პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე: "ტრიუმფის განცდა 1-ელ ოქტომბერს მქონდა"
მაია ფანჯიკიძე: "ტრიუმფის განცდა 1-ელ ოქტომბერს მქონდა"

მცხე­თა­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ოჯახ­ში მივ­დი­ვართ. სახ­ლის მიგ­ნე­ბა გაგ­ვი­ჭირ­და. ერ­თმა ქალ­მა დაგ­ვაკ­ვა­ლი­ა­ნა, ამ ქუ­ჩა­ზე ერთი სახ­ლის აი­ვან­ზე ბევრ ყვა­ვილს და­ი­ნა­ხავთ, სწო­რედ იქ ცხოვ­რობს მაია ფან­ჯი­კი­ძეო. და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მის გამო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა. კვი­რა­დღეს ძლივს მო­ი­ცა­ლა.

ჭიშ­კარ­თან გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი რიჩი გვე­გე­ბე­ბა. მაია ფან­ჯი­კი­ძის მე­უღ­ლე, პა­ა­ტა თუ­შუ­რაშ­ვი­ლი იჭერს, თო­რემ რიჩი, ალ­ბათ, უფრო "თბი­ლად" შეგ­ვე­გე­ბე­ბო­და. მი­სა­ღებ ოთახ­შიც უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლია. და­ვინ­ტე­რეს­დი, რა­ტომ არ­ჩია "ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი სახ­ლის" დი­ა­სახ­ლის­მა თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბას მცხე­თა­ში და­სახ­ლე­ბა.

- ამ ად­გი­ლას ჩემი მე­უღ­ლის ოჯახს ჰქონ­და სახ­ლი, რო­მე­ლიც 1991 წელს და­იწ­ვა და მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო. ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ად­გი­ლია რაჭა, სა­დაც მა­მა­ჩე­მის აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი დგას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­დე­ნი წელი სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ­დი, ზა­ფხუ­ლი არ გა­მიც­დე­ნია, რა­ჭა­ში არ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. რად­გან ეს ეზო და ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი სახ­ლი გვქონ­და, თბი­ლის­ში ბი­ნის გა­რე­მონ­ტე­ბას, ამ სახ­ლის შე­კე­თე­ბა ვარ­ჩიე. ეს ჯერ კი­დევ მა­შინ გა­დავ­წყვი­ტეთ, რო­დე­საც ჰო­ლან­დი­ა­ში ელ­ჩად ვმუ­შა­ობ­დი და არ არ­სე­ბობ­და არა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ვა­და­ზე ადრე მო­მი­წევ­და აქ დაბ­რუ­ნე­ბა. ისე და­ემ­თხვა, რომ ეს სახ­ლი დამ­თავ­რდა და მეც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს ელ­ჩო­ბი­დან. გა­ზა­ფხუ­ლი იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დით და გა­დავ­წყვი­ტეთ, მცხე­თა­ში დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით. მით უმე­ტეს, რომ აქე­დან სამ­სა­ხურ­ში იო­ლად დავ­დი­ვარ. ეს სახ­ლი შე­უყ­ვარ­და ყვე­ლა მე­გო­ბარს, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს. ყვე­ლას უხა­რო­და აქ მოს­ვლა და ასე მიჰ­ყვა თვე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს. 2,5 წე­ლია აქ ვცხოვ­რობთ.

- პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო კვი­რა, ალ­ბათ, და­ძა­ბუ­ლი იყო, რად­გან ინ­ტერ­ვი­უს­თვის ვერ მო­ი­ცა­ლეთ.

- უამ­რა­ვი ხალ­ხი რე­კავს და 10 წუ­თით შეხ­ვედ­რას მთხოვს. არა­და, შეხ­ვედ­რებს მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი სჭირ­დე­ბა. ასე­ვე არის მთავ­რო­ბის სხდო­მა, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ყო­ველ სა­ღა­მოს ვამ­ბობ, რომ 24 სა­ა­თი არ არის საკ­მა­რი­სი.

ძი­რი­თა­დად და­საქ­მე­ბის გამო მთხო­ვენ შეხ­ვედ­რას. არ გვინ­და, ბევ­რი ხალ­ხი გა­მოვ­ცვა­ლოთ, ამ­დე­ნი ვა­კან­სია სა­მი­ნის­ტრო­ში არ არის. შტა­ტებს ხომ ვერ გავზრდი? იმ მი­ნი­მა­ლურ ვა­კან­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს, თა­ნამ­შრომ­ლებს მი­ვი­ღებთ კონ­კურ­სით, რო­მელ­საც გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ატა­რებს. კონ­კურ­სი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ტარ­დე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლას. რო­დე­საც ვინ­მე მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ინიშ­ნე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ის კონ­კურსს არ გა­დის, მაგ­რამ ყვე­ლა სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ასე­თი წე­სია. რო­გორც ყო­ფილ პე­და­გოგს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მე­თო­დი არ მო­მე­წო­ნოს.

- გერ­მა­ნუ­ლი ენის სიყ­ვა­რუ­ლი და პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, ალ­ბათ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა იყო.

- ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ცოტა სწავ­ლობ­და გერ­მა­ნულ ენას. სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო გერ­მა­ნე­ლი ქა­ლე­ბის (მათ ტან­ტეს, ანუ დე­ი­დას ვე­ძახ­დით) კერ­ძო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის კარ­გი ტრა­დი­ცია. ასეთ კერ­ძო ბაღ­ში დავ­დი­ო­დი, რო­მე­ლიც მო­ნაც­ვლე­ო­ბით ხან ერთ ოჯახ­ში იყო, ხან მე­ო­რე­ში. ერთხანს კოლ­ხურ კოშკშიც მო­მი­წია სი­ა­რულ­მა, რად­გან მე და კოკო გამ­სა­ხურ­დი­ას ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავ­და. კარ­გად მახ­სოვს ბა­ბუა კონ­სტან­ტი­ნე. მახ­სოვს სა­შო­ბაო ნაძ­ვის ხე კოლ­ხურ კოშკში და დიდი მა­გი­და უამ­რა­ვი წიგ­ნით. ამ მა­გი­დას­თან მჯდა­რი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია. მან გერ­მა­ნუ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და და ჩვენ გვე­სა­უბ­რე­ბო­და.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გერ­მა­ნუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და შემ­დეგ სწავ­ლა იე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვაგ­რძე. თბი­ლი­სის და იე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ჰქონ­დათ სტუ­დენ­ტე­ბის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა. მა­მა­ჩე­მი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, ამ­ბობ­და, 18 წლის გოგო მარ­ტო სად უნდა გა­ვუშ­ვა, აქ იყა­ვი, გა­თხოვ­დი და შვი­ლე­ბი გა­ა­ჩი­ნეო. ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი მამა იყო. ბევ­რი ვეხ­ვე­წე, რომ გა­ვეშ­ვი. ბევ­რს ეგო­ნა, იე­ნა­ში იმი­ტომ წა­ვე­დი, რომ მა­მა­ჩემ­მა ჩა­მი­წყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რი­ქით იყო. იე­ნა­ში რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მოს­კოვ­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მკაც­რი გა­სა­უბ­რე­ბა უნდა გა­მევ­ლო. მა­მას ვეხ­ვე­წე­ბო­დი, წა­ვალ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, იქ­ნებ ვერ გავ­დი­ვარ და გული მა­ინც აღარ დამ­წყდე­ბა-მეთ­ქი. დამ­თან­ხმდა და წა­მიყ­ვა­ნა მოს­კოვ­ში. ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო. ეტყო­ბა, და­ი­ნა­ხა, რო­გორ მო­ვემ­ზა­დე და რო­გორ ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რად­გან გა­სა­უბ­რე­ბა კარ­გად გა­ვი­ა­რე, უარი ვე­ღარ მი­თხრა გერ­მა­ნი­ა­ში გაშ­ვე­ბა­ზე.

1983 წელს დავ­ბრუნ­დი გერ­მა­ნი­ი­დან. 23 წლის ვი­ყა­ვი და მუ­შა­ო­ბა ახალ­გახ­სნილ ე.წ. გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში და­ვი­წყე. ამ სკო­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რი, ჰუმ­ბოლ­დტის მკვლე­ვა­რი გუ­რამ რა­მიშ­ვი­ლი იყო. მალე სკო­ლა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ჩემი მა­შინ­დე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ახლა 37 წლის ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან. დღემ­დე "მაია მასს" მე­ძა­ხი­ან. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მი­წყვე­ტია. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წი­ნაც, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, და­მი­რე­კეს, მოვ­დი­ვარ­თო, არ აღ­ვნიშ­ნავ-მეთ­ქი და მა­ინც მო­ვიდ­ნენ.

- პე­და­გო­გო­ბა ხან­გრძლივ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა კა­რი­ე­რამ შეც­ვა­ლა. ეს შემ­თხვე­ვით მოხ­და?

- ესეც სკო­ლის წყა­ლო­ბაა. გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში 1983-დან 1994 წლამ­დე ვას­წავ­ლი­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი ას­პი­რან­ტუ­რა­ში და დი­სერ­ტა­ცია და­ვი­ცა­ვი. უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ვას­წავ­ლი­დი. სწო­რედ იმ ნიშ­ნით, რომ კარ­გი გერ­მა­ნის­ტი ვი­ყა­ვი, კოტე გა­ბაშ­ვილ­მა (რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ნიშ­ნა ელ­ჩად) შე­მომ­თა­ვა­ზა გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ო­ბა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფეხს იდ­გამ­და. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ელ­ჩო­ე­ბი იხ­სნე­ბო­და. ეს ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო რამ და დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო. სა­ელ­ჩო არ არ­სე­ბობ­და და ჩვენ "ავა­შე­ნეთ". 1994 წელს ბონ­ში წა­ვე­დით სა­მუ­შა­ოდ, რად­გან დე­და­ქა­ლა­ქი მა­შინ იქ იყო. ბონ­ში ჩა­სუ­ლებ­მა სა­ელ­ჩოს­თვის შე­ნო­ბა ვი­ქი­რა­ვეთ. არა­ფე­რი გვქონ­და, არც მან­ქა­ნა და არც ან­გა­რი­ში ბან­კში. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ფუნ­ქცია მქონ­და - სა­ელ­ჩოს მე­სა­მე მდი­ვა­ნი ვი­ყა­ვი. მა­შინ ჩვენ­თან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. იმ სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც იყო, ძა­ლი­ან კარ­გი სა­ელ­ჩო გა­ვა­კე­თეთ და ვა­მა­ყობ, რომ ამა­ში დიდი წვლი­ლი მაქვს შე­ტა­ნი­ლი.

- თქვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კა­რი­ე­რა რო­გორც მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო, ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად დას­რულ­და.

- მა­შინ ჰო­ლან­დი­ა­ში ვი­ყა­ვი ელ­ჩად. ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბის მიზ­ნით სა­მი­ნის­ტრო იმე­ი­ლით გზავ­ნი­და ფოს­ტას, წე­რი­ლე­ბი კი კვი­რა­ში ერთხელ მო­დი­ო­და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ფოს­ტით. ერთ დი­ლას მდი­ვა­ნი ბეჭ­დავ­და თბი­ლი­სი­დან მო­სულ წე­რი­ლებს და უცებ ამო­ი­ბეჭ­და ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და ორ კვი­რა­ში გა­მიწ­ვევ­დნენ. ბრძა­ნე­ბა­ში არ ეწე­რა, რა იყო რო­ტა­ცი­ის ვა­და­ზე ადრე შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი და არც ის ეწე­რა, სად მიშ­ვებ­დნენ, არც ის, ჩამ­რი­ცხავ­დნენ თუ არა სა­მი­ნის­ტროს რე­ზერვში. ურე­ზერ­ვოდ არა­ვის ტო­ვე­ბენ, თუ და­ნა­შა­უ­ლი არა აქვს ჩა­დე­ნი­ლი და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ არის საქ­მე გა­და­ცე­მუ­ლი. არ მახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა, რომ რე­ზერვშიც კი არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნოთ დიპ­ლო­მა­ტი. ჩემი შემ­თხვე­ვა, რო­გორც ჩანს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო.

- თქვე­ნი "და­ნა­შა­უ­ლი" ის იყო, რომ თქვე­ნი სიძე, ირაკ­ლი ალა­სა­ნია, ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­ვი­და?

- დიახ, ეს იყო, მაგ­რამ ამას ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად ვერ და­წერ­დნენ და ვერც იმას და­წერ­დნენ, რაც არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად და­სა­ხელ­და, - რომ ვი­თომ­და ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე მივ­ლი­ნე­ბა­ში მყოფ ჩი­ნოვ­ნიკს, რო­მე­ლიც, თურ­მე უდა­ნა­შა­უ­ლოდ მოხ­ვდა პო­ლი­ცი­ა­ში.

- ეს მოხ­და გრი­გოლ ვა­შა­ძის მი­ნის­ტრო­ბი­სას. მას­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ხართ უსა­მარ­თლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო?

- მისი მი­ნის­ტრო­ბის დროს 16-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის დიპ­ლო­მა­ტი სა­მი­ნის­ტრო­დან ისე და­მი­თხო­ვეს, არაფ­რის შან­სი არ და­მი­ტო­ვეს და არც უკი­თხავთ, სად მივ­დი­ო­დი. ვიცი, რომ გრი­გოლ ვა­შა­ძემ იბ­რძო­ლა, რომ ეს არ მომ­ხდა­რი­ყო. და­მი­რე­კა და ეცა­და, აეხ­სნა ის დი­ნე­ბე­ბი, რის გა­მოც ეს მოხ­და; ეცა­და, აეხ­სნა, რომ მას არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი ამის აღ­საკ­ვე­თად. ამ ფაქ­ტი­დან ორ კვი­რა­ში ჰო­ლან­დი­ა­ში იხ­სნე­ბო­და ქარ­თუ­ლი ოქ­როს სა­გან­ძუ­რის დიდი გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­ზეც მთე­ლი წელი მქონ­და ნა­მუ­შე­ვა­რი. გრი­გოლ ვა­შა­ძე ჩა­მო­ვი­და გა­მო­ფე­ნის გახ­სნა­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტიც ჰქონ­და. ეს ჯერ კი­დევ ჩემს პოსტზე ყოფ­ნი­სას მოხ­და. მა­შინ მე და გრი­გოლ ვა­შა­ძემ ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ და ეს სა­კი­თხი ამოვ­წუ­რეთ. მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მეთ­ქვა, რა­საც ვფიქ­რობ­დი. გრი­გოლს 20 წე­ლია ვიც­ნობ. ჩვენს მშობ­ლებს ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა და ასე­თი რა­მე­ე­ბი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამის მერე სამი წელი კონ­ტაქ­ტი არ გვქო­ნია, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შემ­დეგ არ მქო­ნია მას­თან შეხ­ვედ­რის პრობ­ლე­მა.

ელ­ჩის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა 2010 წლის 15 მარტს შე­მი­წყდა. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლა წყალ­გამ­ყო­ფი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. არ მქონ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის რე­სურ­სი, რად­გან ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი იმით, რაც მოხ­და. გა­დავ­წყვი­ტე, რა­ი­მე ნე­იტ­რა­ლუ­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და სკო­ლას და­ვუბ­რუნ­დი. მცხე­თის სკო­ლა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა უხელ­ფა­სოდ, მაგ­რამ ხელ­ფა­სი ხომ მჭირ­დე­ბო­და? პა­რა­ლე­ლუ­რად ორ კერ­ძო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ასე­ვე ვი­ყა­ვი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი და ეს იყო ჩემ­თვის საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი. ამით ვცხოვ­რობ­დი, 2012 წელს კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრესს­პი­კე­რი გავ­ხდი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

მაია ფანჯიკიძე: "ტრიუმფის განცდა 1-ელ ოქტომბერს მქონდა"

მაია ფანჯიკიძე: "ტრიუმფის განცდა 1-ელ ოქტომბერს მქონდა"

მცხეთაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახში მივდივართ. სახლის მიგნება გაგვიჭირდა. ერთმა ქალმა დაგვაკვალიანა, ამ ქუჩაზე ერთი სახლის აივანზე ბევრ ყვავილს დაინახავთ, სწორედ იქ ცხოვრობს მაია ფანჯიკიძეო. დაძაბული რეჟიმის გამო საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მთელი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდა. კვირადღეს ძლივს მოიცალა.

ჭიშკართან გერმანული ნაგაზი რიჩი გვეგებება. მაია ფანჯიკიძის მეუღლე, პაატა თუშურაშვილი იჭერს, თორემ რიჩი, ალბათ, უფრო "თბილად" შეგვეგებებოდა. მისაღებ ოთახშიც უამრავი ყვავილია. დავინტერესდი, რატომ არჩია "ყვავილებიანი სახლის" დიასახლისმა თბილისში ცხოვრებას მცხეთაში დასახლება.

- ამ ადგილას ჩემი მეუღლის ოჯახს ჰქონდა სახლი, რომელიც 1991 წელს დაიწვა და მიტოვებული იყო. ბუნება ძალიან მიყვარს. საქართველოში ჩემი უსაყვარლესი ადგილია რაჭა, სადაც მამაჩემის აშენებული სახლი დგას. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ზაფხული არ გამიცდენია, რაჭაში არ ჩავსულიყავი. რადგან ეს ეზო და ნახევრად დანგრეული სახლი გვქონდა, თბილისში ბინის გარემონტებას, ამ სახლის შეკეთება ვარჩიე. ეს ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტეთ, როდესაც ჰოლანდიაში ელჩად ვმუშაობდი და არ არსებობდა არანაირი ნიშანი იმისა, რომ ვადაზე ადრე მომიწევდა აქ დაბრუნება. ისე დაემთხვა, რომ ეს სახლი დამთავრდა და მეც გამათავისუფლეს ელჩობიდან. გაზაფხული იყო, საქართველოში რომ დავბრუნდით და გადავწყვიტეთ, მცხეთაში დავსახლებულიყავით. მით უმეტეს, რომ აქედან სამსახურში იოლად დავდივარ. ეს სახლი შეუყვარდა ყველა მეგობარს, ოჯახის ყველა წევრს. ყველას უხაროდა აქ მოსვლა და ასე მიჰყვა თვეები ერთმანეთს. 2,5 წელია აქ ვცხოვრობთ.

- პირველი სამუშაო კვირა, ალბათ, დაძაბული იყო, რადგან ინტერვიუსთვის ვერ მოიცალეთ.

- უამრავი ხალხი რეკავს და 10 წუთით შეხვედრას მთხოვს. არადა, შეხვედრებს მინიმუმ ნახევარი საათი სჭირდება. ასევე არის მთავრობის სხდომა, კონსულტაციები. ყოველ საღამოს ვამბობ, რომ 24 საათი არ არის საკმარისი.

ძირითადად დასაქმების გამო მთხოვენ შეხვედრას. არ გვინდა, ბევრი ხალხი გამოვცვალოთ, ამდენი ვაკანსია სამინისტროში არ არის. შტატებს ხომ ვერ გავზრდი? იმ მინიმალურ ვაკანსიაზე, რომელიც არსებობს, თანამშრომლებს მივიღებთ კონკურსით, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. კონკურსი წელიწადში ორჯერ ტარდება და მონაწილეობა შეუძლია ყველას. როდესაც ვინმე მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, რასაკვირველია, ის კონკურსს არ გადის, მაგრამ ყველა სხვა თანამდებობაზე ასეთი წესია. როგორც ყოფილ პედაგოგს, როგორ შეიძლება ასეთი მეთოდი არ მომეწონოს.

- გერმანული ენის სიყვარული და პედაგოგიური საქმიანობა, ალბათ ოჯახური ტრადიციის გაგრძელება იყო.

- ჩემს ბავშვობაში ძალიან ცოტა სწავლობდა გერმანულ ენას. საქართველოში იყო გერმანელი ქალების (მათ ტანტეს, ანუ დეიდას ვეძახდით) კერძო საბავშვო ბაღების კარგი ტრადიცია. ასეთ კერძო ბაღში დავდიოდი, რომელიც მონაცვლეობით ხან ერთ ოჯახში იყო, ხან მეორეში. ერთხანს კოლხურ კოშკშიც მომიწია სიარულმა, რადგან მე და კოკო გამსახურდიას ერთი მასწავლებელი გვყავდა. კარგად მახსოვს ბაბუა კონსტანტინე. მახსოვს საშობაო ნაძვის ხე კოლხურ კოშკში და დიდი მაგიდა უამრავი წიგნით. ამ მაგიდასთან მჯდარი კონსტანტინე გამსახურდია. მან გერმანული შესანიშნავად იცოდა და ჩვენ გვესაუბრებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და შემდეგ სწავლა იენის უნივერსიტეტში განვაგრძე. თბილისის და იენის უნივერსიტეტებს ჰქონდათ სტუდენტების გაცვლითი პროგრამა. მამაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამბობდა, 18 წლის გოგო მარტო სად უნდა გავუშვა, აქ იყავი, გათხოვდი და შვილები გააჩინეო. ნამდვილი ქართველი მამა იყო. ბევრი ვეხვეწე, რომ გავეშვი. ბევრს ეგონა, იენაში იმიტომ წავედი, რომ მამაჩემმა ჩამიწყო. სინამდვილეში პირიქით იყო. იენაში რომ წავსულიყავი, მოსკოვში განათლების სამინისტროში მკაცრი გასაუბრება უნდა გამევლო. მამას ვეხვეწებოდი, წავალ გასაუბრებაზე, იქნებ ვერ გავდივარ და გული მაინც აღარ დამწყდება-მეთქი. დამთანხმდა და წამიყვანა მოსკოვში. ეს ჩემთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო. ეტყობა, დაინახა, როგორ მოვემზადე და როგორ ვინერვიულე, რადგან გასაუბრება კარგად გავიარე, უარი ვეღარ მითხრა გერმანიაში გაშვებაზე.

1983 წელს დავბრუნდი გერმანიიდან. 23 წლის ვიყავი და მუშაობა ახალგახსნილ ე.წ. გერმანულ სკოლაში დავიწყე. ამ სკოლის დამაარსებელი ენათმეცნიერი, ჰუმბოლდტის მკვლევარი გურამ რამიშვილი იყო. მალე სკოლა ძალიან პოპულარული გახდა. ჩემი მაშინდელი მოსწავლეები ახლა 37 წლის ქალები და მამაკაცები არიან. დღემდე "მაია მასს" მეძახიან. მათთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. რამდენიმე კვირის წინაც, ჩემს დაბადების დღეზე, დამირეკეს, მოვდივართო, არ აღვნიშნავ-მეთქი და მაინც მოვიდნენ.

- პედაგოგობა ხანგრძლივმა დიპლომატიურმა კარიერამ შეცვალა. ეს შემთხვევით მოხდა?

- ესეც სკოლის წყალობაა. გერმანულ სკოლაში 1983-დან 1994 წლამდე ვასწავლიდი. პარალელურად ვსწავლობდი ასპირანტურაში და დისერტაცია დავიცავი. უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი. სწორედ იმ ნიშნით, რომ კარგი გერმანისტი ვიყავი, კოტე გაბაშვილმა (რომელიც გერმანიაში დაინიშნა ელჩად) შემომთავაზა გერმანიაში საქართველოს საელჩოში მუშაობა. დამოუკიდებელი, ახალი საქართველო ფეხს იდგამდა. სხვადასხვა ქვეყანაში საელჩოები იხსნებოდა. ეს ჩემთვის აბსოლუტურად უცხო რამ და დიდი გამოწვევა იყო. საელჩო არ არსებობდა და ჩვენ "ავაშენეთ". 1994 წელს ბონში წავედით სამუშაოდ, რადგან დედაქალაქი მაშინ იქ იყო. ბონში ჩასულებმა საელჩოსთვის შენობა ვიქირავეთ. არაფერი გვქონდა, არც მანქანა და არც ანგარიში ბანკში. საქართველოს საელჩოში ყველაზე პატარა ფუნქცია მქონდა - საელჩოს მესამე მდივანი ვიყავი. მაშინ ჩვენთან მძიმე მდგომარეობა იყო. იმ საშუალებით, რაც იყო, ძალიან კარგი საელჩო გავაკეთეთ და ვამაყობ, რომ ამაში დიდი წვლილი მაქვს შეტანილი.

- თქვენი დიპლომატიური კარიერა როგორც მოულოდნელად დაიწყო, ასევე მოულოდნელად დასრულდა.

- მაშინ ჰოლანდიაში ვიყავი ელჩად. ოპერატიულობის მიზნით სამინისტრო იმეილით გზავნიდა ფოსტას, წერილები კი კვირაში ერთხელ მოდიოდა დიპლომატიური ფოსტით. ერთ დილას მდივანი ბეჭდავდა თბილისიდან მოსულ წერილებს და უცებ ამოიბეჭდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გათავისუფლებული ვიყავი თანამდებობიდან და ორ კვირაში გამიწვევდნენ. ბრძანებაში არ ეწერა, რა იყო როტაციის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზი და არც ის ეწერა, სად მიშვებდნენ, არც ის, ჩამრიცხავდნენ თუ არა სამინისტროს რეზერვში. ურეზერვოდ არავის ტოვებენ, თუ დანაშაული არა აქვს ჩადენილი და პროკურატურაში არ არის საქმე გადაცემული. არ მახსენდება შემთხვევა, რომ რეზერვშიც კი არ დაეტოვებინოთ დიპლომატი. ჩემი შემთხვევა, როგორც ჩანს, განსაკუთრებული იყო.

- თქვენი "დანაშაული" ის იყო, რომ თქვენი სიძე, ირაკლი ალასანია, ოპოზიციაში წავიდა?

- დიახ, ეს იყო, მაგრამ ამას ოფიციალურ მიზეზად ვერ დაწერდნენ და ვერც იმას დაწერდნენ, რაც არაოფიციალურ მიზეზად დასახელდა, - რომ ვითომდა ყურადღება არ მივაქციე მივლინებაში მყოფ ჩინოვნიკს, რომელიც, თურმე უდანაშაულოდ მოხვდა პოლიციაში.

- ეს მოხდა გრიგოლ ვაშაძის მინისტრობისას. მასზე განაწყენებული ხართ უსამართლოდ გათავისუფლების გამო?

- მისი მინისტრობის დროს 16-წლიანი გამოცდილების დიპლომატი სამინისტროდან ისე დამითხოვეს, არაფრის შანსი არ დამიტოვეს და არც უკითხავთ, სად მივდიოდი. ვიცი, რომ გრიგოლ ვაშაძემ იბრძოლა, რომ ეს არ მომხდარიყო. დამირეკა და ეცადა, აეხსნა ის დინებები, რის გამოც ეს მოხდა; ეცადა, აეხსნა, რომ მას არ ჰქონდა არანაირი ბერკეტი ამის აღსაკვეთად. ამ ფაქტიდან ორ კვირაში ჰოლანდიაში იხსნებოდა ქართული ოქროს საგანძურის დიდი გამოფენა, რომელზეც მთელი წელი მქონდა ნამუშევარი. გრიგოლ ვაშაძე ჩამოვიდა გამოფენის გახსნაზე, პარალელურად ოფიციალური ვიზიტიც ჰქონდა. ეს ჯერ კიდევ ჩემს პოსტზე ყოფნისას მოხდა. მაშინ მე და გრიგოლ ვაშაძემ ბევრი ვილაპარაკეთ და ეს საკითხი ამოვწურეთ. მე მქონდა საშუალება, მეთქვა, რასაც ვფიქრობდი. გრიგოლს 20 წელია ვიცნობ. ჩვენს მშობლებს ჰქონდათ ურთიერთობა და ასეთი რამეები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მერე სამი წელი კონტაქტი არ გვქონია, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ არ მქონია მასთან შეხვედრის პრობლემა.

ელჩის უფლებამოსილება 2010 წლის 15 მარტს შემიწყდა. დიპლომატიური სამსახურიდან წამოსვლა წყალგამყოფი იყო ჩემს ცხოვრებაში. არ მქონდა პოლიტიკური ბრძოლის რესურსი, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი იმით, რაც მოხდა. გადავწყვიტე, რაიმე ნეიტრალური გამეკეთებინა და სკოლას დავუბრუნდი. მცხეთის სკოლაში დავიწყე მუშაობა უხელფასოდ, მაგრამ ხელფასი ხომ მჭირდებოდა? პარალელურად ორ კერძო სკოლაში ვმუშაობდი. ასევე ვიყავი უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ეს იყო ჩემთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავალი. ამით ვცხოვრობდი, 2012 წელს კი "ქართული ოცნების" პრესსპიკერი გავხდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა