სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი ნიანგი მოკვდა
გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი ნიანგი მოკვდა

გი­გან­ტუ­რი ნი­ან­გი ლუ­ლუ­ნა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ და­ი­ჭი­რეს და რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ნი­ან­გი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში შე­ი­ტა­ნეს, ფი­ლი­პი­ნებ­ზე ქა­ლაქ ბუ­ნა­ვა­ნის ზო­ო­პარკში მოკ­ვდა.

ქვე­წარ­მავ­ლის სიგ­რძე 6,17 მეტ­რია, წონა კი 1075 კი­ლოგ­რამს აღე­მა­ტე­ბა. ბუ­ნა­ვა­ნის მე­რის, ედ­ვინ კოკს ელორ­დეს თქმით, ლუ­ლუ­ნა 50 წელ­ზე მე­ტის იყო, მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბო­და რე­გი­ო­ნის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ ცივი ამინ­დი გამ­ხდა­რი­ყო.

ლუ­ლუ­ნა 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­ჭი­რეს, ის ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებს ეს­ხმო­და თავს. ქვე­წარ­მავ­ლის და­ჭე­რამ­დე მას­ზე სამი კვი­რა ნა­დი­რობ­დნენ. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2009 წელს ლუ­ლუ­ნამ ბავ­შვი მოკ­ლა. უგზო უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მე­თევ­ზე, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ ისიც ნი­ან­გმა შე­ჭა­მა.

მის წყლი­დან ამოთ­რე­ვას ასამ­დე ადა­მი­ა­ნის ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და. ნი­ანგს სა­ხე­ლი ლუ­ლუ­ნა ჩი­ნო­სა­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად და­აქ­ვეს, რო­მე­ლიც მის და­ჭე­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მა­ლე­ვე, ამის შემ­დეგ, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ნი­ან­გის­თვის ეკო-პარ­კი აშენ­და, რის შემ­დე­გაც ქა­ლაქ­ში ტუ­რის­ტებ­მა და­ი­წყეს ჩას­ვლა. მე­რის თქმით, ლუ­ლუ­ნას დახ­მა­რე­ბით ქა­ლაქ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 72 000 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია АР-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი ნიანგი მოკვდა

გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი ნიანგი მოკვდა

გიგანტური ნიანგი ლულუნა, რომელიც წელიწადნახევრის წინ დაიჭირეს და როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს, ფილიპინებზე ქალაქ ბუნავანის ზოოპარკში მოკვდა.

ქვეწარმავლის სიგრძე 6,17 მეტრია, წონა კი 1075 კილოგრამს აღემატება. ბუნავანის მერის, ედვინ კოკს ელორდეს თქმით, ლულუნა 50 წელზე მეტის იყო, მისი სიკვდილის მიზეზი შეიძლებოდა რეგიონისთვის უჩვეულოდ ცივი ამინდი გამხდარიყო.

ლულუნა 2011 წლის სექტემბერში დაიჭირეს, ის ადგილობრივ მაცხოვრებლებს ესხმოდა თავს. ქვეწარმავლის დაჭერამდე მასზე სამი კვირა ნადირობდნენ. მედიის ინფორმაციით, 2009 წელს ლულუნამ ბავშვი მოკლა. უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება ასევე ადგილობრივი მეთევზე, გამორიცხული არაა, რომ ისიც ნიანგმა შეჭამა.

მის წყლიდან ამოთრევას ასამდე ადამიანის ძალისხმევა დასჭირდა. ნიანგს სახელი ლულუნა ჩინოსანის პატივსაცემად დააქვეს, რომელიც მის დაჭერაში მონაწილეობდა და მალევე, ამის შემდეგ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

სპეციალურად ნიანგისთვის ეკო-პარკი აშენდა, რის შემდეგაც ქალაქში ტურისტებმა დაიწყეს ჩასვლა. მერის თქმით, ლულუნას დახმარებით ქალაქმა დაახლოებით 72 000 დოლარი გამოიმუშავა.

მომზადებულია АР-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს