სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავა ომში მიდის?!
უგულავა ომში მიდის?!

"თუ ჩემი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზა გა­დის ომზე, მე მზად ვარ წა­ვი­დე ომში, თუ ჩემი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზა გა­დის ცი­ხე­ზე, მზად ვარ წა­ვი­დე ცი­ხე­ში. თუ ჩემი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზა გა­დის სიკ­ვდილ­ზე, მე მზად ვარ წა­ვი­დე ამა­ზე, მაგ­რამ გი­ჟურ, ში­ზოფ­რე­ნი­ულ ჩა­ნა­სა­ხო­ვან დიქ­ტა­ტუ­რას არ შე­ვე­გუ­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ძი­ე­ბამ ის რი­ყე­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" და­კავ­ში­რე­ბულ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო. უგუ­ლა­ვას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვის პა­რა­ლე­ლუ­რად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" "ივა­ნიშ­ვი­ლი­სა­გან თბი­ლი­სის და­სა­ცა­ვად" აქ­ცია გა­მარ­თა. რის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა, ამის შე­სა­ხებ ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ მა­რი­ნა ბა­ლი­აშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- რო­დე­საც უგუ­ლა­ვა ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ცი­ხე­ში წას­ვლა­სა და სიკ­ვდი­ლის­თვის მზად­ყოფ­ნა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო. აფე­რის­ტობ­და, ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი, ფუ­ლის კე­თე­ბა და სი­ბინ­ძუ­რე პა­თე­ტი­კურ სა­მოს­ში გა­ეხ­ვია და თავი დევ­ნი­ლად, ტან­ჯუ­ლად წარ­მო­ე­ჩი­ნა. უგუ­ლა­ვა ამ­ბობს, იმის გამო მე­და­ვე­ბი­ან, რომ ხალ­ხს ხელ­ფასს ვაძ­ლევ­დიო. რა­ტომ აძ­ლევ­და ბი­უ­ჯე­ტის ფულს კო­ორ­დი­ნა­ტო­რებს, ვინ მის­ცა ამის უფ­ლე­ბა? ამა­თი უბად­რუ­კო­ბა მაკ­ვირ­ვებს. რა ეგო­ნა უგუ­ლა­ვას, მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბო­და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე? ის სტი­ქა­რო­სა­ნი იყო და რით ვერ გა­ი­აზ­რა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის არსი, რომ ამ­ქვეყ­ნად მა­რა­დი­უ­ლი არა­ფე­რია, უპირ­ვე­ლე­სად, სულ­ზე უნდა იზ­რუ­ნო და არა ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფით საგ­ნებ­ზე.

გა­სა­ო­ცა­რი იყო თბი­ლი­სის მე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს ივა­ნიშ­ვი­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა თბი­ლი­სის მე­რი­ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ყო­ფი­ლა. თბი­ლი­სის მე­რია სამ­ყა­როს ჭიპი ხომ არ არის? უგუ­ლა­ვამ თქვა, - მე­ცი­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბებ­ზეო. ამ დროს სხე­უ­ლის ენა და სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა სულ სხვას ამ­ბობ­და. კი არ ეცი­ნე­ბო­და, ეში­ნო­და. უგუ­ლა­ვა ბოლო დროს ძა­ლი­ან არე­უ­ლია. ასეც უნდა იყოს, მაგ­რამ ვის ატყუ­ებს, რომ თურ­მე არ ეში­ნია. ვერ ვხე­დავთ? ცი­ხე­ში ჩა­საჯ­დო­მად და სიკ­ვდი­ლის­თვის მზად ვარო, როცა ამ­ბობს, ტყუ­ის. ნე­ტავ რის­თვის არის მზად უგუ­ლა­ვა, რო­მე­ლიც თა­ვის მუ­ცელს, სა­კუ­თარ სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას გა­დაჰ­ყვა. მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, იმი­ტომ, რომ არა­გულ­წრფე­ლო­ბა ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია და ამას ვე­რა­ვინ იტანს. სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნდში თვით­შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი ამუ­შავ­და და ჩა­სა­ძი­რი გე­მი­დან ვირ­თხე­ბი­ვით გარ­ბი­ან. არ მე­გო­ნა, თუ ასე სწრა­ფად და­ინ­გრე­ოდ­ნენ, როცა პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა, მა­შინ­ვე გა­წყდა ჯაჭ­ვი, და­ი­ფანტნენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით იშ­ლე­ბა.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ აპი­რებს დათ­მო­ბას, უგუ­ლა­ვამ დე­და­ქა­ლა­ქი ფაქ­ტობ­რი­ვად ვანო მე­რა­ბიშ­ვილს გა­და­ა­ბა­რა, რო­დე­საც ვიცე-მე­რად და­ნიშ­ნა.

- ვა­ნოს ვერ მოჰ­კი­დე­ბენ ხელს თუ რა? ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნა, რომ უგუ­ლა­ვამ მე­რა­ბიშ­ვილს ჩა­ა­ბა­რა თბი­ლი­სის მე­რია...

- და­სავ­ლე­თის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი კო­ჰა­ბი­ტა­ცია ძნე­ლი მი­საღ­წე­ვი აღ­მოჩ­ნდა მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი კი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას მო­ი­თხო­ვენ.

- სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცნე­ბა ყვე­ლა­ნა­ირ ურ­თი­ერ­თო­ბას მსჭვა­ლავს და ბა­ლანსს ქმნის. იმი­სათ­ვის, რომ მტკი­ცე სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მა არ­სე­ბობ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა - რამ­დენ­საც გას­ცემ, იმ­დე­ნი­ვე უნდა მი­ი­ღო. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" კი ყვე­ლა­ნა­ი­რი ბა­ლან­სი და­არ­ღვი­ეს. რისი წა­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღეს და არა­ფე­რი და­აბ­რუ­ნეს. ახლა ვა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის დრო დად­გა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

უგულავა ომში მიდის?!

უგულავა ომში მიდის?!

"თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ომზე, მე მზად ვარ წავიდე ომში, თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის ციხეზე, მზად ვარ წავიდე ციხეში. თუ ჩემი ქვეყნის თავისუფლების გზა გადის სიკვდილზე, მე მზად ვარ წავიდე ამაზე, მაგრამ გიჟურ, შიზოფრენიულ ჩანასახოვან დიქტატურას არ შევეგუები", - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ მას შემდეგ, რაც გამოძიებამ ის რიყესა და ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულ მაქინაციებში ბრალდებულად ცნო. უგულავას პროკურატურაში დაკითხვის პარალელურად "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ივანიშვილისაგან თბილისის დასაცავად" აქცია გამართა. რისკენ არის მიმართული "ნაციონალური მოძრაობის" ბოლოდროინდელი აქტიურობა, ამის შესახებ ფსიქოლოგიის პროფესორ მარინა ბალიაშვილს ვესაუბრეთ:

- როდესაც უგულავა ქვეყნის თავისუფლებისთვის ციხეში წასვლასა და სიკვდილისთვის მზადყოფნაზე ლაპარაკობდა, აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. აფერისტობდა, ცდილობდა, თავისი მაქინაციები, ფულის კეთება და სიბინძურე პათეტიკურ სამოსში გაეხვია და თავი დევნილად, ტანჯულად წარმოეჩინა. უგულავა ამბობს, იმის გამო მედავებიან, რომ ხალხს ხელფასს ვაძლევდიო. რატომ აძლევდა ბიუჯეტის ფულს კოორდინატორებს, ვინ მისცა ამის უფლება? ამათი უბადრუკობა მაკვირვებს. რა ეგონა უგულავას, მუდმივად იქნებოდა თანამდებობაზე? ის სტიქაროსანი იყო და რით ვერ გაიაზრა ქრისტიანული რელიგიის არსი, რომ ამქვეყნად მარადიული არაფერია, უპირველესად, სულზე უნდა იზრუნო და არა ყოველდღიურ ყოფით საგნებზე.

გასაოცარი იყო თბილისის მერისა და პრეზიდენტის განცხადებები, თითქოს ივანიშვილის მთავარი ამოცანა თბილისის მერიის ხელში ჩაგდება ყოფილა. თბილისის მერია სამყაროს ჭიპი ხომ არ არის? უგულავამ თქვა, - მეცინება ხელისუფლების ბრალდებებზეო. ამ დროს სხეულის ენა და სახის გამომეტყველება სულ სხვას ამბობდა. კი არ ეცინებოდა, ეშინოდა. უგულავა ბოლო დროს ძალიან არეულია. ასეც უნდა იყოს, მაგრამ ვის ატყუებს, რომ თურმე არ ეშინია. ვერ ვხედავთ? ციხეში ჩასაჯდომად და სიკვდილისთვის მზად ვარო, როცა ამბობს, ტყუის. ნეტავ რისთვის არის მზად უგულავა, რომელიც თავის მუცელს, საკუთარ სიამოვნებასა და თავისი ცხოვრების გამრავალფეროვნებას გადაჰყვა. მისი განცხადებები ძალიან აღიზიანებს საზოგადოებას, იმიტომ, რომ არაგულწრფელობა ადვილად შესამჩნევია და ამას ვერავინ იტანს. სააკაშვილის გუნდში თვითშენარჩუნების, თავის გადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა და ჩასაძირი გემიდან ვირთხებივით გარბიან. არ მეგონა, თუ ასე სწრაფად დაინგრეოდნენ, როცა პრობლემა გაჩნდა, მაშინვე გაწყდა ჯაჭვი, დაიფანტნენ. "ნაციონალური მოძრაობა" დომინოს პრინციპით იშლება.

- "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს დათმობას, უგულავამ დედაქალაქი ფაქტობრივად ვანო მერაბიშვილს გადააბარა, როდესაც ვიცე-მერად დანიშნა.

- ვანოს ვერ მოჰკიდებენ ხელს თუ რა? ძალიან უცნაურად მეჩვენა, რომ უგულავამ მერაბიშვილს ჩააბარა თბილისის მერია...

- დასავლეთის რეკომენდებული კოჰაბიტაცია ძნელი მისაღწევი აღმოჩნდა მაშინ, როდესაც ხალხი სამართლიანობის აღდგენას, ყოფილი მაღალჩინოსნები კი ხელშეუხებლობას მოითხოვენ.

- სამართლიანობის ცნება ყველანაირ ურთიერთობას მსჭვალავს და ბალანსს ქმნის. იმისათვის, რომ მტკიცე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა არსებობდეს, აუცილებელია წონასწორობის დაცვა - რამდენსაც გასცემ, იმდენივე უნდა მიიღო. "ნაციონალებმა" კი ყველანაირი ბალანსი დაარღვიეს. რისი წაღებაც შეიძლებოდა, ყველაფერი წაიღეს და არაფერი დააბრუნეს. ახლა ვალების დაბრუნების დრო დადგა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა