სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ დააბნია ეთერ კაკულია ნაცმოძრაობის კონცერტზე
რამ დააბნია ეთერ კაკულია ნაცმოძრაობის კონცერტზე

ბოლო დროს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­მოჩ­ნდა ვი­დეო, რო­მე­ლიც ნაც­მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. კონ­ცერ­ტზე ჰიმ­ნი გაჟ­ღერ­და და მა­ლე­ვე ფო­ნოგ­რა­მა გა­წყდა. სცე­ნა­ზე მდგარ­მა ეთერ კა­კუ­ლი­ამ გა­და­წყვი­ტა, რომ სი­ტუ­ა­ცია უნდა გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა, ჩარ­თო მიკრო­ფო­ნი და და­ი­წყო... სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის ტექ­სტის არ­ცოდ­ნა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, მომ­ღე­რა­ლი სხვა­დას­ხვა ტო­ნა­ლო­ბა­ში "დახ­ტო­და" და მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს მე­ლო­დია, რბი­ლად რომ ვთქვათ, მძი­მე მო­სას­მე­ნი აღ­მოჩ­ნდა.

ეთერ კა­კუ­ლია ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არ ერ­თვე­ბა, აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნია და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებ­ში.

ქალ­ბა­ტონ ეთერს იმ ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე შევ­ხვდი. დათ­რგუ­ნუ­ლი მეჩ­ვე­ნა, თუმ­ცა ცდი­ლობ­და არ შე­ემ­ჩნია.

- ვგიჟ­დე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე. ახ­ლა­ხან ირან­ში ვი­ყა­ვი. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ნაზი ალა­სა­ნი­ამ წა­მიყ­ვა­ნა. თე­ი­რან­მა გა­მა­გი­ჟა. 18 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და ერთი შუქ­ნი­შა­ნი არ დგას ქა­ლაქ­ში. იცით, რო­გორ მო­რი­დე­ბით და­დი­ან მან­ქა­ნე­ბი?! გავ­გიჟ­დი! წარ­მო­ვიდ­გი­ნე, თბი­ლის­ში რომ შუქ­ნი­შა­ნი არ იდ­გეს, რა მოხ­დე­ბო­და.

- არ უმ­ღე­რეთ ირა­ნე­ლებს?

- ირან­ში ქალს უფ­ლე­ბა არ აქვს იმ­ღე­როს. არა­და, ისე მინ­დო­და... ქორ­წილ­ში დაგვპა­ტი­ჟეს. იცით, რო­გო­რი ქორ­წი­ლი იყო? ჩვენ­თან ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში რომ გა­და­ი­ხა­დო ქორ­წი­ლი, სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ან მომ­ღერ­ლე­ბი, მღე­რი­ან და ეს არის ქორ­წი­ლი. ისე მო­მინ­და სიმ­ღე­რა. სულ კა­ცე­ბი მღე­როდ­ნენ. ვიხ­ვე­წე­ბო­დი, მე ხომ ირა­ნე­ლი არ ვარ, მამ­ღე­რეთ-მეთ­ქი, მაგ­რამ... ეგ კი არა, თავ­შე­ბუ­რუ­ლი დავ­დი­ო­დი, პირი და თვა­ლე­ბი მი­ჩან­და მარ­ტო.

- სა­მა­გი­ე­როდ ნაც­მოძ­რა­ო­ბის კონ­ცერ­ტზე გამ­ღე­რეს სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი...

- (იცი­ნის) გა­წყდა ფო­ნოგ­რა­მა. ყვე­ლამ და­ი­წყო სიმ­ღე­რა, ხალ­ხიც კი მღე­რო­და დაბ­ლი­დან, მაგ­რამ ჩემი ხმა ის­მო­და მარ­ტო, იმი­ტომ, რომ მიკრო­ფო­ნი მე მე­ჭი­რა. ბო­ლო­ში მა­ინც კარ­გად და­ვა­გუ­გუ­ნე!

- თა­ვი­დან რა მოხ­და?

- ფო­ნოგ­რა­მა რომ გა­ჩერ­და, გა­დავ­წყვი­ტე, რომ მე უნდა გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცია, მე ხომ მა­ინც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ხმა მაქვს. ტო­ნა­ლო­ბას კი ავ­ცდი, მაგ­რამ ძნე­ლია, გე­ნაც­ვა­ლე, მუ­სი­კის გა­რე­შე, ვე­რა­ვინ ვერ იმ­ღე­რებს შე­უც­დომ­ლად.

- ტექსტს რაც შე­ე­ხე­ბა?

- ტექსტს მკარ­ნა­ხობ­დნენ ცალ­კე დუტა და ცალ­კე თემო სა­ჯა­ია (იცი­ნის).

- სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის ტექ­სტი რომ არ იცით და ნაც­მოძ­რა­ო­ბის კონ­ცერ­ტზე მღე­რით, არა უშავს?

- ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის კონ­ცერ­ტზე რომ ვიმ­ღე­რე, კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რა­ტო­მაც არა! სა­მეგ­რე­ლო­ში ვი­ყა­ვით, დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტი იყო. დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი, რომ გა­წყდა ჰიმ­ნი. გა­მო­ვას­წო­რე ვი­თომ ჩემი ჭკუ­ით. რა უნდა ვქნა ახლა? უნდა გა­მო­ვას­წო­რო ეს შეც­დო­მა და ხელ­მე­ო­რედ ვიმ­ღე­რო კარ­გად ტე­ლე­ვი­ზი­ით. ტექსტს ვის­წავ­ლი თან, წინ მა­ინც და­ვი­დებ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, თქვე­ნი კი­დევ ერთი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვეთ, ჩემ­პი­ო­ნი გამ­ხდარ­ხართ ნარ­დში ქალ­თა შო­რის...

- იცით, რამ­დე­ნი გა­ტა­ცე­ბა მაქვს კი­დევ? ნარ­დი მარ­თლაც მიყ­ვარს. ჩემი მშობ­ლე­ბი თა­მა­შობ­დნენ და ეტყო­ბა გენ­ში მაქვს. მეც და ჩემი ძმაც კარ­გად ვთა­მა­შობთ. ქა­ლებ­ში ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი წელს. თა­სიც მაქვს! აბა, რო­გორ! ჰიმ­ნიც კი შევ­ქმე­ნი ნარ­დზე. სხვა­თა შო­რის, 29 ნო­ემ­ბერს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა. ჯერ არ ვამ­ბობ, რამ­დე­ნი წლის ვხდე­ბი, იმი­ტომ, რომ მეც და­მა­ვი­წყდა. მე ხომ ვი­ტყუ­ე­ბი... მინ­და კონ­ცერ­ტიც და­ვამ­თხვიო და სა­ერ­თო­დაც, მინ­და ვარ­სკვლა­ვიც გა­მიხ­სნან.

- დაგ­პირ­დნენ? თუ არ­ჩევ­ნებს ელო­დე­ბით?

- არ­ჩევ­ნე­ბი წე­ლი­წად­ში ერთხელ არის და მე 50 წე­ლია სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. ყვე­ლა ქა­ლაქ­ზე და რე­გი­ონ­ზე მაქვს სიმ­ღე­რა, ასე რომ, ერთი კი არა, ორი ვარ­სკვლა­ვი უნდა გა­მიხ­სნან!

- ამ­ბო­ბენ, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" აპი­რებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას...

- არა, რეკ­ლა­მა­ში გა­და­მი­ღეს, რომ ხალ­ხი მი­ე­ზი­დათ. ჩემი მე­გო­ბა­რი გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე ცეკ­ვავს მაგ პრო­ექ­ტში. ის ქო­რე­ოგ­რა­ფია. მე სა­სა­ცი­ლო ვიქ­ნე­ბო­დი. რა სი­სუ­ლე­ლეა, არც მი­ფიქ­რია... იცით რა მინ­და? ასე­თი სა­თა­უ­რი მინ­და "რე­ი­ტინ­გში": "ისე რო­გორც არა­სო­დეს (ღი­ღი­ნებს), ახლა უფრო მწა­დია, ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი შე­ვიყ­ვა­როთ ძა­ლი­ან, ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი სა­ლო­ცა­ვია".

- ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თის შეყ­ვა­რე­ბა რომ ვერ ვის­წავ­ლეთ, წუ­ხელ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­შიც ჩან­და...

- ეს მძი­მე თე­მაა, არ მინ­და ხა­სი­ა­თი გა­მი­ფუჭ­დეს. მე ხომ კარ­გი ხა­სი­ა­თის გო­გო­ნა ვარ. ოპ­ტი­მის­ტი ვარ. ცუდი უნდა და­ვი­ვი­წყოთ. კარ­გზე ვი­ფიქ­როთ. ყვე­ლა­ზე ცუდი იცით რა არის, სხვა სამ­ყა­რო­ში რომ მოხ­ვდე­ბი სა­მუ­და­მოდ. ვგიჟ­დე­ბი, ისე მიყ­ვარს სი­ცო­ცხლე.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რამ დააბნია ეთერ კაკულია ნაცმოძრაობის კონცერტზე

რამ დააბნია ეთერ კაკულია ნაცმოძრაობის კონცერტზე

ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც ნაცმოძრაობის ერთ-ერთ წინასაარჩევნო კონცერტზეა გადაღებული. კონცერტზე ჰიმნი გაჟღერდა და მალევე ფონოგრამა გაწყდა. სცენაზე მდგარმა ეთერ კაკულიამ გადაწყვიტა, რომ სიტუაცია უნდა გამოესწორებინა, ჩართო მიკროფონი და დაიწყო... საქართველოს ჰიმნის ტექსტის არცოდნაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მომღერალი სხვადასხვა ტონალობაში "დახტოდა" და მთლიანობაში ეს მელოდია, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა.

ეთერ კაკულია ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერთვება, აპოლიტიკური ადამიანია და მიუხედავად ამისა, აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების წინასაარჩევნო კონცერტებში.

ქალბატონ ეთერს იმ ავადსახსენებელი კადრების გავრცელებიდან მეორე დღესვე შევხვდი. დათრგუნული მეჩვენა, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.

- ვგიჟდები მოგზაურობაზე. ახლახან ირანში ვიყავი. ჩემმა მეგობარმა ნაზი ალასანიამ წამიყვანა. თეირანმა გამაგიჟა. 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ერთი შუქნიშანი არ დგას ქალაქში. იცით, როგორ მორიდებით დადიან მანქანები?! გავგიჟდი! წარმოვიდგინე, თბილისში რომ შუქნიშანი არ იდგეს, რა მოხდებოდა.

- არ უმღერეთ ირანელებს?

- ირანში ქალს უფლება არ აქვს იმღეროს. არადა, ისე მინდოდა... ქორწილში დაგვპატიჟეს. იცით, როგორი ქორწილი იყო? ჩვენთან ფილარმონიაში რომ გადაიხადო ქორწილი, სცენაზე გამოდიან მომღერლები, მღერიან და ეს არის ქორწილი. ისე მომინდა სიმღერა. სულ კაცები მღეროდნენ. ვიხვეწებოდი, მე ხომ ირანელი არ ვარ, მამღერეთ-მეთქი, მაგრამ... ეგ კი არა, თავშებურული დავდიოდი, პირი და თვალები მიჩანდა მარტო.

- სამაგიეროდ ნაცმოძრაობის კონცერტზე გამღერეს საქართველოს ჰიმნი...

- (იცინის) გაწყდა ფონოგრამა. ყველამ დაიწყო სიმღერა, ხალხიც კი მღეროდა დაბლიდან, მაგრამ ჩემი ხმა ისმოდა მარტო, იმიტომ, რომ მიკროფონი მე მეჭირა. ბოლოში მაინც კარგად დავაგუგუნე!

- თავიდან რა მოხდა?

- ფონოგრამა რომ გაჩერდა, გადავწყვიტე, რომ მე უნდა გამომესწორებინა სიტუაცია, მე ხომ მაინც ყველაზე ძლიერი ხმა მაქვს. ტონალობას კი ავცდი, მაგრამ ძნელია, გენაცვალე, მუსიკის გარეშე, ვერავინ ვერ იმღერებს შეუცდომლად.

- ტექსტს რაც შეეხება?

- ტექსტს მკარნახობდნენ ცალკე დუტა და ცალკე თემო საჯაია (იცინის).

- საქართველოს ჰიმნის ტექსტი რომ არ იცით და ნაცმოძრაობის კონცერტზე მღერით, არა უშავს?

- ნაციონალების კონცერტზე რომ ვიმღერე, კმაყოფილი ვარ, რატომაც არა! სამეგრელოში ვიყავით, დასკვნითი კონცერტი იყო. დაბნეული ვიყავი, რომ გაწყდა ჰიმნი. გამოვასწორე ვითომ ჩემი ჭკუით. რა უნდა ვქნა ახლა? უნდა გამოვასწორო ეს შეცდომა და ხელმეორედ ვიმღერო კარგად ტელევიზიით. ტექსტს ვისწავლი თან, წინ მაინც დავიდებ.

- ქალბატონო ეთერ, თქვენი კიდევ ერთი გატაცების შესახებ შევიტყვეთ, ჩემპიონი გამხდარხართ ნარდში ქალთა შორის...

- იცით, რამდენი გატაცება მაქვს კიდევ? ნარდი მართლაც მიყვარს. ჩემი მშობლები თამაშობდნენ და ეტყობა გენში მაქვს. მეც და ჩემი ძმაც კარგად ვთამაშობთ. ქალებში ჩემპიონი გავხდი წელს. თასიც მაქვს! აბა, როგორ! ჰიმნიც კი შევქმენი ნარდზე. სხვათა შორის, 29 ნოემბერს ჩემი დაბადების დღეა. ჯერ არ ვამბობ, რამდენი წლის ვხდები, იმიტომ, რომ მეც დამავიწყდა. მე ხომ ვიტყუები... მინდა კონცერტიც დავამთხვიო და საერთოდაც, მინდა ვარსკვლავიც გამიხსნან.

- დაგპირდნენ? თუ არჩევნებს ელოდებით?

- არჩევნები წელიწადში ერთხელ არის და მე 50 წელია სცენაზე ვდგავარ. ყველა ქალაქზე და რეგიონზე მაქვს სიმღერა, ასე რომ, ერთი კი არა, ორი ვარსკვლავი უნდა გამიხსნან!

- ამბობენ, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" აპირებდით მონაწილეობის მიღებას...

- არა, რეკლამაში გადამიღეს, რომ ხალხი მიეზიდათ. ჩემი მეგობარი გივი სიხარულიძე ცეკვავს მაგ პროექტში. ის ქორეოგრაფია. მე სასაცილო ვიქნებოდი. რა სისულელეა, არც მიფიქრია... იცით რა მინდა? ასეთი სათაური მინდა "რეიტინგში": "ისე როგორც არასოდეს (ღიღინებს), ახლა უფრო მწადია, ქართველებმა ერთმანეთი შევიყვაროთ ძალიან, ერთიანი საქართველო ჩვენი სალოცავია".

- ქართველებმა ერთმანეთის შეყვარება რომ ვერ ვისწავლეთ, წუხელ გავრცელებულ კადრებშიც ჩანდა...

- ეს მძიმე თემაა, არ მინდა ხასიათი გამიფუჭდეს. მე ხომ კარგი ხასიათის გოგონა ვარ. ოპტიმისტი ვარ. ცუდი უნდა დავივიწყოთ. კარგზე ვიფიქროთ. ყველაზე ცუდი იცით რა არის, სხვა სამყაროში რომ მოხვდები სამუდამოდ. ვგიჟდები, ისე მიყვარს სიცოცხლე.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება