სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერენის მარლო: "სექსუალურ მამაკაცებთან ერთად ვითამაშე"
ბერენის მარლო: "სექსუალურ მამაკაცებთან ერთად ვითამაშე"

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებ­მა ლე­გენ­და­რუ­ლი აგენ­ტი 007-ის მო­რი­გი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ფილ­მი წა­რად­გი­ნეს. ფარ­თო ეკ­რა­ნებ­ზე სუ­რა­თი 28 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ვა და სა­ხე­ლად "სკა­ი­ფო­ლის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი" ჰქვია. ბონ­დის გო­გო­ნას როლს მშვე­ნი­ე­რი ბე­რე­ნის მარ­ლო ას­რუ­ლებს.

- რა გან­ცდა გქონ­დათ, როცა ამ როლ­ზე და­გამ­ტკი­ცეს?

- ეს ისე­თი უჩ­ვე­უ­ლო იყო. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მქონ­და გან­ცდა, რომ ერთ დღეს ბონ­დის გო­გო­ნას გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დი. მი­ნიშ­ნე­ბე­ბი მქონ­და, რომ ბონ­დი­ა­ნას­თან ვიქ­ნე­ბო­დი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ერ­თგვა­რი სა­ი­დუმ­ლო კავ­ში­რი. ძა­ლი­ან მომ­წონ­და ამ ფილ­მის მუ­სი­კა. როცა გა­სა­უბ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, მივ­ხვდი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მე­ცა­და. როცა როლი მი­ვი­ღე, სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დე და­მე­უფ­ლა. იმავდრო­უ­ლად აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მინ­დო­და მალე და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა. დი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან უნდა მე­მუ­შა­ვა. თით­ქოს ის ას­რულ­და, რაც უნდა ას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე მა­მას. ის ჩე­მით ძა­ლი­ან ამა­ყობ­და.

- რა არის ახა­ლი თქვენს გო­გო­ნა­ში, ბონ­დის სხვა გო­გო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით?

- ბონ­დის გო­გო­ნა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რია კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­სა და კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში. ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია. ალ­ბათ დღემ­დე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ ამ უდი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას. ვერ გა­ვი­აზ­რე, რომ ამ უშ­ვე­ლე­ბე­ლი ფილ­მის ნა­წი­ლი ვარ. სე­ვე­რი­ნას სა­ხეს რომ ვქმნი­დი, დრა­კო­ნე­ბი­სა და ავა­ზე­ბის­გან ვი­ღებ­დი შთა­გო­ნე­ბას. მინ­დო­და, ჩემი გმი­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი, რთუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. იმე­დი მაქვს, ამას მა­ყუ­რე­ბე­ლიც და­ი­ნა­ხავს, შე­ა­ფა­სებს ჩემს წვლილს.

- რა აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი?

- მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი პრო­ცე­სის დროს კონ­ცენ­ტრი­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. სა­ჭი­რო დო­ნე­ზე უნდა გქო­ნო­და ემო­ცი­ე­ბი, არ ას­ცდე­ნო­დი პერ­სო­ნაჟს. ამ როლ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს ბევ­რი რამ გა­ვი­გე სა­კუ­თარ თავ­ზე, რო­გორც ადა­მი­ან­ზე.

- ბონ­დი­ა­ნის რო­მე­ლი ნა­წი­ლი გიყ­ვართ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- "მკვლე­ლო­ბის ლი­ცენ­ზია", ტი­მო­თი დალ­ტო­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ეს ფილ­მი ვნა­ხე პირ­ვე­ლად. მი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­ცდა მაქვს. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბონ­დი კი, კრე­ი­გის გარ­და, შონ კო­ნე­რია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბონ­დე­ბი არი­ან. მაგ­რამ შონი ის­ტო­რი­ის სა­თა­ვე­ებ­თან იდგა და ჯე­იმს ბონ­დის სახე სა­მუ­და­მოდ და­უ­კავ­შირ­და მას.

- კრე­იგ­თან და ჰა­ვი­ერ ბარ­დემ­თან თა­მა­ში რო­გო­რი იყო?

- გა­და­სა­რე­ვი. არა­ფე­რი ყო­ფი­ლა რთუ­ლი იმა­ში, რომ დი­ლით ადრე ამ­დგა­რი­ყა­ვი და ასეთ დი­დე­ბულ, სექ­სუ­ა­ლურ მა­მა­კა­ცებ­თან გე­თა­მა­შა. გან­სა­კუთ­რე­ბით ბარ­დე­მის ვარ­ცხნი­ლო­ბა და თმის ფერი მომ­წონ­და. პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ნა­ხე, აღ­ტა­ცე­ბა ვერ დავ­მა­ლე: "ღმერ­თო, ეს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლია!" გა­და­სა­რე­ვად თა­მა­შობს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ბერენის მარლო: "სექსუალურ მამაკაცებთან ერთად ვითამაშე"

ბერენის მარლო: "სექსუალურ მამაკაცებთან ერთად ვითამაშე"

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ლეგენდარული აგენტი 007-ის მორიგი თავგადასავლების შესახებ ახალი ფილმი წარადგინეს. ფართო ეკრანებზე სურათი 28 ოქტომბერს გამოვა და სახელად "სკაიფოლის კოორდინატები" ჰქვია. ბონდის გოგონას როლს მშვენიერი ბერენის მარლო ასრულებს.

- რა განცდა გქონდათ, როცა ამ როლზე დაგამტკიცეს?

- ეს ისეთი უჩვეულო იყო. მთელი ცხოვრება მქონდა განცდა, რომ ერთ დღეს ბონდის გოგონას განვასახიერებდი. მინიშნებები მქონდა, რომ ბონდიანასთან ვიქნებოდი დაკავშირებული, ერთგვარი საიდუმლო კავშირი. ძალიან მომწონდა ამ ფილმის მუსიკა. როცა გასაუბრების შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მეცადა. როცა როლი მივიღე, საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. იმავდროულად აღელვებული ვიყავი, მინდოდა მალე დამეწყო მუშაობა. დიდებულ ადამიანებთან უნდა მემუშავა. თითქოს ის ასრულდა, რაც უნდა ასრულებულიყო. მაშინვე დავურეკე მამას. ის ჩემით ძალიან ამაყობდა.

- რა არის ახალი თქვენს გოგონაში, ბონდის სხვა გოგონებისგან განსხვავებით?

- ბონდის გოგონა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია კინოინდუსტრიასა და კინოს ისტორიაში. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ალბათ დღემდე ვერ ვაცნობიერებ ამ უდიდეს ბედნიერებას. ვერ გავიაზრე, რომ ამ უშველებელი ფილმის ნაწილი ვარ. სევერინას სახეს რომ ვქმნიდი, დრაკონებისა და ავაზებისგან ვიღებდი შთაგონებას. მინდოდა, ჩემი გმირი ორიგინალური, რთული ყოფილიყო. იმედი მაქვს, ამას მაყურებელიც დაინახავს, შეაფასებს ჩემს წვლილს.

- რა აღმოჩნდა ყველაზე რთული?

- მთელი გადამღები პროცესის დროს კონცენტრირების შენარჩუნება. საჭირო დონეზე უნდა გქონოდა ემოციები, არ ასცდენოდი პერსონაჟს. ამ როლზე მუშაობის დროს ბევრი რამ გავიგე საკუთარ თავზე, როგორც ადამიანზე.

- ბონდიანის რომელი ნაწილი გიყვართ ყველაზე მეტად?

- "მკვლელობის ლიცენზია", ტიმოთი დალტონის მონაწილეობით. ეს ფილმი ვნახე პირველად. მისადმი განსაკუთრებული განცდა მაქვს. ჩემი საყვარელი ბონდი კი, კრეიგის გარდა, შონ კონერია. რასაკვირველია, სრულიად განსხვავებული ბონდები არიან. მაგრამ შონი ისტორიის სათავეებთან იდგა და ჯეიმს ბონდის სახე სამუდამოდ დაუკავშირდა მას.

- კრეიგთან და ჰავიერ ბარდემთან თამაში როგორი იყო?

- გადასარევი. არაფერი ყოფილა რთული იმაში, რომ დილით ადრე ამდგარიყავი და ასეთ დიდებულ, სექსუალურ მამაკაცებთან გეთამაშა. განსაკუთრებით ბარდემის ვარცხნილობა და თმის ფერი მომწონდა. პირველად რომ დავინახე, აღტაცება ვერ დავმალე: "ღმერთო, ეს უცხოპლანეტელია!" გადასარევად თამაშობს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება