რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ეს წინადადება პირველი ოფიციალური სიგნალია, რომელიც პუტინმა სამი წლის წინ ომის დაწყვებიდან გააკეთა, რომ რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს თავისი მაქსიმალური მოთხოვნებისგან შეჭრის შესაჩერებლად”, - წერს გამოცემა.
პუტინის სიტყვებმა იქამდე მიიყვანეს, რომ აშშ-მა “მშვიდობიანი დარეგულირების” წინადადება წარმოადგინეს, რომლის ცალკეული დეტალები მედიაში მოხვდა.
ამავდროულად, ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც Financial Times-ს ესაუბრნენ, შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი თავს მოახვიოს უკრაინას - მაგალითად, ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატოში გაწევრიანების აკრძალვა.
“ახლა კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ დათმობაზე წავიდნენ, რათა ტრამპმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადოს,” - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.