სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა დაკითხვაზე გამოცხადდება
გიგი უგულავა დაკითხვაზე გამოცხადდება

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა ხვალ და­კი­თხვა­ზე გა­მო­ცხად­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"თბი­ლი­სის მერ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან გან­ვით­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­კი­თხვა­ზე ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის სა­მარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ცხად­დე­ბო­და, თუ სა­სა­მარ­თლოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დად­გინ­დე­ბო­და ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

სა­სა­მარ­თლოს მიერ 2013 წლის 15 თე­ბერ­ვალს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის მერი ადას­ტუ­რებს, რომ ის ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის სა­მარ­თვე­ლო­ში 2013 წლის 16 თე­ბერ­ვალს ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად გა­მო­ცხად­დე­ბა", - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­სა­მარ­თლოს ბრძა­ნე­ბით, გიგი უგუ­ლა­ვას და­კი­თხვა­ზე იძუ­ლე­ბით მიყ­ვა­ნა შსს-ს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს ხვალ, 15:00 სა­ათ­ზე და­ე­ვა­ლათ.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც გიგი უგუ­ლა­ვა და­კი­თხვა­ზე იძუ­ლე­ბით უნდა იქ­ნას მიყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­სა­მარ­თლოს სპი­კერ-მო­სა­მარ­თლე ეკა არე­ში­ძემ გან­მარ­ტა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­თხო­ვა გიგი უგუ­ლა­ვას იძუ­ლე­ბით მიყ­ვა­ნა თბი­ლი­სის დე­ტექ­ტი­ვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. "შუ­ამ­დგომ­ლო­ბის თა­ნახ­მად, გიგი უგუ­ლა­ვა მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვის მიზ­ნით, ორ­ჯერ იქნა გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში, თუმ­ცა, იგი არ გა­მო­ცხად­და. სა­სა­მარ­თლო აცხა­დე­ბეს, რომ მოწ­მის გა­მო­ძა­ხე­ბი­სას საპ­რო­ცე­სო დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხე­ზეა უგუ­ლა­ვას მოწ­მის სა­ხით მიყ­ვა­ნის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა პი­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ეკა არე­ში­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით აკ­რძა­ლუ­ლია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, პრე­ზი­დენ­ტის, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე პი­რის და­კი­თხვა­ზე იძუ­ლე­ბით მიყ­ვა­ნა, რაც ქა­ლა­ქის მერს არ ეხე­ბა.

"ქა­ლა­ქის მერი აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ არის ნახ­სე­ნე­ბი. სა­სა­მარ­თლოს ბრძა­ნე­ბით, მოწ­მის, გიგი უგუ­ლა­ვას მიყ­ვა­ნა გა­მო­ძი­ე­ბის ად­გი­ლას უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს 2013 წლის 16 თე­ბერ­ვალს 15:00 სა­ათ­ზე. ბრძა­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს და­ე­ვა­ლათ", - გა­ნა­ცხა­და ეკა არე­ში­ძემ.

გიგი უგუ­ლა­ვას და­კი­თხვა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან 8 თე­ბერ­ვალს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა მოხ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

გიგი უგულავა დაკითხვაზე გამოცხადდება

გიგი უგულავა დაკითხვაზე გამოცხადდება

თბილისის მერი გიგი უგულავა ხვალ დაკითხვაზე გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდებოდა, თუ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით დადგინდებოდა ამის აუცილებლობა.

სასამართლოს მიერ 2013 წლის 15 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის მერი ადასტურებს, რომ ის ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში 2013 წლის 16 თებერვალს ჩვენების მისაცემად გამოცხადდება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სასამართლოს ბრძანებით, გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანა შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს ხვალ, 15:00 საათზე დაევალათ.

საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ძველი თბილისის რაიონის პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა დაკითხვაზე იძულებით უნდა იქნას მიყვანილი.

როგორც საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ განმარტა, პროკურატურამ მოითხოვა გიგი უგულავას იძულებით მიყვანა თბილისის დეტექტივების განყოფილებაში. "შუამდგომლობის თანახმად, გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, ორჯერ იქნა გამოძახებული საგამოძიებო ორგანოში, თუმცა, იგი არ გამოცხადდა. სასამართლო აცხადებეს, რომ მოწმის გამოძახებისას საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სახეზეა უგულავას მოწმის სახით მიყვანის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა", - განაცხადა ეკა არეშიძემ.

მისივე განმარტებით, საპროცესო კოდექსით აკრძალულია, პარლამენტის წევრის, პრეზიდენტის, სახალხო დამცველის და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის დაკითხვაზე იძულებით მიყვანა, რაც ქალაქის მერს არ ეხება.

"ქალაქის მერი აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის ნახსენები. სასამართლოს ბრძანებით, მოწმის, გიგი უგულავას მიყვანა გამოძიების ადგილას უნდა განხორციელდეს 2013 წლის 16 თებერვალს 15:00 საათზე. ბრძანების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს დაევალათ", - განაცხადა ეკა არეშიძემ.

გიგი უგულავას დაკითხვა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"