სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაიას პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა
ბაჩო ახალაიას პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა

თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ას ახა­ლი ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერ­პეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ბრა­ლი ედე­ბა მას­ში, რომ მან ჩა­ი­დი­ნა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, თა­ვის­თვის და სხვის­თვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­სა­ღე­ბად, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით.

მან­ვე, ჩა­ი­დი­ნა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, წა­მე­ბა­ში, ე.ი პი­რი­სათ­ვის ისე­თი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა და მო­პყრო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით, ინ­ტენ­სი­ვო­ბით და ხან­გრძლი­ვო­ბით იწ­ვევს ძლი­ერ ფი­ზი­კურ ტკი­ვილს, ფსი­ქი­კურ და მო­რა­ლურ ტან­ჯვას და რომ­ლის მი­ზა­ნია ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, პი­რის და­ში­ნე­ბა ან და პი­რის დას­ჯა მის მიერ სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბი­სათ­ვის; ჩა­დე­ნი­ლი მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით; ორი ან მეტი პი­რის მი­მართ; ჯგუ­ფუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო .

მან­ვე, ჩა­ი­დი­ნა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, და­მამ­ცი­რე­ბელ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში, ე.ი პი­რის დამ­ცი­რე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნურ, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა, რაც ძლი­ერ ფი­ზი­კურ, ფსი­ქი­კურ ტკი­ვილს და მო­რა­ლურ ტან­ჯვას აყე­ნებს, ჩა­დე­ნი­ლი მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით; ორი ან მეტი პი­რის მი­მართ; ჯგუ­ფუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, რაც გა­მო­ი­ხა­ტა შემ­დეგ­ში: ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია 2012 წლის 04 ივ­ლი­სი­დან 2012 წლის 20 სექ­ტემ­ბრამ­დე მუ­შა­ობ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად და იყო სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პირი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო­არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, რომ შს სა­მი­ნის­ტროს შვი­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი თა­ნა­უგ­რძნობ­და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­თა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", რა დრო­საც მან ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, და­არ­ღვია მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­თა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი და ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის გამო, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით მათ დას­ჯა-წა­მე­ბას, და­მამ­ცი­რე­ბელ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას. კერ­ძოდ, 2012 წლის 18 აგ­ვის­ტოს, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ შე­ი­ტყო, რომ შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: თე­ი­მუ­რაზ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ჟვა­ნია, და­ვით ბაგ­რა­ტაშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ედი­შე­რაშ­ვი­ლი, სამ­ველ ბა­ზო­ი­ა­ნი და არ­სენ მკრტუ­მი­ა­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყ­ვნენ არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბით და თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­თა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას". ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ გა­ნიზ­რა­ხა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო მათი დას­ჯა-წა­მე­ბა, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა, რა­საც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­უ­კე­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა. მან ბრძა­ნე­ბა გას­ცა სას­წრა­ფოდ შე­ეკ­რი­ბათ პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მა და­ვით ვე­კუ­ამ, თბი­ლი­სი, პო­ლი­ცი­ის ქუჩა #10-ში მდე­ბა­რე სა­მი­ნის­ტროს ბაზა ზე­პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის სრუ­ლად შე­საკ­რე­ბად გა­მო­ა­ცხა­და გან­გა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ა­თის­თვის, ბა­ზა­ზე მი­ვი­და შს მი­ნის­ტრი ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად. სამ­წყობ­რო მომ­ზა­დე­ბის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლი იყო I სამ­მარ­თვე­ლოს მთე­ლი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა. ოფიც­რე­ბი შე­იყ­ვა­ნეს დარ­ბაზ­ში, სა­დაც ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ მი­მარ­თა ზ.ფ-ს. და­ამ­ცი­რა, მას უწო­და მო­ღა­ლა­ტე, პინგვი­ნი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო მი­ა­ყე­ნა პი­რა­დი ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. უთხრა, რომ არ­სე­ბობ­და ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ იგი თა­ნა­უგ­რძნობ­და კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას". და­ვით ვე­კუ­ამ სამ­წყობ­რო მომ­ზა­დე­ბის მო­ე­დან­ზე და­ამ­ცი­რა, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა - ზ.ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, და სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: თ.ფ., ა.მ., მ.ჟ., დ.ბ., ს.ბ. და მ.ე.რომ­ლებ­საც ასე­ვე მი­იჩ­ნევ­დნენ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბად", ყვე­ლას ჩა­მო­ა­ხია სამ­ხრე­ე­ბი და უთხრა, რომ მათი კა­რი­ე­რა დამ­თავ­რდა. შემ­დეგ ახა­ლა­ი­ამ სამ­წყობ­რო მო­ედ­ნის გარ­შე­მო არ­ბე­ნი­ნა ზ.ფ. და თ.ფ., მან ზ.ფ-ს კვლავ მი­ა­ყე­ნა ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ამის შემ­დეგ ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ დ.ვე­კუ­ას უბ­რძა­ნა, შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ ისე, რო­გორც შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყ­ვნენ. 19 აგ­ვის­ტოს დი­ლით ადრე, ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია და­ვით ვე­კუ­ას­თან ერ­თა­დერ­თი­ა­ნი მიზ­ნით და გან­ზრახ­ვით აგ­რძე­ლებ­და რა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს, ამ უკა­ნას­კნელ­მა თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი .უწო­და მათ მო­ღა­ლა­ტე­ე­ე­ბი და შე­ა­გი­ნა დედა. მო­თხო­ვა და­ე­წე­რათ პა­ტა­კე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლა­ზე, შემ­დეგ კი შეც­ვა­ლა მო­თხოვ­ნა და უთხრა, რომ უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ ოფი­ცერ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სებ­ზე. ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას­გან წი­ნას­წარ მი­ღე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად და­ახ­ლო­ე­ბით 09 სა­ათ­ზე და­ვით ვე­კუ­ამ შეკ­რი­ბა პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა სამ­წყობ­რო მო­ე­დან­ზე და­აც­ნო­ბა, რომ შს მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით იალ­ღუ­ჯას სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის სას­წავ­ლო ცენ­ტრში უნდა გა­ევ­ლოთ რე­ინ­ჯე­რე­ბის კურ­სი, რა დრო­საც მწყობ­რის წინ გა­იყ­ვა­ნა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი შვი­დი­ვე პირი, კვლავ უწო­და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი და მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­არ­ცხყო­ფა. და­ნით ააჭ­რა სამ­კერ­დე ნიშ­ნე­ბი და და­ყა­რა იქვე, შემ­დეგ ზ.-ს და ს.ბ-სხე­ლი გა­არ­ტყა სა­ხე­ში, რი­თაც და­ამ­ცი­რა, ჩა­ა­ყე­ნა პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ასე­ვე მი­ა­ყე­ნა ძლი­ე­რი ფსი­ქი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და მო­რა­ლუ­რი ტან­ჯვა. 2012 წლის 19 აგ­ვის­ტოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამა­ვე დღეს შს მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და აყ­ვა­ნილ იქ­ნენ კად­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში, შს მი­ნის­ტრის მიერ ამა­ვე დღეს გა­მო­ცე­მუ­ლი მე­ო­რე ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი შვი­დი ოფი­ცე­რი სხვა ოც­დათ­ვრა­მეტ ოფი­ცერ­თან ერ­თად სატ­ვირ­თო ა/მან­ქა­ნით წა­იყ­ვა­ნეს იალ­ღუ­ჯა­ზე მდე­ბა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის სას­წავ­ლო ცენ­ტრში, სა­დაც ას­ვლის­თა­ნა­ვე და­სას­ჯე­ლად აყ­ვა­ნი­ლი შვი­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­იყ­ვა­ნეს ცალ­კე. სა­დაც ვი­თომ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გად­მოყ­ვა­ნილ­მა ინ­სტრუქ­ტო­რებ­მა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან კოტ­რაქტ გა­წყვე­ტილ­მა ყო­ფილ­მა სერ­ჟან­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდ­ში იყ­ვნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და სას­წავ­ლო ცენ­ტრში მიყ­ვა­ნი­ლი იქ­ნენ უკა­ნო­ნოდ, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად: ალექ­სი და­ვი­თაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით,- და­ვით გი­ორ­გაშ­ვილ­მა, რო­ბერტ სუ­თი­ძემ ვლა­დი­მერ ზან­გი­ე­ვამ, იქ მყო­ფი შსს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რის - ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რის­და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძის მი­თი­თე­ბით ყვე­ლას ჩა­მო­არ­თვეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სხვა პი­რა­დი ნივ­თე­ბი. ალექ­სი და­ვი­თაშ­ვილ­მამ.ჟ-ს ჩან­თა­ში უპო­ვა ტე­ლე­ფო­ნი, რის გა­მოც შს სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ცენ­ტრის უფ­როს­მა მა­მუ­კა აბა­ში­ძემ და ა.და­ვი­თაშ­ვილ­მა სას­ტი­კად სცე­მესმ ას, რის შემ­დეგ მა­ლე­ვე შვი­დი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი წა­იყ­ვა­ნეს სარ­ბე­ნად, მაგ­რამ ძლი­ერ ნა­ცემ­მა ამ.ჟ-მ ვერ შეძ­ლო სირ­ბი­ლი, ასე­ვე სირ­ბი­ლი­სას ჩა­მორ­ჩას.ბ, რომ­ლებ­საც­სერ­ჟან­ტმა ლადო ზან­გი­ე­ვამ, კი­სერ­ზე მო­ა­ბა ქა­მა­რი და ორი­ვე ათ­რია გზა­ზე, ამის შემ­დეგ ა.და­ვი­თაშ­ვილ­მა, და­ვით გი­ორ­გაშ­ვილ­მა, რო­ბერტ სუ­თი­ძემ და ვლა­დი­მერ ზან­გი­ე­ვამ შვი­დი­ვე პირს მი­ა­ყე­ნეს­პი­რა­დი ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი­სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რის შემ­დე­გაც შე­იყ­ვა­ნეს საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე გან­თავ­სე­ბულ მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში და და­ახ­ლო­ე­ბით 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კა­რე­ბი გა­რე­დან და­უ­კე­ტეს ბოქ­ლო­მით. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დე­გა. და­ვი­თაშ­ვილ­მა შვი­დი­ვე გა­იყ­ვა­ნა და ე.წ "კერ­ხე­რით" მი­ას­ხა წყლის ჭავ­ლი, რა დრო­საც იქ მი­ვი­და ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე, რო­მელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და­და­ვით გი­ორ­გაშ­ვი­ლი, რო­ბერტ სუ­თი­ძე, ვლა­დი­მერ ზან­გი­ე­ვა და სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მი­ა­ნი რა­მო­დე­ნი­მე პირი. დ. ჩუ­ბი­ნი­ძემ მი­მარ­თა ზ.ფ-ს, რომ ის იყო ყვე­ლა­ზე მეტი ბუნ­ტის­თა­ვი და აძა­ლებ­და ეთ­ქვა, ვინ აქე­ზებ­და, რა დრო­საც­მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ვინ­ჩეს­ტე­რის ტი­პის ცე­ცხლას­რო­ლი ია­რა­ღით­ფე­ხებ­შე­ეს­რო­ლა. ამის შემ­დეგ ზ.ფ-ს ია­რა­ღის კონ­და­ხი ჩა­არ­ტყა სა­ხე­ში. დ.ჩუ­ბი­ნი­ძემ ია­რა­ღის კონ­და­ხი თავ­ში ასე­ვე ჩა­არ­ტყა დ.ბ-ს და ა.მ-ს, და­ნარ­ჩე­ნებს კი კონ­და­ხი ჩა­არ­ტყა მკერ­დის არე­ში. რის შემ­დე­გაც დ.ჩუ­ბი­ნი­ძის ბრძა­ნე­ბით­და­ვით გი­ორ­გაშ­ვილ­მა, რო­ბერტ სუ­თი­ძემ და ვლა­დი­მერ ზან­გი­ე­ვამ­შვი­დი­ვე და­ამ­ცი­რეს და ჩა­ა­ყე­ნეს არა­ა­და­მი­ა­ნურ, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. გა­ა­შიშ­ვლეს და ცე­მეს ქამ­რე­ბით,შემ­დეგ მი­იყ­ვა­ნეს სას­წავ­ლო ცენ­ტრში მყო­ფი სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და დ. ჩუ­ბი­ნი­ძემ აი­ძუ­ლა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი, ნა­ცე­მი ბი­ჭე­ბის­თვის, რო­გორც ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის­თვის, რად­გან თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას". შვი­დი­ვე ნა­ცე­მი და ნა­წა­მე­ბი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩა­ყა­რეს ამო­თხრილ ორ­მო­ში და ზე­მო­დან და­ა­ყა­რეს მიწა. მათი წას­ვლის შემ­დეგ, ნა­წა­მებ­მა პი­რებ­მა მო­ა­ხერ­ხეს თხრი­ლი­დან ამოს­ვლა, რის შემ­დეგ ა.და­ვი­თაშ­ვილ­მა და­ვით გი­ორ­გაშ­ვილ­მა, რო­ბერტ სუ­თი­ძემ და ვლა­დი­მერ ზან­გი­ე­ვამ კვლავ გაგ­რძე­ლეს წა­მე­ბა, შვი­დი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი წა­იყ­ვა­ნეს სა­ვე­ლე კლას­ში, მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და სცე­მეს ჯაჭ­ვის და ჯო­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით, რა დრო­საც მათ­თან მი­ვი­და მა­მუ­კა აბა­ში­ძე და უთხრა, რომ ვერ გა­ი­ა­რეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კურ­სი, ხოლო ალექ­სი და­ვი­თაშ­ვილ­მა, ზან­გი­ევ­მა, სუ­თი­ძემ და გი­ორ­გაშ­ვილ­მა ნა­ცემ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფე­ბი შე­იყ­ვა­ნეს ზემო აღ­ნიშ­ნულ მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში, კვლავ უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კა­რე­ბი და­უ­კე­ტეს ბოქ­ლო­მით და ამ­ყო­ფეს იქ დი­ლამ­დე, სა­დაც ეძი­ნათ ია­ტაკ­ზე. მე­ო­რე დღეს შვი­დი­ვე ძლი­ერ ნა­ცე­მი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს კა­რავ­ში. გვი­ან ღა­მით მათ­თან მი­ვი­და და­ვით ვე­კუა და სცე­მა შვი­დი­ვე, რის შემ­დეგ ზ.ფ_ს და­ა­ფერ­ფლა სი­გა­რე­ტი ხელ­ზე და უბ­რძა­ნა, რომ ფერ­ფლი წა­ეს­ვა სა­ხე­ზე და მას­ვე სან­თე­ბე­ლით თავ­ზე თმე­ბი შე­უტ­რუ­სა. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი იალ­ღუ­ჯას საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე, წა­მე­ბის, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ 2012 წლის 19 აგ­ვის­ტო­დან 21 სექ­ტემ­ბრამ­დე, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვით ვე­კუა რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ ავი­და იალ­ღუ­ჯის სას­წავ­ლო ცენ­ტრში და ყვე­ლა ჯერ­ზე შვი­დი­ვე თა­ნამ­შრო­მელსმი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი­შე­უ­რა­ცხყო­ფა, ამ­ცი­რებ­და და აყე­ნებ­და პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. იალ­ღუ­ჯის ბა­ზი­დან წა­მოს­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შვი­დი­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ეთ­ქვათ ვი­თომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ წვრთნის დროს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხებს აუ­წი­ო­კებ­დნენ.

2012 წლის 20 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ბაჩო ახა­ლა­ია გა­დად­გა შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. რის შემ­დეგ შ.ს სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლურ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ იალ­ღუ­ჯას სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის სას­წავ­ლო ცენ­ტრი­დან შვი­დი­ვე პირი და­აბ­რუ­ნა შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ბა­ზა­ზე", - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ახა­ლი ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 332-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, სსკ-ის 1441-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის ა, ბ, დ, ე, ვ ქვე­პუნ­ქტე­ბით, სსკ-ის 1443-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის ა, ბ, დ, ე, ვ ქვე­პუნ­ქტე­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ბაჩო ახალაიას პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა

ბაჩო ახალაიას პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ბაჩანა ახალაიას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

მანვე, ჩაიდინა ორგანიზატორობა თანამონაწილეობით, წამებაში, ე.ი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება ან და პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის; ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯგუფურად და პოლიტიკური შეხედულებების გამო .

მანვე, ჩაიდინა ორგანიზატორობა თანამონაწილეობით, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ე.ი პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯგუფურად და პოლიტიკური შეხედულებების გამო, რაც გამოიხატა შემდეგში: ბაჩანა ახალაია 2012 წლის 04 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრად და იყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი.

საქართველოს საპარლამენტოარჩევნების პერიოდში შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ მიიღო ინფორმაცია, რომ შს სამინისტროს შვიდი თანამშრომელი თანაუგრძნობდა ოპოზიციურ პარტიათა კოალიცია "ქართულ ოცნებას", რა დროსაც მან ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დაარღვია მისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და ორგანიზება გაუკეთა მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, პოლიტიკური ნიშნით მათ დასჯა-წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. კერძოდ, 2012 წლის 18 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ შეიტყო, რომ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლები: თეიმურაზ ფალავანდიშვილი, ზაზა ფანცქალაშვილი, მამუკა ჟვანია, დავით ბაგრატაშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, სამველ ბაზოიანი და არსენ მკრტუმიანი უკმაყოფილო იყვნენ არსებული ხელისუფლებით და თანაუგრძნობდნენ ოპოზიციურ პარტიათა კოალიცია "ქართულ ოცნებას". ბაჩანა ახალაიამ განიზრახა პოლიტიკური შეხედულებების გამო მათი დასჯა-წამება, დამამცირებელი და არაადამიანურ მოპყრობა, რასაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაუკეთა ორგანიზება. მან ბრძანება გასცა სასწრაფოდ შეეკრიბათ პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობა, რასთან დაკავშირებითაც პირველი სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა დავით ვეკუამ, თბილისი, პოლიციის ქუჩა #10-ში მდებარე სამინისტროს ბაზა ზეპირადი შემადგენლობის სრულად შესაკრებად გამოაცხადა განგაში. დაახლოებით 21:00 საათისთვის, ბაზაზე მივიდა შს მინისტრი ბაჩანა ახალაია თანმხლებ პირებთან ერთად. სამწყობრო მომზადების მოედანზე შეკრებილი იყო I სამმართველოს მთელი პირადი შემადგენლობა. ოფიცრები შეიყვანეს დარბაზში, სადაც ბაჩანა ახალაიამ მიმართა ზ.ფ-ს. დაამცირა, მას უწოდა მოღალატე, პინგვინი და პოლიტიკური შეხედულებების გამო მიაყენა პირადი ღირსების შემლახავი სიტყვიერი შეურაცხყოფა. უთხრა, რომ არსებობდა ჩანაწერები, რომ იგი თანაუგრძნობდა კოალიცია "ქართულ ოცნებას". დავით ვეკუამ სამწყობრო მომზადების მოედანზე დაამცირა, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა - ზ.ფანცქალაშვილი, და სხვა თანამშრომლები: თ.ფ., ა.მ., მ.ჟ., დ.ბ., ს.ბ. და მ.ე.რომლებსაც ასევე მიიჩნევდნენ კოალიცია "ქართული ოცნების მხარდამჭერებად", ყველას ჩამოახია სამხრეები და უთხრა, რომ მათი კარიერა დამთავრდა. შემდეგ ახალაიამ სამწყობრო მოედნის გარშემო არბენინა ზ.ფ. და თ.ფ., მან ზ.ფ-ს კვლავ მიაყენა ღირსების შემლახავი სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ დ.ვეკუას უბრძანა, შემდგომი მოქმედებები გაეგრძელებინათ ისე, როგორც შეთანხმებული იყვნენ. 19 აგვისტოს დილით ადრე, ბაჩანა ახალაია დავით ვეკუასთან ერთადერთიანი მიზნით და განზრახვით აგრძელებდა რა დანაშაულებრივ ქმედებებს, ამ უკანასკნელმა თავის კაბინეტში დაიბარა ზემოხსენებული პირები .უწოდა მათ მოღალატეეები და შეაგინა დედა. მოთხოვა დაეწერათ პატაკები სამსახურიდან წასვლაზე, შემდეგ კი შეცვალა მოთხოვნა და უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ ოფიცერთა გადამზადების კურსებზე. ბაჩანა ახალაიასგან წინასწარ მიღებული ბრძანების თანახმად დაახლოებით 09 საათზე დავით ვეკუამ შეკრიბა პირადი შემადგენლობა სამწყობრო მოედანზე დააცნობა, რომ შს მინისტრის ბრძანებით იალღუჯას სპეცოპერაციების სასწავლო ცენტრში უნდა გაევლოთ რეინჯერების კურსი, რა დროსაც მწყობრის წინ გაიყვანა ზემოაღნიშნული შვიდივე პირი, კვლავ უწოდა მოღალატეები და მიაყენა სიტყვიერი შეუარცხყოფა. დანით ააჭრა სამკერდე ნიშნები და დაყარა იქვე, შემდეგ ზ.-ს და ს.ბ-სხელი გაარტყა სახეში, რითაც დაამცირა, ჩააყენა პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, ასევე მიაყენა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. 2012 წლის 19 აგვისტოს, მიუხედავად იმისა, რომ ამავე დღეს შს მინისტრის ბრძანების თანახმად ყველა მათგანი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნენ კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, შს მინისტრის მიერ ამავე დღეს გამოცემული მეორე ბრძანების საფუძველზე ზემოაღნიშნული შვიდი ოფიცერი სხვა ოცდათვრამეტ ოფიცერთან ერთად სატვირთო ა/მანქანით წაიყვანეს იალღუჯაზე მდებარე სპეცოპერაციების სასწავლო ცენტრში, სადაც ასვლისთანავე დასასჯელად აყვანილი შვიდი თანამშრომელი გაიყვანეს ცალკე. სადაც ვითომდა თავდაცვის სამინისტროდან გადმოყვანილმა ინსტრუქტორებმა, სინამდვილეში კი თავდაცვის სამინისტროსთან კოტრაქტ გაწყვეტილმა ყოფილმა სერჟანტებმა, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ მოქალაქეები და სასწავლო ცენტრში მიყვანილი იქნენ უკანონოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის მისაღებად: ალექსი დავითაშვილის ხელმძღვანელობით,- დავით გიორგაშვილმა, რობერტ სუთიძემ ვლადიმერ ზანგიევამ, იქ მყოფი შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული ფიზიკური პირის - ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორისდავით ჩუბინიძის მითითებით ყველას ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები. ალექსი დავითაშვილმამ.ჟ-ს ჩანთაში უპოვა ტელეფონი, რის გამოც შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსმა მამუკა აბაშიძემ და ა.დავითაშვილმა სასტიკად სცემესმ ას, რის შემდეგ მალევე შვიდივე თანამშრომელი წაიყვანეს სარბენად, მაგრამ ძლიერ ნაცემმა ამ.ჟ-მ ვერ შეძლო სირბილი, ასევე სირბილისას ჩამორჩას.ბ, რომლებსაცსერჟანტმა ლადო ზანგიევამ, კისერზე მოაბა ქამარი და ორივე ათრია გზაზე, ამის შემდეგ ა.დავითაშვილმა, დავით გიორგაშვილმა, რობერტ სუთიძემ და ვლადიმერ ზანგიევამ შვიდივე პირს მიაყენესპირადი ღირსების შემლახავისიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც შეიყვანეს საწვრთნელ ბაზაზე განთავსებულ მიტოვებულ შენობაში და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კარები გარედან დაუკეტეს ბოქლომით. გარკვეული დროის შემდეგა. დავითაშვილმა შვიდივე გაიყვანა და ე.წ "კერხერით" მიასხა წყლის ჭავლი, რა დროსაც იქ მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ჩუბინიძე, რომელთან ერთად იმყოფებოდადავით გიორგაშვილი, რობერტ სუთიძე, ვლადიმერ ზანგიევა და სამოქალაქო ფორმიანი რამოდენიმე პირი. დ. ჩუბინიძემ მიმართა ზ.ფ-ს, რომ ის იყო ყველაზე მეტი ბუნტისთავი და აძალებდა ეთქვა, ვინ აქეზებდა, რა დროსაცმის ხელთ არსებული ვინჩესტერის ტიპის ცეცხლასროლი იარაღითფეხებშეესროლა. ამის შემდეგ ზ.ფ-ს იარაღის კონდახი ჩაარტყა სახეში. დ.ჩუბინიძემ იარაღის კონდახი თავში ასევე ჩაარტყა დ.ბ-ს და ა.მ-ს, დანარჩენებს კი კონდახი ჩაარტყა მკერდის არეში. რის შემდეგაც დ.ჩუბინიძის ბრძანებითდავით გიორგაშვილმა, რობერტ სუთიძემ და ვლადიმერ ზანგიევამშვიდივე დაამცირეს და ჩააყენეს არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. გააშიშვლეს და ცემეს ქამრებით,შემდეგ მიიყვანეს სასწავლო ცენტრში მყოფი სხვა თანამშრომლები და დ. ჩუბინიძემ აიძულა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ გაშიშვლებული, ნაცემი ბიჭებისთვის, როგორც ქვეყნის მოღალატეებისთვის, რადგან თანაუგრძნობდნენ "ქართულ ოცნებას". შვიდივე ნაცემი და ნაწამები თანამშრომელი ჩაყარეს ამოთხრილ ორმოში და ზემოდან დააყარეს მიწა. მათი წასვლის შემდეგ, ნაწამებმა პირებმა მოახერხეს თხრილიდან ამოსვლა, რის შემდეგ ა.დავითაშვილმა დავით გიორგაშვილმა, რობერტ სუთიძემ და ვლადიმერ ზანგიევამ კვლავ გაგრძელეს წამება, შვიდივე თანამშრომელი წაიყვანეს საველე კლასში, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემეს ჯაჭვის და ჯოხის გამოყენებით, რა დროსაც მათთან მივიდა მამუკა აბაშიძე და უთხრა, რომ ვერ გაიარეს ფსიქოლოგიური კურსი, ხოლო ალექსი დავითაშვილმა, ზანგიევმა, სუთიძემ და გიორგაშვილმა ნაცემ მდგომარეობაში მყოფები შეიყვანეს ზემო აღნიშნულ მიტოვებულ შენობაში, კვლავ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, კარები დაუკეტეს ბოქლომით და ამყოფეს იქ დილამდე, სადაც ეძინათ იატაკზე. მეორე დღეს შვიდივე ძლიერ ნაცემი თანამშრომელი გადაიყვანეს კარავში. გვიან ღამით მათთან მივიდა დავით ვეკუა და სცემა შვიდივე, რის შემდეგ ზ.ფ_ს დააფერფლა სიგარეტი ხელზე და უბრძანა, რომ ფერფლი წაესვა სახეზე და მასვე სანთებელით თავზე თმები შეუტრუსა. ზემოხსენებული პირები იალღუჯას საწვრთნელ ბაზაზე, წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის პირობებში იმყოფებოდნენ 2012 წლის 19 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე, ამ დროის განმავლობაში დავით ვეკუა რამოდენიმეჯერ ავიდა იალღუჯის სასწავლო ცენტრში და ყველა ჯერზე შვიდივე თანამშრომელსმიაყენა სიტყვიერი და ფიზიკურიშეურაცხყოფა, ამცირებდა და აყენებდა პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. იალღუჯის ბაზიდან წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე შვიდივე კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ეთქვათ ვითომ დაზიანებები მიღებული ჰქონდათ წვრთნის დროს, სხვა შემთხვევაში ოჯახებს აუწიოკებდნენ.

2012 წლის 20 სექტემბერს ცნობილი მოვლენების გამო ბაჩო ახალაია გადადგა შს მინისტრის თანამდებობიდან. რის შემდეგ შ.ს სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ იალღუჯას სპეცოპერაციების სასწავლო ცენტრიდან შვიდივე პირი დააბრუნა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ბრალდება წარდგენილია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ, ე, ვ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ, ე, ვ ქვეპუნქტებით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ