მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლია მიშელმა სერიალში ნამდვილი სიყვარული იპოვა
ლია მიშელმა სერიალში ნამდვილი სიყვარული იპოვა

ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის "კლუ­ბის" ვარ­სკვლა­ვი ლია მი­შე­ლი ცოტა ხნის წინ კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დის L"Oreal Paris-ის ახა­ლი სახე გახ­და. ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა­ში ეს კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­ბი­ჯია.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია "ლო­რე­ა­ლის" ოჯა­ხის წევ­რო­ბა, - ამ­ბობს ლია, - ამ მარ­კის ფანი ვარ და ახლა მის ნა­წი­ლა­დაც ვი­ქე­ცი".

ყო­ველ­თვის ხა­ლი­სი­ან­მა და მო­ღი­მარ­მა ლიამ 26 წლის ასაკ­ში ბევ­რს მი­აღ­წია. პო­პუ­ლა­რუ­ლია, აღი­ა­რე­ბუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის კრი­ტი­კო­სებს შო­რის და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბი სთა­ვა­ზო­ბენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. გარ­და ამი­სა, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს "მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის" სი­ა­შიც მოხ­ვდა, ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლე­ბის რე­ი­ტინ­გებ­შიც ასა­ხე­ლე­ბენ და "ვიქ­ტო­რი­ას სიქ­რე­ტის" მფლო­ბელ­თა მიერ შედ­გე­ნილ სი­ა­ში ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ღი­მი­ლის მფლო­ბე­ლა­დაც მო­იხ­სე­ნი­ეს.

პო­პუ­ლა­რო­ბა მას სე­რი­ალ­მა "კლუბ­მა" მო­უ­ტა­ნა, რო­მელ­შიც სკო­ლის გუნ­დის სო­ლის­ტი გო­გო­ნას, რე­ი­ჩელ ბე­რის როლი ითა­მა­შა. გა­და­ღე­ბე­ბი 2009 წლი­დან და­ი­წყო და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. აქამ­დე ლია ბროდ­ვე­ის დად­გმებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ულ პრე­მი­ა­ზე იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი.

ლია ნიუ-იორ­კის შტა­ტის ქა­ლაქ ბრონ­ქსშია და­ბა­დე­ბუ­ლი, ედიტ და მარკ სარ­ფა­ტე­ბის ოჯახ­ში. დე­და­მი­სი იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კე­ლია, მა­მას კი ებ­რა­უ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. ხე­ლოვ­ნე­ბის უმაღ­ლე­სი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა, ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ას­რუ­ლა და მას მერე სცე­ნას მი­უ­ძღვნა თავი.

გარ­და მსა­ხი­ო­ბო­ბი­სა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რის, რა­მაც ძა­ლი­ან შე­უ­წყო ხელი წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რა­ში. ჯერ კი­დევ რვა წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და თე­ატ­რა­ლურ მი­უ­ზიკ­ლებ­ში და საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და. სე­რი­ალ­ში მოხ­ვედ­რაც ბევრწი­ლად ამ გა­მოც­დი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"კლუბ­ში" გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლის­თვის არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დო მი­ი­ღო, არა­ერ­თხელ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბად კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

გარ­და ამი­სა, სე­რი­ალ­მა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. "კლუბ­ში" გა­იც­ნო პარტნი­ო­რი კორი მონ­ტე­ი­ტი, რო­მელ­საც 2012 წლის იან­ვრი­დან ხვდე­ბა.

"უკვე არც მახ­სოვს ის დრო, როცა კორი არ იყო ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მას­ზე უკეთ არა­ვინ მიც­ნობს. ისე­თი გან­ცდა მაქვს, რომ სა­ო­ცა­რი საყ­რდე­ნი გა­მიჩ­ნდა, რო­მე­ლიც მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მეტ სი­მაღ­ლე­ზე გა­დავ­ხტე და სვლა გან­ვაგ­რძო. პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში თავს ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ", - აღი­ა­რებს ლია.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ლია მიშელმა სერიალში ნამდვილი სიყვარული იპოვა

ლია მიშელმა სერიალში ნამდვილი სიყვარული იპოვა

ცნობილი სერიალის "კლუბის" ვარსკვლავი ლია მიშელი ცოტა ხნის წინ კოსმეტიკური ბრენდის L"Oreal Paris-ის ახალი სახე გახდა. ახალგაზრდა მსახიობის კარიერაში ეს კიდევ ერთი წარმატებული და აღსანიშნავი ნაბიჯია.

"ჩემთვის დიდი პატივია "ლორეალის" ოჯახის წევრობა, - ამბობს ლია, - ამ მარკის ფანი ვარ და ახლა მის ნაწილადაც ვიქეცი".

ყოველთვის ხალისიანმა და მოღიმარმა ლიამ 26 წლის ასაკში ბევრს მიაღწია. პოპულარულია, აღიარებული კინოსა და თეატრის კრიტიკოსებს შორის და მსოფლიოს წამყვანი ბრენდები სთავაზობენ თანამშრომლობას. გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს "მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების" სიაშიც მოხვდა, ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგებშიც ასახელებენ და "ვიქტორიას სიქრეტის" მფლობელთა მიერ შედგენილ სიაში ყველაზე სექსუალური ღიმილის მფლობელადაც მოიხსენიეს.

პოპულარობა მას სერიალმა "კლუბმა" მოუტანა, რომელშიც სკოლის გუნდის სოლისტი გოგონას, რეიჩელ ბერის როლი ითამაშა. გადაღებები 2009 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქამდე ლია ბროდვეის დადგმებში მონაწილეობდა, რის გამოც რამდენიმე პროფესიულ პრემიაზე იყო ნომინირებული.

ლია ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბრონქსშია დაბადებული, ედიტ და მარკ სარფატების ოჯახში. დედამისი იტალიური წარმოშობის ამერიკელია, მამას კი ებრაული ფესვები აქვს. ხელოვნების უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა სცენაზე გამოსვლა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც ხელოვნების ფაკულტეტი დაასრულა და მას მერე სცენას მიუძღვნა თავი.

გარდა მსახიობობისა, შესანიშნავად მღერის, რამაც ძალიან შეუწყო ხელი წარმატებულ კარიერაში. ჯერ კიდევ რვა წლიდან მონაწილეობდა თეატრალურ მიუზიკლებში და საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. სერიალში მოხვედრაც ბევრწილად ამ გამოცდილების დამსახურებაა.

"კლუბში" განსახიერებული როლისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო, არაერთხელ დაუსახელებიათ საუკეთესო მსახიობად კომედიურ სერიალში შესრულებული როლისთვის.

გარდა ამისა, სერიალმა მის პირად ცხოვრებაზეც დიდი გავლენა მოახდინა. "კლუბში" გაიცნო პარტნიორი კორი მონტეიტი, რომელსაც 2012 წლის იანვრიდან ხვდება.

"უკვე არც მახსოვს ის დრო, როცა კორი არ იყო ჩემი შეყვარებული. მასზე უკეთ არავინ მიცნობს. ისეთი განცდა მაქვს, რომ საოცარი საყრდენი გამიჩნდა, რომელიც მაძლევს საშუალებას, მეტ სიმაღლეზე გადავხტე და სვლა განვაგრძო. პირველად ცხოვრებაში თავს ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობ", - აღიარებს ლია.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება