სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ეძახიან ზურაბ ადეიშვილის მამას "ყვარლის ფაშას"
რატომ ეძახიან ზურაბ ადეიშვილის მამას "ყვარლის ფაშას"

ბოლო დროს ბევ­რი ბრალ­დე­ბა გა­ის­მის იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით. ამ­ჯე­რად მის ოჯახს რამ­დე­ნი­მე თა­ნა­სოფ­ლე­ლი უპი­რის­პირ­დე­ბა და თან­ხე­ბის გა­მო­ძალ­ვა­ში ადე­იშ­ვი­ლის მა­მას, შალ­ვა ადე­იშ­ვილს ამ­ხე­ლენ.

ზუ­რაბ სე­ფი­აშ­ვი­ლი წარ­თმე­უ­ლი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხოვს. შალ­ვა ადე­იშ­ვილს პრე­ტენ­ზი­ას კი­დევ 7 მო­ი­ჯა­რე უყე­ნებს. მათი მტკი­ცე­ბით, ადე­იშ­ვი­ლი ხალ­ხს ჩა­ბა­რე­ბულ კი­ლოგ­რამ ყუ­რძენ­ში 20 თეთ­რს სძა­ლავ­და.

ზუ­რაბ სე­ფი­აშ­ვი­ლი: - 2004 წლი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა აი­რია - ახალ მთავ­რო­ბას ვერ მო­ვერ­გე. ბა­კურ­ცი­ხე­ში ჯი­ხუ­რი და თონე მქონ­და. არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა მთხო­ვეს, უარი ვუ­თხა­რი და ეს არ მა­პა­ტი­ეს. ერთ დღეს ჩემი ჯი­ხუ­რი გა­დაგ­დე­ბუ­ლი დამ­ხვდა, თო­ნეც და­მი­კე­ტეს და უშე­მო­სავ­ლოდ დავ­რჩი. ვა­ლე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სახ­ლი გა­მე­ყი­და. უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და არა­ნა­ირ სა­მუ­შა­ოს არ ვთა­კი­ლობ­დი. მე­ბარ­გუ­ლად ვმუ­შა­ობ­დი, ვვაჭ­რობ­დი, სა­ღა­მოს ტაქ­სი­ზე ვი­ჯე­ქი, სამი შვი­ლი რომ მერ­ჩი­ნა. ბი­ნის ქი­რას ვიხ­დი­დით და თავი ძლივს გაგ­ვქონ­და. სო­ფელ მთის­ძირ­ში, ჩემს დე­დუ­ლეთ­ში, ბი­ძაშ­ვილს სახ­ლი და­კე­ტი­ლი ჰქონ­და და და­მით­მო. გა­ხა­რე­ბუ­ლი წა­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, ღო­რებს გავზრდი და შე­მო­სა­ვა­ლი გა­მიჩ­ნდე­ბა-მეთ­ქი.

ღო­რე­ბის სა­ყი­დე­ლი ფული არ მქონ­და და 2006 წელს, შპს "ჭი­კა­ა­ნის" ღვი­ნის მა­რან­ში მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ მუ­შად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. დღე­ში 10-15 ლარს გვაძ­ლევ­დნენ. აგ­რობ­რი­გა­დირს ვთხო­ვე, სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­მა­ტე­ბით ვი­მუ­შა­ვებთ-მეთ­ქი. დაგ­ვთან­ხმდა და და­მა­ტე­ბით 20 ლა­რი­სას კი­დევ ვმუ­შა­ობ­დით. ასე მო­ვაგ­რო­ვეთ ცოტა ფული და ღო­რე­ბი ვი­ყი­დეთ, მაგ­რამ ჭირ­მა გაგ­ვი­წყვი­ტა. გა­დავ­წყვი­ტეთ, ნაკ­ვე­თი აგ­ვე­ღო და დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა. მარ­თა­ლია, ჩემი შვი­ლე­ბი 12-13 წლი­სა­ნი იყ­ვნენ, მაგ­რამ ჩვენ გვერ­დით მუ­შა­ობ­დნენ. შემ­დეგ მე­პატ­რო­ნემ გა­და­წყვი­ტა, იჯა­რით და­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნა ვე­ნა­ხი. 2009 წლი­დან ჩვენც ერთ-ერთი მო­ი­ჯა­რე გავ­ხდით, სულ რვა­ნი ვი­ყა­ვით. ორი ჰექ­ტა­რი ავი­ღე და სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ვე­ნახს ვა­მუ­შა­ვებ­დი. მე­პატ­რო­ნე მარ­ტო მი­წის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დას გვთხოვ­და. ასე­ვე გვეხ­მა­რე­ბო­და წამ­ლი­სა და ტრაქ­ტო­რის მო­ძი­ე­ბა­ში და წლის ბო­ლოს გა­წე­ულ ხარჯს ვფა­რავ­დით. მე­პატ­რო­ნის მო­გე­ბა ის იყო, რომ ვე­ნა­ხი შე­ე­ნა­ხე­ბო­და... ასე ვმუ­შა­ობ­დით, სა­ნამ წილ­ში ადე­იშ­ვი­ლის მამა არ ჩაგ­ვიჯ­და.

- რა კავ­ში­რი ჰქონ­და ამ ფირ­მას­თან?

- მთელ ყვა­რელს აკონ­ტრო­ლებ­და და მშრო­მელ ხალ­ხს ფულს სძა­ლავ­და. მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გახ­სნი­დი. სკო­ლა­ში ბუ­ფე­ტის გახ­სნა გა­დავ­წყვი­ტე და ამ სა­კი­თხზე მას­თან რომ მი­ვე­დი, იმის წილ­ში ჩაჯ­დო­მაც მო­ინ­დო­მა, არა­და, სულ რა­ღაც 20 ლარი შე­იძ­ლე­ბო­და დამ­რჩე­ნო­და. უარი ვთქვი.

"ჭი­კა­ა­ნის" ღვი­ნის მა­რან­ში შალ­ვა ადე­იშ­ვი­ლი მას შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, რაც ფირ­მის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ილია ჩო­ხა­და­რი და­ი­ჭი­რეს. მას მერე დი­რექ­ტი­ვებს შალ­ვა ადე­იშ­ვი­ლი იძ­ლე­ო­და. მი­წის გა­და­სა­ხა­დი სას­წრა­ფოდ გაგ­ვი­ორ­მა­გა და ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბის დრო რომ მო­ვი­და, გა­მოგ­ვი­ცხა­და, კი­ლოგ­რამ ყუ­რძენ­ზე 20 თეთ­რი უნდა მომ­ცე­თო. რო­გორც კი ჩა­ვა­ბა­რე, და­მი­რე­კა, ფუ­ლის გა­დახ­და­ზე რას ფიქ­რობ, 11 ტონა ჩა­ა­ბა­რე და 2.200 ლარი უნდა მომ­ცეო. რაში მახ­დე­ვი­ნებ-მეთ­ქი? რო­გორც გი­თხა­რი, ისე მო­ი­ქე­ციო. მა­შინ წე­რილ­ში და­მი­წე­რე, რა მაქვს გა­და­სახ­დე­ლი, ბე­ჭე­დი და­არ­ტყი, ან­გა­რი­შის ნო­მე­რიც მი­ა­წე­რე და თან­ხას გად­მო­გი­რი­ცხავ-მეთ­ქი. ამა­ზე გა­გიჟ­და, ჩი­ვილს ხომ არ მი­პი­რე­ბო? უსახ­ლკა­რო კაცი ვარ, ვცდი­ლობ, ჩემი შრო­მით და­ვაღ­წიო თავი გა­ჭირ­ვე­ბას და რა­ტომ უნდა მოგ­ცე ფული-მეთ­ქი? შენ თუ არ გა­გა­ნად­გუ­რო, ნა­ხავ, ხომ იცი, ვინც მე მი­ღა­ლა­ტა, ყვე­ლა გა­უ­ბე­დურ­და და შენც გა­უ­ბე­დურ­დე­ბიო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რატომ ეძახიან ზურაბ ადეიშვილის მამას "ყვარლის ფაშას"

რატომ ეძახიან ზურაბ ადეიშვილის მამას "ყვარლის ფაშას"

ბოლო დროს ბევრი ბრალდება გაისმის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მისამართით. ამჯერად მის ოჯახს რამდენიმე თანასოფლელი უპირისპირდება და თანხების გამოძალვაში ადეიშვილის მამას, შალვა ადეიშვილს ამხელენ.

ზურაბ სეფიაშვილი წართმეული თანხის დაბრუნებას მოითხოვს. შალვა ადეიშვილს პრეტენზიას კიდევ 7 მოიჯარე უყენებს. მათი მტკიცებით, ადეიშვილი ხალხს ჩაბარებულ კილოგრამ ყურძენში 20 თეთრს სძალავდა.

ზურაბ სეფიაშვილი: - 2004 წლიდან ჩემი ცხოვრება აირია - ახალ მთავრობას ვერ მოვერგე. ბაკურციხეში ჯიხური და თონე მქონდა. არჩევნების წინა პერიოდში "ნაციონალებმა" ფულადი დახმარება მთხოვეს, უარი ვუთხარი და ეს არ მაპატიეს. ერთ დღეს ჩემი ჯიხური გადაგდებული დამხვდა, თონეც დამიკეტეს და უშემოსავლოდ დავრჩი. ვალების გამო იძულებული გავხდი, სახლი გამეყიდა. უსახლკაროდ დარჩენილი თბილისში ჩამოვედი და არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი. მებარგულად ვმუშაობდი, ვვაჭრობდი, საღამოს ტაქსიზე ვიჯექი, სამი შვილი რომ მერჩინა. ბინის ქირას ვიხდიდით და თავი ძლივს გაგვქონდა. სოფელ მთისძირში, ჩემს დედულეთში, ბიძაშვილს სახლი დაკეტილი ჰქონდა და დამითმო. გახარებული წავედი, ვიფიქრე, ღორებს გავზრდი და შემოსავალი გამიჩნდება-მეთქი.

ღორების საყიდელი ფული არ მქონდა და 2006 წელს, შპს "ჭიკაანის" ღვინის მარანში მე და ჩემმა მეუღლემ მუშად დავიწყეთ მუშაობა. დღეში 10-15 ლარს გვაძლევდნენ. აგრობრიგადირს ვთხოვე, სამუშაოს დასრულების შემდეგ დამატებით ვიმუშავებთ-მეთქი. დაგვთანხმდა და დამატებით 20 ლარისას კიდევ ვმუშაობდით. ასე მოვაგროვეთ ცოტა ფული და ღორები ვიყიდეთ, მაგრამ ჭირმა გაგვიწყვიტა. გადავწყვიტეთ, ნაკვეთი აგვეღო და დაგვემუშავებინა. მართალია, ჩემი შვილები 12-13 წლისანი იყვნენ, მაგრამ ჩვენ გვერდით მუშაობდნენ. შემდეგ მეპატრონემ გადაწყვიტა, იჯარით დაენაწილებინა ვენახი. 2009 წლიდან ჩვენც ერთ-ერთი მოიჯარე გავხდით, სულ რვანი ვიყავით. ორი ჰექტარი ავიღე და საფერავის ჯიშის ვენახს ვამუშავებდი. მეპატრონე მარტო მიწის გადასახადის გადახდას გვთხოვდა. ასევე გვეხმარებოდა წამლისა და ტრაქტორის მოძიებაში და წლის ბოლოს გაწეულ ხარჯს ვფარავდით. მეპატრონის მოგება ის იყო, რომ ვენახი შეენახებოდა... ასე ვმუშაობდით, სანამ წილში ადეიშვილის მამა არ ჩაგვიჯდა.

- რა კავშირი ჰქონდა ამ ფირმასთან?

- მთელ ყვარელს აკონტროლებდა და მშრომელ ხალხს ფულს სძალავდა. მისი თანხმობის გარეშე ვერაფერს გახსნიდი. სკოლაში ბუფეტის გახსნა გადავწყვიტე და ამ საკითხზე მასთან რომ მივედი, იმის წილში ჩაჯდომაც მოინდომა, არადა, სულ რაღაც 20 ლარი შეიძლებოდა დამრჩენოდა. უარი ვთქვი.

"ჭიკაანის" ღვინის მარანში შალვა ადეიშვილი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ფირმის აღმასრულებელი დირექტორი ილია ჩოხადარი დაიჭირეს. მას მერე დირექტივებს შალვა ადეიშვილი იძლეოდა. მიწის გადასახადი სასწრაფოდ გაგვიორმაგა და ყურძნის ჩაბარების დრო რომ მოვიდა, გამოგვიცხადა, კილოგრამ ყურძენზე 20 თეთრი უნდა მომცეთო. როგორც კი ჩავაბარე, დამირეკა, ფულის გადახდაზე რას ფიქრობ, 11 ტონა ჩააბარე და 2.200 ლარი უნდა მომცეო. რაში მახდევინებ-მეთქი? როგორც გითხარი, ისე მოიქეციო. მაშინ წერილში დამიწერე, რა მაქვს გადასახდელი, ბეჭედი დაარტყი, ანგარიშის ნომერიც მიაწერე და თანხას გადმოგირიცხავ-მეთქი. ამაზე გაგიჟდა, ჩივილს ხომ არ მიპირებო? უსახლკარო კაცი ვარ, ვცდილობ, ჩემი შრომით დავაღწიო თავი გაჭირვებას და რატომ უნდა მოგცე ფული-მეთქი? შენ თუ არ გაგანადგურო, ნახავ, ხომ იცი, ვინც მე მიღალატა, ყველა გაუბედურდა და შენც გაუბედურდებიო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა