სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელიზაბეტ II ბონდის საუკეთესო გოგონად დაასახელეს
ელიზაბეტ II ბონდის საუკეთესო გოგონად დაასახელეს

ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი, ელი­ზა­ბეტ II ჯე­იმს ბონ­დის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას რო­ლის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვეს. დე­დო­ფალს ბრი­ტა­ნე­თის კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა­თა აკა­დე­მი­ის (BAFTA) პრეს­ტი­ჟუ­ლი პრე­მია გა­დას­ცეს.

ელი­ზა­ბეტ მე­ო­რეს სა­პა­ტიო ჯილ­დო, ჯე­იმს ბონ­დის შე­სა­ხებ სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ორ­გოლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და კი­ნოს გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის მი­ე­ნი­ჭა.

BAFTA-ს საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ჯონ უი­ლის­მა იხუმ­რა კი­დეც, რომ ელი­ზა­ბეტ II ჯე­იმს ბონ­დის გო­გო­ნა­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სოა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ხუ­მა­რო ვი­დე­ორ­გო­ლი აგენტ 007-ის შე­სა­ხებ, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ი­ღეს 2012 წლის ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის­თვის. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვად დე­დო­ფალ­მაც მი­ი­ღო.

"დღეს მე მაქვს პა­ტი­ვი გაც­ნო­ბოთ, რომ წელს სპე­ცი­ა­ლურ პრიზს ჩვენ გა­დავ­ცემთ მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას, კი­ნო­სა და ტე­ლე­ინ­დუსტრი­ის ფას­და­უ­დე­ბე­ლი მფარ­ვე­ლო­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა BAFTA-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­დე­ორ­გოლ­ში დე­დოფ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ მო­მენ­ტად იქცა.

"ჩემს კო­ლე­გებს, რომ­ლე­ბიც ახლა აქ არი­ან, სურთ გი­თხრან, რომ თუ უეც­რად გა­და­წყვეტთ კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას ბრი­ტა­ნულ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში, მათ უკვე აქვთ რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რი. მაგ­რამ მე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ გა­გაფრ­თხი­ლოთ, თქვე­ნო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბავ, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­განს ფი­ნან­სი­რე­ბას­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს", - კვლავ გა­ი­ხუმ­რა აკა­დე­მი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ელი­ზა­ბეტ II მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ეს­წრო. BAFTA-ს ჯილ­დო "ოქ­როს ნი­ღა­ბი" დე­დო­ფალს მსა­ხი­ობ­მა სერ კე­ნეტ ბრან­მა გა­დას­ცა.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ვი­დეო: ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი ვერ­ტმფრე­ნი­დან აგენტ 007-თან ერ­თად "გად­მოხ­ტა"

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ელიზაბეტ II ბონდის საუკეთესო გოგონად დაასახელეს

ელიზაბეტ II ბონდის საუკეთესო გოგონად დაასახელეს

ბრიტანეთის დედოფალი, ელიზაბეტ II ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონას როლისთვის დააჯილდოვეს. დედოფალს ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის ხელოვნებათა აკადემიის (BAFTA) პრესტიჟული პრემია გადასცეს.

ელიზაბეტ მეორეს საპატიო ჯილდო, ჯეიმს ბონდის შესახებ სახალისო ვიდეორგოლში მონაწილეობისა და კინოს განვითარების მხარდაჭერისთვის მიენიჭა.

BAFTA-ს საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ უილისმა იხუმრა კიდეც, რომ ელიზაბეტ II ჯეიმს ბონდის გოგონათა შორის საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ სახუმარო ვიდეორგოლი აგენტ 007-ის შესახებ, სპეციალურად გადაიღეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიისთვის. მასში მონაწილეობა თავად დედოფალმაც მიიღო.

"დღეს მე მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ წელს სპეციალურ პრიზს ჩვენ გადავცემთ მის აღმატებულებას, კინოსა და ტელეინდუსტრიის ფასდაუდებელი მფარველობისთვის", - აღნიშნა BAFTA-ს წარმომადგენელმა.

მანვე აღნიშნა, რომ ვიდეორგოლში დედოფლის მონაწილეობა ოლიმპიური თამაშების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.

"ჩემს კოლეგებს, რომლებიც ახლა აქ არიან, სურთ გითხრან, რომ თუ უეცრად გადაწყვეტთ კარიერის გაგრძელებას ბრიტანულ კინოინდუსტრიაში, მათ უკვე აქვთ რამდენიმე სცენარი. მაგრამ მე ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთ, თქვენო უდიდებულესობავ, რომ რამდენიმე მათგანს ფინანსირებასთან პრობლემები აქვს", - კვლავ გაიხუმრა აკადემიის ხელმძღვანელმა.

დაჯილდოების ცერემონიას ელიზაბეტ II მეუღლესთან ერთად დაესწრო. BAFTA-ს ჯილდო "ოქროს ნიღაბი" დედოფალს მსახიობმა სერ კენეტ ბრანმა გადასცა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო: ოლიმპიადის გახსნაზე დედოფალი ელისაბედი ვერტმფრენიდან აგენტ 007-თან ერთად "გადმოხტა"

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს