გობ­რობ­დი. სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. ხში­რად მიყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ინ­ტი­მურ დე­ტა­ლებს (შე­იძ­ლე­ბა შვილ­თაშ­ვი­ლის­თვის პი­რა­დი ამ­ბე­ბი არც უნდა მო­ე­ყო­ლა, რად­გან ასეთ სე­რი­ო­ზულ თე­მებ­ზე ბავ­შვებ­თან არ სა­უბ­რო­ბენ), ამი­ტომ, ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან და­ვუ­ახ­ლოვ­დით. გა­მი­ჭირ­და მისი წას­ვლა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ის-ის იყო ვხვდე­ბო­დი, რო­გორ ადა­მი­ან­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ბა­ბუა, კოტე მა­ხა­რა­ძე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. უც­ნა­უ­რი წელი იყო... კო­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორ კვი­რა­ში ბე­ბია, იზა გი­გოშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა და­მი­ტო­ვა ამ გარ­დაც­ვა­ლე­ბე­ბის სე­რი­ამ. მა­შინ დამ­თავ­რდა ჩემი ბავ­შვო­ბა.

- იზა?

- იზა გრძნო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­ზე იღებ­და ტრა­გე­დი­ებს. არ იშო­რებ­და, არ ივი­წყებ­და არა­ფერს. დიდ გა­მოწ­ვე­ვებს მკერდს უშ­ვერ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იზა სხვა­ნა­ი­რი პერ­სო­ნა იყო. ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნაკ­ლე­ბად მხი­ა­რუ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი. რა­ღაც­ნა­ი­რად ებღა­უ­ჭე­ბო­და ამ შეგ­რძნე­ბებს და უნ­დო­და, გა­ე­მარ­ჯვა. ჩემი მო­საზ­რე­ბით, მისი ცხოვ­რე­ბა ერთი დიდი ბრძო­ლა იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო 6 წელი, როცა უკურ­ნე­ბელ სენს უმკლავ­დე­ბო­და. ეს მტან­ჯვე­ლი ავად­მყო­ფო­ბა წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და. მისი სცე­ნა­ზე ყოფ­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო, მაგ­რამ ბო­ლომ­დე დად­გა. თე­ატ­რში ყა­ვარ­ჯნე­ბით მო­დი­ო­და, რო­მელ­საც სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ, კუ­ლი­სებ­ში ტო­ვებ­და. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ასე ად­ვი­ლად არ ეთ­მო­ბათ ცხოვ­რე­ბა. იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი და სავ­სეა მათი შეგ­რძნე­ბე­ბი, რომ მისი მი­ტო­ვე­ბა ენა­ნე­ბათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ამ­ბო­ბენ: ახლა კარ­გად იყა­ვით, ჩემი დრო წა­ვი­და. მე­დი­კოც ბო­ლომ­დე სცე­ნა­ზე იდგა. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მის­მა სპექ­ტაკლმა სე­ზო­ნი და­ხუ­რა და ორ თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

- მგო­ნია, რომ დედა, ნატო მურ­ვა­ნი­ძე სცე­ნის მი­მართ მათ­ზე გა­ცი­ლე­ბით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ჩა­კე­ტი­ლია, შე­ეძ­ლო აქ­ტი­უ­რი სამ­სა­ხი­ო­ბო ცხოვ­რე­ბით ეცხოვ­რა, მაგ­რამ სხვა გზა აირ­ჩია

- შე­იძ­ლე­ბა გა­რე­შე თვა­ლით ასე აღიქ­მე­ბა. ნატო ყვე­ლა როლს არ თან­ხმდე­ბა. მისი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბაა, რომ უა­რის თქმა შე­უძ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, არას­დროს მოხ­ვედ­რი­ლა იმ პრობ­ლე­მე­ბის ეპი­ცენ­ტრში, რო­მე­ლიც თე­ატრს ახა­სი­ა­თებს. თავს კი არ არი­დებ­და, ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი არას­დროს შე­ხე­ბია, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ მის­თვის სცე­ნა არ იყო პირ­ვე­ლი. ეჭვი მაქვს, რომ მის­თვის მთა­ვა­რი მა­ინც ოჯა­ხია.

- ან ში­ნა­გა­ნი ცხოვ­რე­ბა.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც ნა­ტოს შე­უძ­ლია სცე­ნის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე, ისე­ვე რო­გორც მე­დი­კოს, ან იზას, მაგ­რამ მათ ცხოვ­რე­ბა­ში ოჯა­ხი და სცე­ნა თა­ნაბ­რად ინა­წი­ლებ­და ად­გი­ლებს. ეს პრო­ფე­სია დიდ საფრ­თხეს უქ­მნის მსა­ხი­ობს. მა­ყუ­რე­ბელს თავი არ უნდა მო­ა­ბეზ­რო. ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, რო­მელ­საც ყო­ველ მომ­დევ­ნო როლ­ში დებ, არ უნდა გა­ა­უ­ფა­სუ­რო, არ უნდა და­უშ­ვა შენი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს დე­საკ­რა­ლი­ზა­ცია.

- მა­მა­კა­ცე­ბი თქვენს ოჯახ­ში - ძლი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის გვერ­დით ხომ არ იჩაგ­რე­ბოდ­ნენ?

- რა თქმა უნდა, არა! ოჯა­ხის წევ­რე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის დიდ მე­გობ­რო­ბა­ზე იდგა. ბუ­ნებ­რი­ვია, მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი იყო. დიდ ინ­დი­ვი­დებს დიდი გრძნო­ბა­თა სამ­ყა­როც აქვთ და დიდი დეპ­რე­სი­ე­ბიც. მაგ­რამ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი იმი­ტომ გყავს, რომ ეს გა­ი­გოს, მი­ი­ღოს, ხელი არა მხო­ლოდ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლას, არა­მედ იქ ყოფ­ნა­საც შე­უ­წყოს. შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის­თვის სევ­და სა­ჭი­როა. სწო­რედ ასე­თი სევ­დით იქ­მნე­ბო­და დიდი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა ყო­ველ­თვის მხი­ა­რუ­ლე­ბი ვი­ყოთ. თე­ატ­რის ხალ­ხმა კარ­გად უწყის, რომ ხში­რად კო­მე­დი­ა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი ტრა­გე­დი­აა. ხან­და­ხან შე­მოქ­მედ ადა­მი­ანს სი­ა­მოვ­ნებს კი­დეც დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. თით­ქოს­და იბე­რე­ბი ამ გრძნო­ბე­ბით და ვულ­კა­ნი­ვით ამო­ხეთ­ქს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. შე­დე­გი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია და ეს არ ეთ­მო­ბათ ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს. შე­მოქ­მედ ადა­მი­ა­ნებს ხში­რად პრობ­ლე­მე­ბი არ ელე­ვათ. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი სტრინ­ბერ­გია. სულ ახ­ლა­ხან მისი "ფრე­კენ ჟული" დავ­დგი თე­ატ­რში. ის ყო­ველ­თვის თა­ვის თავ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე წერ­და. ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იყო.

- თა­ვად რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- საკ­მა­ოდ დეპ­რე­სი­უ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი უფრო ვარ, ჩემ­ში არის თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში მეხ­მა­რე­ბა. ვიცი, რო­გორ გა­ვარ­თო სა­კუ­თა­რი თავი. მეხ­მა­რე­ბა ბევ­რი რამ, უპირ­ვე­ლე­სად ჩემი პრო­ფე­სია. ეს პრო­ფე­სია სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან, მა­გა­ლი­თად, მსა­ხი­ო­ბებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ა­ნაც რომ გინ­დო­დეს, ვერ ჩა­ი­კე­ტე­ბი. კო­ლე­გებ­თან ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გქონ­დეს, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, ტო­ნუს­ში იყო. ამ შემ­თხვე­ვა­ში ტო­ნუ­სი ისევ ეს, თე­ატ­რა­ლუ­რი სივ­რცეა.

- ამა­სო­ბა­ში სამი სპექ­ტაკ­ლი დად­გი...

- გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ ეს სპექ­ტაკ­ლე­ბი ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად დავ­დგი. მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი და­ვით გა­ბუ­ნი­ას პი­ე­სის მი­ხედ­ვით "სხვი­სი შვი­ლე­ბი" იყო. ამ სპექ­ტაკ­ლის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი ავად გახ­და და დად­გმის გაგ­რძე­ლე­ბა ვერ შეძ­ლო. სპექ­ტაკლში ვთა­მა­შობ­დი და იმ­დე­ნად ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ამ პრო­ცე­სებ­ში, რომ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გა­ვაგ­რძე­ლე. "ფრე­კენ ჟული" სამ თვე­ში დავ­დგი. შემ­დე­გი სპექ­ტაკ­ლი იყო "მა­ხინ­ჯი", რო­მე­ლიც გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტის დაკ­ვე­თით დავ­დგი. და­სას­რულ, - "ფრე­კენ ჟული". ეს უკა­ნას­კნე­ლი შვე­დე­თის ინ­სტი­ტუტ­მა გვთხო­ვა. სტრინ­ბერ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 100 წლის­თავს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. "ფრე­კენ ჟული" ამ დრა­მა­ტურ­გის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პი­ე­საა და გა­საკ­ვი­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს დად­გმუ­ლა. ასე რომ, ყო­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლის დად­გმის სტი­მუ­ლი გა­რე­დან მო­დი­ო­და. ეს იმი­ტომ რომ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე დიდ­ხანს ვფიქ­რობ. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით სას­წო­რი ვარ და ვწო­ნი ყვე­ლა­ფერს ეს ხუმ­რო­ბით, რა თქმა უნდა.

- "არას­დროს არც ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია... არას­დროს არ­სად არ და­მი­რე­კავს... სა­ნამ სა­კუ­თარ თავ­ზე არ გა­მოც­დი, ვერ ხვდე­ბი, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ერთ "უმ­ნიშ­ვნე­ლო" ზარს..."

- დათა, ეს სტა­ტუ­სი მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად დადე. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე­გობ­რო­ბის მარ­თლაც უდი­დე­სი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნე.

- სამ­წუ­ხა­როა, რომ იმ­დე­ნად დიდ თან­ხა­ზეა სა­უ­ბა­რი, შეგ­რო­ვე­ბა ჭირს. პირ­ვე­ლად ჩა­ვე­ბი ასეთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში... ძა­ლი­ან რთუ­ლი ყო­ფი­ლა, დიდ ძა­ლის­ხმე­ვა­სა და ემო­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ბან­კის ან­გა­რიშ­ზე 3, 5 ან 7 ლარი გად­მო­რი­ცხეს. თქვენ ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­ხე­ლა გზა გა­ი­ა­რეს ბან­კამ­დე, შე­იძ­ლე­ბა რიგ­შიც კი იდ­გნენ, რომ რაც შე­ეძ­ლოთ იმ თან­ხით დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის თავ­გან­წირ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, თან­ხა ისევ ვერ შეგ­როვ­და. აქ­ცია გრძელ­დე­ბა.

ქეთი დარ­ჩია

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

დათა თავაძე - "შემოქმედი ადამიანისთვის სევდა საჭიროა"

დათა თავაძე - "შემოქმედი ადამიანისთვის სევდა საჭიროა"

იმ სახლს ჯადოსნურ ოთახს დავარქმევდი. სინამდვილეში, დათას ბაბუის, მურაზ მურვანიძის სახელოსნო იყო, სადაც მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობდა. სურათებით, პატარ-პატარა აქსესუარებით, ორიგინალური ჭაღებით მორთულ სამყაროში გაიზარდა რეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ ოთახმა განსაზღვრა მისი მომავალი.

მუსიკას ჩემს სპექტაკლებში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის მერე, როცა პიესა ზეპირად ვიცი, ტექსტს აღარ ვუსმენ. მსახიობების ბგერები მუსიკალურ პარტიტურასავით მესმის. ამით ვხვდები, რამდენად სწორად თამაშობენ. სწორი ბგერა სწორი რიტმია

- ამ სახლზე ხშირად საუბრობდნენ ოჯახის უფროსი წევრები. როგორ აღიქვამდა ამ გარემოს ოჯახის უმცროსი წევრი?

- ახლა თუ ნახეთ, ის სახლი აღარაა. ის გარემო სრულიად შეიცვალა, გაიზარდა, ერთი სართული დაშენდა და გადაკეთდა. ადრე ერთი დიდი ოთახი იყო. ერთი შეხედვით ასეთ პატარა სივრცეში ამხელა ოჯახის ყოფნა არაკომფორტული უნდა ყოფილიყო. ერთ ოთახში ექვსი ადამიანი ვცხოვრობდით, მაგრამ საოცარი ატმოსფერო ტრიალებდა. ძალიან მიყვარდა და მენატრება ის სახლი, შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვობას უკავშირდებოდა, ანუ იმ პერიოდს, როცა ყველაზე კარგად გრძნობ თავს.

ოთახს სულ ორი კარი ჰქონდა. ისე იყო დაყოფილი, რომ განმარტოების საშუალება ყველას გვქონდა. ყოველთვის შეგეძლო განმარტოება, მაშინაც კი, როცა ოთახში ბევრი ადამიანი ირეოდა. ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი გარემო იყო. იმასაც ვერ იტყოდი, რომ არეულობა გვქონდა. პირიქით, სწორად გათვლილი და დეტალებში ნაფიქრი იყო ყველაფერი. მთელი ატმოსფერო გიბიძგებდა, რომ შემოქმედებითად გეცხოვრა. იქ გავიზარდეთ მე და ჩემი დეიდაშვილები. ჩვენი თამაშებიც ფართის სიმცირეს იყო მორგებული, ხშირად ვფიქრობ ამაზე. რაიმეს კეთებისას ყოველთვის იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რასაც გარემო გვთავაზობს. რომ წამოვიზარდე, მივხვდი, - ჩემი ცხოვრება ისეთივეა, როგორიც ის სახლი იყო - ფერადი და შთაბეჭდილებებით დატვირთული. დათო დოიაშვილი თავისი პირველი სპექტაკლის, "ცხოვრება იდიოტისა", რეპეტიციებს ჩვენთან ატარებდა. მთელ თბილისში შუქი არ იყო. ჩვენთან იკრიბებოდნენ მსახიობები და ჩვენს ნივთებს რეკვიზიტებად იყენებდნენ. სახლი კი არა თეატრი იყო. მერე ეს სახლი გადასაღებ მოედნად ფილმებშიც გამოიყენეს და ფოტოსესიებშიც. 13 წლის ვიყავი, როცა სხვა სახლში გადავედით. ძალიან გამიჭირდა. სანამ რემონტს დაიწყებდნენ ძველ სახლში ხშირად მივდიოდი და ვრჩებოდი. ამ "რაღაცასთან", ალბათ ბავშვობასთან განშორებას, დიდხანს განვიცდიდი.

ეს სივრცე ჩემთვის "სამეფო უბნის თეატრში" გაგრძელდა. ბევრი ნივთი იქიდან წამოვიღეთ. ალბათ ამიტომ მინდა სულ აქ ყოფნა და სხვა თეატრში სპექტაკლის დადგმის სურვილი არასდროს გამჩენია.

- ხშირად გამიგია ამ ოჯახის უმცროსი წევრის სერიოზულ გატაცებაზე. გატაცება არა, ეს უფრო მზადება იყო მომავალი პროფესიისთვის. მცირე ასაკიდან, მაშინ როცა სხვა ბავშვები ნაყინის გამყიდველობასა და კოსმონავტობაზე ოცნებობდნენ, დათა დირიჟორობისთვის ემზადებოდა?

- ეს იყო სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც ადრეულ ასაკში მივიღე. რეჟისორის პროფესია რაღაცით დირიჟორისას ჰგავს. ისინი გარკვეულ პროცესებს ხელმძღვანელობენ. ჩემთვის დირიჟორი მნიშვნელოვანი ადამიანი გახლდათ, რომელიც მშვენიერებას ქმნიდა. ეს არჩევანი შთაბეჭდილებების ნაზავი იყო. სამი წლისა ოპერის სცენაზე აღმოვჩნდი, ჩემი სცენაზე გამოსვლა ორკესტრთან ურთიერთობასაც უკავშირდება - მუსიკალურ სივრცესთან პირველ შეხვედრას. როცა იზრდები და აზროვნებას ან მომავალ პროფესიაზე ფიქრს იწყებ, მერე ამოგიტივტივდება ეს შთაბეჭდილებები. ახლა რომ ვუფიქრდები, მუსიკას ინტენსიურად ვსწავლობდი. კარგი იქნებოდა, ის დრო სხვანაირად გამომეყენებინა, ბევრი რამ გვერდზე გადავდე, მაგალითად, უცხო ენების სწავლა. მუსიკა ის ენაა, რომელსაც ყველა გაიგებს და იგრძნობს. ახლა მუსიკისგან შორს აღმოვჩნდი. თეატრი კონკრეტულ ენას ემყარება და ხშირად აქტიური სახის პირობითობასაც გამორიცხავს. მიუხედავად ყველაფრისა, ხშირად ვგრძნობ, რამდენად კარგი იყო ჩემთვის მუსიკალური გამოცდილება. ამ გამოცდილებას ხშირად ვიყენებ. მუსიკას ჩემს სპექტაკლებში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის მერე, როცა პიესა ზეპირად ვიცი, ტექსტს აღარ ვუსმენ. მსახიობების ბგერები მუსიკალურ პარტიტურასავით მესმის. ამით ვხვდები, რამდენად სწორად თამაშობენ. სწორი ბგერა სწორი რიტმია. შეიძლებოდა საოპერო სცენის რეჟისორობაზე მეფიქრა, მაგრამ ეს ფაკულტეტი ჩვენთან არ არის. თანამედროვე საოპერო სპექტაკლების დადგმაც ისეთ გრანდიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული, მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება. რომ წამოვიზარდე და რეალური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, იმ წელს სამსახიობო ფაკულტეტზე გიზო ჟორდანიამ აიყვანა ჯგუფი და ამ ჯგუფში ჩავირიცხე.

- ნიჭიერ შემოქმედთაგან შემდგარი დიდი ოჯახის ყოველი წევრის ცხოვრება დამოუკიდებელი ისტორიაა. რა დაგიტოვეს და როგორ შეგცვალეს ამ ადამიანებმა?

- ყოველ მათგანს ჩემს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. იმ სიხარულს, რომელიც ჩემი თაობის რეჟისორებს წარმატების დროს ეუფლებათ, მე ნაკლებად განვიცდი, თითქოს ჩემი ოჯახის წევრების წარმატების გზაზე მეც ვიარე. ყოველ მათგანთან საკუთარი დამოკიდებულება მქონდა, მათგანაც გამორჩეულ ყურადღებას ვგრძნობდი. ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთი ბავშვი ვიყავი, რომელმაც მათი გზის გაგრძელება აირჩია. მახსოვს, როგორ ცდილობდნენ საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. ბოლო წლებში, ბებიასთან, მედეა ჩახავასთან, ვმეგობრობდი. სხვანაირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ხშირად მიყვებოდა თავისი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს (შეიძლება შვილთაშვილისთვის პირადი ამბები არც უნდა მოეყოლა, რადგან ასეთ სერიოზულ თემებზე ბავშვებთან არ საუბრობენ), ამიტომ, ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. გამიჭირდა მისი წასვლა, თუნდაც იმიტომ, რომ ის-ის იყო ვხვდებოდი, როგორ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. ბაბუა, კოტე მახარაძე რომ გარდაიცვალა, პატარა ვიყავი. უცნაური წელი იყო... კოტეს გარდაცვალებიდან ორ კვირაში ბებია, იზა გიგოშვილი გარდაიცვალა. უცნაური შეგრძნება დამიტოვა ამ გარდაცვალებების სერიამ. მაშინ დამთავრდა ჩემი ბავშვობა.

- იზა?

- იზა გრძნობების ადამიანი იყო. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებდა ტრაგედიებს. არ იშორებდა, არ ივიწყებდა არაფერს. დიდ გამოწვევებს მკერდს უშვერდა. აქედან გამომდინარე, იზა სხვანაირი პერსონა იყო. ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ნაკლებად მხიარული და ხალისიანი. რაღაცნაირად ებღაუჭებოდა ამ შეგრძნებებს და უნდოდა, გაემარჯვა. ჩემი მოსაზრებით, მისი ცხოვრება ერთი დიდი ბრძოლა იყო. განსაკუთრებით ბოლო 6 წელი, როცა უკურნებელ სენს უმკლავდებოდა. ეს მტანჯველი ავადმყოფობა წლები გრძელდებოდა. მისი სცენაზე ყოფნა წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ ბოლომდე დადგა. თეატრში ყავარჯნებით მოდიოდა, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ, კულისებში ტოვებდა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასე ადვილად არ ეთმობათ ცხოვრება. იმდენად დატვირთული და სავსეა მათი შეგრძნებები, რომ მისი მიტოვება ენანებათ. აქედან გამომდინარე, ვერ ამბობენ: ახლა კარგად იყავით, ჩემი დრო წავიდა. მედიკოც ბოლომდე სცენაზე იდგა. რუსთაველის თეატრში მისმა სპექტაკლმა სეზონი დახურა და ორ თვეში გარდაიცვალა.

- მგონია, რომ დედა, ნატო მურვანიძე სცენის მიმართ მათზე გაცილებით თავშეკავებული და ჩაკეტილია, შეეძლო აქტიური სამსახიობო ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ სხვა გზა აირჩია

- შეიძლება გარეშე თვალით ასე აღიქმება. ნატო ყველა როლს არ თანხმდება. მისი პიროვნული თვისებაა, რომ უარის თქმა შეუძლია. შესაბამისად, არასდროს მოხვედრილა იმ პრობლემების ეპიცენტრში, რომელიც თეატრს ახასიათებს. თავს კი არ არიდებდა, ასეთი პრობლემები არასდროს შეხებია, შეიძლება იმიტომ, რომ მისთვის სცენა არ იყო პირველი. ეჭვი მაქვს, რომ მისთვის მთავარი მაინც ოჯახია.

- ან შინაგანი ცხოვრება.

- დარწმუნებული ვარ, არც ნატოს შეუძლია სცენის გარეშე სიცოცხლე, ისევე როგორც მედიკოს, ან იზას, მაგრამ მათ ცხოვრებაში ოჯახი და სცენა თანაბრად ინაწილებდა ადგილებს. ეს პროფესია დიდ საფრთხეს უქმნის მსახიობს. მაყურებელს თავი არ უნდა მოაბეზრო. ის საიდუმლოებები, რომელსაც ყოველ მომდევნო როლში დებ, არ უნდა გააუფასურო, არ უნდა დაუშვა შენი შინაგანი სამყაროს დესაკრალიზაცია.

- მამაკაცები თქვენს ოჯახში - ძლიერი ქალბატონების გვერდით ხომ არ იჩაგრებოდნენ?

- რა თქმა უნდა, არა! ოჯახის წევრების ურთიერთობა ყოველთვის დიდ მეგობრობაზე იდგა. ბუნებრივია, მათი თანაცხოვრება რთული იყო. დიდ ინდივიდებს დიდი გრძნობათა სამყაროც აქვთ და დიდი დეპრესიებიც. მაგრამ მეორე ნახევარი იმიტომ გყავს, რომ ეს გაიგოს, მიიღოს, ხელი არა მხოლოდ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, არამედ იქ ყოფნასაც შეუწყოს. შემოქმედი ადამიანისთვის სევდა საჭიროა. სწორედ ასეთი სევდით იქმნებოდა დიდი ნაწარმოებები. აუცილებელი არაა ყოველთვის მხიარულები ვიყოთ. თეატრის ხალხმა კარგად უწყის, რომ ხშირად კომედიაზე აუცილებელი ტრაგედიაა. ხანდახან შემოქმედ ადამიანს სიამოვნებს კიდეც დეპრესიული მდგომარეობა. თითქოსდა იბერები ამ გრძნობებით და ვულკანივით ამოხეთქს შემოქმედებაში. შედეგი ყველაზე სასიამოვნო პროცესია და ეს არ ეთმობათ ხელოვან ადამიანებს. შემოქმედ ადამიანებს ხშირად პრობლემები არ ელევათ. ამის ნათელი მაგალითი სტრინბერგია. სულ ახლახან მისი "ფრეკენ ჟული" დავდგი თეატრში. ის ყოველთვის თავის თავსა და პირად ცხოვრებაზე წერდა. ყოველთვის პრობლემების გარემოცვაში იყო.

- თავად როგორი ადამიანი ხარ?

- საკმაოდ დეპრესიული. მიუხედავად იმისა, რომ გულჩათხრობილი უფრო ვარ, ჩემში არის თვისებები, რომელიც ასეთი მდგომარეობიდან თავის დაღწევაში მეხმარება. ვიცი, როგორ გავართო საკუთარი თავი. მეხმარება ბევრი რამ, უპირველესად ჩემი პროფესია. ეს პროფესია სხვა ადამიანებთან, მაგალითად, მსახიობებთან კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ ჩაიკეტები. კოლეგებთან ჯანსაღი ურთიერთობა რომ გქონდეს, იძულებული ხარ, ტონუსში იყო. ამ შემთხვევაში ტონუსი ისევ ეს, თეატრალური სივრცეა.

- ამასობაში სამი სპექტაკლი დადგი...

- გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს სპექტაკლები ჩემგან დამოუკიდებლად დავდგი. მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებელი იყო. პირველი სპექტაკლი დავით გაბუნიას პიესის მიხედვით "სხვისი შვილები" იყო. ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ავად გახდა და დადგმის გაგრძელება ვერ შეძლო. სპექტაკლში ვთამაშობდი და იმდენად ჩართული ვიყავი ამ პროცესებში, რომ რეპეტიციები გავაგრძელე. "ფრეკენ ჟული" სამ თვეში დავდგი. შემდეგი სპექტაკლი იყო "მახინჯი", რომელიც გოეთეს ინსტიტუტის დაკვეთით დავდგი. დასასრულ, - "ფრეკენ ჟული". ეს უკანასკნელი შვედეთის ინსტიტუტმა გვთხოვა. სტრინბერგის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს აღნიშნავდნენ. "ფრეკენ ჟული" ამ დრამატურგის ყველაზე ცნობილი პიესაა და გასაკვირია, რომ საქართველოში არასდროს დადგმულა. ასე რომ, ყოველი სპექტაკლის დადგმის სტიმული გარედან მოდიოდა. ეს იმიტომ რომ სპექტაკლზე მუშაობა განსაკუთრებული გადაწყვეტილებაა და ასეთ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობ. ზოდიაქოს ნიშნით სასწორი ვარ და ვწონი ყველაფერს ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.

- "არასდროს არც ერთ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია... არასდროს არსად არ დამირეკავს... სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ვერ ხვდები, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთ "უმნიშვნელო" ზარს..."

- დათა, ეს სტატუსი მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად დადე. საზოგადოებას მეგობრობის მართლაც უდიდესი მაგალითი აჩვენე.

- სამწუხაროა, რომ იმდენად დიდ თანხაზეა საუბარი, შეგროვება ჭირს. პირველად ჩავები ასეთ საქმიანობაში... ძალიან რთული ყოფილა, დიდ ძალისხმევასა და ემოციას უკავშირდება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ბანკის ანგარიშზე 3, 5 ან 7 ლარი გადმორიცხეს. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა გზა გაიარეს ბანკამდე, შეიძლება რიგშიც კი იდგნენ, რომ რაც შეეძლოთ იმ თანხით დახმარებოდნენ. ამდენი ადამიანის თავგანწირვის მიუხედავად, თანხა ისევ ვერ შეგროვდა. აქცია გრძელდება.

ქეთი დარჩია

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"