სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
თბილისის მერი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ. "2012 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის #440 დად­გე­ნი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ა­უქ­მა:

• სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის პროგ­რა­მა;

• სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის სხვა­დას­ხვა ტი­პის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა;

• სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რე­ბის ფას­დაკ­ლე­ბი­სა და შე­ღა­ვა­თე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გაც­ნო­ბებთ, რომ 2012 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან. ხოლო, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 19 ოქ­ტომ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბით, ამ პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და­ე­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენ­და იმ სო­ცი­ა­ლუ­რი და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი და ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, მათ შო­რის და­ზღვე­ვა, ერ­თნა­ი­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყო­ფი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე­სათ­ვის და ეს იყო პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ამ სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე ქვე­ყა­ნა­ში ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბის. მი­თუ­მე­ტეს თქვე­ნი, რო­გორც არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა სო­ცი­ა­ლუ­რი და ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს შე­ვი­და სა­თა­ნა­დო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­სა­ბა­მის ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტებ­ში და გა­უქ­მდა ის დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ქ. თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, ქ. თბი­ლი­სის მე­რია ამ ეტაპ­ზე მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თქვე­ნი თხოვ­ნა და გა­აგ­რძე­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, მი­თუ­მე­ტეს იმ გან­ვლილ პე­რი­ოდ­ზე, რო­დე­საც ეს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვას წარ­მო­ად­გენ­და.

აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ თქვენს მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვით ვე­ღარ ისარ­გებ­ლებს და­ახ­ლო­ე­ბით 90 000 ადა­მი­ა­ნი, სხვა­დას­ხვა ტი­პის სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი გა­უ­უქ­მდა და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახს, მათ შო­რის 4 000-მდე მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს. ასე­ვე, ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბი­სას შე­ღა­ვა­თე­ბი და ფას­დაკ­ლე­ბა გა­ა­უქ­მდა 600 000-მდე მო­ქა­ლა­ქეს.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, რო­მე­ლიც 600 000-მდე ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას გა­მო­იწ­ვევს და რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­საც ჩვენ გვთხოვთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი თბი­ლი­სის მე­რი­ის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უნდა გან­ხი­ლუ­ლი­ყო.

გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბი­სა, გთხოვთ რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ, სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გენ­კოს გან­ცხა­დე­ბა­ზე, რაც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ფა­სი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უარ­ყო­ფი­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თბი­ლი­სის მე­რია არ გეგ­მავს მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სი­ა­ნი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბას. ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე კეთ­დე­ბო­დეს.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა და შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის მიერ, უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად, სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზოგ­ვის მიზ­ნით, შე­ღა­ვა­თე­ბის გა­უქ­მე­ბა და სხვა­დას­ხვა ახა­ლი სა­ფა­სუ­რის შე­მო­ღე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთრ გა­უ­ა­რე­სე­ბას იწ­ვევს.

შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის ინ­ტერ­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, იმი­სათ­ვის, რომ მათ­თვის უწყვე­ტად გაგ­რძელ­დეს გა­უქ­მე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, გთხოვთ, და­ა­ვა­ლოთ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი. თა­ვის მხრივ ქ. თბი­ლი­სის მე­რია გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას თქვე­ნი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, გა­ნი­ხი­ლოს ეს სა­კი­თხე­ბი და გა­მო­ი­ყე­ნოს ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა წარ­მოქ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია გიგი უგუ­ლა­ვას მი­მარ­თვა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

თბილისის მერი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

თბილისის მერი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "2012 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის #440 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ გააუქმა:

• სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევის პროგრამა;

• სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება;

• საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსება.

აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ 2012 წლის ოქტომბრამდე პროგრამების დაფინანსება ხორციელდება თბილისის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ხოლო, საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით, ამ პროგრამების დაფინანსება დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა იმ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის გატარება, რომელის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები და ჯანდაცვის მომსახურებები, მათ შორის დაზღვევა, ერთნაირად ხელმისაწვდომი ყოფილიყო საქართველოს ყველა მოქალაქესათვის და ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ სახის მომსახურებებზე ქვეყანაში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრების. მითუმეტეს თქვენი, როგორც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო პროგრამა სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანაბრად გადანაწილებას ისახავს მიზნად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ოქტომბრის ბოლოს შევიდა სათანადო ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში და გაუქმდა ის დებულებები, რომლის საფუძველზე ზემოაღნიშნული პროგრამების დაფინანსება ხორციელდებოდა ქ. თბილისის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ქ. თბილისის მერია ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს თქვენი თხოვნა და გააგრძელოს აღნიშნული პროგრამების დაფინანსება, მითუმეტეს იმ განვლილ პერიოდზე, როდესაც ეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენდა.

აქვე გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, უფასო სამედიცინო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს დაახლოებით 90 000 ადამიანი, სხვადასხვა ტიპის სოციალური შეღავათები გაუუქმდა დაახლოებით 40 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს, მათ შორის 4 000-მდე მრავალშვილიან ოჯახს. ასევე, ტრანსპორტით მგზავრობისას შეღავათები და ფასდაკლება გააუქმდა 600 000-მდე მოქალაქეს.

მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც 600 000-მდე ჩვენი მოქალაქის ცხოვრების გაუარესებას გამოიწვევს და რომლის დაფინანსებასაც ჩვენ გვთხოვთ, აღნიშნული საკითხი თბილისის მერიის უშუალო მონაწილეობით უნდა განხილულიყო.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, გთხოვთ რეაგირება მოახდინოთ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგენკოს განცხადებაზე, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფასიანი მომსახურების შემოღებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, თბილისის მერია არ გეგმავს მომსახურების ფასიანი სისტემის შემოღებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება მსგავსი განცხადებები თბილისის მერიასთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე კეთდებოდეს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მიერ, უარყოფითი შედეგების გაუთვალისწინებლად, საბიუჯეტო თანხების მექანიკური დაზოგვის მიზნით, შეღავათების გაუქმება და სხვადასხვა ახალი საფასურის შემოღება, მოქალაქეების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას იწვევს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების ინტერსების დაცვის მიზნით, იმისათვის, რომ მათთვის უწყვეტად გაგრძელდეს გაუქმებული სოციალური შეღავათების დაფინანსება, გთხოვთ, დაავალოთ ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიიღონ შესაბამისი ზომები. თავის მხრივ ქ. თბილისის მერია გამოთქვამს მზადყოფნას თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილოს ეს საკითხები და გამოიყენოს ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა საშუალება წარმოქმნილი პრობლემების, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოგვარების მიზნით", - ნათქვამია გიგი უგულავას მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა