მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი VS ტრაილერი - პრეზიდენტის სახიფათო გართობა
სააკაშვილი VS ტრაილერი - პრეზიდენტის სახიფათო გართობა

პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან არა­ორ­დი­ნა­ლურ ქმე­დე­ბებ­სა და მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ხმა­უ­რი­ან ამ­ბებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ჩვე­ულ რე­ა­ლო­ბად აღიქ­ვა­მენ, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი ცნო­ბა პრე­ზი­დენ­ტის მარ­ცხი­ა­ნი "გა­სე­ირ­ნე­ბის" შე­სა­ხებ ძნე­ლად და­სა­ვი­წყე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ტრავ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დი­ლი­დან თურ­ქულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ან­ტა­ლი­ა­ში ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბი­სას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე გა­და­ვი­და და ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა, მას მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და ხელი და გარ­და ამი­სა, სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტრავ­მა საკ­მა­ოდ მძი­მეა. მას მხრის სამ­მა­გი მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს და სტამ­ბუ­ლის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და. ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი ინ­ცი­დენ­ტის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლია ის, რომ შემ­თხვე­ვა ვე­ლო­სი­პე­დით ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­შის დროს მოხ­და.

ასე­ვე უც­ნო­ბია, რო­მე­ლი მხა­რი და­ი­შა­ვა პრე­ზი­დენ­ტმა - მარ­ჯვე­ნა თუ მარ­ცხე­ნა. შე­სა­ბა­მი­სად კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას, შეძ­ლებს თუ არა ის ახლო მო­მა­ვალ­ში ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენ­ტებ­ზე "ხე­ლის მო­წე­რას".

თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი არ არის, ვინც თურ­ქეთ­ში და­ზა­რალ­და. 2009 წლის აპ­რილ­ში სტამ­ბუ­ლის სას­ტუმ­რო­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა მხა­რი და­ი­ზი­ა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით ის სას­ტუმ­როს კი­ბე­ზე წა­იქ­ცა.

ალ­ბათ სიმ­ბო­ლუ­რია, რომ თურ­ქეთ­ში სწო­რედ ნატო-ს მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე ვი­ზი­ტი­სას ხელი მო­ი­ტე­ხა რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა სერ­გეი ლავ­რო­ვა. ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ად სას­ტუმ­როს ჰოლ­ში წა­ბორ­ძი­კე­ბა და წაქ­ცე­ვა და­სა­ხელ­და, თუმ­ცა ამ პე­რი­ოდ­ში რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერ­და, რომ ლავ­როვ­მა მო­ტე­ხი­ლო­ბა აკვა-პარკში დას­ვე­ნე­ბი­სას მი­ი­ღო.

ამ სამ შემ­თხვე­ვას შო­რის ლი­დე­რო­ბას ტრავ­მის სირ­თუ­ლი­სა და ექ­სტრე­მა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იმ­სა­ხუ­რებს. მით უმე­ტეს თუ თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ვერ­სია რე­ა­ლუ­რია და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვე­ლო­სი­პე­დით მარ­თლაც სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა.

ბექა პა­ტუ­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

სააკაშვილი VS ტრაილერი - პრეზიდენტის სახიფათო გართობა

სააკაშვილი VS ტრაილერი - პრეზიდენტის სახიფათო გართობა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან არაორდინალურ ქმედებებსა და მის შესახებ გავრცელებულ ხმაურიან ამბებს, საქართველოში უკვე ჩვეულ რეალობად აღიქვამენ, თუმცა დღევანდელი ცნობა პრეზიდენტის მარცხიანი "გასეირნების" შესახებ ძნელად დასავიწყებელი იქნება.

სააკაშვილის ტრავმირების შესახებ ინფორმაცია დილიდან თურქულ მედიაში გავრცელდა. ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში ველოსიპედით სეირნობისას საავტომობილო გზაზე გადავიდა და ტრაილერს შეეჯახა, მას მოტეხილი ჰქონდა ხელი და გარდა ამისა, სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა.

რამდენიმე საათიანი ნერვიულობის შემდეგ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილის ტრავმა საკმაოდ მძიმეა. მას მხრის სამმაგი მოტეხილობა აქვს და სტამბულის ერთ-ერთ საავადმყოფოში ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ინციდენტის გარემოებების შესახებ, მხოლოდ აღნიშნულია ის, რომ შემთხვევა ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მოხდა.

ასევე უცნობია, რომელი მხარი დაიშავა პრეზიდენტმა - მარჯვენა თუ მარცხენა. შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეძლებს თუ არა ის ახლო მომავალში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებზე "ხელის მოწერას".

თუმცა მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, ვინც თურქეთში დაზარალდა. 2009 წლის აპრილში სტამბულის სასტუმროში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მხარი დაიზიანა. ოფიციალური ვერსიით ის სასტუმროს კიბეზე წაიქცა.

ალბათ სიმბოლურია, რომ თურქეთში სწორედ ნატო-ს მინისტერიალზე ვიზიტისას ხელი მოიტეხა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვა. ოფიციალურ ვერსიად სასტუმროს ჰოლში წაბორძიკება და წაქცევა დასახელდა, თუმცა ამ პერიოდში რუსული მედია აქტიურად წერდა, რომ ლავროვმა მოტეხილობა აკვა-პარკში დასვენებისას მიიღო.

ამ სამ შემთხვევას შორის ლიდერობას ტრავმის სირთულისა და ექსტრემალური გარემოების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტი იმსახურებს. მით უმეტეს თუ თურქული მედიის ვერსია რეალურია და მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით მართლაც სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

ბექა პატურაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა