7 თვის ბავშვი, ბლერი ინტერნეტ სენსაციად იქცა. მან ჯერ სიარული არ იცის, მაგრამ წყლის თხილამურზე დგას.
ვიდეო ავსტრალიის შტატ კუინზლენდშია გადაღებული. პატარა ბლერი წყლის თხილამურზე დგას და იცინის. ბავშვის დედის, თამარას თქმით, ბლერი ჯერ წყალში ღრმად ვერ შედის და მხოლოდ სანაპირო ზოლზე ერთობა.
ვიდეო ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის უკვე 10 000-მა ადამიანმა ნახა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.