სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში: რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ - “4-5 გასროლის ხმა იყო, რა ვერ გაიყვეს არ ვიცი“
მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში: რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ - “4-5 გასროლის ხმა იყო, რა ვერ გაიყვეს არ ვიცი“

კი­დევ ერთი მკვლე­ლო­ბა კა­ხეთ­ში. გვი­ან ღა­მით გურ­ჯა­ან­ში ახალ­გაზ­რდა კაცი მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მოკ­ლუ­ლია 31 წლის დი­მიტ­რი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

მომ­ხდა­რი სა­ვა­რა­უ­დოდ შუ­რის­ძი­ე­ბას და მხა­რე­ებს შო­რის წარ­სულ­ში არ­სე­ბულ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბა. შემ­თხვე­ვა, სოფ­ლის ცენ­ტრში ღა­მით მოხ­და სა­დაც დამ­ნა­შა­ვემ ახალ­გაზ­რდა კაცს რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა და მი­მა­ლა.

  • “სო­ფე­ლი ჩუმ­ლა­ყი“ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მკვლე­ლო­ბაა ასა­ხუ­ლი.

“სო­ფელ ჩუმ­ლა­ყის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა კად­რებს ამ დრომ­დე შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვაქ­ვეყ­ნებ­დით სა­ნამ პო­ლი­ცი­ამ არ ამო­ი­ღო მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სუ­პერ­მარ­კეტ “მაგ­ნი­ტი"-დან და აფ­თი­ა­ქი­დან.

მომ­ხდა­რის კად­რე­ბი კად­რებს შეგ­ნე­ბუ­ლად ვფა­რავთ,“ - წერს ფე­ის­ბუქ გვერ­დი.

სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს “ტვ პირ­ვე­ლი“. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა თა­ნა­სოფ­ლე­ლებს შო­რის მოხ­და. მკვლე­ლო­ბა წარ­სულ­ში მომ­ხდარ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბა.

მძი­მედ დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი „პირ­ვე­ლებს“ უყ­ვე­ბი­ან, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­აღ­დგო­მო სუფ­რა­ზე ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წარ­სულ­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ძვე­ლი კონ­ფლიქ­ტი უკვე გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი იყო.

“პირ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 7 სა­ათ­ზე მოხ­და ჩხუ­ბი, ეტყო­ბა შემ­დეგ გვი­ან გა­აგ­რძე­ლეს და სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ფაქ­ტით, მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 4-5 გას­რო­ლის ხმა იყო. რო­გორც ვიცი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ორი­ვე ბიჭი, ძა­ლი­ან კარ­გე­ბი იყ­ვნენ, რა ვერ გა­იყ­ვეს არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა და­ლი­ეს და მეტი მო­უ­ვი­დათ. ჩემ­თან პო­ლი­ცია არ ყო­ფი­ლა“,- ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

„პირ­ვე­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ უკვე იცის, ვინ არის სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი, თუმ­ცა ამ დრომ­დე არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ კაცი, რო­მელ­მაც თა­ნა­სოფ­ლელს 5 -ჯერ ეს­რო­ლა.

სრო­ლის დროს და­იჭ­რა იქვე მყო­ფი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი. ექი­მის თქმით მას ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო და­ტო­ვა. რა გახ­და მკვლე­ლო­ბის ზუს­ტი მო­ტი­ვი, ამის და­სად­გე­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში: რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ - “4-5 გასროლის ხმა იყო, რა ვერ გაიყვეს არ ვიცი“

მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში: რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ - “4-5 გასროლის ხმა იყო, რა ვერ გაიყვეს არ ვიცი“

კიდევ ერთი მკვლელობა კახეთში. გვიან ღამით გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.

მომხდარი სავარაუდოდ შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. შემთხვევა, სოფლის ცენტრში ღამით მოხდა სადაც დამნაშავემ ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიმალა.

  • “სოფელი ჩუმლაყი“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მკვლელობაა ასახული.

“სოფელ ჩუმლაყის ცენტრში მომხდარი მკვლელობა კადრებს ამ დრომდე შეგნებულად არ ვაქვეყნებდით სანამ პოლიციამ არ ამოიღო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სუპერმარკეტ “მაგნიტი"-დან და აფთიაქიდან.

მომხდარის კადრები კადრებს შეგნებულად ვფარავთ,“ - წერს ფეისბუქ გვერდი.

სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს “ტვ პირველი“. არსებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა. მკვლელობა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

მძიმედ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

როგორც ადგილობრივები „პირველებს“ უყვებიან, ახალგაზრდები სააღდგომო სუფრაზე ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც სასტიკი მკვლელობით დასრულდა.

  • ადგილობრივები წარსულში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ძველი კონფლიქტი უკვე განეიტრალებული იყო.

“პირველად დაახლოებით 7 საათზე მოხდა ჩხუბი, ეტყობა შემდეგ გვიან გააგრძელეს და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტით, მკვლელობით დასრულდა. დაახლოებით, 4-5 გასროლის ხმა იყო. როგორც ვიცი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე ბიჭი, ძალიან კარგები იყვნენ, რა ვერ გაიყვეს არ ვიცი, შეიძლება დალიეს და მეტი მოუვიდათ. ჩემთან პოლიცია არ ყოფილა“,- ამბობს ადგილობრივი.

„პირველების“ ინფორმაციით, პოლიციამ უკვე იცის, ვინ არის სავარაუდო მკვლელი, თუმცა ამ დრომდე არ დაუკავებიათ კაცი, რომელმაც თანასოფლელს 5 -ჯერ ესროლა.

სროლის დროს დაიჭრა იქვე მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი. ექიმის თქმით მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება საავადმყოფო დატოვა. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

იხილეთ ასევე: