საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღეს 8 წელი გავიდა. როგორ "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ განუცხადა , ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები დიდუბის პანთეონში, დღეს, 14:00 საათზე შეიკრიბებიან.
ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, საქართველოს პრემიერ- მინისტრი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.
ოჯახს აღნიშნული ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია.