რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის პირველმა ცოლმა ნასტია კოჩეტკოვამ პლასტიკური ოპერაციით თავი დაიმახინჯა. ნასტია მხოლოდ 24 წლისაა, თუმცა გარეგნობით 30 წლისას ჰგავს.
ის ყოველთვის ექსპერიმენტების მოყვარული იყო: იღებავდა თმას, იდიდებდა ტუჩებს, თუმცა ამჯერად საქმე გაცილებით სერიოზულადაა. რეზოსთან დაშორების შემდეგ, რომელთანაც კოჩეტკოვას ქალიშვილი ჰყავს, მან გარეგნობაში ცვლილებების შეტანა მოინდომა და სახით დაიწყო. მან თმა შავად შეიღება, კიდევ უფრო გაიდიდა ტუჩები და სახის კანი გადაიჭიმა, რის გამოც მისი ყვრიმალები არაბუნებრივად გამოიყურება. კოჩეტკოვა უჩვეულოდ გამოყურება კანის მუქი ფერის გამოც, როგორც ჩანს, მან სოლარიუმში დიდი დრო გაატარა.
მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.