პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქსენია სობჩაკი ქმარმა ქორწილიდან მეორე დღეს მიატოვა
ქსენია სობჩაკი  ქმარმა ქორწილიდან მეორე დღეს მიატოვა

სა­ი­დუმ­ლო ქორ­წი­ლის შემ­დეგ ყვე­ლა ელო­და, რომ რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქსე­ნია სობ­ჩა­კი და მისი მე­უღ­ლე მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნი პა­რიზ­ში ან კა­რი­ბის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა "ან­ტიგ­ლა­მუ­რუ­ლი" ქორ­წი­ლი არა­ნაკ­ლებ უჩ­ვე­უ­ლო თაფ­ლო­ბის თვით გაგ­რძელ­და - წყვი­ლი მოს­კოვ­ში დარ­ჩა. ქორ­წი­ნე­ბის მე­ო­რე დღეს კი ქსე­ნია "გო­გო­ლის ცენ­ტრის" გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მე­უღ­ლის გა­რე­შე გა­მო­ცხად­და. ყვე­ლა ელო­და, რომ მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნი მე­უღ­ლეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­უ­ერ­თდე­ბო­და, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი არ მო­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სობ­ჩა­კი ახ­ლად­შე­ძე­ნი­ლი სტა­ტუ­სის დე­მონ­სტრი­რე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და - ბედ­ნი­ე­რი ღი­მი­ლი სა­ხე­ზე, სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი, სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­უ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა და ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი მოკ­ლე კაბა. თვითმხილ­ვე­ლებს მხედ­ვე­ლო­ბი­დან არ გა­მორ­ჩათ, რომ იგი­ვე კაბა ქსე­ნი­ას ხში­რად ეცვა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­დე­საც გვერდს ყო­ფილ საყ­ვარ­ლებს - ჯერ სერ­გეი კა­პ­კოვ­სა და შემ­დეგ, ილია ია­შინს უმ­შვე­ნებ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხუმ­რო­ბენ კი­დეც, რომ სობ­ჩა­კი მა­მა­კა­ცებს იმა­ზე ხში­რად იც­ვლის, ვიდ­რე ერთი კაბა მო­დი­დან გა­და­დის.

სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ტე­ლე­წამ­ყვან­მა მე­გობ­რე­ბის­გან მი­ლოც­ვე­ბი მი­ი­ღო, თუმ­ცა მისი მე­უღ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი­სა და ქორ­წი­ლის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­კი­თხვებს არ უპა­სუ­ხა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ვა­ნი სობ­ჩა­კის და­ქორ­წი­ნე­ბას ეჭვქვეშ აყე­ნებს, მათ შო­რის მისი ღვიძ­ლი ბიძა ალექ­სან­დრე სობ­ჩა­კი, რო­მე­ლიც ძმის­შვილს ქორ­წილ­ში არ მი­უწ­ვე­ვია. ქსე­ნი­ას მას­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. წლე­ბის წინ, რო­დე­საც სობ­ჩა­კი სკან­და­ლუ­რი პრო­ექ­ტის "Дом 2"-ს წამ­ყვა­ნი იყო, ბი­ძამ ერთ-ერთ გა­ზეთს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რო­მელ­შიც ძმის­შვი­ლი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა და ურ­ჩია, ფული სხვა, უფრო მი­სა­ღე­ბი გზით ეშო­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია eg.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ქსენია სობჩაკი ქმარმა ქორწილიდან მეორე დღეს მიატოვა

ქსენია სობჩაკი  ქმარმა ქორწილიდან მეორე დღეს მიატოვა

საიდუმლო ქორწილის შემდეგ ყველა ელოდა, რომ რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი და მისი მეუღლე მაქსიმ ვიტორგანი პარიზში ან კარიბის კუნძულებზე გაემგზავრებოდნენ. თუმცა "ანტიგლამურული" ქორწილი არანაკლებ უჩვეულო თაფლობის თვით გაგრძელდა - წყვილი მოსკოვში დარჩა. ქორწინების მეორე დღეს კი ქსენია "გოგოლის ცენტრის" გახსნის ცერემონიაზე მეუღლის გარეშე გამოცხადდა. ყველა ელოდა, რომ მაქსიმ ვიტორგანი მეუღლეს მოგვიანებით შემოუერთდებოდა, თუმცა მსახიობი არ მოვიდა.

მიუხედავად ამისა, სობჩაკი ახლადშეძენილი სტატუსის დემონსტრირებას ყველანაირად ცდილობდა - ბედნიერი ღიმილი სახეზე, საქორწინო ბეჭედი, საგანგებოდ შერჩეული ვარცხნილობა და ყვავილებიანი მოკლე კაბა. თვითმხილველებს მხედველობიდან არ გამორჩათ, რომ იგივე კაბა ქსენიას ხშირად ეცვა სხვადასხვა ღონისძიებაზე, როდესაც გვერდს ყოფილ საყვარლებს - ჯერ სერგეი კაპკოვსა და შემდეგ, ილია იაშინს უმშვენებდა. საზოგადოებაში ხუმრობენ კიდეც, რომ სობჩაკი მამაკაცებს იმაზე ხშირად იცვლის, ვიდრე ერთი კაბა მოდიდან გადადის.

სპექტაკლის შემდეგ ტელეწამყვანმა მეგობრებისგან მილოცვები მიიღო, თუმცა მისი მეუღლის ადგილსამყოფელისა და ქორწილის დეტალების შესახებ შეკითხვებს არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ მავანი სობჩაკის დაქორწინებას ეჭვქვეშ აყენებს, მათ შორის მისი ღვიძლი ბიძა ალექსანდრე სობჩაკი, რომელიც ძმისშვილს ქორწილში არ მიუწვევია. ქსენიას მასთან ცუდი ურთიერთობა აქვს. წლების წინ, როდესაც სობჩაკი სკანდალური პროექტის "Дом 2"-ს წამყვანი იყო, ბიძამ ერთ-ერთ გაზეთს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ძმისშვილი მკაცრად გააკრიტიკა და ურჩია, ფული სხვა, უფრო მისაღები გზით ეშოვა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები