საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეცვალა თუ არა დაოჯახებამ სკანდალური ერეკლე დეისაძე
შეცვალა თუ არა დაოჯახებამ სკანდალური ერეკლე დეისაძე

ამ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბა. მისი და­ო­ჯა­ხე­ბაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლას­თვის. ერეკ­ლე დე­ი­სა­ძემ და კრა­ვაი ტყე­მა­ლა­ძემ ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს. გო­გო­ნას ბიჭ­ზე მე­გობ­რის­გან ბევ­რი გა­ე­გო, მაგ­რამ თა­ვად არც ისე მო­ხიბ­ლუ­ლი გახ­ლდათ. პირ­ველ შეხ­ვედ­რას მე­ო­რე მოჰ­ყვა, მე­ო­რეს მე­სა­მე და ერთ დღეს კრა­ვაი მიხ­ვდა, რომ ერეკ­ლე შე­უყ­ვარ­და. ბიჭი უფრო ადრე მო­ი­ხიბ­ლა, ამ­ბობს, რომ ჯერ კი­დევ მისი სუ­რა­თე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას დაქლი­ავ­და, შემ­დეგ კი ნახ­ვი­სას, რო­დე­საც უთხრა, რომ ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბოდ­ნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი.

ერეკ­ლე:

- კრა­ვაი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­ცა­ნი, ოღონდ მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა თა­ვად გა­მო­მიგ­ზავ­ნა (იღი­მე­ბა).

კრა­ვაი:

- იმი­ტომ არ გა­მიგ­ზავ­ნია, რომ მომ­წონ­და. ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო უცხო­ე­თი­დან, რო­დე­საც ნახა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერეკ­ლეს სა­ხით ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობ­და, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და ხში­რად მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ერთ დღეს მე­გობ­რის "ფე­ის­ბუქ­ზე" ვი­ღაც სხვას ვე­ძებ­დი, ვისი და­მა­ტე­ბაც მინ­დო­და და შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მე­გობ­რებ­ში ერეკ­ლე დე­ი­სა­ძეც ჰყავ­და და მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა გა­ვუგ­ზავ­ნე. მერე ეს ამ­ბა­ვი სა­ერ­თოდ და­მა­ვი­წყდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში ერეკ­ლე ქა­ლაქ­ში არ იყო და ერთი კვი­რის შემ­დეგ დამ­თან­ხმდა მე­გობ­რო­ბა­ზე. მა­შინ გა­მახ­სენ­და, რომ მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა მქონ­და გაგ­ზავ­ნი­ლი და მისი სუ­რა­თე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ვი­წყე. ამ დროს მომ­წე­რა - "ლა­მა­ზი ხარ".

ერეკ­ლე:

- პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვა­ზე ვუ­თხა­რი, შე­იძ­ლე­ბა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდეთ-მეთ­ქი და ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და. შეხ­ვედ­რის დღეს ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი. მერე მარ­თლა უცებ გავ­ხდით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. თა­ვი­დან კრა­ვა­ის ფო­ტო­ე­ბი რომ და­ვათ­ვა­ლი­ე­რე, ერთი ნახ­ვით გა­მოქლი­ა­ვე­ბა და­მე­მარ­თა და რე­ა­ლუ­რად რომ ვნა­ხე, უფრო მო­მე­წო­ნა.

- კრა­ვაი, შენ რით მოგ­ხიბ­ლა ერეკ­ლემ?

- თა­ვი­სი პი­როვ­ნე­ბით. ხში­რად ვამ­ბობ, რომ რო­გო­რიც მე­გო­ნა, ისე­თი არ აღ­მოჩ­ნდა, უფრო უკე­თე­სია.

- სახ­ლში რო­გორ გა­ამ­ხი­ლე, ვინ იყო შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- (იღი­მე­ბა) დე­დამ იცო­და, რომ ვმე­გობ­რობ­დით, მაგ­რამ მის­თვის ეს პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და. მერე ხვდე­ბო­და, რომ მარ­ტო მე­გობ­რე­ბი არ ვი­ყა­ვით და რჩე­ვებს მაძ­ლევ­და, რომ არ მეჩ­ქა­რა, ცოტა თავი და­მე­ფა­სე­ბი­ნა, ხომ იცით, რო­გორ იცი­ან მშობ­ლებ­მა. რო­დე­საც ერეკ­ლეს ცო­ლად გავ­ყე­ვი, დე­დამ მა­შინ გა­ი­გო, რომ რე­ა­ლუ­რად ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და.

- ერეკ­ლე, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლეს მო­სა­ხიბ­ლად სა­კუ­თარ ლექ­სებს თუ უკი­თხავ­დი?

- კრა­ვა­ის­თვის ჩემი ლექ­სე­ბი არა­სო­დეს წა­მი­კი­თხავს, შე­იძ­ლე­ბა, ასე უფრო არ მოვ­წო­ნე­ბო­დი. თან ახ­ლან­დე­ლი პო­ე­ტე­ბი დე­ბი­ლე­ბი არი­ან. მათ ვი­დე­ო­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, სა­დაც ლექ­სებს კი­თხუ­ლო­ბენ, მი­ტყდე­ბა, სი­ტყვა - პო­ე­ტი რო­გორ გა­ა­ფუ­ჭეს.

კრა­ვაი:

- ერეკ­ლეს შე­მოქ­მე­დე­ბაც მომ­წონს, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, მისი გე­მოვ­ნე­ბა, რა მუ­სი­კას უს­მენს, ვის ნა­წარ­მო­ე­ბებს კი­თხუ­ლობს, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერ­თნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი ემ­თხვე­ვა.

ერეკ­ლე:

- წიგ­ნებს ორი­ვე შუ­ა­ღა­მემ­დე ვკი­თხუ­ლობთ, მერე დი­ლას ვაგ­რძე­ლებთ. არ მომ­წონს ძი­ლის წინ კი­თხვა, ვფიქ­რობ­დი, ისე­თი მე­უღ­ლე შემ­ხვდე­ბო­და, რომ ამას გა­და­მაჩ­ვევ­და, მაგ­რამ ესეც ჩემ­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნდა.

- რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია?

კრა­ვაი:

- ოთხი-ხუთი თვე ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ბო­ლოს უკვე ტყუ­ილს მი­ვეჩ­ვიე, მე­რი­დე­ბო­და, დედა რომ მენ­დო­ბო­და და მე პა­ე­მან­ზე მივ­დი­ო­დი. თან აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. არც ვემ­ზა­დე­ბო­დი, მაგ­რამ მა­ინც მეყო ჩემი ჭკუა, რომ 70%-იანი გრან­ტი ავი­ღე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მა­ნამ­დე ერეკ­ლე მპირ­დე­ბო­და, თუ გრანტს ავი­ღებ­დი, ნა­ყინს მი­ყიდ­და, მაგ­რამ არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ერთ ცალს თუ სა­ო­ჯა­ხოს. ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ ვუ­თხა­რი, რომ ჩემ­თვის სა­ო­ჯა­ხო ნა­ყი­ნი ეყი­და, გაბ­რაზ­და, მე ერთ ცალს შეგ­პირ­დიო და ბო­ლოს ის სა­ო­ჯა­ხო ნა­ყი­ნიც მის­მა მე­გო­ბარ­მა მი­ყი­და (იღი­მე­ბა).

- კრა­ვაი, შენს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობ­და?

- ერეკ­ლე მიყ­ვარ­და და ამის სა­ბა­ბი არ ჰქო­ნია. თან არ არის ეჭ­ვი­ა­ნი, რომ ეთ­ქვა, აბა, ვის უყ­ვარ­ხა­რო. არც მე ვარ ის ტიპი, რომ ამით თავი მო­მე­წო­ნე­ბი­ნა.

ერეკ­ლე:

- კრა­ვა­ის ერთი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, არ გე­ტყვით ვინ, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რია, თან უამ­რავ რა­მეს დაჰ­პირ­და.

- რო­მელ­საც შენ აჯო­ბე?

- დიახ, ბევ­რმა ფაქ­ტმა შე­უ­წყო ამას ხელი. რო­დე­საც წარ­მო­ვიდ­გი­ნე, მო­მა­ვალ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რამ­დენს მო­ე­წო­ნე­ბო­და, ვი­ფიქ­რე, რომ ჯობ­და, მა­ნამ­დე მო­მეყ­ვა­ნა ცო­ლად, თან ისე­თი გან­ცდა მქონ­და, ბავ­შვია და გავზრდი-მეთ­ქი და ახლა აქეთ მზრდის.

კრა­ვაი:

- ერეკ­ლე ძა­ლი­ან ჯი­უ­ტია, შე­იძ­ლე­ბა იცო­დეს, რომ კარ­გია, რა­საც ეუბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ არ გა­ა­კე­თოს, რად­გან ეს მის იმიჯს და­ან­გრევს. მე მაქვს ის პლუ­სი, რომ ჩემ­თან არ დას­ჭირ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. მას არა­ფერს ვთხოვ, რამე რომ არ მომ­წო­ნე­ბო­და, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ვი­ღებ­დი. შე­იძ­ლე­ბა იყოს პა­ტა­რა ნი­უ­ან­სე­ბი, რაც არ მომ­წონს და ვურ­ჩიო, ასე აღარ მო­იქ­ცეს.

ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე და კრა­ვაი ტყე­მა­ლა­ძე პა­ლიტ­რა­ში- ცო­ლო­ბა რო­გორ შე­მოგ­თა­ვა­ზა?

- ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩემს ოჯახ­ში მოს­ვლა და დე­დას გაც­ნო­ბა, მაგ­რამ ვა­კა­ვებ­დი, არ ვი­ცო­დი, დედა რო­გორ მი­ი­ღებ­და. ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში მი­თხრა, გა­მოც­დებს რომ მოვ­რჩე­ბო­დი, ოჯა­ხის შექ­მნა­ზე გვე­ფიქ­რა. თა­ვი­დან სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­მი­ღია. პირ­ვე­ლი გა­მოც­და რომ ჩა­ვა­ბა­რე, მე­გო­ბარ­მა სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ლა­კტი­ო­ნის ახა­ლი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე დამ­პა­ტი­ჟა. იქ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერეკ­ლეც გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მალე წა­მო­ვე­დით, არ მოგ­ვე­წო­ნა იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია, თან ერეკ­ლე გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად იქ­ცე­ო­და. უკან იდგა და ტაშს უკ­რავ­და, ყვე­ლა მას უყუ­რებ­და. იქი­დან საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ზე წა­ვე­დით და შემ­დეგ მის მე­გო­ბარ­თან. იმ დღეს შე­ვუღლდით.

ერეკ­ლე:

- გა­და­წყვე­ტი­ლი არ მქონ­და, რომ იმ დღეს მო­მეყ­ვა­ნა ცო­ლად, მაგ­რამ მინ­დო­და, იქ ერთი სა­ა­თი კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. დე­დამ მოს­წე­რა, ერთ სა­ათ­ში სახ­ლში იყა­ვიო. კრა­ვაი რუს­თა­ვი­დან არის და ვთხო­ვე, დე­დას­თვის მი­ე­წე­რა, რომ ორ სა­ათ­ში მი­ვი­დო­და, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო.

კრა­ვაი:

- ერეკ­ლემ რომ მი­თხრა, მოდი, დარ­ჩიო, ვუ­თხა­რი, ბა­რემ სამ გა­მოც­და­საც ჩა­ვა­ბა­რებ და მერე გა­მოგ­ყვე­ბი-მეთ­ქი. უკე­თე­სად ჩა­ა­ბა­რებ, ჩემი ცოლი რომ იქ­ნე­ბი, დრო და­გე­ზო­გე­ბა და ღამე აღარ ვი­მე­სი­ჯებ­თო. შემ­დეგ უკვე მე­გობ­რებ­მაც იაქ­ტი­უ­რეს, კარი გა­და­კე­ტეს, გა­სა­ღე­ბი გა­დაყ­ლა­პეს (იცი­ნი­ან). ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო დე­დას­თან და­რეკ­ვის სცე­ნა იყო. მე ტე­ლე­ფო­ნი გა­მოვ­რთე და ერეკ­ლეს ვთხო­ვე და­ე­რე­კა. ამ დროს კა­რის უკან და­ვი­მა­ლე და თავი მქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. უთხრა, ეთე­რი დე­ი­და, კრა­ვაი გა­თხოვ­და, ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნეო. დე­დამ ტე­ლე­ფო­ნი ცი­ვად გა­უ­თი­შა. შემ­დეგ ნა­თე­სა­ვებ­მა და­მი­რე­კეს, აინ­ტე­რე­სებ­დათ, რო­გორ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბო­ლოს ყვე­ლა გვი­ლო­ცავ­და.

ერეკ­ლე:

- დე­და­ჩემს მა­ნამ­დე ვუ­თხა­რი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და და ცო­ლად მოყ­ვა­ნას ვა­პი­რებ­დი. დღეს ძა­ლი­ან უყ­ვართ კრა­ვაი. ჩემი და­ო­ჯა­ხე­ბი­დან ერთ თვე­ში ჩემ­მა ძმამ მომ­ღე­რალ ანი ჯა­ლა­ღო­ნი­ა­ზე იქორ­წი­ნა.

- კრა­ვაი, ერეკ­ლეს წიგ­ნე­ბი თუ წა­ი­კი­თხე?

- მისი და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბი და ჰა­ი­კუ­ე­ბი ყო­ველ­თვის მომ­წონ­და. "სა­ი­დუმ­ლო სი­რო­ბის" რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბა გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ წა­ვი­კი­თხე და ერეკ­ლეს ახალ წიგნს "დამ­ლა­გე­ბელს" ვერც შე­ვა­და­რებ. აქ აღარ არის იმ­დე­ნი ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა და ერო­ტი­კა. როცა პა­ო­ლო კო­ე­ლი­ო­სა­ვით, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პორ­ნოგ­რა­ფი­აა, ამას მხო­ლოდ იმი­ტომ აკე­თებ, რომ ბილ­წად წერო, ჩემ­თვის ეს მხო­ლოდ სი­სუს­ტეა, მაგ­რამ როცა ამას იმის­თვის აკე­თებ, რომ რა­ღა­ცას მალე მი­აღ­წიო და წლე­ბი არ დაგ­ჭირ­დეს, მი­სა­ღე­ბია.

ერეკ­ლე:

- ახა­ლი რო­მა­ნის წერა და­ვი­წყე, ისე­თია, რომ თა­ვად მე­ში­ნია. წიგნ­ში მთლი­ა­ნად ჩავ­დე ჩემი ზი­ზღი და პრო­ტეს­ტი პო­ლი­ტი­კის მი­მართ. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი იც­ნო­ბა, რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე ავა­გე. ისე­თი ის­ტო­რი­ე­ბი მო­ვი­ძიე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის. აბ­სურ­დის თე­ატ­რია თა­ვი­დან ბო­ლომ­დე.

- პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც ერთ აზ­რზე ხართ?

- კრა­ვა­ის პო­ლი­ტი­კა არ აინ­ტე­რე­სებს. მა­გა­ზე ვკა­მა­თობთ, ამ ქვე­ყა­ნა­ში რომ ცხოვ­რობ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, შენც არ გე­ხე­ბო­დეს. მე ად­რეც მა­ინ­ტე­რე­სებ­და პო­ლი­ტი­კა.

კრა­ვაი:

- მერე ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი იყა­ვი.

ერეკ­ლე:

- რო­გორ არ ვი­ყა­ვი, მა­შინ ყვე­ლა ვი­ყა­ვით (იღი­მე­ბა).

კრა­ვაი:

- წლე­ბი ისე გა­დი­ო­და, რომ დედა და ბე­ბია პო­ლი­ტი­კით არ ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ. პრო­ტეს­ტი ჰქონ­დათ შე­ვარ­დნა­ძის რე­ჟი­მის მი­მართ, მაგ­რამ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია რომ მოხ­და, მათ­თვის ისე­თი­ვე სა­სა­ცი­ლო იყო, რო­გორც ჩემ­თვის, მა­შინ ბავ­შვი ვი­ყა­ვი. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მი­შას ყვი­რო­და და დრო­შებს აფ­რი­ა­ლებ­და. დედა იჯდა და მო­წყე­ნით ამ­ბობ­და, კი­დევ ერთი შე­ვარ­დნა­ძის ეპო­ქა და­ი­წყოო. ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა, ასე მოხ­დეს, ახა­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­დეს და არც ის იყოს უკე­თე­სი.

ერეკ­ლე:

- მე ხალ­ხზე ვბრაზ­დე­ბი, თო­რემ მათ ად­გი­ლებ­ზე რომ დამ­სვა, შე­იძ­ლე­ბა, მეც ცუდი ტიპი ვიყო. ცოტა ხნის წინ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა წა­ვი­კი­თხე, რა­ღა­ცე­ბი მო­მე­წო­ნა, რა­ღაც - არა. ვა­პი­რებ, და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის პროგ­რა­მე­ბიც წა­ვი­კი­თხო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი არ წა­ი­კი­თხავს, არა­და, რას აძ­ლევ ხმას, ხომ უნდა იცო­დე. იქ­ნებ, რას წე­რენ?.. "კუ­რი­ერ­სა" და "ქრო­ნი­კას" რომ უყუ­რე­ბენ, ეგ უფრო სა­ზი­ზღრო­ბა არ არის? მა­გას არ ჯო­ბია, რომ ყვე­ლას პროგ­რა­მა წა­ი­კი­თხონ და მერე პო­ზი­ცი­აც ექ­ნე­ბათ.

- პო­ლი­ტი­კი­დან ისევ პი­რად­ზე გა­და­ვი­დეთ, თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ახა­ლი რა აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ერ­თმა­ნეთ­ში?

კრა­ვაი:

- მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი, რომ ერეკ­ლე მშობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს პა­ტივს სცემ­და, მაგ­რამ ახლა ვნა­ხე, რომ დე­და­ზე გიჟ­დე­ბა. სა­ერ­თოდ სხვა­ნა­ი­რია საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

- ამ­ბო­ბენ, რომ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა.

- და­ო­ჯა­ხე­ბის ბრა­ლი არ არის, გა­ი­ზარ­და.

ერეკ­ლე:

- მეც ასე ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცებს ამით იმე­დი გა­ვუც­რუე, თუმ­ცა რო­გო­რიც ვი­ყა­ვი, ის ტიპი დავ­რჩე­ბი, მაგ­რამ უფრო განვვი­თარ­დე­ბი ჩემს საქ­მე­ში. არ­სე­ბობს ცუდი, სა­შუ­ა­ლო და კარ­გი ეპა­ტა­ჟი. აქამ­დე სა­შუ­ა­ლო ეპა­ტაჟს ვა­კე­თებ­დი, ახლა უფრო ხა­რის­ხი­ანს გა­ვა­კე­თებ, თო­რემ არც მა­ნამ­დე მიყ­ვარ­და ტყუ­ი­ლი და უსა­მარ­თლო­ბა და არც ახლა მიყ­ვარს.

- ერეკ­ლე, ახლა სად ცხოვ­რობთ, მახ­სოვს, ადრე ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხა­რი, რომ არ მუ­შა­ობ­დი და მე­გობ­რე­ბი გი­ნა­ხავ­დნენ.

- ახლა მივ­ხვდი, რომ უნდა ვი­მუ­შაო, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ბლო­გებს ვწერ და მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს. სამ­სა­ხურ­ზე ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ვი­ფიქ­რებ, როცა არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ივ­ლის. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. წი­ნათ­გრძნო­ბა მაქვს, რომ ძა­ლი­ან აი­რე­ვა ყვე­ლა­ფე­რი და შე­იძ­ლე­ბა, ცუდი რა­ღა­ცე­ბიც მოხ­დეს. ამ ეტაპ­ზე ჩემს დე­ი­დაშ­ვილ­თან ვცხოვ­რობთ, ისე შე­უყ­ვარ­და ჩემი მე­უღ­ლე, რომ მი­თხრა, აქ იყა­ვი­თო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბი­ნას ვი­გი­რა­ვებთ და ცალ­კე გა­და­ვალთ.

- კრა­ვაი, შენ არ წერ?

- დიახ. მო­თხრო­ბებს უფრო ვე­რი­დე­ბო­დი, ჩა­ნა­ხა­ტებ­სა და ლექ­სებს ვწერ.

ერეკ­ლე:

- თან იცით, რო­გორ წერს, რა­ღაც მო­მენ­ტში შუ­რის გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა, კი­ნა­ღამ წავ­შა­ლე ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან კარ­გი ფრა­ზე­ბი აქვს. ლექ­სე­ბი არ წა­მი­კი­თხავს, ქა­ლე­ბის პო­ე­ზი­ა­ზე ვი­ცი­ნი. ჩარლზ ბუ­კოვ­სკის აქვს ერთი ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­ნათ­ქვა­მი: რო­დე­საც საყ­ვა­რე­ლი ქალი ფე­ხებს არ გიშ­ლის, ან პო­ე­ტია, ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი (იღი­მე­ბა). რამ­დე­ნი­მე ფრა­ზა კრა­ვა­ის ჩა­ნა­ხა­ტე­ბი­დან მო­ვი­პა­რე და ჩემს ახალ ტექ­სტში გა­მო­ვი­ყე­ნე.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

შეცვალა თუ არა დაოჯახებამ სკანდალური ერეკლე დეისაძე

შეცვალა თუ არა დაოჯახებამ სკანდალური ერეკლე დეისაძე

ამ ადამიანს ძალიან კარგად გამოსდის საზოგადოების გაოცება. მისი დაოჯახებაც მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის. ერეკლე დეისაძემ და კრავაი ტყემალაძემ ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. გოგონას ბიჭზე მეგობრისგან ბევრი გაეგო, მაგრამ თავად არც ისე მოხიბლული გახლდათ. პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ერთ დღეს კრავაი მიხვდა, რომ ერეკლე შეუყვარდა. ბიჭი უფრო ადრე მოიხიბლა, ამბობს, რომ ჯერ კიდევ მისი სურათების დათვალიერებისას დაქლიავდა, შემდეგ კი ნახვისას, როდესაც უთხრა, რომ ისინი აუცილებლად გახდებოდნენ შეყვარებულები.

ერეკლე:

- კრავაი "ფეისბუქის" საშუალებით გავიცანი, ოღონდ მეგობრობის თხოვნა თავად გამომიგზავნა (იღიმება).

კრავაი:

- იმიტომ არ გამიგზავნია, რომ მომწონდა. ჩემი ახლო მეგობარი ახალი ჩამოსული იყო უცხოეთიდან, როდესაც ნახა, რომ საქართველოში ერეკლეს სახით ასეთი ადამიანი არსებობდა, ძალიან მოეწონა და ხშირად მელაპარაკებოდა. ერთ დღეს მეგობრის "ფეისბუქზე" ვიღაც სხვას ვეძებდი, ვისი დამატებაც მინდოდა და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მეგობრებში ერეკლე დეისაძეც ჰყავდა და მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე. მერე ეს ამბავი საერთოდ დამავიწყდა. აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში ერეკლე ქალაქში არ იყო და ერთი კვირის შემდეგ დამთანხმდა მეგობრობაზე. მაშინ გამახსენდა, რომ მეგობრობის თხოვნა მქონდა გაგზავნილი და მისი სურათების დათვალიერება დავიწყე. ამ დროს მომწერა - "ლამაზი ხარ".

ერეკლე:

- პირველივე ნახვაზე ვუთხარი, შეიძლება, შეყვარებულები გავხდეთ-მეთქი და ძალიან გაბრაზდა. შეხვედრის დღეს ნასვამი ვიყავი. მერე მართლა უცებ გავხდით შეყვარებულები. თავიდან კრავაის ფოტოები რომ დავათვალიერე, ერთი ნახვით გამოქლიავება დამემართა და რეალურად რომ ვნახე, უფრო მომეწონა.

- კრავაი, შენ რით მოგხიბლა ერეკლემ?

- თავისი პიროვნებით. ხშირად ვამბობ, რომ როგორიც მეგონა, ისეთი არ აღმოჩნდა, უფრო უკეთესია.

- სახლში როგორ გაამხილე, ვინ იყო შენი შეყვარებული?

- (იღიმება) დედამ იცოდა, რომ ვმეგობრობდით, მაგრამ მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. მერე ხვდებოდა, რომ მარტო მეგობრები არ ვიყავით და რჩევებს მაძლევდა, რომ არ მეჩქარა, ცოტა თავი დამეფასებინა, ხომ იცით, როგორ იციან მშობლებმა. როდესაც ერეკლეს ცოლად გავყევი, დედამ მაშინ გაიგო, რომ რეალურად ერთმანეთი გვიყვარდა.

- ერეკლე, მომავალი მეუღლეს მოსახიბლად საკუთარ ლექსებს თუ უკითხავდი?

- კრავაისთვის ჩემი ლექსები არასოდეს წამიკითხავს, შეიძლება, ასე უფრო არ მოვწონებოდი. თან ახლანდელი პოეტები დებილები არიან. მათ ვიდეოებს რომ ვუყურებ, სადაც ლექსებს კითხულობენ, მიტყდება, სიტყვა - პოეტი როგორ გააფუჭეს.

კრავაი:

- ერეკლეს შემოქმედებაც მომწონს, მაგრამ, პირველ რიგში, მისი გემოვნება, რა მუსიკას უსმენს, ვის ნაწარმოებებს კითხულობს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ყველაფერი ემთხვევა.

ერეკლე:

- წიგნებს ორივე შუაღამემდე ვკითხულობთ, მერე დილას ვაგრძელებთ. არ მომწონს ძილის წინ კითხვა, ვფიქრობდი, ისეთი მეუღლე შემხვდებოდა, რომ ამას გადამაჩვევდა, მაგრამ ესეც ჩემნაირი აღმოჩნდა.

- რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი სიყვარულის ისტორია?

კრავაი:

- ოთხი-ხუთი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. ბოლოს უკვე ტყუილს მივეჩვიე, მერიდებოდა, დედა რომ მენდობოდა და მე პაემანზე მივდიოდი. თან აბიტურიენტი ვიყავი, მაგრამ არ ვმეცადინეობდი. არც ვემზადებოდი, მაგრამ მაინც მეყო ჩემი ჭკუა, რომ 70%-იანი გრანტი ავიღე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. მანამდე ერეკლე მპირდებოდა, თუ გრანტს ავიღებდი, ნაყინს მიყიდდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ერთ ცალს თუ საოჯახოს. ჩაბარების შემდეგ ვუთხარი, რომ ჩემთვის საოჯახო ნაყინი ეყიდა, გაბრაზდა, მე ერთ ცალს შეგპირდიო და ბოლოს ის საოჯახო ნაყინიც მისმა მეგობარმა მიყიდა (იღიმება).

- კრავაი, შენს თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობდა?

- ერეკლე მიყვარდა და ამის საბაბი არ ჰქონია. თან არ არის ეჭვიანი, რომ ეთქვა, აბა, ვის უყვარხარო. არც მე ვარ ის ტიპი, რომ ამით თავი მომეწონებინა.

ერეკლე:

- კრავაის ერთი თაყვანისმცემელი ჰყავდა, არ გეტყვით ვინ, ძალიან ცნობილი რეჟისორია, თან უამრავ რამეს დაჰპირდა.

- რომელსაც შენ აჯობე?

- დიახ, ბევრმა ფაქტმა შეუწყო ამას ხელი. როდესაც წარმოვიდგინე, მომავალში უნივერსიტეტში რამდენს მოეწონებოდა, ვიფიქრე, რომ ჯობდა, მანამდე მომეყვანა ცოლად, თან ისეთი განცდა მქონდა, ბავშვია და გავზრდი-მეთქი და ახლა აქეთ მზრდის.

კრავაი:

- ერეკლე ძალიან ჯიუტია, შეიძლება იცოდეს, რომ კარგია, რასაც ეუბნებიან, მაგრამ არ გააკეთოს, რადგან ეს მის იმიჯს დაანგრევს. მე მაქვს ის პლუსი, რომ ჩემთან არ დასჭირდეს ეს ყველაფერი. მას არაფერს ვთხოვ, რამე რომ არ მომწონებოდა, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. შეიძლება იყოს პატარა ნიუანსები, რაც არ მომწონს და ვურჩიო, ასე აღარ მოიქცეს.

ერეკლე დეისაძე და კრავაი ტყემალაძე პალიტრაში- ცოლობა როგორ შემოგთავაზა?

- ძალიან უნდოდა ჩემს ოჯახში მოსვლა და დედას გაცნობა, მაგრამ ვაკავებდი, არ ვიცოდი, დედა როგორ მიიღებდა. ივნისის დასაწყისში მითხრა, გამოცდებს რომ მოვრჩებოდი, ოჯახის შექმნაზე გვეფიქრა. თავიდან სერიოზულად არ მიმიღია. პირველი გამოცდა რომ ჩავაბარე, მეგობარმა საჯარო ბიბლიოთეკაში გალაკტიონის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. იქ მოულოდნელად ერეკლეც გამოჩნდა, მაგრამ მალე წამოვედით, არ მოგვეწონა იქაური სიტუაცია, თან ერეკლე გამაღიზიანებლად იქცეოდა. უკან იდგა და ტაშს უკრავდა, ყველა მას უყურებდა. იქიდან საქველმოქმედო აქციაზე წავედით და შემდეგ მის მეგობართან. იმ დღეს შევუღლდით.

ერეკლე:

- გადაწყვეტილი არ მქონდა, რომ იმ დღეს მომეყვანა ცოლად, მაგრამ მინდოდა, იქ ერთი საათი კიდევ დარჩენილიყო. დედამ მოსწერა, ერთ საათში სახლში იყავიო. კრავაი რუსთავიდან არის და ვთხოვე, დედასთვის მიეწერა, რომ ორ საათში მივიდოდა, მაგრამ უარი მიიღო.

კრავაი:

- ერეკლემ რომ მითხრა, მოდი, დარჩიო, ვუთხარი, ბარემ სამ გამოცდასაც ჩავაბარებ და მერე გამოგყვები-მეთქი. უკეთესად ჩააბარებ, ჩემი ცოლი რომ იქნები, დრო დაგეზოგება და ღამე აღარ ვიმესიჯებთო. შემდეგ უკვე მეგობრებმაც იაქტიურეს, კარი გადაკეტეს, გასაღები გადაყლაპეს (იცინიან). ყველაზე სასაცილო დედასთან დარეკვის სცენა იყო. მე ტელეფონი გამოვრთე და ერეკლეს ვთხოვე დაერეკა. ამ დროს კარის უკან დავიმალე და თავი მქონდა გამოყოფილი. უთხრა, ეთერი დეიდა, კრავაი გათხოვდა, ცოლად მოვიყვანეო. დედამ ტელეფონი ცივად გაუთიშა. შემდეგ ნათესავებმა დამირეკეს, აინტერესებდათ, როგორ მივიღე გადაწყვეტილება, ბოლოს ყველა გვილოცავდა.

ერეკლე:

- დედაჩემს მანამდე ვუთხარი, რომ შეყვარებული მყავდა და ცოლად მოყვანას ვაპირებდი. დღეს ძალიან უყვართ კრავაი. ჩემი დაოჯახებიდან ერთ თვეში ჩემმა ძმამ მომღერალ ანი ჯალაღონიაზე იქორწინა.

- კრავაი, ერეკლეს წიგნები თუ წაიკითხე?

- მისი დაწერილი ლექსები და ჰაიკუები ყოველთვის მომწონდა. "საიდუმლო სირობის" რამდენიმე მოთხრობა გათხოვების შემდეგ წავიკითხე და ერეკლეს ახალ წიგნს "დამლაგებელს" ვერც შევადარებ. აქ აღარ არის იმდენი ბილწსიტყვაობა და ეროტიკა. როცა პაოლო კოელიოსავით, რომელიც ჩემთვის იაფფასიანი პორნოგრაფიაა, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ ბილწად წერო, ჩემთვის ეს მხოლოდ სისუსტეა, მაგრამ როცა ამას იმისთვის აკეთებ, რომ რაღაცას მალე მიაღწიო და წლები არ დაგჭირდეს, მისაღებია.

ერეკლე:

- ახალი რომანის წერა დავიწყე, ისეთია, რომ თავად მეშინია. წიგნში მთლიანად ჩავდე ჩემი ზიზღი და პროტესტი პოლიტიკის მიმართ. ყველა პოლიტიკოსი იცნობა, რეალურ ფაქტებზე ავაგე. ისეთი ისტორიები მოვიძიე, რომელიც საზოგადოებამ არ იცის. აბსურდის თეატრია თავიდან ბოლომდე.

- პოლიტიკურადაც ერთ აზრზე ხართ?

- კრავაის პოლიტიკა არ აინტერესებს. მაგაზე ვკამათობთ, ამ ქვეყანაში რომ ცხოვრობ, წარმოუდგენელია, შენც არ გეხებოდეს. მე ადრეც მაინტერესებდა პოლიტიკა.

კრავაი:

- მერე ნაციონალების მხარდამჭერი იყავი.

ერეკლე:

- როგორ არ ვიყავი, მაშინ ყველა ვიყავით (იღიმება).

კრავაი:

- წლები ისე გადიოდა, რომ დედა და ბებია პოლიტიკით არ ინტერესდებოდნენ. პროტესტი ჰქონდათ შევარდნაძის რეჟიმის მიმართ, მაგრამ ვარდების რევოლუცია რომ მოხდა, მათთვის ისეთივე სასაცილო იყო, როგორც ჩემთვის, მაშინ ბავშვი ვიყავი. მთელი საქართველო მიშას ყვიროდა და დროშებს აფრიალებდა. დედა იჯდა და მოწყენით ამბობდა, კიდევ ერთი შევარდნაძის ეპოქა დაიწყოო. ახლაც შეიძლება, ასე მოხდეს, ახალი ადამიანი მოვიდეს და არც ის იყოს უკეთესი.

ერეკლე:

- მე ხალხზე ვბრაზდები, თორემ მათ ადგილებზე რომ დამსვა, შეიძლება, მეც ცუდი ტიპი ვიყო. ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა წავიკითხე, რაღაცები მომეწონა, რაღაც - არა. ვაპირებ, დანარჩენი პოლიტიკური პარტიების პროგრამებიც წავიკითხო. დარწმუნებული ვარ, ხალხის დიდი ნაწილი არ წაიკითხავს, არადა, რას აძლევ ხმას, ხომ უნდა იცოდე. იქნებ, რას წერენ?.. "კურიერსა" და "ქრონიკას" რომ უყურებენ, ეგ უფრო საზიზღრობა არ არის? მაგას არ ჯობია, რომ ყველას პროგრამა წაიკითხონ და მერე პოზიციაც ექნებათ.

- პოლიტიკიდან ისევ პირადზე გადავიდეთ, თანაცხოვრების შემდეგ ახალი რა აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

კრავაი:

- მანამდეც ვიცოდი, რომ ერეკლე მშობლებს, ნათესავებს პატივს სცემდა, მაგრამ ახლა ვნახე, რომ დედაზე გიჟდება. საერთოდ სხვანაირია საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

- ამბობენ, რომ დაოჯახების შემდეგ ძალიან შეიცვალა.

- დაოჯახების ბრალი არ არის, გაიზარდა.

ერეკლე:

- მეც ასე ვფიქრობ, შეიძლება, ვიღაცებს ამით იმედი გავუცრუე, თუმცა როგორიც ვიყავი, ის ტიპი დავრჩები, მაგრამ უფრო განვვითარდები ჩემს საქმეში. არსებობს ცუდი, საშუალო და კარგი ეპატაჟი. აქამდე საშუალო ეპატაჟს ვაკეთებდი, ახლა უფრო ხარისხიანს გავაკეთებ, თორემ არც მანამდე მიყვარდა ტყუილი და უსამართლობა და არც ახლა მიყვარს.

- ერეკლე, ახლა სად ცხოვრობთ, მახსოვს, ადრე ინტერვიუში მითხარი, რომ არ მუშაობდი და მეგობრები გინახავდნენ.

- ახლა მივხვდი, რომ უნდა ვიმუშაო, მაგრამ ამ ეტაპზე ბლოგებს ვწერ და მცირე შემოსავალი მაქვს. სამსახურზე ოქტომბრის შემდეგ ვიფიქრებ, როცა არჩევნები ჩაივლის. ვნახოთ, რა მოხდება ქვეყანაში. წინათგრძნობა მაქვს, რომ ძალიან აირევა ყველაფერი და შეიძლება, ცუდი რაღაცებიც მოხდეს. ამ ეტაპზე ჩემს დეიდაშვილთან ვცხოვრობთ, ისე შეუყვარდა ჩემი მეუღლე, რომ მითხრა, აქ იყავითო. რამდენიმე თვეში ბინას ვიგირავებთ და ცალკე გადავალთ.

- კრავაი, შენ არ წერ?

- დიახ. მოთხრობებს უფრო ვერიდებოდი, ჩანახატებსა და ლექსებს ვწერ.

ერეკლე:

- თან იცით, როგორ წერს, რაღაც მომენტში შურის გრძნობა გამიჩნდა, კინაღამ წავშალე ყველაფერი. ძალიან კარგი ფრაზები აქვს. ლექსები არ წამიკითხავს, ქალების პოეზიაზე ვიცინი. ჩარლზ ბუკოვსკის აქვს ერთი ძალიან კარგი გამონათქვამი: როდესაც საყვარელი ქალი ფეხებს არ გიშლის, ან პოეტია, ან შეყვარებული (იღიმება). რამდენიმე ფრაზა კრავაის ჩანახატებიდან მოვიპარე და ჩემს ახალ ტექსტში გამოვიყენე.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"