პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა უკრაინელების თქმით, ოკუპანტი კვლავ აქტიურ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს - "უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს"
პუტინმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა უკრაინელების თქმით, ოკუპანტი კვლავ აქტიურ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს - "უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს"

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­აღ­დგო­მო ცე­ცხლის შე­წყვე­ტა გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ამ­ბობს, რომ ეს მო­რი­გი ფიქ­ცი­აა.

"კრემლში შეხ­ვედ­რი­სას უმაღ­ლეს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა საბ­რძო­ლო სა­კონ­ტაქ­ტო ხაზ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის, ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვის მოხ­სე­ნე­ბა მო­ის­მი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი მხა­რე აჩე­რებს ყვე­ლა სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბას 19 აპ­რი­ლის 18 სა­ა­თი­დან [მოს­კო­ვის დრო­ით], 21 აპ­რი­ლის 00:00 სა­ა­თამ­დე [მოს­კო­ვის დრო­ით]“, - ნათ­ქვა­მია კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნას მო­უ­წო­და, რომ სა­აღ­დგო­მო ცე­ცხლის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის მა­გა­ლითს მიჰ­ყვეს.

"სა­აღ­დგო­მო ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ რე­აქ­ცია გვაჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია კი­ე­ვის უნა­რი და სურ­ვი­ლი, სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გე­რა­სი­მოვ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით კი, ფრონტზე აქ­ტი­უ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის, ალექ­სან­დრ სირსკის მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სულ­მა და­ნა­ყო­ფებ­მა დღეს დი­ლით ფრონ­ტის ხა­ზის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით 59 და­ბომბვა და 5 თავ­დას­ხმი­თი შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

"ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი ყველ­გან ისე რე­ა­გი­რე­ბენ, რო­გორც მტე­რი იმ­სა­ხუ­რებს კონ­კრე­ტულ საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში. უკ­რა­ი­ნა სარ­კი­სე­ბუ­რად გა­აგ­რძე­ლებს მოქ­მე­დე­ბას. გუ­შინ 18:00 სა­ა­თი­დან დღეს 00:00 სა­ა­თამ­დე რუ­სე­თის არ­მი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და 387 და­ბომბვა და 19 თავ­დას­ხმი­თი მოქ­მე­დე­ბა. რუ­სებ­მა დრო­ნე­ბი 290-ჯერ გა­მო­ი­ყე­ნეს“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, რუ­სუ­ლი არ­მია ცდი­ლობს შექ­მნას ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შექ­მნას, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის­თვის და­ნა­კარ­გე­ბის მი­ყე­ნე­ბას არ წყვეტს.

"სა­ერ­თო ჯამ­ში, აღ­დგო­მის დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რუ­სუ­ლი არ­მია ცდი­ლობს შექ­მნას ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ზო­გა­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ არ წყვეტს წინსვლი­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის და­ნა­კარ­გე­ბის მი­ყე­ნე­ბის ცალ­კე­ულ მცდე­ლო­ბებს. რუ­სეთ­მა სრუ­ლად უნდა შე­ას­რუ­ლოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პი­რო­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­და­დე­ბა 20 აპ­რი­ლის 24:00 სა­ა­თი­დან 30 დღით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ძა­ლა­ში რჩე­ბა, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა ფრონტზე არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უპა­სუ­ხებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პუტინმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა უკრაინელების თქმით, ოკუპანტი კვლავ აქტიურ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს - "უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს"

პუტინმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა უკრაინელების თქმით, ოკუპანტი კვლავ აქტიურ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს - "უკრაინა სარკისებურად იმოქმედებს"

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს მორიგი ფიქციაა.

"კრემლში შეხვედრისას უმაღლესმა მთავარსარდალმა საბრძოლო საკონტაქტო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება მოისმინა და განაცხადა, რომ რუსული მხარე აჩერებს ყველა საომარ მოქმედებას 19 აპრილის 18 საათიდან [მოსკოვის დროით], 21 აპრილის 00:00 საათამდე [მოსკოვის დროით]“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას მოუწოდა, რომ სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის მაგალითს მიჰყვეს.

"სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეაქცია გვაჩვენებს, თუ რამდენად გულწრფელია კიევის უნარი და სურვილი, სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა გერასიმოვთან შეხვედრაზე.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი, ფრონტზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენების თანახმად, რუსულმა დანაყოფებმა დღეს დილით ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით 59 დაბომბვა და 5 თავდასხმითი შეტევა განახორციელეს.

"ჩვენი ჯარისკაცები ყველგან ისე რეაგირებენ, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა სარკისებურად გააგრძელებს მოქმედებას. გუშინ 18:00 საათიდან დღეს 00:00 საათამდე რუსეთის არმიის მიერ განხორციელდა 387 დაბომბვა და 19 თავდასხმითი მოქმედება. რუსებმა დრონები 290-ჯერ გამოიყენეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის შთაბეჭდილების შექმნას, მაგრამ უკრაინისთვის დანაკარგების მიყენებას არ წყვეტს.

"საერთო ჯამში, აღდგომის დილის მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის ზოგადი შთაბეჭდილება, მაგრამ ზოგჯერ არ წყვეტს წინსვლისა და უკრაინისთვის დანაკარგების მიყენების ცალკეულ მცდელობებს. რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის პირობები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის წინადადება 20 აპრილის 24:00 საათიდან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება, მაგრამ ქვეყანა ფრონტზე არსებული რეალური ვითარების შესაბამისად უპასუხებს.