მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიკა ჯამბურია "ახალი ხმის" ერთ-ერთი მონაწილე იქნება
თიკა ჯამბურია "ახალი ხმის" ერთ-ერთი მონაწილე იქნება

მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ "ახა­ლი ხმის" და­წყე­ბას ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით. ერთი სული გვაქვს ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლებს უცხო­ეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. გა­და­ცე­მა ძა­ლი­ან მალე, 4 ოქ­ტომ­ბერს უნდა გა­ვი­დეს "იმე­დის" ეთერ­ში. რო­გორც გა­ვი­გეთ, მისი ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მომ­ღე­რა­ლი თიკა ჯამ­ბუ­რია იქ­ნე­ბა. ისე, მგო­ნი, ყვე­ლას გა­დაგ­ვა­ვი­წყდა, რომ თიკა მომ­ღე­რა­ლია. უკვე დიდი ხა­ნია, მას ახა­ლი სიმ­ღე­რა არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ იურ­მა­ლა­ში "ახალ ტალ­ღა­ში" აპი­რებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა არ გა­უ­მარ­თლა, მოს­კოვ­ში შე­სარ­ჩევ ტურ­ში ვერ გა­ვი­და. ბოლო დროს ქარ­თულ პრე­სა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სი­ახ­ლე­ე­ბის ნაც­ვლად, თიკა იმით უფრო ჩანს, რომ მე­უღ­ლეს და­შორ­და. თი­კას და ბექა ხო­ფე­რი­ას შე­რი­გე­ბას ყვე­ლა ცდი­ლობს, მაგ­რამ რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტეს, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყონ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ბე­ქას სხვა უყ­ვარს. თი­კამ კი, რო­გორც ჩანს, გა­და­წყვი­ტა, კა­რი­ე­რას და­უბ­რუნ­დეს და წარ­სულ­ზე აღარ იფიქ­როს. "ახალ ხმა­ში" მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ამ­ბის გარ­კვე­ვა თა­ვად თი­კას­თან ვცა­დე.

- თიკა, "ახა­ლი ხმის" მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მარ­თლა გი­ხი­ლავთ?

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერც და­ვა­დას­ტუ­რებ და ვერც უარ­ვყოფ.

თი­კას­თან ამ ხან­მოკ­ლე სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ გა­ვარ­კვიე, რომ თურ­მე, კონ­ტრაქ­ტის მი­ხედ­ვით, "ახა­ლი ხმის" მო­ნა­წი­ლე­ებს წი­ნას­წარ იმის გამ­ხე­ლაც კი ეკ­რძა­ლე­ბათ, შო­უ­ში იღე­ბენ თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ასე რომ, მარ­თა­ლია თი­კამ არ და­ა­დას­ტუ­რა, მაგ­რამ გვერ­წმუ­ნეთ, მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში მას აუ­ცი­ლებ­ლად იხი­ლავთ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

თიკა ჯამბურია "ახალი ხმის" ერთ-ერთი მონაწილე იქნება

თიკა ჯამბურია "ახალი ხმის" ერთ-ერთი მონაწილე იქნება

მუსიკალურ პროექტ "ახალი ხმის" დაწყებას ყველა მოუთმენლად ველით. ერთი სული გვაქვს ვნახოთ, რამდენად გაამართლებს უცხოეთში წარმატებული პროექტი საქართველოში. გადაცემა ძალიან მალე, 4 ოქტომბერს უნდა გავიდეს "იმედის" ეთერში. როგორც გავიგეთ, მისი ერთ-ერთი მონაწილე მომღერალი თიკა ჯამბურია იქნება. ისე, მგონი, ყველას გადაგვავიწყდა, რომ თიკა მომღერალია. უკვე დიდი ხანია, მას ახალი სიმღერა არ შეუთავაზებია ქართველი მსმენელისთვის.

რამდენიმე წლის წინ იურმალაში "ახალ ტალღაში" აპირებდა მონაწილეობას, თუმცა არ გაუმართლა, მოსკოვში შესარჩევ ტურში ვერ გავიდა. ბოლო დროს ქართულ პრესაში შემოქმედებითი სიახლეების ნაცვლად, თიკა იმით უფრო ჩანს, რომ მეუღლეს დაშორდა. თიკას და ბექა ხოფერიას შერიგებას ყველა ცდილობს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობენ, საბოლოოდ გადაწყვიტეს, ახალი ცხოვრება დაიწყონ. იმასაც ამბობენ, რომ ბექას სხვა უყვარს. თიკამ კი, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, კარიერას დაუბრუნდეს და წარსულზე აღარ იფიქროს. "ახალ ხმაში" მისი მონაწილეობის ამბის გარკვევა თავად თიკასთან ვცადე.

- თიკა, "ახალი ხმის" მონაწილეებს შორის მართლა გიხილავთ?

- ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ.

თიკასთან ამ ხანმოკლე სატელეფონო საუბრის შემდეგ გავარკვიე, რომ თურმე, კონტრაქტის მიხედვით, "ახალი ხმის" მონაწილეებს წინასწარ იმის გამხელაც კი ეკრძალებათ, შოუში იღებენ თუ არა მონაწილეობას. ასე რომ, მართალია თიკამ არ დაადასტურა, მაგრამ გვერწმუნეთ, მუსიკალურ კონკურსში მას აუცილებლად იხილავთ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება