სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვებს ტორტზე სანთლების ჩაქრობა აეკრძალებათ
ბავშვებს ტორტზე სანთლების ჩაქრობა აეკრძალებათ

მალე ავ­სტრა­ლი­ა­ში ბავ­შვებს და­ბა­დე­ბის დღის ტორტზე სან­თლე­ბის ჩაქ­რო­ბა აეკ­რძა­ლე­ბათ. ამ ხერ­ხით ქვე­ყა­ნა­ში სა­ში­ში მიკ­რო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას აპი­რე­ბენ.

ად­გი­ლობ­რივ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ ფილ­ტვე­ბი­დან ჰა­ე­რის გა­მო­დევ­ნი­სას, ბავ­შვე­ბი ჰა­ერ­ში მავ­ნე მიკ­რო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას უწყო­ბენ ხელს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, ტორტზე მოხ­ვდეს.

გარ­და ამი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი მშობ­ლებს სა­ბავ­შო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე შვი­ლის გაშ­ვე­ბას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჭურ­ჭლით ურ­ჩე­ვენ.

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვამ, რო­მე­ლიც ავ­სტრა­ლი­ის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა დაც­ვი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლურ საბ­ჭოს ეკუთ­ვნის, უკვე გა­მო­იწ­ვია მშობ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. მათი აზ­რით, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ბავ­შვო დღე­სას­წა­უ­ლებს მო­სა­ბეზ­რე­ბელ და მხი­ა­რუ­ლე­ბას მოკ­ლე­ბულ შეკ­რე­ბად აქ­ცევს.

ავ­სტრა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბი კი ფიქ­რო­ბენ, რომ ახა­ლი აკ­რძალ­ვე­ბი ზედ­მე­ტად მკაც­რია.

"თუ ვინ­მე და­ა­ცე­მი­ნებს ტორტზე, ნაკ­ლე­ბად მო­მინ­დე­ბა მისი მირ­თმე­ვა, მაგ­რამ ეს არ ეხე­ბა სან­თლე­ბის ჩაქ­რო­ბას. ერ­თა­დერ­თი წესი, რო­მე­ლიც ბავ­შვს პა­ტა­რა ასა­კი­დან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ას­წავ­ლოთ - ეს ჭა­მის წინ ხე­ლე­ბის და­ბა­ნაა!", - გა­ნა­ცხა­და ავ­სტრა­ლი­ის ექიმ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დოქ­ტორ­მა სტივ ჰამ­ბლტონ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsbang.net-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ბავშვებს ტორტზე სანთლების ჩაქრობა აეკრძალებათ

ბავშვებს ტორტზე სანთლების ჩაქრობა აეკრძალებათ

მალე ავსტრალიაში ბავშვებს დაბადების დღის ტორტზე სანთლების ჩაქრობა აეკრძალებათ. ამ ხერხით ქვეყანაში საშიში მიკრობების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ.

ადგილობრივმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფილტვებიდან ჰაერის გამოდევნისას, ბავშვები ჰაერში მავნე მიკრობების გავრცელებას უწყობენ ხელს, რომლებიც შესაძლოა, ტორტზე მოხვდეს.

გარდა ამისა, მეცნიერები მშობლებს საბავშო დღესასწაულებზე შვილის გაშვებას ინდივიდუალური ჭურჭლით ურჩევენ.

ამ ინიციატივამ, რომელიც ავსტრალიის ჯანმრთელობისა დაცვისა და სამედიცინო კვლევების ნაციონალურ საბჭოს ეკუთვნის, უკვე გამოიწვია მშობლების უკმაყოფილება. მათი აზრით, ეს ინიციატივა საბავშვო დღესასწაულებს მოსაბეზრებელ და მხიარულებას მოკლებულ შეკრებად აქცევს.

ავსტრალიელი ექიმები კი ფიქრობენ, რომ ახალი აკრძალვები ზედმეტად მკაცრია.

"თუ ვინმე დააცემინებს ტორტზე, ნაკლებად მომინდება მისი მირთმევა, მაგრამ ეს არ ეხება სანთლების ჩაქრობას. ერთადერთი წესი, რომელიც ბავშვს პატარა ასაკიდან აუცილებლად უნდა ასწავლოთ - ეს ჭამის წინ ხელების დაბანაა!", - განაცხადა ავსტრალიის ექიმთა ასოციაციის დოქტორმა სტივ ჰამბლტონმა.

მომზადებულია newsbang.net-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს