სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯადოქრებზე მონადირე ჯემა არტერტონი
ჯადოქრებზე მონადირე ჯემა არტერტონი

მსა­ხი­ობ­მა უკვე მო­ას­წრო ბონ­დის ერთ-ერთ გო­გო­ნად ყოფ­ნა "მო­წყა­ლე­ბის კვან­ტში" და ტა­მი­ნას თა­მა­ში ფილმში "სპარ­სე­თის პრინ­ცი: დრო­ის ქვი­შე­ბი". "ჯა­დოქ­რებ­ზე მო­ნა­დი­რე­ე­ბის" გა­და­ღე­ბე­ბის დროს არც ისე იოლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და: მძი­მე სა­მოსს ატა­რებ­და და მარ­თალ ჩხუბს სწავ­ლობ­და. 27 წლის ჯემა არ­ტერ­ტო­ნი მო­მა­ვალ­შიც უკე­თეს და უკე­თეს რო­ლებს ელის.

"გა­და­ღე­ბე­ბი მძი­მე იყო"

- "ჯა­დოქ­რებ­ზე მო­ნა­დი­რე­ე­ბი: ჰენ­­ზელი და გრე­ტე­ლი" საკ­მა­ოდ დიდი პრო­ექ­ტია თქვენ­თვის...

- ნამ­დვი­ლად ასეა. ჯერ ერთი, ეს ჩემი პირ­ვე­ლი რო­ლია ასე­თი ჟან­რის ფილმში. მე­ო­რეც, ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და გრე­ტე­ლის ტი­პის თა­მა­მი გო­გო­ნე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში კი მა­მა­კა­ცის ძლი­ე­რი მხა­რიც მედ­გა გვერ­დში - ჯე­რე­მი რე­ნე­რის. ეს ფილ­მი შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­სავ­ლე­ნად და რა­ღაც ახ­ლის სას­წავ­ლებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­და­ღე­ბე­ბი მძი­მე იყო, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- მო­გი­წი­ათ მთა­ვა­რი რო­ლის­თვის ბრძო­ლამ? რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ეს იყო ბონ­დის გო­გო­ნას რო­ლის­თვის "მო­წყა­ლე­ბის კვან­ტში". ამ­ბო­ბენ, თქვენ ერთ-ერთი იყა­ვით 1500 პრე­ტენ­დენტს შო­რის...

- ჯე­იმს ბონ­დის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვია, ისი­ნი ყო­ველ­თვის ასე ამ­ბო­ბენ (იცი­ნის). ბონ­დი­ა­ნას შემ­ქმნე­ლებს უყ­ვართ იმის ჩვე­ნე­ბა, თით­ქოს აგენ­ტი 007-ის გო­გო­ნას მთელ ქვეყ­ნი­ე­რე­ბა­ზე ეძე­ბენ. მაგ­რამ აქ ვე­რას­დროს გა­ი­გებ, რა არის მარ­თა­ლი და რა - არა. ასეა "ჯა­დოქ­რებ­ზე მო­ნა­დი­რე­ე­ბის" შემ­თხვე­ვა­შიც. ჯე­რე­მი ამ­ბობ­და, რომ ის და რე­ჟი­სო­რი ტომი ვირ­კო­ლა გრე­ტე­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს ძა­ლი­ან დიდ­ხანს ეძებ­დნენ. მათ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, სწო­რად ეპო­ვათ გო­გო­ნა. მე ვერ შევ­ძე­ლი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მის­ვლა, მე ხომ მა­შინ ლონ­დონ­ში გახ­ლდით, ამი­ტომ სა­სინ­ჯი ვი­დეო გავ­გზავ­ნე. გან­ვიც­დი­დი: ჩა­ნა­წე­რი ვერ შე­ედ­რე­ბო­და იმას, როცა ტექსტს მსა­ხი­ობ­თან ერ­თად კი­თხუ­ლობ. თავ­და­ჯე­რე­ბა მაკ­ლდა. მერე ტომი ჩა­მო­ვი­და ლონ­დონ­ში და შემ­ხვდა. ჯე­რე­მის კი უნა­ხავს ბრი­ტა­ნუ­ლი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი "ელის კრი­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა", რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ­დი. ვფიქ­რობ, ორი­ვეს მო­ე­წო­ნა ჩემი ტი­პა­ჟი: ერთი მხრივ, სა­წყა­ლი ვჩან­ვარ, მე­ო­რე მხრივ კი - ძლი­ე­რი. გა­სა­უბ­რე­ბის მერე გრე­ტე­ლის როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს.

- ფილმში სა­ინ­ტე­რე­სო კოს­ტი­უ­მი გაც­ვი­ათ...

- ო, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჟა­კე­ტი... ის ისეთ ძა­ლას მმა­ტებ­და. თავს ქა­ლუ­რად ვგრძნობ­დი, თუმ­ცა კი სა­შინ­ლად მძი­მე იყო. მე და ფილ­მის მხატ­ვარ­მა მარ­ლენ სტი­ურტმა ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, რომ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მიგ­ვე­ღო. სა­მო­სი ხომ წელ­ვა­დიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ ილე­თე­ბი შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა და იმავდრო­უ­ლად ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შექ­მნი­ლი­ყო, რომ ნამ­დვი­ლი მო­ნა­დი­რე ვარ.

- რა იყო ნამ­დვი­ლი გა­მოც­და გა­და­ღე­ბე­ბის დროს?

- ასე­თი გა­ქა­ნე­ბის ფილ­მი საკ­მა­ოდ სწრა­ფად გა­და­ვი­ღეთ: 3,5-4 თვე­ში. სა­ში­ნე­ლი სის­წრა­ფით ვმუ­შა­ობ­დით და ამ სის­წრა­ფემ ფილ­მს სა­ჭი­რო ენერ­გი­აც მი­ა­ნი­ჭა. ასე­თი სა­მუ­შა­ოს­გან კმა­ყო­ფი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ახლა მეს­მის, რა­ტომ უყ­ვართ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებს ექ­შენ­ში მუ­შა­ო­ბა: დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სა­მუ­შაო ენით აუ­წე­რელ სი­ა­მოვ­ნე­ბას გაძ­ლევს.

- თუ გაგ­რძელ­დე­ბა ჰენ­ზე­ლი­სა და გრე­ტე­ლის ამ­ბა­ვი და თუ გი­ხი­ლავთ ისევ ეკ­რა­ნებ­ზე?

- სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი კი­დევ ერთხელ გრე­ტელს, რად­გან ეს კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაა. და შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ვა­ტა­რეთ დრო! კარ­გი ჯგუ­ფი იყო... ვნა­ხოთ, იქ­ნებ გაგ­რძელ­დეს კი­დეც.

დო­სიე

ჯემა არ­ტერ­ტო­ნი ინ­გლი­სის ქა­ლაქ გრე­ივ­სენდში და­ი­ბა­და, დამ­ლა­გებ­ლი­სა და მლე­სა­ვის ოჯახ­ში. უმ­ცრო­სი და ჰყავს - ჰანა ჯეინ არ­ტერ­ტო­ნი.

გრე­ივ­სენ­დის გო­გო­ნა­თა სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში სცე­ნუ­რი ოს­ტა­ტო­ბის კურ­სებ­საც ეს­წრე­ბო­და. 16 წლი­სამ მი­ა­ტო­ვა სკო­ლა და კო­ლე­ჯში ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა იქაც დიდ­ხანს არ უს­წავ­ლია, დრა­მა­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­მე­ფო აკა­დე­მი­ის გრან­ტი მი­ი­ღო და გა­და­ვი­და.

2007 წელს მი­ი­ღო პირ­ვე­ლი როლი სტი­ვენ პო­ლი­ა­კო­ფის ტე­ლედ­რა­მა­ში "მე­რის და­პყრო­ბა". ასე­ვე თა­მა­შობ­და ლონ­დო­ნის თე­ატრ "გლო­ბუ­სის" სცე­ნა­ზე. მის ფილ­მებს შო­რის, "ბონ­დი­სა" და "სპარ­სე­თის პრინ­ცის გარ­და", ასე­ვე არის ფილ­მე­ბი "თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი", "სამ­ნი გა­საგ­დე­ბად" და ა.შ. სულ მალე გა­მო­ვა ჯე­რე­მი რა­ნე­რის ახა­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ტრი­ლე­რი, რო­მელ­შიც ჯემა ბენ აფ­ლეკ­სა და ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­იკს გა­უ­წევს პარტნი­ო­რო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, ჯემა 2010 წელს გაჰ­ყვა ცო­ლად გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერ სტე­ფა­ნო კა­ტე­ლის, თუმ­ცა 2012 წლის ბო­ლო­დან მას­თან აღარ ცხოვ­რობს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ჯადოქრებზე მონადირე ჯემა არტერტონი

ჯადოქრებზე მონადირე ჯემა არტერტონი

მსახიობმა უკვე მოასწრო ბონდის ერთ-ერთ გოგონად ყოფნა "მოწყალების კვანტში" და ტამინას თამაში ფილმში "სპარსეთის პრინცი: დროის ქვიშები". "ჯადოქრებზე მონადირეების" გადაღებების დროს არც ისე იოლი პერიოდი ჰქონდა: მძიმე სამოსს ატარებდა და მართალ ჩხუბს სწავლობდა. 27 წლის ჯემა არტერტონი მომავალშიც უკეთეს და უკეთეს როლებს ელის.

"გადაღებები მძიმე იყო"

- "ჯადოქრებზე მონადირეები: ჰენ­­ზელი და გრეტელი" საკმაოდ დიდი პროექტია თქვენთვის...

- ნამდვილად ასეა. ჯერ ერთი, ეს ჩემი პირველი როლია ასეთი ჟანრის ფილმში. მეორეც, ყოველთვის მიყვარდა გრეტელის ტიპის თამამი გოგონები, სერიოზული საფრთხის შემთხვევაში კი მამაკაცის ძლიერი მხარიც მედგა გვერდში - ჯერემი რენერის. ეს ფილმი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო საკუთარი თავის გამოსავლენად და რაღაც ახლის სასწავლებლად. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები მძიმე იყო, ყველაფერი ძალიან მომეწონა.

- მოგიწიათ მთავარი როლისთვის ბრძოლამ? როგორც, მაგალითად, ეს იყო ბონდის გოგონას როლისთვის "მოწყალების კვანტში". ამ­ბობენ, თქვენ ერთ-ერთი იყავით 1500 პრეტენდენტს შორის...

- ჯეიმს ბონდის შემთხვევაში ყველაფერი მარტივია, ისინი ყოველთვის ასე ამბობენ (იცინის). ბონდიანას შემქმნელებს უყვართ იმის ჩვენება, თითქოს აგენტი 007-ის გოგონას მთელ ქვეყნიერებაზე ეძებენ. მაგრამ აქ ვერასდროს გაიგებ, რა არის მართალი და რა - არა. ასეა "ჯადოქრებზე მონადირეების" შემთხვევაშიც. ჯერემი ამბობდა, რომ ის და რეჟისორი ტომი ვირკოლა გრეტელის როლის შემსრულებელს ძალიან დიდხანს ეძებდნენ. მათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწორად ეპოვათ გოგონა. მე ვერ შევძელი გასაუბრებაზე მისვლა, მე ხომ მაშინ ლონდონში გახლდით, ამიტომ სასინჯი ვიდეო გავგზავნე. განვიცდიდი: ჩანაწერი ვერ შეედრებოდა იმას, როცა ტექსტს მსახიობთან ერთად კითხულობ. თავდაჯერება მაკლდა. მერე ტომი ჩამოვიდა ლონდონში და შემხვდა. ჯერემის კი უნახავს ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ელის კრიდის გაუჩინარება", რომელშიც მთავარ როლს ვასრულებდი. ვფიქრობ, ორივეს მოეწონა ჩემი ტიპაჟი: ერთი მხრივ, საწყალი ვჩანვარ, მეორე მხრივ კი - ძლიერი. გასაუბრების მერე გრეტელის როლზე დამამტკიცეს.

- ფილმში საინტერესო კოსტიუმი გაცვიათ...

- ო, ეს შესანიშნავი ჟაკეტი... ის ისეთ ძალას მმატებდა. თავს ქალურად ვგრძნობდი, თუმცა კი საშინლად მძიმე იყო. მე და ფილმის მხატვარმა მარლენ სტიურტმა ბევრი ვიმუშავეთ, რომ სასურველი შედეგი მიგვეღო. სამოსი ხომ წელვადიც უნდა ყოფილიყო, რომ ილეთები შემესრულებინა და იმავდროულად ისეთი შთაბეჭდილება შექმნილიყო, რომ ნამდვილი მონადირე ვარ.

- რა იყო ნამდვილი გამოცდა გადაღებების დროს?

- ასეთი გაქანების ფილმი საკმაოდ სწრაფად გადავიღეთ: 3,5-4 თვეში. საშინელი სისწრაფით ვმუშაობდით და ამ სისწრაფემ ფილმს საჭირო ენერგიაც მიანიჭა. ასეთი სამუშაოსგან კმაყოფილება მივიღე. ახლა მესმის, რატომ უყვართ ახალგაზრდა მსახიობებს ექშენში მუშაობა: დიდი რაოდენობის სამუშაო ენით აუწერელ სიამოვნებას გაძლევს.

- თუ გაგრძელდება ჰენზელისა და გრეტელის ამბავი და თუ გიხილავთ ისევ ეკრანებზე?

- სიამოვნებით ვითამაშებდი კიდევ ერთხელ გრეტელს, რადგან ეს კარგი გამოცდილებაა. და შესანიშნავად გავატარეთ დრო! კარგი ჯგუფი იყო... ვნახოთ, იქნებ გაგრძელდეს კიდეც.

დოსიე

ჯემა არტერტონი ინგლისის ქალაქ გრეივსენდში დაიბადა, დამლაგებლისა და მლესავის ოჯახში. უმცროსი და ჰყავს - ჰანა ჯეინ არტერტონი.

გრეივსენდის გოგონათა სკოლაში სწავლის პერიოდში სცენური ოსტატობის კურსებსაც ესწრებოდა. 16 წლისამ მიატოვა სკოლა და კოლეჯში ჩააბარა, თუმცა იქაც დიდხანს არ უსწავლია, დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის გრანტი მიიღო და გადავიდა.

2007 წელს მიიღო პირველი როლი სტივენ პოლიაკოფის ტელედრამაში "მერის დაპყრობა". ასევე თამაშობდა ლონდონის თეატრ "გლობუსის" სცენაზე. მის ფილმებს შორის, "ბონდისა" და "სპარსეთის პრინცის გარდა", ასევე არის ფილმები "თანაკლასელები", "სამნი გასაგდებად" და ა.შ. სულ მალე გამოვა ჯერემი რანერის ახალი კრიმინალური ტრილერი, რომელშიც ჯემა ბენ აფლეკსა და ჯასტინ ტიმბერლეიკს გაუწევს პარტნიორობას.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჯემა 2010 წელს გაჰყვა ცოლად გაყიდვების მენეჯერ სტეფანო კატელის, თუმცა 2012 წლის ბოლოდან მასთან აღარ ცხოვრობს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"