საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ?
რატომ უნდა ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ?

დღეს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა. მისი ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა ყო­ველ­დღი­ურ, ხელ­შე­სა­ხებ რე­ა­ლო­ბად იქცა. გახ­შირ­და გვალ­ვე­ბი და წყალ­დი­დო­ბე­ბი, ყო­ველ­წლი­უ­რად იმა­ტებს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა, საფრ­თხის ქვეშ დგე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და სურ­სა­თით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე და საფრ­თხეს უქ­მნის მათ კე­თილ­დღე­ო­ბას.

ამ პრო­ცეს­ში ცხა­დი ხდე­ბა, რომ პრობ­ლე­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ამო­ცა­ნა აღარ არის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა იწყე­ბა იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი თა­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ებს და გან­სა­კუთ­რე­ბით, სკო­ლებს, გა­დამ­წყვე­ტი როლი ენი­ჭე­ბათ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა­სა და ადაპ­ტა­ცი­ა­ში.

სკო­ლა­ში კლი­მა­ტი­სა და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცოდ­ნის გაზ­რდის მიზ­ნით აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს სი­სუფ­თა­ვე“ წა­მო­ი­წყო ინი­ცი­ა­ტი­ვა "შე­არ­ბი­ლე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა. “ 900-ზე მეტი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტრირ­და სას­წავ­ლო კურ­სზე, რათა თა­ვა­დაც მეტი გა­ი­გონ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ და და­ა­ინ­ტე­რე­სონ მოს­წავ­ლე­ე­ბიც. კურ­სი ციფ­რულ ფორ­მატ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბელ დროს ტარ­დე­ბა.

"დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სა­კი­თხის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სწავ­ლე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში და­წყე­ბა. მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა გვაჩ­ვე­ნებს, რომ შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი თა­ვად­ვე ხდე­ბი­ან გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცოდ­ნის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი სა­კუ­თარ გა­რე­მო­ში, რაც ხში­რად უფ­რო­სე­ბის ქცე­ვის ცვლი­ლე­ბა­საც იწ­ვევს,“ ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე მი­ქა­ძე, აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის უფ­რო­სი ოფი­ცე­რი. "გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბა უნდა იყოს არა მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა, არა­მედ აქ­ტი­უ­რი, ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­სის ნა­წი­ლი. სწო­რედ ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა ჩვე­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ გა­რე­მოს­დაც­ვით სწავ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 900-მდე მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქვა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ასე­თი ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გვიმ­ყა­რებს იმედს, რომ სკო­ლა იქ­ცე­ვა ისეთ სივ­რცედ, სა­დაც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა აღიქ­მე­ბა სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვად, რომ­ლის შერ­ბი­ლე­ბაც ცოდ­ნი­სა და ქმე­დე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.“

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, შე­იქ­მნა სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და დამ­ხმა­რე რე­სურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ირ­გვლივ ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბის, ეფექ­ტი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სა და ამ სა­კი­თხე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის­კენ. ამ პროგ­რა­მით, მას­წავ­ლებ­ლებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი­თა და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ხელ­შე­სა­ხებ და ქმე­დით აქ­ტი­ვო­ბე­ბად აქ­ცი­ონ.

პროგ­რა­მის მა­სა­ლე­ბი მარ­ტი­ვად ადაპ­ტირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თე­მა­ზე და ეხ­მა­რე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის შექ­მნა­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

“ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნე­გა­ტი­ურ პრო­ცე­სე­ბი ძა­ლი­ან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლია, რაც კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს, რომ კლი­მა­ტუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის გაზ­რდას­თან ერ­თად, გა­დამ­წყვე­ტი როლი ენი­ჭე­ბა სწრაფ და მი­ზან­მი­მარ­თულ მოქ­მე­დე­ბას,” – ამ­ბობს მაია ბლი­ა­ძე, გე­ოგ­რა­ფი­ის დოქ­ტო­რი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს სი­სუფ­თა­ვე“ და "მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის“ გე­ოგ­რა­ფი­ის ექ­სპერტ-კონ­სულ­ტან­ტი. "ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ის არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მე­ბით. მას­წავ­ლებ­ლე­ბი იღე­ბენ პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ჩარ­თონ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის თემა სა­კუ­თარ საგ­ნებ­ში ისე, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა უკეთ გა­ი­აზ­რონ არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ თა­ვი­ან­თი როლი გა­რე­მოს­დაც­ვით პრო­ცე­სებ­ში.

რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით ეც­ნო­ბი­ან ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბებს, ეკო­ლო­გი­ურ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მათ მი­ზე­ზებს, უყა­ლიბ­დე­ბათ არა მხო­ლოდ ცოდ­ნა, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი - ზრუნ­ვა, თა­ნაგ­რძნო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამი­ტომ გა­დამ­წყვე­ტია, რომ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის დრო­უ­ლი აღ­ქმა და გა­აზ­რე­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ი­წყოს, სას­კო­ლო გა­რე­მო­ში გაძ­ლი­ერ­დეს და შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა ყო­ველ­დღი­ურ ქმე­დე­ბე­ბად იქ­ცეს. ასე­თი მიდ­გო­მა უწყობს ხელს მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, პრობ­ლე­მის ღრმა გა­აზ­რე­ბას და აქ­ტი­უ­რი პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ. “

პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გენს აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს სი­სუფ­თა­ვე“ ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რი­გით მე­ო­რე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას. გა­სულ წელს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის “ეკო მე­გობ­რუ­ლი მო­ბი­ლუ­რი სკო­ლის” ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის ათ სკო­ლა­ში ჩა­ა­ტა­რეს შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ბავ­შვებ­მა ინო­ვა­ცი­უ­რი პრაქ­ტი­კუ­ლი ცდე­ბის ჩა­ტა­რე­ბით შე­ი­ტყვეს ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის, მდგრა­დი მო­დის, სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის დროს მოქ­მე­დე­ბი­სა და კლი­მატ­თან და გა­რე­მოს დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ასე­ვე შე­იქ­მნა ხუთი შე­მეც­ნე­ბი­თი ანი­მა­ცია რაც ასე­ვე მიზ­ნად ისა­ხავ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მე­ბის ირ­გვლივ. ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ეკო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი თე­მე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თვას პრაქ­ტი­კულ და ეკო­მე­გობ­რულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რატომ უნდა ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ?

რატომ უნდა ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ?

დღეს კლიმატის ცვლილება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევაა. მისი ნეგატიური ზეგავლენა ყოველდღიურ, ხელშესახებ რეალობად იქცა. გახშირდა გვალვები და წყალდიდობები, ყოველწლიურად იმატებს ჰაერის ტემპერატურა, საფრთხის ქვეშ დგება სოფლის მეურნეობა და სურსათით უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და საფრთხეს უქმნის მათ კეთილდღეობას.

ამ პროცესში ცხადი ხდება, რომ პრობლემის შემსუბუქებაზე მუშაობა მხოლოდ პოლიტიკისა და მეცნიერების ამოცანა აღარ არის. მნიშვნელოვანი და ღირებული ცვლილება იწყება იმ ადგილიდან, სადაც ყალიბდება ახალი თაობის ცნობიერება. სწორედ ამიტომ, საგანმანათლებლო სივრცეებს და განსაკუთრებით, სკოლებს, გადამწყვეტი როლი ენიჭებათ კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებასა და ადაპტაციაში.

სკოლაში კლიმატისა და გარემოსდაცვითი ცოდნის გაზრდის მიზნით აზიის განვითარების ბანკმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ წამოიწყო ინიციატივა "შეარბილე კლიმატის ცვლილება. “ 900-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა სასწავლო კურსზე, რათა თავადაც მეტი გაიგონ კლიმატის ცვლილების შესახებ და დააინტერესონ მოსწავლეებიც. კურსი ციფრულ ფორმატში, მასწავლებლებისთვის მოსახერხებელ დროს ტარდება.

"დღევანდელ სამყაროში კლიმატის ცვლილების უგულვებელყოფა შეუძლებელია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის მიმართ ყურადღების გამახვილება და გარემოსდაცვითი სწავლების ადრეულ ასაკში დაწყება. მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ შესაბამისი ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვები და მოზარდები თავადვე ხდებიან გარემოსდაცვითი ცოდნის გამზიარებლები საკუთარ გარემოში, რაც ხშირად უფროსების ქცევის ცვლილებასაც იწვევს,“ ამბობს ეკატერინე მიქაძე, აზიის განვითარების ბანკის კლიმატის ცვლილების უფროსი ოფიცერი. "გარემოსდაცვითი განათლება უნდა იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა, არამედ აქტიური, ჩართულობაზე დაფუძნებული პროცესის ნაწილი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ჩვენი სასწავლო პროგრამა და ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ გარემოსდაცვით სწავლებაში მონაწილეობის სურვილი 900-მდე მასწავლებელმა გამოთქვა მთელი საქართველოს მასშტაბით. ასეთი ინტერესი კიდევ უფრო გვიმყარებს იმედს, რომ სკოლა იქცევა ისეთ სივრცედ, სადაც კლიმატის ცვლილება აღიქმება საერთო გამოწვევად, რომლის შერბილებაც ცოდნისა და ქმედების გაერთიანებით არის შესაძლებელი.“

პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სასწავლო პროგრამა და დამხმარე რესურსები, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების ირგვლივ ცოდნის ამაღლების, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და ამ საკითხების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისკენ. ამ პროგრამით, მასწავლებლებს ეძლევათ საშუალება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები თანამედროვე მიდგომებითა და ინტეგრირებული სწავლების მეთოდებით, მოსწავლეებისთვის ხელშესახებ და ქმედით აქტივობებად აქციონ.

პროგრამის მასალები მარტივად ადაპტირდება სხვადასხვა საგანმანათლებლო თემაზე და ეხმარება ინტეგრირებული ცოდნის შექმნასა და უნარების განვითარებას.

“ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიურ პროცესები ძალიან დაჩქარებულია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კლიმატური წიგნიერების გაზრდასთან ერთად, გადამწყვეტი როლი ენიჭება სწრაფ და მიზანმიმართულ მოქმედებას,” – ამბობს მაია ბლიაძე, გეოგრაფიის დოქტორი, ორგანიზაციის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და "მასწავლებლის სახლის“ გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი. "ჩვენი პროექტის მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ის არ შემოიფარგლება სტანდარტული სწავლების ფორმებით. მასწავლებლები იღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ ჩართონ კლიმატის ცვლილების თემა საკუთარ საგნებში ისე, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ არსებული გამოწვევები და გააცნობიერონ თავიანთი როლი გარემოსდაცვით პროცესებში.

როდესაც მოსწავლეები პრაქტიკული მაგალითებით ეცნობიან ბუნებრივი გარემოს ცვლილებებს, ეკოლოგიურ გამოწვევებსა და მათ მიზეზებს, უყალიბდებათ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მნიშვნელოვანი ღირებულებები - ზრუნვა, თანაგრძნობა და პასუხისმგებლობა. ამიტომ გადამწყვეტია, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების დროული აღქმა და გააზრება ადრეული ასაკიდან დაიწყოს, სასკოლო გარემოში გაძლიერდეს და შეძენილი ცოდნა ყოველდღიურ ქმედებებად იქცეს. ასეთი მიდგომა უწყობს ხელს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, პრობლემის ღრმა გააზრებას და აქტიური პოზიციის ჩამოყალიბებას კლიმატის ცვლილების შესახებ. “

პროექტი წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ რიგით მეორე საგანმანათლებლო ინიციატივას. გასულ წელს ორგანიზაციებმა ერთობლივი პროექტის “ეკო მეგობრული მობილური სკოლის” ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ათ სკოლაში ჩაატარეს შეხვედრები, რომლებზეც ბავშვებმა ინოვაციური პრაქტიკული ცდების ჩატარებით შეიტყვეს ნარჩენების გადამუშავების, მდგრადი მოდის, სტიქიური მოვლენების დროს მოქმედებისა და კლიმატთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ, პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ხუთი შემეცნებითი ანიმაცია რაც ასევე მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნული თემების ირგვლივ. ამ თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი თემების ინტეგრირებას სწავლების პროცესში და მოსწავლეების ჩართვას პრაქტიკულ და ეკომეგობრულ აქტივობებში.