ნაციონალური საბალეტო დასი "სუხიშვილები" სანკტ-პეტერბურგში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ პეტერბურგის დიდი საკონცერტო დარბაზის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
კონცერტი 3 აპრილს, "ოქტიაბრსკის" დიდ საკონცერტო დარბაზში სანკტ-პეტერბურგის მთავრობის საგარეო ურთიერთობებისა და კულტურის კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართება. ეს 2005 წლის შემდეგ ქართული საბალეტო დასის პირველი კონცერტია რუსეთში.
ღონისძიების ორგანიზატორი დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია "ეგიდაა".
მომზადებულია bkz.ru-ს მიხედვით.