მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ადამიანი სჭირდება გვერდით გიორგი ვარდოსანიძეს
როგორი ადამიანი სჭირდება გვერდით გიორგი ვარდოსანიძეს

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ცდას არ და­აკ­ლებს ახალ გმირს, რათა ისიც ლე­ვან ხო­მე­რი­კი­ვით და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყოს მა­ყუ­რებ­ლის­თვის. ცოტა ხნის წინ გი­ორ­გი შეყ­ვა­რე­ბულს, თამ­თა შა­ლამ­ბე­რი­ძეს და­შორ­და, ამ­ჟა­მად მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ დღემ­დე ცხოვ­რე­ბა­ში ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ერთხელ ეწ­ვია და ამა­ში სწო­რედ თამ­თას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გუ­ლის­ხმობს.

- ადრე გაღ­ვი­ძე­ბა სა­შინ­ლად არ მიყვრს, ეს კოშ­მა­რია ჩემ­თვის, სა­ზი­ზღარ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი მჭირ­დე­ბა აზ­რზე მო­სას­ვლე­ლად: ნეტა იცო­დეთ, დი­ლის გა­და­ცე­მებ­ში რომ მიწ­ვე­ვენ, რამ­ხე­ლა ხათ­რის გამო მივ­დი­ვარ, ნა­ხევ­რად მძი­ნა­რე სა­ხით ვზი­ვარ ხოლ­მე ეთერ­ში. გა­მო­ფხიზ­ლე­ბა­ში ვერც ყავა მეხ­მა­რე­ბა და ვერც სხვა რამ, სა­უზ­მო­ბაც არ მიყ­ვარს, თუ დე­და­ჩე­მი უცებ წვავს ან ხარ­შავს რა­ღა­ცას, მაგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ვჭა­მო, თო­რემ, რო­გორც წესი, 2-3 სა­ათ­ზე ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ შიმ­შილს.

ვარ­ჯი­ში, ჩაც­მა,

შო­პინ­გი...

- სახ­ლი­დან გა­სას­ვლე­ლად რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვემ­ზა­დე­ბი, ვიც­ვამ, ვწეს­რიგ­დე­ბი და მივ­დი­ვარ. რაც მთა­ვა­რია, მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი არ უნდა დამ­რჩეს, ბევ­რჯერ მივ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ უკან ამის გამო. სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მე­ტი ზრუნ­ვით არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, მთა­ვა­რია, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი არ და­ირ­ღვეს და მქონ­დეს ნორ­მა­ლუ­რი აღ­ნა­გო­ბა, ამის­თვის კი ვცდი­ლობ ვი­ვარ­ჯი­შო, ფიტ­ნესკლუბ­ში თუ არ მივ­დი­ვარ, სახ­ლში მა­ინც ვა­კე­თებ პრე­სის ვარ­ჯიშს და აზიდ­ვებს.

...რაც უფრო მო­ჩა­ჩუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­მო­სი მაც­ვია, თავს უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. ჩაც­მი­სას არ ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას, უხ­დე­ბა თუ არა ფე­რე­ბი, ქსო­ვი­ლე­ბი და სხვა დე­ტა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს, მთა­ვა­რია, მეც­ვას ისე, რომ წაქ­ცე­ვა და ფორ­თხი­ა­ლი ჩემ­თვის დის­კომ­ფორ­ტს არ წარ­მო­ად­გენ­დეს.

...მა­ღა­ზი­ებ­ში ბო­დი­ა­ლი და რა­ღა­ცე­ბის ყიდ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რო­გორც წესი, მივ­დი­ვარ ერთი რა­ღა­ცის სა­ყიდ­ლად, მაგ­რამ სულ სხვა ნივ­თით ვბრუნ­დე­ბი უკან. თუ ფეხ­საც­მლის შე­სა­ძე­ნად გავ­დი­ვარ, უკან ქუ­დით ან ქამ­რით შე­იძ­ლე­ბა დავ­ბრუნ­დე. მთა­ვა­რია, ფი­ნან­სე­ბი მი­წყობ­დეს ხელს, რაც მო­მე­წო­ნე­ბა, იმას გა­მო­ვი­ყო­ლებ. ამო­ჩე­მე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბიც მაქვს, სა­დაც, როცა უნდა მი­ვი­დე, ვიცი, რომ ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თი აუ­ცი­ლებ­ლად დამ­ხვდე­ბა, თან იქ შე­ძე­ნილ სა­მოსს გემ­რი­ე­ლად ვხმა­რობ. რაც შე­ე­ხე­ბა ცნო­ბა­დო­ბას, რა თქმა უნდა, ეს მეხ­მა­რე­ბა შო­პინ­გის დროს, ბევ­რჯერ სა­ჩუქ­რი­თაც გა­მო­ვუშ­ვი­ვართ, სო­ლი­დურ მა­ღა­ზი­ებს ნი­სი­ად მო­უ­ცი­ათ სა­მო­სი, არა­და, სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დი ამას, მად­ლი­ე­რი ვარ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო.

საყ­ვა­რე­ლი გმი­რე­ბი

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა. თუ გინ­და, კარ­გი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გმი­რი შექ­მნა, უნდა და­ი­ვი­წყო ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი და თავი გა­და­დო ამ საქ­მის­თვის. მსა­ხი­ო­ბო­ბა ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი პრო­ფე­სი­აა, გა­რე­დან შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად ჩანს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ბევ­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი როლი შექ­მნა. მე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი შევ­თა­ვა­ზო მა­ყუ­რე­ბელს და შე­ფა­სე­ბა მათ­თვის მი­მინ­დვია. ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვი, ჩემ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი გმი­რე­ბი­დან ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად მიყ­ვარს-მეთ­ქი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ მას­ში მეტი შრო­მა ჩავ­დე, მე­ტად გა­ვი­აზ­რე... გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს ჩემ მიერ ნა­თა­მა­შე­ბი ასაპ სა­ხა­რო­ვი სპექ­ტაკ­ლი­დან "აკ­რძა­ლუ­ლი თა­მა­შე­ბი", ბევ­რი შრო­მა ჩავ­დე ამ გმირ­ში, "სი­რა­ნო დე ბერ­ჟე­რაკ­ში" ნა­თა­მა­შე­ბი კრის­ტი­ა­ნო კი ძა­ლი­ან კარგ დროს მახ­სე­ნებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

როგორი ადამიანი სჭირდება გვერდით გიორგი ვარდოსანიძეს

როგორი ადამიანი სჭირდება გვერდით გიორგი ვარდოსანიძეს

როგორც თავად ამბობს, ცდას არ დააკლებს ახალ გმირს, რათა ისიც ლევან ხომერიკივით დასამახსოვრებელი იყოს მაყურებლისთვის. ცოტა ხნის წინ გიორგი შეყვარებულს, თამთა შალამბერიძეს დაშორდა, ამჟამად მის პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმცა ამბობს, რომ დღემდე ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული ერთხელ ეწვია და ამაში სწორედ თამთასთან ურთიერთობას გულისხმობს.

- ადრე გაღვიძება საშინლად არ მიყვრს, ეს კოშმარია ჩემთვის, საზიზღარ ხასიათზე ვდგები და დაახლოებით ერთი საათი მჭირდება აზრზე მოსასვლელად: ნეტა იცოდეთ, დილის გადაცემებში რომ მიწვევენ, რამხელა ხათრის გამო მივდივარ, ნახევრად მძინარე სახით ვზივარ ხოლმე ეთერში. გამოფხიზლებაში ვერც ყავა მეხმარება და ვერც სხვა რამ, საუზმობაც არ მიყვარს, თუ დედაჩემი უცებ წვავს ან ხარშავს რაღაცას, მაგ შემთხვევაში შეიძლება ვჭამო, თორემ, როგორც წესი, 2-3 საათზე ვიკმაყოფილებ შიმშილს.

ვარჯიში, ჩაცმა,

შოპინგი...

- სახლიდან გასასვლელად რამდენიმე წუთში ვემზადები, ვიცვამ, ვწესრიგდები და მივდივარ. რაც მთავარია, მანქანის გასაღები არ უნდა დამრჩეს, ბევრჯერ მივბრუნებულვარ უკან ამის გამო. საკუთარ თავზე ზედმეტი ზრუნვით არ ვარ დაკავებული, მთავარია, ჰიგიენის ნორმები არ დაირღვეს და მქონდეს ნორმალური აღნაგობა, ამისთვის კი ვცდილობ ვივარჯიშო, ფიტნესკლუბში თუ არ მივდივარ, სახლში მაინც ვაკეთებ პრესის ვარჯიშს და აზიდვებს.

...რაც უფრო მოჩაჩული და თავისუფალი სამოსი მაცვია, თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ჩაცმისას არ ვაქცევ ყურადღებას, უხდება თუ არა ფერები, ქსოვილები და სხვა დეტალები ერთმანეთს, მთავარია, მეცვას ისე, რომ წაქცევა და ფორთხიალი ჩემთვის დისკომფორტს არ წარმოადგენდეს.

...მაღაზიებში ბოდიალი და რაღაცების ყიდვა ძალიან მიყვარს. როგორც წესი, მივდივარ ერთი რაღაცის საყიდლად, მაგრამ სულ სხვა ნივთით ვბრუნდები უკან. თუ ფეხსაცმლის შესაძენად გავდივარ, უკან ქუდით ან ქამრით შეიძლება დავბრუნდე. მთავარია, ფინანსები მიწყობდეს ხელს, რაც მომეწონება, იმას გამოვიყოლებ. ამოჩემებული მაღაზიებიც მაქვს, სადაც, როცა უნდა მივიდე, ვიცი, რომ ჩემთვის საინტერესო ნივთი აუცილებლად დამხვდება, თან იქ შეძენილ სამოსს გემრიელად ვხმარობ. რაც შეეხება ცნობადობას, რა თქმა უნდა, ეს მეხმარება შოპინგის დროს, ბევრჯერ საჩუქრითაც გამოვუშვივართ, სოლიდურ მაღაზიებს ნისიად მოუციათ სამოსი, არადა, საერთოდ არ ველოდი ამას, მადლიერი ვარ ასეთი დამოკიდებულების გამო.

საყვარელი გმირები

- მსახიობობა ძალიან შრომატევადი საქმეა. თუ გინდა, კარგი და დასამახსოვრებელი გმირი შექმნა, უნდა დაივიწყო ოჯახი, მეგობრები და თავი გადადო ამ საქმისთვის. მსახიობობა ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა, გარედან შეიძლება ყველაფერი მარტივად ჩანს, მაგრამ რეალურად ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ხარისხიანი როლი შექმნა. მე მაქსიმალურად ვცდილობ, კარგი ნამუშევარი შევთავაზო მაყურებელს და შეფასება მათთვის მიმინდვია. ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, ჩემ მიერ განსახიერებული გმირებიდან ყველა ერთნაირად მიყვარს-მეთქი, რასაკვირველია, ზოგიერთი მათგანის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, შეიძლება იმიტომ, რომ მასში მეტი შრომა ჩავდე, მეტად გავიაზრე... გამორჩეულად მიყვარს ჩემ მიერ ნათამაშები ასაპ სახაროვი სპექტაკლიდან ''აკრძალული თამაშები'', ბევრი შრომა ჩავდე ამ გმირში, ''სირანო დე ბერჟერაკში'' ნათამაშები კრისტიანო კი ძალიან კარგ დროს მახსენებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება