ლეგენდარული რევოლუციონერის, ერნესტო ჩე გევარას დღიურები, რომლებიც მან სიცოცხლის ბოლო თვეებში დაწერა, ინტერნეტის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომია. ჩეგევარა "ბოლივიურ დღიურს" ქვეყანაში ჩასვლიდან 1967 წლის ოქტომბრამდე აწარმოებდა. დღიური სამი წლის წინ ბოლივიაში, ქვეყნის კულტურის სამინისტროს დაკვეთით გამოქვეყნდა. ავტორმა დღიურში ბოლო ჩანაწერი გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე, 1967 წლის 7 ოქტომბერს გააკეთა.
ამჟამად ჩე გევარას დღიურის წაკითხვა ინტერნეტში უფასოდაა შესაძლებელი. ორიგინალი ჩანაწერები კი ბოლივიაში ინახება. ისინი 1980-იან წლებში ლონდონში აუქციონზე შეიძინეს. ერთ-ერთი ვერსიით, დღიურები ბოლივიის არმიის საცავიდან მოიპარეს.
განათლებით ექიმი ერნესტო ჩე გევარა ლათინური ამერიკის ერების თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.
ჩე გევარა 1967 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა - ბოლივიელ სამხედროებს იგი გლეხმა გადასცა. რევოლუციონერის იარაღი მწყობრიდან გამოვიდა, თავად ის დაჭრილი იყო. ჩე გევარა დაპატიმრების შემდეგ რამდენიმე საათში დაცხრილეს და ბოლივიურ ქალაქ ვალე-გრანდში მალულად დაასაფლავეს. 1997 წელს რევოლუციონერის ნეშტი კუბის ქალაქ სანტა-კლარას მავზოლეუმში გადაასვენეს.
მომზადებულია Agence France-Presseი-ს მიხედვით.