სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქნება შემდეგი?
ვინ იქნება შემდეგი?

ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა გა­სუ­ლი კვი­რის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა იყო. ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი?

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ შექ­მნი­ლი სხვა­დას­ხვა ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობს და სკან­და­ლუ­რი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის ერთ-ერთი სე­რია სწო­რედ თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნა­შა­უ­ლე­ბის კვა­ლი თბი­ლი­სის მერ­თან, გიგი უგუ­ლა­ვას­თა­ნაც მივა.

კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა, ჩანს, მხო­ლოდ და­სა­წყი­სია იმ მოვ­ლე­ნე­ბი­სა, რაც მო­მა­ვალ­ში უნდა გან­ვი­თარ­დეს. მარ­თა­ლია, ისი­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს, მაგ­რამ სწო­რედ კუდ-ი იყო ის სტრუქ­ტუ­რა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ბიზ­ნესს აკონ­ტრო­ლებ­დნენ. ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ შე­აშ­ფო­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. მისი თქმით, შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი მისი მე­გო­ბა­რია და სა­ნამ ვიცე-მერი გახ­დე­ბო­და, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ მე­რა­ბიშ­ვილ­ზე არა­ნაკ­ლებ გიგი უგუ­ლა­ვაც შე­აშ­ფო­თა. უგუ­ლა­ვამ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა მე­რი­ას არ უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, უგუ­ლა­ვას სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ვე­ლი არ უნდა ჰქონ­დეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მის და­კა­ვე­ბამ­დე მე­რი­ის ფონ­დე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს მოს­თხო­ვენ პა­სუხს. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვეყ­ნი­დან "ძვე­ლი თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე წა­ვი­და "სამ­კურ­ნა­ლოდ". ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­ლა­ხან უგუ­ლა­ვას იტა­ლი­ა­ში სწო­რედ მას­თან ჰქონ­და "სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა". კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" "პო­ლი­ტი­კუ­რად დევ­ნი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" იმი­ჯის შექ­მნი­სა და ამ გზით ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლის სა­კითხს სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავს.

მე­რი­ის ფონ­დე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა უკვე აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო. თბი­ლი­სის მე­რი­ამ 2005 წლი­დან და­ი­წყო მე­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ფონ­დის შექ­მნა (მა­გა­ლი­თად, "ძვე­ლი თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი", "გუ­და­უ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" და ა.შ., რის შემ­დე­გაც გა­უმჭვირ­ვა­ლე გახ­და სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის ხარ­ჯვა).

2005-2011 წლებ­ში "ძვე­ლი ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბა­ში ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნეს. ეჭვი მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ძვე­ლი ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა" 2010 წლის მა­ის­ში შპს "კლუბ დი­ვას" ან­გა­რიშ­ზე 5.129 ლარი გა­და­რი­ცხა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ვინ იქნება შემდეგი?

ვინ იქნება შემდეგი?

ბაჩო ახალაიასა და კუდ-ის მაღალჩინოსნების დაპატიმრების შემდეგ შოთა ხიზანიშვილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების დაპატიმრება გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო. ვინ იქნება შემდეგი?

ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და მთავარი პროკურატურა თბილისის მერიის მიერ შექმნილი სხვადასხვა ფონდის საქმიანობას სწავლობს და სკანდალური დაპატიმრებების ერთ-ერთი სერია სწორედ თბილისის მერიასთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ, დანაშაულების კვალი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთანაც მივა.

კუდ-ის მაღალჩინოსნების დაპატიმრება, ჩანს, მხოლოდ დასაწყისია იმ მოვლენებისა, რაც მომავალში უნდა განვითარდეს. მართალია, ისინი კონკრეტული ბრალდებებით დააპატიმრეს, მაგრამ სწორედ კუდ-ი იყო ის სტრუქტურა, რომლის მეშვეობით ბიზნესს აკონტროლებდნენ. ხიზანიშვილის დაკავებამ შეაშფოთა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მისი თქმით, შოთა ხიზანიშვილი მისი მეგობარია და სანამ ვიცე-მერი გახდებოდა, 9 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

შოთა ხიზანიშვილის დაკავებამ მერაბიშვილზე არანაკლებ გიგი უგულავაც შეაშფოთა. უგულავამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხიზანიშვილის საქმიანობა მერიას არ უკავშირდება, მაგრამ, როგორც ჩანს, უგულავას სიმშვიდის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. სავარაუდოდ, მის დაკავებამდე მერიის ფონდების ხელმძღვანელებს მოსთხოვენ პასუხს. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყნიდან "ძველი თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე წავიდა "სამკურნალოდ". ჩვენი ინფორმაციით, ახლახან უგულავას იტალიაში სწორედ მასთან ჰქონდა "საიდუმლო სერობა". კულუარული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" "პოლიტიკურად დევნილი ხელისუფლების" იმიჯის შექმნისა და ამ გზით ემიგრაციაში წასვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს.

მერიის ფონდების საქმიანობის შესწავლა უკვე აქტიურად დაიწყო. თბილისის მერიამ 2005 წლიდან დაიწყო მერიასთან არსებული სხვადასხვა ფონდის შექმნა (მაგალითად, "ძველი თბილისის განვითარების ფონდი", "გუდაურის განვითარების ფონდი" და ა.შ., რის შემდეგაც გაუმჭვირვალე გახდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა).

2005-2011 წლებში "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" საქმიანობის შესახებ თბილისის მთავრობაში ანგარიში წარადგინეს. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა" 2010 წლის მაისში შპს "კლუბ დივას" ანგარიშზე 5.129 ლარი გადარიცხა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა