37 წლის მსახიობი რასელ ბრენდი ახალ სკანდალში გაეხვია. ვარსკვლავს მოქალაქე ვიქტორ სნედი უჩივის, რომელიც ირწმუნება, რომ რასელი ავტომობილით დაეჯახა.
"რასელი საჭეს გაუფრთხილებლად მართავდა. შეჯახებისას მარცხენა ფეხი, მკლავი და კისერი დამიზიანდა", - ამბობს დაზარალებული.
სარჩელი ლოს-ანჯელესის სასამართლოშია შეტანილი. დაზარალებული კომპენსაციის სახით მსახიობისგან 124 000 გირვანქა სტერლინგის გადახდას მოითხოვს. ის ამბობს, რომ მარტო 30 000 გირვანქა სტერლინგი უკვე გაწეული სამედიცინო ხარჯებისთვის ესაჭიროება, 94 000 გირვანქა სტერლინგი კი მომავალი ქირურგიული ოპერაციებისთვისაა საჭირო.
მსახიობი პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს და ამბობს, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.
მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.