სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის (და)იჭერენ გიგი უგულავას?!
რისთვის (და)იჭერენ გიგი უგულავას?!

ფაქ­ტი ერ­თია - თბი­ლის­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო და ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ეს მა­ნამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ გიგი უგუ­ლა­ვა თა­ვის პოსტზეა. მას შემ­დეგ, რაც იგი და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს, უკვე ეჭ­ვის ქვეშ დად­გა ის სა­კი­თხიც, მი­აღ­წევს თუ არა იგი თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. 750 "ლევი" თა­ნამ­შრომ­ლი­სა და "მუ­სი­კა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" ოთხი ალ­პი­ნისტ-დამ­სუფ­თა­ვებ­ლის შემ­დეგ, რა თქმა უნდა სხვა ბევ­რი ასე­თი ოდი­ო­ზუ­რი ფაქ­ტი გა­მო­ვა სამ­ზე­ო­ზე. მაგ­რამ ის, რის გა­მოც უგუ­ლა­ვა შე­საძ­ლოა და­ა­კა­ვონ, ბევ­რად სე­რი­ო­ზულ სეგ­მენტს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ეს გახ­ლავთ მე­რი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტენ­დერე­ბი და სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლი. ამ ეტაპ­ზე შე­ის­წავ­ლე­ბა (ფაქ­ტობ­რი­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლია) ფი­ნან­სუ­რი გე­ნინ­სპექ­ცი­ის მიერ 2011 წელს თბი­ლის­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნი­სა და ახა­ლი მან­ქა­ნე­ბით ხა­ზე­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბის პრო­ცე­სი.

2011 წლის და­სა­წყის­ში თბი­ლი­სის მე­რი­ამ ჩა­ა­ტა­რა ტენ­დე­რი ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით დე­და­ქა­ლაქ­ში მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა­ზე. ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა ოთხმა კომ­პა­ნი­ამ - შპს "ფაბ­ლიქ ქარ­მა", რო­მელ­საც ისა­ნი-სამ­გო­რის ხა­ზის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და­ე­ვა­ლა, შპს "თბილ ლა­ინ­მა" ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს და გლ­და­ნი ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნებ­ში, შპს "კა­პი­ტალ გრუპ­მა" ძვე­ლი თბი­ლი­სი­სა და დიდ­გო­რის რა­ი­ონ­ში და შპს "თბილ ქარ­მა" დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში. ოთხი­ვე კომ­პა­ნია გა­მარ­ჯვე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში თბი­ლი­სის მერ­მა და­უქ­ვემ­დე­ბა­რა ერთ კომ­პა­ნი­ას - შპს "თბილ­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს", რო­მელ­საც უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ოთხი­ვე ამ კომ­პა­ნი­ა­ზე ზე­დამ­ხე­დე­ვე­ლო­ბა და კონ­ტრო­ლი. ამი­ე­რი­დან, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ეს ოთხი კომ­პა­ნი­აა "ქრე­ბა" და ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი ისე გა­და­დის შპს "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" ხელ­ში, რომ კა­ციშ­ვილს არ უკი­თხავს, კი მაგ­რამ ეს "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი" ვისი ტიკი-ტო­მა­რა­ოო? არც ტენ­დერ­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არც ტენ­დერამ­დე გა­ნუ­სა­ზღვრავს მისი მა­კონ­ტრო­ლებ­ლის ფუნ­ქცი­ე­ბი ვინ­მეს და ახლა ვინ შე­მო­იყ­ვა­ნა თა­მაშ­შიო? ვინ და პა­ტივ­ცე­მულ­მა თბი­ლი­სის მერ­მა, მაგ­რამ ამა­ზე ცოტა ქვე­მოთ, პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­სა­ლე­ბი­დან.

სა­ნამ ეს ოთხი კომ­პა­ნია თა­ვის დაფ­ნის გვირ­გი­ნებს ერთ კომ­პა­ნი­ას გა­დას­ცემ­და, მა­ნამ­დე მათ ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­უკ­ვე­თეს შპს "ჯი-თი მო­ტორსს". ეს გახ­ლავთ "ფორ­დის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც ვი­თომ­და 2011-2012 წლის მო­დე­ლე­ბი მიჰ­ყი­და მათ აღ­ჭურ­ვი­ლი 2,4 ტურ­ბი­რე­ბუ­ლი დი­ზე­ლის ძრა­ვე­ბი­თა და მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფე­ბით. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი თურ­ქეთ­ში გახ­ლდათ დამ­ზა­დე­ბუ­ლია ქა­ლაქ კო­ჩა­ელ­ში.

ამის შემ­დეგ და­ი­წყო მძღო­ლებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის პრო­ცე­სი. ყვე­ლა­ზე მეტი მა­შინ იყ­ვი­რა "რეს­პუბ­ლი­კელ­მა" თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა, რო­მელ­მაც თბი­ლი­სის მერს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლებ­თან გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­და­ხედ­ვას და გა­უქ­მე­ბა მოს­თხო­ვა. მისი თქმით, "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი"-ს მძღო­ლებ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მძი­მე და კა­ბა­ლუ­რია. კერ­ძოდ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბით მძღო­ლებს ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­მო­ეს­ყი­დათ (შე­ეძ­ლოთ კი არა, უნდა გა­მო­ეს­ყი­დათ) სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი 50 ათა­სი ევ­როდ, მა­შინ რო­დე­საც ამ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 18 ათას ევ­როს შე­ად­გენ­და. (დღეს-დღე­ო­ბით, ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მა­სა­ლებ­ში მო­ი­პო­ვე­ბა დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს ეს 18 ათას ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრე­ის­კუ­რან­ტი, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ ასე­ვე გა­და­მოწ­მდე­ბა).

მძღო­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე უნდა შე­ე­ტა­ნათ სა­გა­რან­ტიო თან­ხა 500 ევრო, შემ­დეგ კი კომ­პა­ნი­ი­სა­გან იჯა­რით აი­ღებ­დნენ მან­ქა­ნებს და თვე­ში 463 ევ­როს გა­და­იხ­დიდ­ნენ. ავ­ტო­მან­ქა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ხარ­ჯი მძღო­ლებს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით უნდა და­ე­ფა­რათ.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ აქე­დან იღებს გიგი უგუ­ლა­ვას მიერ ნახ­სე­ნე­ბი "ჩუ­კე­ნო­ბა" სა­თა­ვეს, რო­მე­ლიც მას სა­სუ­ლი­ე­რო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­დან სუ­ლაც არ წა­მო­უ­ღია. რო­გორც კი მძღო­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რა აი­ძუ­ლეს, გიგი უგუ­ლა­ვამ დიდი შლან­გი მო­ი­მარ­ჯვა და კა­მე­რე­ბის წინ ერთი "ფორდ ტრან­ზი­ტი" თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­რე­ცხა, ზედ თა­ვი­სი შარ­ვალ-კოს­ტი­უ­მი მი­ა­ყო­ლა და რო­დე­საც შლანგს "მო­ი­კის" ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს გა­დას­ცემ­და, დაც­ვას ჩა­უ­ლა­პა­რა­კა - "ძლივს არ მოვ­რჩი ჩუ­კე­ნო­ბა­სო?".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რისთვის (და)იჭერენ გიგი უგულავას?!

რისთვის (და)იჭერენ გიგი უგულავას?!

ფაქტი ერთია - თბილისში დესტაბილიზაციის პროცესი დაიწყო და ბევრი ფიქრობს, რომ ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ გიგი უგულავა თავის პოსტზეა. მას შემდეგ, რაც იგი დაკითხვაზე დაიბარეს, უკვე ეჭვის ქვეშ დადგა ის საკითხიც, მიაღწევს თუ არა იგი თვითმართველობის არჩევნებამდე. 750 "ლევი" თანამშრომლისა და "მუსიკალური კვარტეტის" ოთხი ალპინისტ-დამსუფთავებლის შემდეგ, რა თქმა უნდა სხვა ბევრი ასეთი ოდიოზური ფაქტი გამოვა სამზეოზე. მაგრამ ის, რის გამოც უგულავა შესაძლოა დააკავონ, ბევრად სერიოზულ სეგმენტს განეკუთვნება. ეს გახლავთ მერიის მიერ ჩატარებული ტენდერები და საბიუჯეტო თანხების ხარჯვითი ნაწილი. ამ ეტაპზე შეისწავლება (ფაქტობრივად დასრულებულია) ფინანსური გენინსპექციის მიერ 2011 წელს თბილისში სამარშრუტო ტაქსების შემოყვანისა და ახალი მანქანებით ხაზების დაკომპლექტების პროცესი.

2011 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ ჩაატარა ტენდერი ყვითელი მიკროავტობუსებით დედაქალაქში მგზავრთა გადაყვანაზე. ტენდერში გაიმარჯვა ოთხმა კომპანიამ - შპს "ფაბლიქ ქარმა", რომელსაც ისანი-სამგორის ხაზის უზრუნველყოფა დაევალა, შპს "თბილ ლაინმა" ვაკე-საბურთალოს და გლდანი ნაძალადევის რაიონებში, შპს "კაპიტალ გრუპმა" ძველი თბილისისა და დიდგორის რაიონში და შპს "თბილ ქარმა" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ოთხივე კომპანია გამარჯვებიდან ერთ კვირაში თბილისის მერმა დაუქვემდებარა ერთ კომპანიას - შპს "თბილსის მიკროავტობუსებს", რომელსაც უნდა განეხორციელებინა ოთხივე ამ კომპანიაზე ზედამხედეველობა და კონტროლი. ამიერიდან, ტენდერში გამარჯვებული ეს ოთხი კომპანიაა "ქრება" და ყვითელი მიკროავტობუსების მართვის სადავეები ისე გადადის შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელში, რომ კაციშვილს არ უკითხავს, კი მაგრამ ეს "თბილისის მიკროავტობუსები" ვისი ტიკი-ტომარაოო? არც ტენდერში მიუღია მონაწილეობა, არც ტენდერამდე განუსაზღვრავს მისი მაკონტროლებლის ფუნქციები ვინმეს და ახლა ვინ შემოიყვანა თამაშშიო? ვინ და პატივცემულმა თბილისის მერმა, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ, პროკურატურის მასალებიდან.

სანამ ეს ოთხი კომპანია თავის დაფნის გვირგინებს ერთ კომპანიას გადასცემდა, მანამდე მათ ყვითელი მიკროავტობუსები შეუკვეთეს შპს "ჯი-თი მოტორსს". ეს გახლავთ "ფორდის" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელმაც ვითომდა 2011-2012 წლის მოდელები მიჰყიდა მათ აღჭურვილი 2,4 ტურბირებული დიზელის ძრავებითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფებით. მიკროავტობუსები თურქეთში გახლდათ დამზადებულია ქალაქ კოჩაელში.

ამის შემდეგ დაიწყო მძღოლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. ყველაზე მეტი მაშინ იყვირა "რესპუბლიკელმა" თინათინ ხიდაშელმა, რომელმაც თბილისის მერს სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას და გაუქმება მოსთხოვა. მისი თქმით, "თბილისის მიკროავტობუსი"-ს მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულება მძიმე და კაბალურია. კერძოდ, ხელშეკრულების პირობებით მძღოლებს ათი წლის განმავლობაში უნდა გამოესყიდათ (შეეძლოთ კი არა, უნდა გამოესყიდათ) სამარშრუტო ტაქსები 50 ათასი ევროდ, მაშინ როდესაც ამ მიკროავტობუსების ღირებულება 18 ათას ევროს შეადგენდა. (დღეს-დღეობით, ფინანსური სამსახურის გენერალური ინსპექციის მასალებში მოიპოვება დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შესწავლას საჭიროებს ეს 18 ათას ევროს ღირებულების პრეისკურანტი, რაც სავარაუდოდ ასევე გადამოწმდება).

მძღოლებს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომპანიის ანგარიშზე უნდა შეეტანათ საგარანტიო თანხა 500 ევრო, შემდეგ კი კომპანიისაგან იჯარით აიღებდნენ მანქანებს და თვეში 463 ევროს გადაიხდიდნენ. ავტომანქანასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მძღოლებს საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარათ.

როგორც ამბობენ, სწორედ აქედან იღებს გიგი უგულავას მიერ ნახსენები "ჩუკენობა" სათავეს, რომელიც მას სასულიერო ტერმინოლოგიიდან სულაც არ წამოუღია. როგორც კი მძღოლებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა აიძულეს, გიგი უგულავამ დიდი შლანგი მოიმარჯვა და კამერების წინ ერთი "ფორდ ტრანზიტი" თავიდან ბოლომდე გარეცხა, ზედ თავისი შარვალ-კოსტიუმი მიაყოლა და როდესაც შლანგს "მოიკის" ერთ-ერთ თანამშრომელს გადასცემდა, დაცვას ჩაულაპარაკა - "ძლივს არ მოვრჩი ჩუკენობასო?".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ