სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი ბეზრუკოვი - "ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი უარი!"
სერგეი ბეზრუკოვი - "ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი უარი!"

პო­პუ­ლა­რუ­ლი რუსი მსა­ხი­ო­ბი სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი "ბე­დის ირო­ნი­ის" შემ­დეგ კი­დევ ერთი კლა­სი­კუ­რი საბ­ჭო­თა კო­მე­დი­ის რი­მე­იკ­ში - "იღ­ბლი­ან ჯენტლმე­ნებ­ში" გა­მოჩ­ნდა. 1971 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი კი­ნო­ფილ­მის რი­მე­ი­კი ისე­თი­ვე შე­დევ­რად ვერ იქცა, თუმ­ცა სა­ა­ხალ­წლოდ ბევ­რს მოჰ­გვა­რა ღი­მი­ლი და ბევ­რიც კარ­გად ახარ­ხა­რა, შემ­ქმნე­ლებს კი კარ­გი ფუ­ლიც მო­უ­ტა­ნა.

"ძვე­ლი ფილ­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბულ სუ­რა­თებს ხში­რად აფუ­ჭე­ბენ"

- სერ­გეი, თა­ვის დრო­ზე ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი სე­რი­ო­ზუ­ლად გაბ­რაზ­და, როცა რე­მიქ­სე­ბის მე­ფედ და­ა­სა­ხე­ლეს. არ გე­ში­ნი­ათ, რომ თქვენც რი­მე­ი­კე­ბის მეფე გი­წო­დონ?

- არ ვფიქ­რობ, რომ ეგ მე­მუქ­რე­ბო­დეს. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ რი­მე­ი­კე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. საკ­მა­ოდ ძნე­ლად მი­ვი­ღე ახალ "ჯენტლმე­ნებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მეც ეჭ­ვით ვუ­ყუ­რებ ძვე­ლი საბ­ჭო­თა ფილ­მე­ბის გა­ახ­ლე­ბას. გარ­და იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბი ვარ, ისე­თი­ვე მა­ყუ­რე­ბე­ლი გახ­ლა­ვართ, რო­გო­რიც ყვე­ლა. სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­დი­ვარ ახა­ლი ფილ­მე­ბის სა­ნა­ხა­ვად. კეპს ვი­ხუ­რავ, სათ­ვა­ლეს ვი­კე­თებ, შარფში ჩავრგავ სა­ხეს და ვუ­ყუ­რებ. თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ ინ­კოგ­ნი­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას - თუ მხე­და­ვენ დარ­ბაზ­ში, იყუ­რე­ბი­ან, ჩემს რე­აქ­ცი­ას აკ­ვირ­დე­ბი­ან. თუმ­ცა ძვე­ლი ფილ­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბულ სუ­რა­თებს ხში­რად აფუ­ჭე­ბენ. მეც, რო­გორც კი გა­ვი­გე ახა­ლი "ჯენტლმე­ნე­ბის" შე­სა­ხებ, ვი­ფიქ­რე, რომ ტყუ­ი­ლი წყლის ნაყ­ვა იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, ბე­დის ირო­ნი­ით, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კავ­დნენ ამ სუ­რათ­ზე და ისე და­მარ­წმუ­ნეს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. იმპრო­ვი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო და ნი­ჭი­ე­რი, აზარ­ტუ­ლი, იუ­მო­რის გრძნო­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წყა­ლო­ბით ეს სუ­რა­თი "იღ­ბლი­ა­ნი ჯენტლმე­ნე­ბის" კლო­ნი კი არ გახ­და, არც პა­რო­დია იმ მშვე­ნი­ე­რი კო­მე­დი­ი­სა, არა­მედ სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფილ­მი. ყვე­ლამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გმი­რი შექ­მნა. მეც არა­ნა­ი­რად არ შე­მიქ­მნია ევ­გე­ნი ლე­ო­ნო­ვის პერ­სო­ნა­ჟის ასლი. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამ ფილმში თა­ვის მო­სუ­ლე­ლე­ბა, ცელ­ქო­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ცინ­ვაც კი.

- თუ ამის­თვის მზად ხართ, მა­შინ კი­დევ ვი­ცი­ნოთ თქვენ­ზე. ალ­ბათ იცით ასე­თი ხუმ­რო­ბა: "სიკ­ვდი­ლი არ არის სა­ში­ში. სა­ში­შია, როცა სიკ­ვდი­ლის მერე შენს როლს სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი ითა­მა­შებს"...

- სამ­წუ­ხა­როდ, ვიცი. ამ ფრა­ზას ვა­ლენ­ტინ გაფტს მი­ა­წე­რენ, თუმ­ცა მას რომ შევ­ხვდი, გულ­წრფე­ლად მი­თხრა: "სე­რი­ოჟა, ხომ იცი, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ. და­მი­ჯე­რე, მსგავ­სი არა­ფე­რი მით­ქვამს და ვერც ვი­ტყო­დი". მე გულ­წრფე­ლად ვწუხ­ვარ, რომ ჭო­რი­კა­ნე­ბი ისეთ დიდ ოს­ტა­ტებს მი­ა­წე­რენ რა­ღა­ცებს, რო­გო­რიც ვა­ლენ­ტინ გაფ­ტია. მას რომ მარ­თლა მო­ენ­დო­მე­ბი­ნა ჩემ­ზე რა­ი­მეს შე­თხზვა, გა­ცი­ლე­ბით უფრო ნი­ჭი­ე­რად შე­თხზავ­და.

"ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ვთქვი უარი ამ პრო­ექ­ტზე"

- ისე მოხ­და, რომ ბოლო წლებ­ში გახ­მა­უ­რე­ბულ, კო­მერ­ცი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ზე გათ­ვლილ პრო­ექ­ტებ­ში ხვდე­ბით. ასეთ ღრმა და მრა­ვალ­მხრივ მსა­ხი­ობს არ­ტკი­ნო არ გე­ნატ­რე­ბათ?

- სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი მსგავს პრო­ექ­ტებ­ში, მაგ­რამ არ მი­მი­ღია ასე­თი წი­ნა­და­დე­ბე­ბი. თუმ­ცა ვერც იმას ვი­ტყვი, რომ მხო­ლოდ კო­მერ­ცი­ულ, გა­სარ­თობ სუ­რა­თებ­ში ვთა­მა­შობ­დი. იყო ფილ­მი "მატ­ჩი", რო­მე­ლიც კო­მერ­ცი­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, კარ­გი, პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­რა­თია. ასე­ვე ფილ­მი "ვი­სოც­კი. გმად­ლობთ, რომ ცო­ცხა­ლია", არა­ნა­ი­რად არ არის კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი. სე­რი­ო­ზუ­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დრა­მაა. უბ­რა­ლოდ, ხალ­ხი მი­ეჩ­ვია კი­ნო­ში და­სას­ვე­ნებ­ლად და გა­სარ­თო­ბად სი­ა­რულს.

- ახ­სე­ნეთ ფილ­მი "ვი­სოც­კი...". ეს ფილ­მი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს ვი­სოც­კის ახ­ლო­ბელ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა - მა­რი­ნა ვლა­დიმ, სტა­ნის­ლავ გო­ვო­რუ­ხინ­მა...

- ვფიქ­რობ, რომ ეს ნა­წი­ლობ­რივ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გა­მოა, მათ სურთ ვი­სოც­კი მი­ი­სა­კუთ­რონ. ჩვენ ამ სუ­რათ­ში ვი­სოც­კის პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა არ შეგ­ვი­ლა­ხავს, ყვე­ლა კადრში მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტეთ.

- ცნო­ბი­ლია, რომ უარი თქვით "ბრი­გა­და-2"-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკვე გა­მო­ვი­და ეკ­რან­ზე. არა­და, თა­ვის დრო­ზე სწო­რედ "ბრი­გა­დამ" მო­გი­ტა­ნათ პო­პუ­ლა­რო­ბა და თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლეც (მსა­ხი­ო­ბი ირი­ნა ბეზ­რუ­კო­ვა - მთარ­გმ.) იქ გა­ი­ცა­ნით... მე­სა­მე ნა­წი­ლის გა­და­ღე­ბა­ზეც ლა­პა­რა­კო­ბენ...

- არა, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ვთქვი უარი ამ პრო­ექ­ტზე და ეს საკ­მა­რი­სია.

დო­სიე

სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი 1973 წელს და­ი­ბა­და მოს­კოვ­ში, მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის ვი­ტა­ლი ბეზ­რუ­კო­ვის ოჯახ­ში. ტა­ბა­კო­ვის სკო­ლა-სტუ­დი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მი­სი­ვე თე­ატ­რში მუ­შა­ობს დღემ­დე. 2002 წელს გა­და­ი­ღეს სე­რი­ალ­ში "ბრი­გა­და", რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფილ­მებ­ში "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა", "პუშ­კი­ნი. უკა­ნას­კნე­ლი დუ­ე­ლი", "ბე­დის ირო­ნია. გაგ­რძე­ლე­ბა", "ჩი­ნუ­რი სერ­ვი­ზი", "იღ­ბლი­ა­ნი ჯენტლმე­ნე­ბი"...

დიდი ხა­ნია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა შვი­ლი ჯერ არ ჰყავს. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ მისი ცოლი და­ფეხ­მძიმ­და და 47 წლის ასაკ­ში გა­ა­ჩენს შვილს.

სერ­გეი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­თაც არის ცნო­ბი­ლი, პუ­ტი­ნის პარ­ტია "ედი­ნა­ია რო­სი­ას" წევ­რია. თუმ­ცა 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში უარი თქვა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭერ ვი­დე­ორ­გოლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმით ახ­სნა, რომ არ სურ­და, თა­ვი­სი აზ­რით სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვან­ზე მო­ეხ­დი­ნა გავ­ლე­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ იმა­ვე მო­საზ­რე­ბას არ შე­უშ­ლია მის­თვის ხელი, თბი­ლის­ში თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­მო­სულს, სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლად არ­ცთუ კო­რექ­ტუ­ლად გა­ე­ქი­ლი­კე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

სერგეი ბეზრუკოვი - "ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი უარი!"

სერგეი ბეზრუკოვი - "ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი უარი!"

პოპულარული რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი "ბედის ირონიის" შემდეგ კიდევ ერთი კლასიკური საბჭოთა კომედიის რიმეიკში - "იღბლიან ჯენტლმენებში" გამოჩნდა. 1971 წელს გადაღებული ცნობილი კინოფილმის რიმეიკი ისეთივე შედევრად ვერ იქცა, თუმცა საახალწლოდ ბევრს მოჰგვარა ღიმილი და ბევრიც კარგად ახარხარა, შემქმნელებს კი კარგი ფულიც მოუტანა.

"ძველი ფილმების მიხედვით გადაღებულ სურათებს ხშირად აფუჭებენ"

-  სერგეი, თავის დროზე ფილიპ კირ­კოროვი სერიოზულად გაბრაზდა, როცა რემიქსების მეფედ დაასახელეს. არ გეშინიათ, რომ თქვენც რიმეიკების მეფე გი­წოდონ?

-  არ ვფიქრობ, რომ ეგ მემუქრებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ რიმეიკები ერთმანეთისგან განსხვავდება. საკმაოდ ძნელად მივიღე ახალ "ჯენტლმენებში" მონაწილეობის გადაწყვეტილება. მეც ეჭვით ვუყურებ ძველი საბჭოთა ფილმების გაახლებას. გარდა იმისა, რომ მსახიობი ვარ, ისეთივე მაყურებელი გახლავართ, როგორიც ყველა. სიამოვნებით დავდივარ ახალი ფილმების სანახავად. კეპს ვიხურავ, სათვალეს ვიკეთებ, შარფში ჩავრგავ სახეს და ვუყურებ. თუმცა იშვიათად ვახერხებ ინკოგნიტობის შენარჩუნებას - თუ მხედავენ დარბაზში, იყურებიან, ჩემს რეაქციას აკვირდებიან. თუმცა ძველი ფილმების მიხედვით გადაღებულ სურათებს ხშირად აფუჭებენ. მეც, როგორც კი გავიგე ახალი "ჯენტლმენების" შესახებ, ვიფიქრე, რომ ტყუილი წყლის ნაყვა იქნებოდა. თუმცა, ბედის ირონიით, ისეთი ადამიანები დაკავდნენ ამ სურათზე და ისე დამარწმუნეს, რომ გადაწყვეტილება მივიღე. იმპროვიზაციის საშუალება გვქონდა გადასაღებ მოედანზე, იყო თავისუფალი გარემო და ნიჭიერი, აზარტული, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანების წყალობით ეს სურათი "იღბლიანი ჯენტლმენების" კლონი კი არ გახდა, არც პაროდია იმ მშვენიერი კომედიისა, არამედ სრულიად დამოუკიდებელი ფილმი. ყველამ დამოუკიდებელი გმირი შექმნა. მეც არანაირად არ შემიქმნია ევგენი ლეონოვის პერსონაჟის ასლი. ჩემთვის საინტერესო იყო ამ ფილმში თავის მოსულელება, ცელქობა, საკუთარი თავის დაცინვაც კი.

-  თუ ამისთვის მზად ხართ, მაშინ კიდევ ვიცინოთ თქვენზე. ალბათ იცით ასეთი ხუმრობა: "სიკვდილი არ არის საშიში. საშიშია, როცა სიკვდილის მერე შენს როლს სერგეი ბეზრუკოვი ითამაშებს"...

-  სამწუხაროდ, ვიცი. ამ ფრაზას ვალენტინ გაფტს მიაწერენ, თუმცა მას რომ შევხვდი, გულწრფელად მითხრა: "სერიოჟა, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ. დამიჯერე, მსგავსი არაფერი მითქვამს და ვერც ვიტყოდი". მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჭორიკანები ისეთ დიდ ოსტატებს მიაწერენ რაღაცებს, როგორიც ვალენტინ გაფტია. მას რომ მართლა მოენდომებინა ჩემზე რაიმეს შეთხზვა, გაცილებით უფრო ნიჭიერად შეთხზავდა.

"ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი უარი ამ პროექტზე"

-  ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში გახმაურებულ, კომერციულ წარმატებაზე გათვლილ პროექტებში ხვდებით. ასეთ ღრმა და მრავალმხრივ მსახიობს არტკინო არ გენატრებათ?

-  სიამოვნებით ვითამაშებდი მსგავს პროექტებში, მაგრამ არ მიმიღია ასეთი წინადადებები. თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ მხოლოდ კომერციულ, გასართობ სურათებში ვთამაშობდი. იყო ფილმი "მატჩი", რომელიც კომერციულად წარმატებული არ ყოფილა, კარგი, პატრიოტული სურათია. ასევე ფილმი "ვისოცკი. გმადლობთ, რომ ცოცხალია", არანაირად არ არის კომერციული პროექტი. სერიოზული, ფსიქოლოგიური დრამაა. უბრალოდ, ხალხი მიეჩვია კინოში დასასვენებლად და გასართობად სიარულს.

-  ახსენეთ ფილმი "ვისოცკი...". ეს ფილმი მკაცრად გააკრიტიკეს ვისოცკის ახლობელმა ადამიანებმა - მარინა ვლადიმ, სტანისლავ გოვორუხინმა...

-  ვფიქრობ, რომ ეს ნაწილობრივ ეჭვიანობის გამოა, მათ სურთ ვისოცკი მიისაკუთრონ. ჩვენ ამ სურათში ვისოცკის პატივი და ღირსება არ შეგვილახავს, ყველა კადრში მის მიმართ პატივისცემა გამოვხატეთ.

-  ცნობილია, რომ უარი თქვით "ბრიგადა-2"-ში მონაწილეობაზე, რომელიც უკვე გამოვიდა ეკრანზე. არადა, თავის დროზე სწორედ "ბრიგადამ" მოგიტანათ პოპულარობა და თქვენი მომავალი მეუღლეც (მსახიობი ირინა ბეზრუკოვა - მთარგმ.) იქ გაიცანით... მესამე ნაწილის გადაღებაზეც ლაპარაკობენ...

-  არა, ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი უარი ამ პროექტზე და ეს საკმარისია.

დოსიე

სერგეი ბეზრუკოვი 1973 წელს დაიბადა მოსკოვში, მსახიობისა და რეჟისორის ვიტალი ბეზრუკოვის ოჯახში. ტაბაკოვის სკოლა-სტუდიის დამთავრების შემდეგ მისივე თეატრში მუშაობს დღემდე. 2002 წელს გადაიღეს სერიალში "ბრიგადა", რომელმაც წარმატება მოუტანა. ასევე მონაწილეობდა ფილმებში "ოსტატი და მარგარიტა", "პუშკინი. უკანასკნელი დუელი", "ბედის ირონია. გაგრძელება", "ჩინური სერვიზი", "იღბლიანი ჯენტლმენები"...

დიდი ხანია დაქორწინებულია, თუმცა შვილი ჯერ არ ჰყავს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მრავალი მცდელობის შემდეგ მისი ცოლი დაფეხმძიმდა და 47 წლის ასაკში გააჩენს შვილს.

სერგეი პოლიტიკური აქტივობითაც არის ცნობილი, პუტინის პარტია "ედინაია როსიას" წევრია. თუმცა 2012 წლის თებერვალში უარი თქვა პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ ვიდეორგოლში მონაწილეობაზე. თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურდა, თავისი აზრით სხვა ადამიანების არჩევანზე მოეხდინა გავლენა. საინტერესოა, რომ იმავე მოსაზრებას არ შეუშლია მისთვის ხელი, თბილისში თეატრალურ ფესტივალზე ჩამოსულს, სპექტაკლის მსვლელობისას იმპროვიზებულად არცთუ კორექტულად გაექილიკებინა საქართველოს პრეზიდენტი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება