სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომცემლობებს სახელმძღვანელოებს ჩამოართმევენ?!
გამომცემლობებს სახელმძღვანელოებს ჩამოართმევენ?!

გა­მომ­ცემ­ლო­ბებს შე­საძ­ლოა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა - სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვან. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გრი­ფი­რე­ბის წეს­ში იმ მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბას გეგ­მავს, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის მი­ნის­ტრო­ბი­სას ჩა­ი­დო, თუმ­ცა არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა. გრი­ფი­რე­ბის წესი იმ­პე­რა­ტი­უ­ლად აძ­ლევს სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უფ­ლე­ბას, გახ­დეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლი.

იმის შე­სა­ხებ, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო უხე­შად ერე­ო­და გა­მომ­ცემ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ჩვენ არა­ერ­თხელ ვწერ­დით. ჯერ იყო და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, მათი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, აი­ძუ­ლეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ბეჭდ­ვა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, სტამ­ბა "24 სა­ა­თის­თვის" შე­ეკ­ვე­თათ, რო­მელ­საც იმ დროს ამის ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სი არ ჰქონ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად შუ­ა­მავ­ლის როლი ითა­მა­შა გა­მომ­ცემ­ლებ­სა და უცხო­ურ სტამ­ბებს შო­რის. შე­დე­გად, გა­მომ­ცემ­ლო­ბებს წიგ­ნის და­ბეჭდ­ვა უფრო ძვი­რი და­უჯ­დათ, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხმა და­იკ­ლო და გაჩ­ნდა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ შუ­ა­მა­ვალ­მა სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ამ ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბით კარ­გად იხე­ი­რა. თუმ­ცა, გა­მომ­ცემ­ლო­ბებს არც ეს აკ­მა­რეს და მე­ო­რე წელს მა­თი­ვე ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვეს. შე­საძ­ლოა, ლო­გი­კუ­რად, მთე­ლი ეს ხე­ლოვ­ნუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ჯაჭ­ვი შემ­დგომ­ში ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი, მტა­ცებ­ლუ­რი მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბა­საც გუ­ლის­ხმობ­და, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ის ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აუ­მოქ­მე­დე­ბია.

გა­მომ­ცემ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სურ­და სრუ­ლი მო­ნო­პო­ლის­ტი გამ­ხდა­რი­ყო ამ ბიზ­ნეს­ში და მათი და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ახლა, შე­საძ­ლოა, მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­აგ­ვირ­გვი­ნოს.

მე­ო­რე მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის უფა­სოდ და­რი­გე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რა თქმა უნდა, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს არ უნდა ხდე­ბო­დეს სხვის­თვის, ამა­ვე სო­ცი­უ­მის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვის ხარ­ჯზე. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ი არც ერთი სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, ამ მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბა ჩვენ პირ­და­პირ არ გვე­ხე­ბა, თუმ­ცა ობი­ექ­ტუ­რო­ბა მო­ი­თხოვს, ყო­ველ­თვის სი­მარ­თლის მხა­რეს ვიდ­გეთ.

ნინო ნა­კუ­დაშ­ვი­ლი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სწავ­ლა­ნის" დი­რექ­ტო­რი: "ეს მუხ­ლი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­მი­ნის­ტროს შე­უძ­ლია ჩვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი გა­დას­ცეს მე­სა­მე პირს გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ტენ­დერს ატა­რებს სა­ხელ­მწი­ფო, შენ იხდი ფულს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და შემ­დეგ, რომ გა­ი­მარ­ჯვებ, გე­უბ­ნე­ბა: ახლა როცა მინ­და, მა­შინ წა­გარ­თმევ შენს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბა­სო.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ ამ მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბის მი­ზა­ნი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გა­ი­ა­ფე­ბაა, მაგ­რამ რის ხარ­ჯზე უნდა გა­ა­ი­ა­ფონ? ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შრო­მის ხარ­ჯზე? პა­რა­დოქ­სია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შრო­მის იგ­ნო­რი­რე­ბას ცდი­ლობს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

გამომცემლობებს სახელმძღვანელოებს ჩამოართმევენ?!

გამომცემლობებს სახელმძღვანელოებს ჩამოართმევენ?!

გამომცემლობებს შესაძლოა ინტელექტუალური საკუთრება - სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემის უფლება ჩამოართვან. განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოს გრიფირების წესში იმ მუხლის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც გამომცემლობებთან დადებულ ხელშეკრულებაში დიმიტრი შაშკინის მინისტრობისას ჩაიდო, თუმცა არ ამოქმედებულა. გრიფირების წესი იმპერატიულად აძლევს სახელმწიფო დაწესებულებას უფლებას, გახდეს სახელმძღვანელოს საავტორო უფლებების მფლობელი.

იმის შესახებ, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში, განათლების სამინისტრო უხეშად ერეოდა გამომცემლების საქმიანობაში, ჩვენ არაერთხელ ვწერდით. ჯერ იყო და გამომცემლობები, მათი ნების წინააღმდეგ, აიძულეს სახელმძღვანელოების ბეჭდვა ერთი კონკრეტული ორგანიზაციისთვის, სტამბა "24 საათისთვის" შეეკვეთათ, რომელსაც იმ დროს ამის ტექნიკური რესურსი არ ჰქონდა და ფაქტობრივად შუამავლის როლი ითამაშა გამომცემლებსა და უცხოურ სტამბებს შორის. შედეგად, გამომცემლობებს წიგნის დაბეჭდვა უფრო ძვირი დაუჯდათ, სახელმძღვანელოების ხარისხმა დაიკლო და გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შუამავალმა სამინისტროს მიერ მინიჭებული ამ ექსკლუზიური უფლებით კარგად იხეირა. თუმცა, გამომცემლობებს არც ეს აკმარეს და მეორე წელს მათივე ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოების დისტრიბუციისა და რეალიზაციის უფლება ჩამოართვეს. შესაძლოა, ლოგიკურად, მთელი ეს ხელოვნური რეგულაციების ჯაჭვი შემდგომში ზემოთ აღნიშნული, მტაცებლური მუხლის ამოქმედებასაც გულისხმობდა, თუმცა ფაქტია, რომ ის ყოფილ ხელისუფლებას არ აუმოქმედებია.

გამომცემლები აღნიშნავენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, განათლების სამინისტროს სურდა სრული მონოპოლისტი გამხდარიყო ამ ბიზნესში და მათი დაწყებული საქმე ახლა, შესაძლოა, მოქმედმა ხელისუფლებამ დააგვირგვინოს.

მეორე მხრივ, ხელისუფლების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა, რომელიც მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას უკავშირდება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სხვისთვის, ამავე სოციუმის, საზოგადოების წევრების ქონების წართმევის ხარჯზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამომცემლობა "პალიტრა L"-ი არც ერთი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი არ არის და შესაბამისად, ამ მუხლის ამოქმედება ჩვენ პირდაპირ არ გვეხება, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიდგეთ.

ნინო ნაკუდაშვილი, გამომცემლობა "სწავლანის" დირექტორი: "ეს მუხლი გულისხმობს იმას, რომ სამინისტროს შეუძლია ჩვენი ინტელექტუალური პროდუქტი გადასცეს მესამე პირს გამოყენების უფლებით. წარმოიდგინეთ, ტენდერს ატარებს სახელმწიფო, შენ იხდი ფულს მასში მონაწილეობისთვის და შემდეგ, რომ გაიმარჯვებ, გეუბნება: ახლა როცა მინდა, მაშინ წაგართმევ შენს ინტელექტუალურ საკუთრებასო.

ხელისუფლება ამბობს, რომ ამ მუხლის ამოქმედების მიზანი სახელმძღვანელოების გაიაფებაა, მაგრამ რის ხარჯზე უნდა გააიაფონ? ინტელექტუალური შრომის ხარჯზე? პარადოქსია, რომ განათლების სისტემა ინტელექტუალური შრომის იგნორირებას ცდილობს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს