პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული მწყდება, რომ სამართალმა პური ბოლომდე ვერ ჭამა"
"გული მწყდება, რომ სამართალმა პური ბოლომდე ვერ ჭამა"

"ბევ­რი ისე­თი პრობ­ლე­მაა სას­წრა­ფოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, და­სა­ნა­ნია, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ჯერ არ აქვს ძა­ლა­უფ­ლე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში, სას­წრა­ფოდ უნდა ეშ­ვე­ლოს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც აუ­ტა­ნელ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან: ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც შიმ­ში­ლო­ბენ, უწამ­ლო­ბი­თა და უო­პე­რა­ცი­ო­ბით იღუ­პე­ბი­ან; ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც გა­და­უ­დე­ბელ ფსი­ქი­კურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ე­ბენ; პა­ტიმ­რებს, უდა­ნა­შა­უ­ლოდ რომ იხ­დი­ან სას­ჯელს, ან ნა­წა­მე­ბი და მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბულ­ნი არი­ან; დევ­ნი­ლებს, სი­ღა­ტა­კე­ში, სი­ცი­ვე­სა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ა­ში რომ ღა­ფა­ვენ სულს; სას­წრა­ფოდ უნდა შე­ჩერ­დეს უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, ყო­ველ­გვა­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის გა­რე­შე რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა­ხინ­ჯე­ბენ ძველ და ახალ თბი­ლისს, აღარ ტო­ვე­ბენ სა­სუნ­თქ ჰა­ერს, ხედ­სა და სივ­რცეს; და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­ჩერ­დეს ჰე­სე­ბის შე­ნე­ბა, ეს მო­რი­გი დამ­თხვე­უ­ლი, ლა­მის აპო­კა­ლიფ­სუ­რი პრო­ექ­ტი, სრუ­ლი­ად ან­ტი­მეც­ნი­ე­რუ­ლი და ან­ტი­ე­კო­ლო­გი­უ­რი, რო­მე­ლიც გა­ნად­გუ­რე­ბას უქა­დის სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლურ ბუ­ნე­ბას, ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბას, რო­მე­ლიც და­ა­ცა­რი­ე­ლებს ისე­დაც და­ცა­რი­ე­ლე­ბულ და ჩამ­კვდარ ქარ­თულ სოფ­ლებს... რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო, დრო არ ით­მენს, ამა­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბით ყო­ველ სა­ათ­ში ვი­ღაც ან რა­ღაც ზი­ან­დე­ბა..." - ამ­ბობს ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნა­ი­რა, ელო­დით, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ასე­თი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და?

- რა­ღაც შე­რე­უ­ლი წი­ნათ­გრძნო­ბა მქონ­და, თან კარ­გი, თან ცუდი... წინა დღე­ებ­ში ისე­ვე სა­შინ­ლად ვი­ყა­ვი და­ძა­ბუ­ლი, რო­გორც ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბა... ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად არა­ო­რი­გი­ნა­ლუ­რი იყო: მეც ისე აღ­ვიქ­ვამ­დი მას, რო­გორც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სულ ცოტა 80%. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თავი მო­ი­ყა­რეს ისეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რო­მელ­თაც ყვე­ლაფ­რის კად­რე­ბა და ჩა­დე­ნა შე­ეძ­ლოთ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის არ არი­ან ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში. კი ბა­ტო­ნო, არი­ან კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი, კა­ნონ­დამ­რღვე­ვე­ბი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­დეთ. ამ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლიც იყო, ადა­მი­ა­ნიც სძულ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც აბუ­ჩად იგ­დებ­და, და­უნ­დობ­ლად აღა­ტა­კებ­და და ტან­ჯავ­და და თან ფა­რი­სევ­ლობ­და კი­დეც. ამ მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვის უდი­დეს მტრად აღიქ­ვამ­და და მისი ბნე­ლი ფან­ტა­ზი­ის უკი­დე­გა­ნო გაშ­ლას, ანუ ყვე­ლა­ნა­ირ უბე­დუ­რე­ბას ელო­და. თუმ­ცა, იყო ბევ­რი ოპ­ტი­მის­ტიც, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, ბევ­რს ვე­რა­ფერს გა­ბე­და­ვენ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ივ­ლი­სო. მეც ხან ასე ვფიქ­რობ­დი, ხან ისე, მოკ­ლედ, ყვე­ლა­სა­ვით ციებ-ცხე­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლის ასავ­სე­ბად ბოლო წვე­თი ცი­ხის კად­რე­ბი გახ­და თუ ეს მას­შტა­ბუ­რი გა­მოს­ვლე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი იყო?

- ცი­ხის კოშ­მარ­მა ალ­ბათ მარ­თლაც ბოლო წვე­თის როლი შე­ას­რუ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა ისე­დაც იცო­და, ჩვენს ცი­ხე­ებ­ში რაც ხდე­ბო­და. ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­შიც ჟო­ნავ­და ინ­ფორ­მა­ცია და გარ­და ამი­სა, ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მა­სობ­რი­ვი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი და წა­მე­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლად და ცხოვ­რე­ბის წე­სად აქ­ცია, მგო­ნი, თით­ქმის ყვე­ლას აღ­მო­აჩ­ნდა ახ­ლო­ბე­ლი ან ნაც­ნო­ბი პა­ტი­მა­რი, ური­ცხვი ოჯა­ხი ნერ­ვე­ბით ცი­ხეს მი­ე­ბა. ყვე­ლა სხვა მი­ზეზ­თან ერ­თად ესეც გა­ნა­პი­რო­ბებ­და იმას, რომ დღეს თუ ხვალ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აფეთ­ქე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი გახ­და, და წარ­მო­უდ­გენ­ლად კარ­გი რამ მოხ­და, ეს მუხ­ტი და ამ­ბო­ხი სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლის კა­ლა­პოტ­ში რომ მო­ექ­ცა, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ამ ადა­მი­ან­მა ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა. მხო­ლოდ მის გარ­შე­მო მოხ­და ყვე­ლას კონ­სო­ლი­და­ცია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ა­ღი­დან უეც­რად ამო­ი­ზარ­და პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც გა­მო­ა­ცო­ცხლა და თა­ვის გარ­შე­მო შეკ­რა ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი იმ­პულ­სი: შე­უ­გუ­ებ­ლო­ბა უსა­მარ­თლო­ბას­თან.

- თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს დღემ­დე არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს მისი გუნ­დის წევ­რე­ბის მი­მართ...

- გე­თან­ხმე­ბით. ეს სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან მძი­მე პრობ­ლე­მაა ჩვენ­ნა­ირ ქვეყ­ნებ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი სპე­ცი­ფი­კუ­რად იმით არის დამ­ძი­მე­ბუ­ლი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უშუ­ა­ლოდ არ იც­ნობ­და ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ის ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ ტრი­ა­ლებ­და და რა უნდა ექნა. თან ძა­ლი­ან ცოტა დრო ჰქონ­და და თა­ნაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ისე­თი უღირ­სი და უმო­წყა­ლო დევ­ნა-შე­ვიწ­რო­ე­ბა და­უ­წყო, რომ კი­დევ კარ­გად გა­არ­თვა თავი.

რა თქმა უნდა, არა­ვის სჯე­რა, რომ ვინც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხა­რეს არის და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ყვე­ლა გო­ნი­ე­რი, უან­გა­რო და გა­მო­სა­დე­გი ადა­მი­ა­ნია. ასე მარ­ტი­ვად არ არის საქ­მე. უან­გა­რო­ბა ხომ სან­თლი­თაა სა­ძი­ე­ბე­ლი დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში... მაგ­რამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რა ქნას! ახალ ხალ­ხს ხომ ვერ შექ­მნის, ეგ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ ვერ მო­ა­ხერ­ხა! იმე­დი იმა­ზე უნდა და­ვამ­ყა­როთ, რომ ამ დიდი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და ქველ­მოქ­მე­დის გულ­კე­თი­ლო­ბა მის გამ­ჭრი­ა­ხო­ბას­თან და პრაგ­მა­ტიზ­მთან არის და­წყვი­ლე­ბუ­ლი, და მალე მიხ­ვდე­ბა, ვის რისი თავი აქვს და რა იმ­პულ­სი ამოძ­რა­ვებს.

- არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი ასეც შე­ა­ფა­სეს, - "ფულ­მა და­ა­მარ­ცხა დე­მოკ­რა­ტია".

- იცით, ადა­მი­ან­ში, ხალ­ხში არ­სე­ბობს ისე­თი სა­წყი­სი და იმ­პულ­სი, რა­საც მსოფ­ლი­ოს ერ­თი­ა­ნი კა­პი­ტა­ლი­თაც ვერ იყი­დი. ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი ძა­ლი­ან ღა­რი­ბი სუ­ლის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც მო­ჩ­ლუნ­გე­ბუ­ლი აქვს მგრძნო­ბე­ლო­ბა სი­ნამ­დვი­ლის მი­მართ. ის ვერ გრძნობს ადა­მი­ა­ნის ტრა­გე­დი­ას, ვა­ე­ბას... არც ადა­მი­ა­ნის სუ­ლის სიღ­რმე­ში მფეთ­ქა­ვი ღირ­სე­ბის გან­ცდი­სა სჯე­რა, რო­მე­ლიც ხში­რად ითე­ლე­ბა და მა­ინც ცო­ცხლობს. ან დე­მოკ­რა­ტია სად მო­ე­ლან­და, ან თა­ვი­სი ხალ­ხის უდი­დეს ნა­წილს შე­უ­რა­ცხყო­ფას რა­ტომ აყე­ნებს?! არც ანა­ლი­ტი­კო­სად გა­მოდ­გე­ბა, თუკი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გა­სარ­კუ­ლი ფა­სა­დის მიღ­მა ბნელ, ყი­ნუ­ლო­ვან და სის­ხლი­ან ინ­ტე­რი­ერს აქამ­დე ვერ ჰკი­და (ლი­ბე­რა­ლუ­რი) თვა­ლი. მოკ­ლედ, როცა ამ­ტკი­ცებ, ყო­ველ­თვის ფუ­ლია ადა­მი­ან­თა მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაო, ცხოვ­რე­ბას სა­კუ­თა­რი სა­ზო­მით ზო­მავ. ეგ არის და ეგ.

- ახალ­გაზ­რდე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ზე მინ­და გკი­თხოთ, - ბოლო წლებ­ში არ გვახ­სოვს ასე ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი სტუ­დენ­ტო­ბა...

- ხში­რად და­მიგ­დია ყური ახალ­გაზ­რდე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რის­თვის და ეს სა­უ­ბა­რი იმ­დე­ნად უინ­ტე­რე­სოდ და გა­მო­შიგ­ნუ­ლად მომჩვე­ნე­ბია, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი იმე­დი გა­დამ­წურ­ვია... მაგ­რამ ახლა მათ­მა უში­შარ­მა და უპა­ტი­ე­ბელ­მა რე­აქ­ცი­ამ სი­სას­ტი­კე­ზე რუსი მო­აზ­როვ­ნის ბერ­დი­ა­ე­ვის სი­ტყვე­ბი გა­მახ­სე­ნა ერის შე­სა­ხებ: - ერი მის­ტი­კუ­რი ორ­გა­ნიზ­მი­აო.

ახალ­გაზ­რდო­ბი­დან წა­მო­სუ­ლი ეს უზარ­მა­ზა­რი მუხ­ტი ამ გა­დამ­წყვეტ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა­ში, რო­მელ­მაც ეს რე­ჟი­მი ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ტე­ხა, ერ­თა­დერთ დღეს, 1978 წლის 14 აპ­რილს მა­გო­ნებს. იმ ძა­ლი­ან სა­შიშ ეპო­ქა­ში სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სტუ­დენ­ტო­ბა და მათი მშობ­ლე­ბი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ. ცხა­დი იყო, რომ შე­ვარ­დნა­ძე, თუნ­დაც თა­ვის წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის გამო, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის სის­ხლს არ დაღ­ვრი­და, მაგ­რამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო უაზ­რო და სას­ტი­კი.

თბი­ლის­ში მერ­ვე პოლ­კი შე­მო­იყ­ვა­ნეს და სა­დღაც-სა­დღაც თურ­მე ტან­კე­ბიც იდგა. მა­შინ ლექ­ტო­რი ვი­ყა­ვი. ამ ყვე­ლა­ფერს წინ უს­წრებ­და ქარ­თუ­ლი ენის და­სა­ცა­ვად კრემლში გა­საგ­ზავ­ნი მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, რო­მელ­საც "კა­გე­ბე" უთ­ვალ­თვა­ლებ­და. სტუ­დენ­ტებს წა­რა­მა­რა იბა­რებ­დნენ.. 14 აპ­რილს ლე­ნი­ნის მო­ედ­ნი­დან ლა­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე ქუჩა გა­და­ი­ჭე­და. სტუ­დენ­ტებს თან სტუდ­ბი­ლე­თე­ბი და პას­პორ­ტე­ბი ჰქონ­დათ, თუ დაგ­ვხო­ცა­ვენ, ამით ამოგ­ვიც­ნო­ბე­ნო. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი დღე იყო. ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად და შე­დე­გი­ა­ნად დას­რულ­და... თუმ­ცა, შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბა­ში ქარ­თუ­ლი ენა კრემ­ლის მიერ კი არა, ქარ­თვე­ლე­ბის მიერ სა­ხიჩ­რდე­ბო­და და პრი­მი­ტი­ულ­დე­ბო­და, რაც დღეს კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს, მაგ­რამ ეს სხვა თე­მაა.

- შე­ვარ­დნა­ძის გა­დად­გო­მა­საც ულო­ცავ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს...

- ბევ­რი მა­სობ­რი­ვი აღ­ტკი­ნე­ბა მი­ნა­ხავს. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას არ­ჩე­ვი­სას, მის მიერ სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის გა­უქ­მე­ბი­სას, როცა მთე­ლი ღამე მან­ქა­ნებს ასიგ­ნა­ლებ­დნენ... არა­და, ეს ნა­ბი­ჯი გახ­და სა­მა­ჩაბ­ლოს და­კარ­გვის წი­ნა­პი­რო­ბა... 2003 წლის ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო და ყალ­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ი­სას, რომ­ლის ახალ­გაზ­რდა აქ­ტი­ვის­ტებს უცხო­ე­თის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი ჰქონ­დათ გავ­ლი­ლი... მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს სა­ში­ნე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა... ბო­ლოს კი თან­და­თან ჩა­მო­იქ­ნა სრუ­ლი­ად ან­ტი­ა­და­მი­ა­ნუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნამ ფსკე­რის­კენ და­ი­წყო სვლა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ნა­ი­რა, თქვენ კარ­გად იც­ნობთ ქარ­თვე­ლი კა­ცის ბუ­ნე­ბას. არ გიკ­ვირთ, რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ასე­თი სას­ტი­კი ადა­მი­ა­ნე­ბის გუნ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?

- ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­სა და ქცე­ვას მრა­ვა­ლი დარ­გი სწავ­ლობს. აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბა, რე­ლი­გია, კულ­ტუ­რა, ლი­ტე­რა­ტუ­რა იმას ეს­წრაფ­ვის, ადა­მი­ან­ში ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩეს, გა­ი­ზარ­დოს, თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნი­ვი­თა­როს... დღემ­დე ამო­უც­ნო­ბია, თუ რო­გორ იკარ­გე­ბა ადა­მი­ან­ში ადა­მი­ა­ნი და რო­გორ იღ­ვი­ძებს მას­ში მონ­სტრი. ერთ ოჯახ­ში აღ­ზრდი­ლი ორი ახალ­გაზ­რდი­დან შე­იძ­ლე­ბა, ერთი ავა­ზა­კი გა­მო­ვი­დეს და მე­ო­რე ბრწყინ­ვა­ლე ადა­მი­ა­ნი. და მა­ინც, მთა­ვა­რი უბე­დუ­რე­ბა ის არის, რომ ჩვენ აღარ ვი­ცით, რა არის აღ­ზრდა. გა­ნათ­ლე­ბა სრუ­ლი­ად აბუ­ჩად არის აგ­დე­ბუ­ლი. კულ­ტუ­რა ზედ­მე­ტი გახ­და. ეს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას და­ღუ­პავს. ვე­ლუ­რე­ბის ქვეყ­ნად აქ­ცევს.

- ისევ ახალ­გაზ­რდებს და­ვუბ­რუნ­დეთ. რო­გორ უყუ­რებთ სტუ­დენ­ტე­ბის პარ­ლა­მენ­ტში მოღ­ვა­წე­ო­ბის იდე­ას?

- ახალ­გაზ­რდე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში, მაგ­რამ ქვეყ­ნის მარ­თვას მცოდ­ნე, გა­მოც­დი­ლი, მომ­წი­ფე­ბუ­ლი, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სჭირ­დე­ბა. ჩვენ­თან კი მა­მა­კა­ცე­ბი ძა­ლი­ან გვი­ან აღ­წე­ვენ სიმ­წი­ფის ასაკს. გვი­ან ხდე­ბი­ან ზრდა­დას­რუ­ლე­ბუ­ლე­ბი. ამა­ზე, სხვას ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფებ­ში და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მი­ა­ნიშ­ნებს.

ახლა გოგო-ბი­ჭე­ბი, ჯერ რომ არ უშ­რო­მი­ათ და არა­ფე­რი შე­უქ­მნი­ათ, უზარ­მა­ზა­რი ჯი­პე­ბით მე­დი­დუ­რად დაქ­რი­ან. ზე­მო­დან უყუ­რე­ბენ უმან­ქა­ნო­ებს და სა­ერ­თოდ, უზარ­მა­ზა­რი უგ­ვა­ნო­ბი­სა და უწეს­რი­გო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გე­ნენ. მშობ­ლე­ბი შვი­ლებს ვე­რა­ნა­ირ სუ­ლი­ერ სიმ­დიდ­რეს ვერ გა­დას­ცე­მენ და მა­ტე­რი­ა­ლუ­რით ახ­დე­ნენ ამის კომ­პენ­სა­ცი­ას. შვი­ლე­ბის მი­მართ სიყ­ვა­რულს ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩუ­ქე­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ და ხში­რად უბე­დუ­რე­ბის­კენ უკა­ფა­ვენ გზას. ევ­რო­პა­ში ასე­თი რამ არ ხდე­ბა. იქ ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფრო და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან და თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბას ძი­რი­თა­დად თა­ვად იწყო­ბენ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნა­ი­რა, ისევ არ­ჩევ­ნე­ბის თე­მას და­ვუბ­რუნ­დე­ბი. ყვე­ლამ ვი­ცით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა მთელ ქვე­ყან­ში, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში მა­ინც მმარ­თვე­ლი გუნ­დი ლი­დე­რობს.

- არის რამ­დე­ნი­მე მო­მენ­ტი, რი­თაც ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა დაჩ­რდი­ლუ­ლია. სა­მარ­თალ­მა პური ბო­ლომ­დე ვერ ჭამა. ჭეშ­მა­რი­ტად სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ხმებს მი­ი­ღებ­დნენ. მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყავს ნაც­ნო­ბე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი და ვიცი, რო­გო­რია გან­წყო­ბა. იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც მათ უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვეს, ვე­რა­ვინ და­მარ­წმუ­ნებს, რომ ტე­რო­რი და გა­ყალ­ბე­ბა არ ყო­ფი­ლა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ზუგ­დიდ­ში ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ი­მარ­ჯვა და სიღ­ნაღ­ში - გელა გე­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ჩემი ნა­თე­სა­ვი არ არის. და სხვა­გა­ნაც ასე იქ­ნე­ბა.

და ახლა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად სრუ­ლი­ად აუ­ტა­ნე­ლია, რომ ისევ ამ წაშ­ლილ სა­ხე­ებს უნდა უყუ­რონ და ამ ხმებს უს­მი­ნონ, "ხმებს სა­მა­რი­დამ", მით უმე­ტეს, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლებს არა­ფე­რი ეტყო­ბათ არც და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბის, არც სირ­ცხვი­ლი­სა და არც სი­ნა­ნუ­ლის. მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ ახლა, ჩვე­ნი ბოლო მარ­ცხის შემ­დეგ, ვგუ­ლის­ხმობ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ცი­ხის ჯო­ჯო­ხეთს და გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბოლო, სრუ­ლი­ად გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ კადრს და სიმ­ბო­ლოს - ქვევრში ჩამ­ხრჩვალ ჩვილს, - მთელ ჩვენს ცხოვ­რე­ბას, მის ძველ და ახალ მან­კი­ე­რე­ბებს, აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბას, კულ­ტუ­რას რე­ვი­ზია უნდა გა­ვუ­კე­თოთ. უნდა ვე­ძი­ოთ რო­დის, სა­ი­დან და რო­გორ და­ი­წყო ეს სა­ში­ნე­ლი ავად­მყო­ფო­ბა! ეს და­ცე­მა?! უნდა და­ვად­გი­ნოთ სი­მარ­თლე და სა­მარ­თა­ლი. მოვ­ლე­ნე­ბი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე და და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი სას­ჯე­ლის გა­რე­შე იმ კარ­გსაც გა­ა­პარ­ტა­ხებს, რაც კი­დევ შე­მოგ­ვრჩა.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

"გული მწყდება, რომ სამართალმა პური ბოლომდე ვერ ჭამა"

"გული მწყდება, რომ სამართალმა პური ბოლომდე ვერ ჭამა"

"ბევრი ისეთი პრობლემაა სასწრაფოდ მოსაგვარებელი, დასანანია, რომ "ქართულ ოცნებას" ჯერ არ აქვს ძალაუფლება.

პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა ეშველოს ადამიანებს, რომლებიც აუტანელ პირობებში იმყოფებიან: ბავშვებს, რომლებიც შიმშილობენ, უწამლობითა და უოპერაციობით იღუპებიან; ბავშვებს, რომლებიც გადაუდებელ ფსიქიკურ რეაბილიტაციას საჭიროებენ; პატიმრებს, უდანაშაულოდ რომ იხდიან სასჯელს, ან ნაწამები და მძიმედ დაავადებულნი არიან; დევნილებს, სიღატაკეში, სიცივესა და ანტისანიტარიაში რომ ღაფავენ სულს; სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს უკანონო მშენებლობები, ყოველგვარი მეცნიერული ექსპერტიზის გარეშე რომ მიმდინარეობს, მშენებლობები, რომლებიც ამახინჯებენ ძველ და ახალ თბილისს, აღარ ტოვებენ სასუნთქ ჰაერს, ხედსა და სივრცეს; დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ჰესების შენება, ეს მორიგი დამთხვეული, ლამის აპოკალიფსური პროექტი, სრულიად ანტიმეცნიერული და ანტიეკოლოგიური, რომელიც განადგურებას უქადის საქართველოს უნიკალურ ბუნებას, ადამიანთა ჯანმრთელობას, რომელიც დააცარიელებს ისედაც დაცარიელებულ და ჩამკვდარ ქართულ სოფლებს... რომელი ერთი ჩამოვთვალო, დრო არ ითმენს, ამათი მეცადინეობით ყოველ საათში ვიღაც ან რაღაც ზიანდება..." - ამბობს ყველასთვის საყვარელი მწერალი ნაირა გელაშვილი.

- ქალბატონო ნაირა, ელოდით, რომ საპარლამენტო არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდებოდა?

- რაღაც შერეული წინათგრძნობა მქონდა, თან კარგი, თან ცუდი... წინა დღეებში ისევე საშინლად ვიყავი დაძაბული, როგორც ხალხის უმეტესობა... ჩემი შეხედულება ამ ხელისუფლების შესახებ სრულიად არაორიგინალური იყო: მეც ისე აღვიქვამდი მას, როგორც ჩვენი საზოგადოების სულ ცოტა 80%. ხელისუფლებაში თავი მოიყარეს ისეთმა ადამიანებმა, რომელთაც ყველაფრის კადრება და ჩადენა შეეძლოთ. ასეთი ადამიანები ყოველთვის არ არიან ქვეყნის სათავეში. კი ბატონო, არიან კორუმპირებულები, კანონდამრღვევები, მაგრამ შეიძლება, რაღაც ადამიანური თვისებები ჰქონდეთ. ამ რვა წლის განმავლობაში კი ქვეყანაში ჩამოყალიბდა ხელისუფლება, რომელიც კორუმპირებულიც იყო, ადამიანიც სძულდა, საზოგადოებასაც აბუჩად იგდებდა, დაუნდობლად აღატაკებდა და ტანჯავდა და თან ფარისევლობდა კიდეც. ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ხალხი ხელისუფლებას თავის უდიდეს მტრად აღიქვამდა და მისი ბნელი ფანტაზიის უკიდეგანო გაშლას, ანუ ყველანაირ უბედურებას ელოდა. თუმცა, იყო ბევრი ოპტიმისტიც, რომლებიც ირწმუნებოდნენ, ბევრს ვერაფერს გაბედავენ და ყველაფერი კარგად ჩაივლისო. მეც ხან ასე ვფიქრობდი, ხან ისე, მოკლედ, ყველასავით ციებ-ცხელებაში ვიყავი...

- საზოგადოების მოთმინების ფიალის ასავსებად ბოლო წვეთი ციხის კადრები გახდა თუ ეს მასშტაბური გამოსვლები გარდაუვალი იყო?

- ციხის კოშმარმა ალბათ მართლაც ბოლო წვეთის როლი შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა ისედაც იცოდა, ჩვენს ციხეებში რაც ხდებოდა. ჟურნალ-გაზეთებშიც ჟონავდა ინფორმაცია და გარდა ამისა, ამ პატარა ქვეყანაში, სადაც მასობრივი დაპატიმრებები და წამებები ხელისუფლებამ მმართველობის სტილად და ცხოვრების წესად აქცია, მგონი, თითქმის ყველას აღმოაჩნდა ახლობელი ან ნაცნობი პატიმარი, ურიცხვი ოჯახი ნერვებით ციხეს მიება. ყველა სხვა მიზეზთან ერთად ესეც განაპირობებდა იმას, რომ დღეს თუ ხვალ საზოგადოებრივი აფეთქება გარდაუვალი გახდა, და წარმოუდგენლად კარგი რამ მოხდა, ეს მუხტი და ამბოხი სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლის კალაპოტში რომ მოექცა, რაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ამ ადამიანმა ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა. მხოლოდ მის გარშემო მოხდა ყველას კონსოლიდაცია.

საზოგადოების წიაღიდან უეცრად ამოიზარდა პიროვნება, რომელმაც გამოაცოცხლა და თავის გარშემო შეკრა ყველაზე კეთილშობილური ადამიანური იმპულსი: შეუგუებლობა უსამართლობასთან.

- თუმცა საზოგადოების ნაწილს დღემდე არაერთგვაროვანი შეხედულება აქვს მისი გუნდის წევრების მიმართ...

- გეთანხმებით. ეს საერთოდ ძალიან მძიმე პრობლემაა ჩვენნაირ ქვეყნებში. ამ შემთხვევაში კი სპეციფიკურად იმით არის დამძიმებული, რომ ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ არ იცნობდა ქართველ საზოგადოებას. ის ამ საზოგადოებაში არ ტრიალებდა და რა უნდა ექნა. თან ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და თანაც ხელისუფლებამ ისეთი უღირსი და უმოწყალო დევნა-შევიწროება დაუწყო, რომ კიდევ კარგად გაართვა თავი.

რა თქმა უნდა, არავის სჯერა, რომ ვინც "ქართული ოცნების" მხარეს არის და ამ ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ყველა გონიერი, უანგარო და გამოსადეგი ადამიანია. ასე მარტივად არ არის საქმე. უანგარობა ხომ სანთლითაა საძიებელი დღევანდელ საქართველოში... მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა რა ქნას! ახალ ხალხს ხომ ვერ შექმნის, ეგ ილია ჭავჭავაძემ ვერ მოახერხა! იმედი იმაზე უნდა დავამყაროთ, რომ ამ დიდი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის გულკეთილობა მის გამჭრიახობასთან და პრაგმატიზმთან არის დაწყვილებული, და მალე მიხვდება, ვის რისი თავი აქვს და რა იმპულსი ამოძრავებს.

- არჩევნების წინასწარი შედეგები ასეც შეაფასეს, - "ფულმა დაამარცხა დემოკრატია".

- იცით, ადამიანში, ხალხში არსებობს ისეთი საწყისი და იმპულსი, რასაც მსოფლიოს ერთიანი კაპიტალითაც ვერ იყიდი. ამ სიტყვების ავტორი ძალიან ღარიბი სულის ადამიანია, რომელსაც მოჩლუნგებული აქვს მგრძნობელობა სინამდვილის მიმართ. ის ვერ გრძნობს ადამიანის ტრაგედიას, ვაებას... არც ადამიანის სულის სიღრმეში მფეთქავი ღირსების განცდისა სჯერა, რომელიც ხშირად ითელება და მაინც ცოცხლობს. ან დემოკრატია სად მოელანდა, ან თავისი ხალხის უდიდეს ნაწილს შეურაცხყოფას რატომ აყენებს?! არც ანალიტიკოსად გამოდგება, თუკი დემოკრატიულად გასარკული ფასადის მიღმა ბნელ, ყინულოვან და სისხლიან ინტერიერს აქამდე ვერ ჰკიდა (ლიბერალური) თვალი. მოკლედ, როცა ამტკიცებ, ყოველთვის ფულია ადამიანთა მამოძრავებელი ძალაო, ცხოვრებას საკუთარი საზომით ზომავ. ეგ არის და ეგ.

- ახალგაზრდების გააქტიურებაზე მინდა გკითხოთ, - ბოლო წლებში არ გვახსოვს ასე ერთ მუშტად შეკრული სტუდენტობა...

- ხშირად დამიგდია ყური ახალგაზრდების ერთმანეთთან საუბრისთვის და ეს საუბარი იმდენად უინტერესოდ და გამოშიგნულად მომჩვენებია, რომ ყველანაირი იმედი გადამწურვია... მაგრამ ახლა მათმა უშიშარმა და უპატიებელმა რეაქციამ სისასტიკეზე რუსი მოაზროვნის ბერდიაევის სიტყვები გამახსენა ერის შესახებ: - ერი მისტიკური ორგანიზმიაო.

ახალგაზრდობიდან წამოსული ეს უზარმაზარი მუხტი ამ გადამწყვეტ საპროტესტო მოძრაობაში, რომელმაც ეს რეჟიმი ხერხემალში გადატეხა, ერთადერთ დღეს, 1978 წლის 14 აპრილს მაგონებს. იმ ძალიან საშიშ ეპოქაში სკოლის მოსწავლეები, სტუდენტობა და მათი მშობლები ქუჩაში გამოვიდნენ. ცხადი იყო, რომ შევარდნაძე, თუნდაც თავის წინდახედულობის გამო, ქართველი ახალგაზრდების სისხლს არ დაღვრიდა, მაგრამ საბჭოთა კავშირი იყო უაზრო და სასტიკი.

თბილისში მერვე პოლკი შემოიყვანეს და სადღაც-სადღაც თურმე ტანკებიც იდგა. მაშინ ლექტორი ვიყავი. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ქართული ენის დასაცავად კრემლში გასაგზავნი მასობრივი საპროტესტო ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც "კაგებე" უთვალთვალებდა. სტუდენტებს წარამარა იბარებდნენ.. 14 აპრილს ლენინის მოედნიდან ლამის უნივერსიტეტამდე ქუჩა გადაიჭედა. სტუდენტებს თან სტუდბილეთები და პასპორტები ჰქონდათ, თუ დაგვხოცავენ, ამით ამოგვიცნობენო. ეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დღე იყო. ყველაფერი მშვიდობიანად და შედეგიანად დასრულდა... თუმცა, შემდეგ, ცხოვრებაში ქართული ენა კრემლის მიერ კი არა, ქართველების მიერ სახიჩრდებოდა და პრიმიტიულდებოდა, რაც დღეს კულმინაციას აღწევს, მაგრამ ეს სხვა თემაა.

- შევარდნაძის გადადგომასაც ულოცავდნენ ადამიანები ერთმანეთს...

- ბევრი მასობრივი აღტკინება მინახავს. ზვიად გამსახურდიას არჩევისას, მის მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებისას, როცა მთელი ღამე მანქანებს ასიგნალებდნენ... არადა, ეს ნაბიჯი გახდა სამაჩაბლოს დაკარგვის წინაპირობა... 2003 წლის ძალიან საეჭვო და ყალბი რევოლუციისას, რომლის ახალგაზრდა აქტივისტებს უცხოეთის მიერ დაფინანსებული ტრენინგები ჰქონდათ გავლილი... მაგრამ ამ ყველაფერს საშინელი შედეგები მოჰყვა... ბოლოს კი თანდათან ჩამოიქნა სრულიად ანტიადამიანური ხელისუფლება და ქვეყანამ ფსკერისკენ დაიწყო სვლა...

- ქალბატონო ნაირა, თქვენ კარგად იცნობთ ქართველი კაცის ბუნებას. არ გიკვირთ, როგორ ჩამოყალიბდა ასეთი სასტიკი ადამიანების გუნდი ხელისუფლებაში?

- ადამიანის ფსიქიკასა და ქცევას მრავალი დარგი სწავლობს. აღზრდა-განათლება, რელიგია, კულტურა, ლიტერატურა იმას ესწრაფვის, ადამიანში ადამიანი გადარჩეს, გაიზარდოს, თავისი სულიერი შესაძლებლობები მაქსიმალურად განივითაროს... დღემდე ამოუცნობია, თუ როგორ იკარგება ადამიანში ადამიანი და როგორ იღვიძებს მასში მონსტრი. ერთ ოჯახში აღზრდილი ორი ახალგაზრდიდან შეიძლება, ერთი ავაზაკი გამოვიდეს და მეორე ბრწყინვალე ადამიანი. და მაინც, მთავარი უბედურება ის არის, რომ ჩვენ აღარ ვიცით, რა არის აღზრდა. განათლება სრულიად აბუჩად არის აგდებული. კულტურა ზედმეტი გახდა. ეს ნებისმიერ ქვეყანას დაღუპავს. ველურების ქვეყნად აქცევს.

- ისევ ახალგაზრდებს დავუბრუნდეთ. როგორ უყურებთ სტუდენტების პარლამენტში მოღვაწეობის იდეას?

- ახალგაზრდები შეიძლება, ძალიან ძლიერები იყვნენ საპროტესტო აქციებში, მაგრამ ქვეყნის მართვას მცოდნე, გამოცდილი, მომწიფებული, ზრდასრული ადამიანები სჭირდება. ჩვენთან კი მამაკაცები ძალიან გვიან აღწევენ სიმწიფის ასაკს. გვიან ხდებიან ზრდადასრულებულები. ამაზე, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ავტოკატასტროფებში დაღუპული ახალგაზრდების რაოდენობაც მიანიშნებს.

ახლა გოგო-ბიჭები, ჯერ რომ არ უშრომიათ და არაფერი შეუქმნიათ, უზარმაზარი ჯიპებით მედიდურად დაქრიან. ზემოდან უყურებენ უმანქანოებს და საერთოდ, უზარმაზარი უგვანობისა და უწესრიგობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მშობლები შვილებს ვერანაირ სულიერ სიმდიდრეს ვერ გადასცემენ და მატერიალურით ახდენენ ამის კომპენსაციას. შვილების მიმართ სიყვარულს ავტომანქანის ჩუქებით გამოხატავენ და ხშირად უბედურებისკენ უკაფავენ გზას. ევროპაში ასეთი რამ არ ხდება. იქ ახალგაზრდები გაცილებით უფრო დამოუკიდებლები არიან და თავიანთ ცხოვრებას ძირითადად თავად იწყობენ.

- ქალბატონო ნაირა, ისევ არჩევნების თემას დავუბრუნდები. ყველამ ვიცით, ხელისუფლების მიმართ როგორი დამოკიდებულებაა მთელ ქვეყანში, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენიმე რეგიონში მაინც მმართველი გუნდი ლიდერობს.

- არის რამდენიმე მომენტი, რითაც ჩემი ბედნიერების განცდა დაჩრდილულია. სამართალმა პური ბოლომდე ვერ ჭამა. ჭეშმარიტად სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ნაციონალები გაცილებით ნაკლებ ხმებს მიიღებდნენ. მთელ საქართველოში მყავს ნაცნობები და ახლობლები და ვიცი, როგორია განწყობა. იმ რეგიონებში, სადაც მათ უპირატესობა მოიპოვეს, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტერორი და გაყალბება არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში ირაკლი ალასანიამ გაიმარჯვა და სიღნაღში - გელა გელაშვილმა, რომელიც ჩემი ნათესავი არ არის. და სხვაგანაც ასე იქნება.

და ახლა მოქალაქეებისთვის ფსიქოლოგიურად სრულიად აუტანელია, რომ ისევ ამ წაშლილ სახეებს უნდა უყურონ და ამ ხმებს უსმინონ, "ხმებს სამარიდამ", მით უმეტეს, რომ ნაციონალებს არაფერი ეტყობათ არც დანაშაულის შეგრძნების, არც სირცხვილისა და არც სინანულის. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახლა, ჩვენი ბოლო მარცხის შემდეგ, ვგულისხმობ ამ ხელისუფლებას, ციხის ჯოჯოხეთს და განსაკუთრებით კი ბოლო, სრულიად გამანადგურებელ კადრს და სიმბოლოს - ქვევრში ჩამხრჩვალ ჩვილს, - მთელ ჩვენს ცხოვრებას, მის ძველ და ახალ მანკიერებებს, აღზრდა-განათლებას, კულტურას რევიზია უნდა გავუკეთოთ. უნდა ვეძიოთ როდის, საიდან და როგორ დაიწყო ეს საშინელი ავადმყოფობა! ეს დაცემა?! უნდა დავადგინოთ სიმართლე და სამართალი. მოვლენები ნამდვილი სახელების გარეშე და დანაშაულებები სასჯელის გარეშე იმ კარგსაც გააპარტახებს, რაც კიდევ შემოგვრჩა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)