სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დორონინი ნაომი კემპბელს "კოსმოსურ ხომალდს" უშენებს
დორონინი ნაომი კემპბელს "კოსმოსურ ხომალდს" უშენებს

ვიდ­რე და­სავ­ლუ­რი პრე­სა ბიზ­ნეს­მენ ვლა­დის­ლავ დო­რო­ნი­ნი­სა და სუ­პერ­მო­დელ ნა­ო­მი კემ­პბე­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რა­ობს, ოლი­გარ­ქი საყ­ვა­რელ ქალს სა­ქორ­წი­ლო სა­ჩუ­ქარს უმ­ზა­დებს. სწო­რედ ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უჩ­ვე­უ­ლო ფუ­ტუ­რის­ტულ ცი­ხე­სი­მაგ­რეს, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში, რუბ­ლო­ვო-უს­პენ­სკის გზატ­კე­ცილ­ზე შენ­დე­ბა. გვერ­დი­დან ნა­გე­ბო­ბა წყალ­ქვე­შა, თუ კოს­მო­სურ ხო­მალდს ჰგავს.

ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი ზაჰა ჰა­დი­დი სა­კუ­თარ სა­იტ­ზე წერს, რომ რუბ­ლოვ­კა­ზე უზარ­მა­ზა­რი სახ­ლი და­აპ­რო­ექ­ტა, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც კომ­პა­ნია Capital Group-ის მმარ­თვე­ლი ვლა­დის­ლავ დო­რო­ნი­ნია.

დო­რო­ნი­ნის სა­სახ­ლეს გარ­შე­მო ფიჭ­ვის ტყე აკ­რავს. 22 მ სი­მაღ­ლე­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი კოშ­კუ­რე­ბი­დან ულა­მა­ზე­სი ხედი იშ­ლე­ბა. სწო­რედ ამ კოშ­კუ­რებ­შია მო­წყო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და მო­დე­ლის სა­ძი­ნებ­ლე­ბი. სა­სახ­ლის სარ­დაფ­ში ფი­ნუ­რი სა­უ­ნა და რუ­სუ­ლი აბა­ნოა, ასე­ვე უზარ­მა­ზა­რი დარ­ბა­ზი ფიტ­ნე­სის­თვის, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. სარ­დაფ­ში სას­ტუმ­რო ოთა­ხი­ცაა. ერთი სარ­თუ­ლით ზე­მოთ დიდი მი­სა­ღე­ბი, სა­სა­დი­ლო, სამ­ზა­რე­უ­ლო და და­ხუ­რუ­ლი აუ­ზია. სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი ეკოს­ტილ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი - სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლად ძი­რი­თა­დად ხე და მი­ნაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სახ­ლე­ში ორი სა­ბავ­შვო ოთა­ხი­ცაა მო­წყო­ბი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ წყვი­ლი მა­ტე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი

დორონინი ნაომი კემპბელს "კოსმოსურ ხომალდს" უშენებს

დორონინი ნაომი კემპბელს "კოსმოსურ ხომალდს" უშენებს

ვიდრე დასავლური პრესა ბიზნესმენ ვლადისლავ დორონინისა და სუპერმოდელ ნაომი კემპბელის დაშორების შესახებ ჭორაობს, ოლიგარქი საყვარელ ქალს საქორწილო საჩუქარს უმზადებს. სწორედ ასე მოიხსენიებენ არქიტექტურული წრის წარმომადგენლები უჩვეულო ფუტურისტულ ციხესიმაგრეს, რომელიც მოსკოვის გარეუბანში, რუბლოვო-უსპენსკის გზატკეცილზე შენდება. გვერდიდან ნაგებობა წყალქვეშა, თუ კოსმოსურ ხომალდს ჰგავს.

ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი საკუთარ საიტზე წერს, რომ რუბლოვკაზე უზარმაზარი სახლი დააპროექტა, რომლის მფლობელიც კომპანია Capital Group-ის მმართველი ვლადისლავ დორონინია.

დორონინის სასახლეს გარშემო ფიჭვის ტყე აკრავს. 22 მ სიმაღლეზე განთავსებული კოშკურებიდან ულამაზესი ხედი იშლება. სწორედ ამ კოშკურებშია მოწყობილი ბიზნესმენისა და მოდელის საძინებლები. სასახლის სარდაფში ფინური საუნა და რუსული აბანოა, ასევე უზარმაზარი დარბაზი ფიტნესისთვის, რომელიც თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. სარდაფში სასტუმრო ოთახიცაა. ერთი სართულით ზემოთ დიდი მისაღები, სასადილო, სამზარეულო და დახურული აუზია. სახლის ინტერიერი ეკოსტილშია შესრულებული - სამშენებლო მასალად ძირითადად ხე და მინაა გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ სასახლეში ორი საბავშვო ოთახიცაა მოწყობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ წყვილი მატებას არ გამორიცხავს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება