სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
"ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის

მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის

სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევრთ, მკვიდრთ ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ:

ქრის­ტე აღ­დგა!

აღ­დგეს ღმერ­თი, მი­მო­ი­ფან­ტონ მისი მტრე­ბი და მისი მო­ძუ­ლე­ნი ივლტოდ­ნენ პი­რის­გან მი­სი­სა; და რო­გორც ქრე­ბა კვამ­ლი, - გან­ქარ­დნენ ... მარ­თლე­ბი კი გა­ნი­ხა­რე­ბენ და იზე­ი­მე­ბენ ღმერ­თის წი­ნა­შე და სი­ხა­რუ­ლით დატ­კბე­ბი­ან (ფს. 67. 2-3).

რო­გო­რი დიდი ნუ­გე­შია წმ. და­ვით მე­ფის ამ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლურ სი­ტყვებ­ში! რო­გო­რი იმე­დი­თა და სუ­ლი­ე­რი სი­ხა­რუ­ლით გა­და­ე­ცე­მო­და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას ბო­რო­ტე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ეს სა­გა­ლო­ბე­ლი. დი­ა­დი ჟა­მის აღ­სრუ­ლე­ბას კი უკვე თით­ქმის 2000 წე­ლია გა­მორ­ჩე­უ­ლად აღ­ნიშ­ნავს კა­ცობ­რი­ო­ბა; ჩვენც დღეს ამ ზე­ი­მის მო­ნა­წი­ლე­ნი ვართ.

  • კი­დევ ერთხელ მინ­და მოკ­ლედ შე­გახ­სე­ნოთ, თუ რო­გო­რია გზა სა­მო­თხი­დან, მი­წი­ე­რი ყო­ფის გავ­ლით, ცათა სა­სუ­ფევ­ლამ­დე.

წმინ­და წე­რი­ლი­დან ვი­ცით, რომ ღმერ­თმა ხი­ლულ სამ­ყა­რო­ში თა­ვის ხა­ტად მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნი შექ­მნა და და­ად­გი­ნა სხვა ქმნი­ლე­ბა­თა გან­მგებ­ლად; მის­ცა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ედე­მის ბა­ღის პატ­რო­ნო­ბა და­ა­ვა­ლა; იგი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ ბა­ღის და ცნო­ბა­დი­სა და სი­ცო­ცხლის ხეთა ბრძე­ნი მცვე­ლი; და­ნარ­ჩე­ნი ქმნი­ლე­ბე­ბი კი მას უნდა და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. ამით შე­მოქ­მედ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვი მი­ა­გო ადა­მი­ანს და არ­ჩე­ვა­ნი ბო­რო­ტე­ბა­სა და სი­კე­თეს, სიკ­ვდილ­სა და სი­ცო­ცხლეს შო­რის მის ნე­ბას მი­ან­დო.

ჩვენს პირ­ველმშო­ბელ­თა მი­მართ ამ­გვა­რი ამაღ­ლე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო შუ­რით აღ­ძრულ­მა ბო­როტ­მა სულ­მა აც­დუ­ნა ისი­ნი და გა­ნა­შო­რა ღვთის დი­დე­ბას; ქვეყ­ნი­ე­რე­ბა კი დარ­ჩა უფ­ლის­გან დად­გე­ნი­ლი მზრუნ­ვე­ლის გა­რე­შე.

ბო­რო­ტი ძალა მხო­ლოდ ადა­მი­სა და ევას შეც­დე­ნით არ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლა; ათას­გვა­რი ხერ­ხით იგი დღემ­დე ცდი­ლობს, თა­ვის­კენ გა­და­ი­ბი­როს კა­ცობ­რი­ო­ბა და სა­ბო­ლო­ოდ აღხო­ცოს მას­ში ღვთის ხა­ტე­ბა.

მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი ცოდ­ვამ და სიკ­ვდილ­მა ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ დას­ცა. ყოვ­ლა­დძ­ლი­ე­რი, ცო­ცხა­ლი, კურ­თხე­უ­ლი, უხი­ლა­ვი ღმერ­თის (რო­გორც ძველ აღ­თქმა­ში ხში­რად იხ­სე­ნი­ე­ბა შე­მოქ­მე­დი) რწმე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი იყო რჩე­ულ ერში; მძი­მე და და­ძა­ბუ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი, ამ წი­აღ­ში სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე ჩნდე­ბოდ­ნენ ღვთის­სათ­ნო და რჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ზე­ცის­კენ მი­მა­ვალ გზას უჩ­ვე­ნებ­დნენ ხალ­ხს.

ისი­ნი იმ იმე­დით იყ­ვნენ აღვსილ­ნი, რომ შე­მოქ­მე­დი არ და­უშ­ვებ­და მუდ­მივ დას­ჯი­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა­სა და სიკ­ვდილს და დაგ­ვიბ­რუ­ნებ­და და­სა­ბა­მი­სე­ულ პა­ტივს.

ამი­ტო­მაც, გულ­დას­მით იძი­ებ­დნენ სა­მო­თხი­სე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის და­კარ­გვის მი­ზე­ზებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­რა­დი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებ­დნენ; ამას­თან, ღვთის­სათ­ნო ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლითს, პირ­ველ რიგ­ში, თვი­თონ იძ­ლე­ოდ­ნენ.

* * *

მა­ცხო­ვარ­მა დე­და­მი­წა­ზე იმ წყევ­ლის ქვეშ იცხოვ­რა, რაც ადა­მის მოდ­გმამ ცოდ­ვის გამო და­იმ­სა­ხუ­რა. თა­ვად ყოვ­ლად უცოდ­ველ­მა იტ­ვირ­თა უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნის ყოფა, და­ი­ბა­და რა ხუ­როს ოჯახ­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მით მო­ი­პო­ვებ­და სარ­ჩოს. ამას­თან, გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი თა­ვი­სი ნე­ბით ით­მენ­და ტკი­ვილს, შიმ­შილს, დაღ­ლას ... შემ­დეგ კი, - უმა­დუ­რო­ბას, სიც­რუ­ეს, ცი­ლის­წა­მე­ბას, შე­უ­რა­ცხყო­ფას, ღა­ლატს ...

რო­გო­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ღმერ­თი შენს გვერ­დით, შენი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს; უცოდ­ვე­ლი ცოდ­ვილ­თა შო­რის ჩვენს მძი­მე ხვედრს ტვირ­თუ­ლობს, რათა მოგ­ვცეს მა­გა­ლი­თი რწმე­ნის, სიწ­მინ­დის, დათ­მე­ნის, სი­კე­თის, სიყ­ვა­რუ­ლის ... და რე­ა­ლუ­რად დაგ­ვა­ნა­ხოს, რო­გო­რი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი.

30 წლის იესო უცხა­დებს კა­ცობ­რი­ო­ბას, რომ აღ­სრულ­და სა­უ­კუ­ნე­თა მო­ლო­დი­ნი, გან­კაც­და მხსნე­ლი, რათა შე­მოქ­მე­დი და­ეხ­მა­როს თა­ვის ქმნი­ლე­ბას და ჩვენ­თვის ყო­ვე­ლი კე­თი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დოს.

ამას­თან, ხი­ლუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბით უფა­ლი მრა­ვალ­გზის ამოწ­მებს, რომ აქვს ძალ­მო­სი­ლე­ბა, გან­კურ­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი უძ­ლუ­რე­ბა და სნე­უ­ლე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის­გან, აზი­ა­როს ისი­ნი ღვთის სიბ­რძნეს; რომ მხო­ლოდ მას შეს­წევს ძალა, და­ამ­ყა­როს მშვი­დო­ბა, და­ა­მარ­ცხოს თვით სიკ­ვდი­ლი და აღად­გი­ნოს მკვდრე­ბი... მაგ­რამ ღვთის რჩე­უ­ლი ერის დიდი ნა­წი­ლი და მისი სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღოლ­ნი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც უგ­რძნობ­ნი დარ­ჩნენ უფ­ლის მო­წო­დე­ბის მი­მართ, ზურ­გი აქ­ცი­ეს ცხოვ­რე­ბის წი­ნამ­ძღვარს და მისი დას­ჯა მო­ი­თხო­ვეს.

იგი­ვე მოხ­და ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ დრო­ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­შიც, - რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, რომ­ლის ნა­წილ­საც ის­რა­ე­ლი მა­შინ წარ­მო­ად­გენ­და. რომ­მა ღვთის სიბ­რძნეს და სა­მარ­თალს თა­ვი­სი იუ­რი­დი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი შე­ა­გე­ბა. აქ კი წე­სად ჰქონ­დათ: იმათ­გან, რო­მელ­ნიც არ იყ­ვნენ რო­მის მო­ქა­ლა­ქე­ნი, თუკი ვინ­მე იმ­პე­რი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და მის­წრა­ფე­ბებ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუნ­დაც იგი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მქა­და­გე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლა­ზე და­მამ­ცი­რე­ბელ სას­ჯელს უქ­ვემ­დე­ბა­რებ­დნენ - ჯვარ­ზე აკ­რავ­დნენ. ჯვა­რი წარ­მო­ად­გენ­და სიმ­ბო­ლურ სა­ხეს იმი­სას, რაც სიბ­ნე­ლეს, უმეც­რე­ბას, ბო­რო­ტე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და და, მათი აზ­რით, სი­კე­თი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მტრო­ბას ნიშ­ნავ­და.

  • სა­ერ­თო შე­დე­გი კი ასე­თი დად­გა: ცოდ­ვას და­მო­ნე­ბულ­მა და სიკ­ვდილს შე­გუ­ე­ბულ­მა კა­ცობ­რი­ო­ბამ ღმერ­თის მე­უ­ფე­ბას თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი ყოფა ამ­ჯო­ბი­ნა, ჭეშ­მა­რიტ სი­მარ­თლეს სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა და თა­ვად სი­ცო­ცხლეს ჯვარ­ზე სა­მარ­ცხვი­ნო სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯა.

ამა­ზე დიდი და­ცე­მა აღარ არ­სე­ბობს! ამა­ზე დიდი ცოდ­ვის წარ­მოდ­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია!

მა­შინ ზე­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი შეძრწუნ­დნენ, ან­გე­ლო­ზე­ბი გან­ცვიფ­რდნენ, სტი­ქი­ო­ნე­ბი შე­ირ­ყა, მთე­ლი ქმნი­ლე­ბა შე­იძ­რა, მზე გა­ნე­რი­და, ქვე­ყა­ნა სიბ­ნე­ლემ მო­იც­ვა, კრეტ­საბ­მე­ლი გა­ნი­პო, ან­გე­ლოზ­მა ტა­ძა­რი და­ტო­ვა ... (წმ. კი­რი­ლე ალექ­სან­დრი­ე­ლი).

მაგ­რამ რო­გორ უპა­სუ­ხა უფალ­მა ამ ენი­თა­უ­წე­რელ და­ნა­შა­ულს?

გა­მა­ოგ­ნებ­ლად! მი­უ­თხრო­ბე­ლი დათ­მე­ნით, სიბ­რა­ლუ­ლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით.

მან მორ­ჩი­ლად და უდ­რტვინ­ვე­ლად მი­ი­ღო გა­ნა­ჩე­ნი და არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა. არ გა­მო­ი­ყე­ნა ღვთი­უ­რი ძალა და არ გას­ცდა ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებს, რათა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ბო­ლომ­დე აღეს­რუ­ლე­ბი­ნა, - თა­ვი­სი ყოვ­ლა­დუ­ცოდ­ვე­ლი კა­ცობ­რი­ვი სუ­ლის ღმრთე­ებ­რი­ვი ძალ­მო­სი­ლე­ბით ჯო­ჯო­ხე­თი და­ეთ­რგუ­ნა და სიკ­ვდი­ლი შე­ე­მუს­რა, ბო­რო­ტი ძა­ლის­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი დარ­ტყმა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა და მარ­თალ­თათ­ვის ცათა სა­სუ­ფევ­ლის გზა გა­ეკ­ვა­ლა.

* * *

გა­ვიხ­სე­ნოთ ისიც, რომ ჯვარ­ცმის წინ უფა­ლი გულ­მხურ­ვა­ლედ ლო­ცუ­ლობ­და გეთ­სი­მა­ნი­ის ბაღ­ში და, ცხად­ყოფ­და რა თა­ვის ადა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბას, ევედ­რე­ბო­და მამა-ღმერ­თს, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, აე­ცი­ლე­ბი­ნა მის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხვედ­რი.

ამა­ვე დროს, იგი სთხოვ­და თა­ვის ერ­თგულ სამ მო­წა­ფეს, ლოც­ვით შეს­წე­ოდ­ნენ, რად­გან მისი სული დამ­ძი­მე­ბუ­ლი იყო სიკ­ვდი­ლის მო­ლო­დი­ნით; მაგ­რამ მათ ეს ვერ შეძ­ლეს, - ადა­მი­ა­ნუ­რი უძ­ლუ­რე­ბით ჩა­ე­ძი­ნათ.

სამ­გზის სცა­და მათი სი­ფხიზ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უფალ­მა, მაგ­რამ ამა­ოდ, რი­თაც დე­და­მი­წამ აჩ­ვე­ნა, რომ რჩე­ულ მო­წა­ფე­თაც იმ­ჟა­მად არ ქონ­დათ ში­ნა­გა­ნი ძალა, უმ­ძი­მეს გან­საც­დელ­ში მა­ცხოვ­რის­თვის მცი­რე­დი თა­ნად­გო­მა გა­ე­წი­ათ.

* * *

უფ­ლის ჯვარ­ცმით კა­ცობ­რი­ო­ბამ გა­ნა­ჩე­ნი არა მარ­ტო იესო ქრის­ტეს გა­მო­უ­ტა­ნა, არა­მედ სა­კუ­თარ თავ­საც, რად­გან ამი­ე­რი­დან ქრის­ტეს მიმ­დე­ვარ­თათ­ვის ხსნა სუ­ლი­ერ ჯვარ­ცმას და­უ­კავ­შირ­და.

რა თქმა უნდა, მძი­მეა ეს გზა, ეს ჯვა­რი, მაგ­რამ, ამას­თან, მად­ლმო­სი­ლია იგი და მიმ­ზიდ­ვე­ლი, ერ­თა­დერ­თია და გა­დამ­რჩე­ნე­ლი; ამი­ტო­მაც ჰყავს ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ას ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ამ­დე­ნი წმინ­და­ნი და ერ­თგუ­ლი შვი­ლი.

რო­დე­საც ჩვე­ნი მი­წი­ე­რი ყოფა შენც უსა­მარ­თლოდ და­გამ­ცი­რებს, შე­უ­რა­ცხგყოფს და გაგ­რი­ყავს, რად­გან ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ეძი­ებ და უარს ამ­ბობ ცოდ­ვილ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, იცო­დე, ამით სო­ფე­ლი აცხა­დებს, რომ შენ მისი არ ხარ; ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ შენ უფ­ლი­სა ხარ; ანუ იმ ჯვრის მტვირ­თვე­ლი ხარ, რო­მე­ლიც ქრის­ტეს მიმ­დე­ვარ­თათ­ვის იქცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, ერ­თგუ­ლე­ბის, ღირ­სე­ბის, სი­კე­თის, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ხა­ტად და მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის ნიშ­ნად.

მა­ცხო­ვა­რი გვიხ­მობს ყვე­ლას და გან­გვამ­ტკი­ცებს: „გან­საც­დე­ლი გექ­ნე­ბათ ამ­ქვეყ­ნად, მაგ­რამ გამ­ხნევ­დით, მე ვძლიე სო­ფელს“ (ინ.16,33) და „თქვენ­თა­ნა ვარ, დღე­მუ­დამ, ვიდ­რე აღ­სას­რუ­ლამ­დე ქვეყ­ნი­სა“ (მთ.28,20) ... „და­ი­ცა­ვით ჩემი მცნე­ბე­ბი და რა­საც ითხოვთ ჩემი სა­ხე­ლით, შე­გის­რულ­დე­ბათ“, (ინ.14;15,13) ოღონდ, რო­გორც „მე შე­გიყ­ვა­რეთ თქვენ, ასე­ვე თქვენც გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი“ (ინ.13,34).

* * *

დღეს მსოფ­ლი­ო­ში მრა­ვალ­გვა­რი რთუ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს; დროც, თით­ქოს, დაჩ­ქარ­და; მოვ­ლე­ნე­ბიც და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც სწრა­ფად იც­ვლე­ბა; და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლო­ბა, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, მუდ­მი­ვი სტრე­სი, ომე­ბი ... ჩვენს სა­ერ­თო რე­ა­ლო­ბად იქცა. მშვი­დო­ბის მო­სურ­ნე­თა მონ­დო­მე­ბა დი­დია, თუმ­ცა შე­დე­გის მიღ­წე­ვა იო­ლად არ ხდე­ბა ...

ღმერ­თმა და­ლო­ცოს მშვი­დო­ბის­მყო­ფელ­ნი, ღმერ­თმა მშვი­დო­ბით აკურ­თხოს მსოფ­ლიო!

არ­სე­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ ყვე­ლა უფრო მე­ტად უნდა და­ა­ფიქ­როს სი­ცო­ცხლის არსზე და მა­რა­დი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

ჩვენ მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის­თვის ვართ შექ­მნილ­ნი; აქ, ამ­ქვეყ­ნი­ურ ყო­ფა­ში, კი დრო­ე­ბი­თის და წა­რუ­ვა­ლის, მი­წის და ზე­ცის კავ­ში­რით უნდა ვი­ცხოვ­როთ, მაგ­რამ სწრაფ­ვა მა­რა­დი­უ­ლო­ბას­თან სი­ახ­ლო­ვის­კენ, მუ­დამ უნდა გვქონ­დეს, რაც პირ­ველ რიგ­ში ეკ­ლე­სი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა.

მხო­ლოდ ეკ­ლე­სია გვი­ცხა­დებს სი­ცო­ცხლის ნამ­დვილ მი­ზანს, გვა­ხე­დებს ჩვენს სულ­ში და სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის გარ­ჩე­ვის ყვე­ლა­ზე ჭეშ­მა­რიტ და სწორ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვთა­ვა­ზობს. ის არ გვთხოვს შე­უძ­ლე­ბელს; პი­რი­ქით, გვიხ­მობს ჩვე­ნი სი­სუს­ტე­ე­ბით და მათ და­საძ­ლე­ვად ძა­ლას გვაძ­ლევს. ის გულ­ში გვიკ­რავს, მაგ­რამ უკე­თურ ქმე­დე­ბას არ მოგ­ვი­წო­ნებს. ამას­თან, ჩვენს სუ­ლი­ერ და ში­ნა­გან ძა­ლებს გა­ნამ­ტკი­ცებს და ყვე­ლა­ზე რთულ ვი­თა­რე­ბა­შიც იმედს არ გვა­კარ­გვი­ნებს.

სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­ულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი აღ­დგო­მას აქვს, რად­გან სწო­რედ იგია წი­ნა­სა­ხე ზე­ცი­ურ უხრწნე­ლე­ბა­ში ჩვენ­თვის მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის მო­ნი­ჭე­ბი­სა.

რას ნიშ­ნავს ეს?

რო­დე­საც ჩვენ ვზე­ი­მობთ უფ­ლის აღ­დგო­მას, ამა­ვე დროს, ვდღე­სას­წა­უ­ლობთ უხრწნე­ლი სხე­უ­ლით ჩვენს მო­მა­ვალ დამ­კვიდ­რე­ბას ცათა შინა. იესო ქრის­ტემ მოგ­ვცა მა­გა­ლი­თი რო­გორც ამ­ქვეყ­ნად სწო­რად ცხოვ­რე­ბი­სა, ისე გვიჩ­ვე­ნა მისი შე­დე­გიც,- სა­სუ­ფე­ველ­ში მარ­თალ­თა დამ­კვიდ­რე­ბი­სა.

„ვი­ნა­ი­დან კა­ცის მიერ იქ­მნა სიკ­ვდი­ლი, და კა­ცის მი­ერ­ვე აღ­დგო­მა მკვდრე­თით და რო­გორც ადამ­ში კვდე­ბი­ან ყვე­ლა­ნი, ისე ქრის­ტე­ში იცო­ცხლებს ყვე­ლა“ (I კორ.15.21-22).

კა­ცობ­რი­ო­ბის სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მის რწმე­ნა არის ქვა­კუ­თხე­დი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა; ვი­საც ეს არ სწამს და თავს მა­ინც ქრის­ტი­ა­ნად თვლის, ძა­ლი­ან ცდე­ბა და, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მა­ცხოვ­ნე­ბელ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს, რად­გან, რო­გორც პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ბრძა­ნებს, „თუ მკვდრე­ბი არ აღ­დგე­ბი­ან, არც ქრის­ტე აღ­მდგა­რა და ... თუ ქრის­ტე არ აღ­მდგა­რა, ფუ­ჭია ჩვე­ნი ქა­და­გე­ბაც და ჩვე­ნი რწმე­ნაც“ (I კორ.15.16,14).

„...მაგ­რამ რო­გორ აღ­დგე­ბი­ან მკვდრე­ბი? ან რო­მე­ლი სხე­უ­ლით მოვ­ლენ?

რა­საც შენ თე­სავ (იგუ­ლის­მე­ბა მცე­ნა­რის თეს­ლი), ვერ იცო­ცხლებს, თუკი არ მოკ­ვდა; ასე­ვე მკვდარ­თა აღ­დგო­მი­სა­საც: ითე­სე­ბა ხრწნი­ლე­ბა­ში, აღ­დგე­ბა უხრწნე­ლე­ბა­ში; ითე­სე­ბა დამ­ცი­რე­ბა­ში, აღ­დგე­ბა დი­დე­ბა­ში... ითე­სე­ბა სხე­უ­ლი მშვინ­ვი­ე­რი, აღ­დგე­ბა სხე­უ­ლი სუ­ლი­ე­რი“ (Iკორ. 15,35-36; 42-44).

სწო­რედ რწმე­ნა მა­რა­დი­ულ ნე­ტა­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა, აძ­ლევს აზრს ჩვე­ნი ყო­ფის იმ წესს, რაც უფალ­მა გვას­წავ­ლა და გუ­ლის­ხმობს: სხვა­თად­მი მსა­ხუ­რე­ბას, თავ­მდაბ­ლო­ბას, დათ­მე­ნას, თა­ნაგ­რძნო­ბას, თა­ნად­გო­მას, ზნე­ობ­რი­ო­ბას, მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლო­ბას, გუ­ლის სიწ­მინ­დეს, სუ­ლის სიმ­ტკი­ცეს, უშურ­ვე­ლო­ბას, თავ­და­დე­ბას ...

ჯვარ­ცმის შემ­დეგ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც საფ­ლავ­თა­გან აღ­დგნენ, გახ­დნენ პირ­ვე­ლი მქა­და­გე­ბელ­ნი ქრის­ტეს აღ­დგო­მი­სა. და რო­გორ არ და­ი­ჯე­რებ­დნენ აღ­დგო­მის სას­წა­ულს ისი­ნი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავ­დნენ გახ­სნილ სა­მა­რე­ებს და ის­მენ­დნენ საფ­ლავ­თა­გან გა­მო­სულ­თა ქა­და­გე­ბას?!

რო­გორ არ და­ი­ჯე­რებ­დნენ აღ­დგო­მის სას­წა­ულს მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დე­ბი და მო­წა­ფე­ე­ბი, როცა 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა უხრწნე­ლი სხე­უ­ლით აღ­მდგარ უფალ­თან და მის­გან და­რი­გე­ბებს კვლავ იღებ­დნენ!?

რო­გორ არ და­ი­ჯე­რებ­დნენ მომ­ხდარს იესო ქრის­ტეს ასო­ბით სხვა თვითმხილ­ველ­ნიც და მისი ცად ამაღ­ლე­ბის მოწ­მე­ნი!?

ეს ურ­ყე­ვი რწმე­ნა და უფ­ლის სწავ­ლე­ბა­ნი ში­ნა­გა­ნად სუ­ლი­ე­რად განბ­რძნო­ბილ­მა და გან­მტკი­ცე­ბულ­მა მო­ცი­ქუ­ლებ­მა და ეკ­ლე­სი­ამ მთელ ქვე­ყა­ნა­ზე გა­ნავ­რცეს.

* * *

წმ. ეფ­რემ ასუ­რი წერს: „მკვდარ­თა აღ­დგო­მი­სას მიწა უკან აბ­რუ­ნებს ადა­მი­ანს ისე­თი­ვეს, რო­გო­რიც იყო; იმა­თაც, ვინც ზღვამ შთან­თქა, ვინც მხე­ცებ­მა და ფრინ­ვე­ლებ­მა შე­ჭა­მეს, ვინც ცე­ცხლში და­იწ­ვა ... აქ ერ­თმა­ნე­თის უნა­ხავ­ნი, იქ იხი­ლა­ვენ ერ­თურთს; დედა იც­ნობს, რომ ეს მისი შვი­ლია, და შვი­ლი იც­ნობს, რომ ეს მისი დე­დაა ... ამას­თან, თი­თო­ე­უ­ლის სხე­უ­ლი თა­ვის საქ­მე­ებს აჩ­ვე­ნებს, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ამ საქ­მე­ებს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლით ატა­რებს და ყვე­ლას შე­სა­ბა­მი­სად მი­ე­გე­ბა სა­ზღა­უ­რი“.

ადა­მი­ა­ნი არ არის ცალ­კე არც სული და არც სხე­უ­ლი, არა­მედ - მათი ერ­თო­ბა. ასე შე­იქ­მნა იგი თა­ვი­დან­ვე; ამ ერ­თო­ბას არ­ღვევს სიკ­ვდი­ლი, რაც ცოდ­ვის შე­დე­გია; აღ­დგო­მით ჩვე­ნი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სხე­უ­ლი და სული კვლავ შე­ერ­თდე­ბა და ღირ­სთათ­ვის სა­მო­თხი­სე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხით დაბ­რუნ­დე­ბა.

ეს კი მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ აღეს­რუ­ლე­ბა, როცა შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი მიწა, ახა­ლი ცა, სიკ­ვდი­ლი სრუ­ლად გან­ქარ­დე­ბა და მა­რა­დი­სო­ბა­შიც ჩვე­ნი სა­ბო­ლოო დამ­კვიდ­რე­ბა მოხ­დე­ბა.

მაგ­რამ ვიდ­რე არ დამ­დგა­რა ჟამ­თა აღ­სას­რუ­ლი და გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლე­ბი თა­ვი­სი უხრწნე­ლი სხე­უ­ლით შე­მოს­ვის მო­ლო­დინ­ში არი­ან, ვიდ­რე შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სხვა­თად­მი, ასე­ვე, იმ­ქვეყ­ნად წა­სულ ჩვენს ახ­ლო­ბელ­თათ­ვის ლოც­ვა და სი­კე­თის ქმნა, ადა­მი­ან­თა გა­მოხ­სნის პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის.

  • გვჯე­რა ეს თუ არ გვჯე­რა, გვსურს ეს თუ არა, რე­ა­ლო­ბა ერ­თია, - ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა ამ წუ­თი­სოფ­ლით არ მთავ­რდე­ბა.

ამ­ქვეყ­ნად აღ­ვას­რუ­ლებთ არ­სე­ბო­ბის იმ სა­ხეს, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩვენს მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ასე რომ, ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი მოქ­მე­დე­ბით, აზ­როვ­ნე­ბი­თა და მე­ტყვე­ლე­ბით, ჩვენ თვი­თონ ვძერ­წავთ, ჩვენ თვი­თონ ვქმნით ჩვენს მა­რა­დი­უ­ლო­ბას, - კარ­გს ან ცუდს.

და რო­გორც სა­მო­თხე­ში, ისე აქაც, დე­და­მი­წა­ზე, ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რას ავირ­ჩევთ მიზ­ნად: სი­კე­თეს თუ ბო­რო­ტე­ბას, სი­ცო­ცხლეს - თუ სიკ­ვდილს?

აირ­ჩიე სი­კე­თე და სი­ცო­ცხლე! ამით და­ამ­ტკი­ცებ, რომ აფა­სებ ღვთის სიყ­ვა­რულ­სა და მსხვერ­პლს შენს გა­და­სარ­ჩე­ნად გა­ღე­ბულს და აფა­სებ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს, - შე­მოქ­მე­დის უდი­დეს წყა­ლო­ბას შენ­და­მი.

მად­ლის­მი­ე­რი განღმრთო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე დიდი რა უნდა იყოს ადა­მი­ა­ნის­თვის! ამი­ტო­მაც რა პრო­ფე­სი­ი­სა და ასა­კი­საც არ უნდა იყო და რა საქ­მე­საც არ უნდა აკე­თებ­დე, ყო­ვე­ლი­ვე მი­მარ­თე ღვთის სა­დი­დებ­ლად და მის სამ­სა­ხუ­რად; და „ნუ იქ­ნე­ბა ცოდ­ვის სუ­ფე­ვა თქვენს მოკ­ვდავ სხე­ულ­ში, ნუ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბით მის (სხე­უ­ლის) სურ­ვი­ლებს“ (რომ 6.12).

„თქვე­ნი სხე­უ­ლი ტა­ძა­რია თქვენ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სუ­ლის წმინ­დი­სა, რო­მე­ლიც გაქვთ ღმრთი­სა­გან და არ ეკუთ­ვნით თქვენს თავს.

ადი­დეთ ღმერ­თი, თქვე­ნი სხე­უ­ლი­თა და თქვე­ნი სუ­ლით, რო­მელ­ნიც არი­ან ღვთი­სა“! (რომ. 18,19-20)

დღეს მსოფ­ლი­ოს ეფი­ნე­ბა სა­ო­ცა­რი სა­გა­ლო­ბე­ლი:

„ნა­თელ-იღე, ნა­თელ-იღე, იე­რუ­სა­ლემ, რა­მე­თუ მო­წევ­ნულ არს ნა­თე­ლი შენი და დი­დე­ბაი უფ­ლი­საი შენ ზედა გა­მობრწყინ­და, და ვი­დო­დი­ან ყო­ველ­ნი ნა­თე­სავ­ნი ნა­თელ­სა შენ­სა!

გა­ნიღ­ვი­ძე, გა­ნიღ­ვი­ძე, სიონ! გა­ნიღ­ვი­ძე და აღ­დეგ იე­რუ­სა­ლემ! და და­იდგ გვირ­გვი­ნი სი­კე­თი­სა შე­ნი­საი, სიონ, და შე­ი­მო­სე დი­დე­ბაი შენი, იე­რუ­სა­ლემ!

გა­ნი­ძარ­ცუე სა­მო­სე­ლი გლო­ვი­სა შე­ნი­საი და შე­ი­მო­სე სამ­კა­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი­სა შე­ნი­საი, ქა­ლა­ქო წმი­დაო, რა­მე­თუ „აჰა ესე­რა მწუხრსა გა­ნი­სუ­ე­ნა ტი­რილ­მან და ცის­კარ­სა მას მო­ი­წია სი­ხა­რუ­ლი აღ­დგო­მი­საი” (მე­ლე­ტი ან­ტი­ო­ქი­ე­ლი).

აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა თქვენც მოგ­მად­ლოთ სი­ხა­რუ­ლი!

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მე­ო­ხე­ბით, ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბამ დაგ­ლო­ცოთ, სუ­ლი­ე­რად გან­გამ­ტკი­ცოთ და გან­გაძ­ლი­ე­როთ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი!

მუ­დამ გახ­სოვ­დეთ, აღ­დგო­მა არის მა­რა­დი­უ­ლო­ბის იმე­დი და მწუ­ხა­რე­ბის გან­ქარ­ვე­ბის დღე, აღ­დგო­მაა მტრო­ბის და­მარ­ცხე­ბა, შურ­ზე, ბო­რო­ტე­ბა­ზე და სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა; აღ­დგო­მაა პა­ტი­ე­ბა, გა­მოს­ყიდ­ვა და სი­ხა­რუ­ლი; აღ­დგო­მაა სიყ­ვა­რუ­ლის ზე­ი­მი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­უფ­ლო სხე­ულ­ში ყვე­ლას გა­ნახ­ლე­ბი­სა და ქრის­ტე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა.

ქრის­ტე აღ­დგა!

ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა!

თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი,

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი,

აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი,

2025 წ.

ავტორი:

"ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

"ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის

მიტროპოლიტ ილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, - განქარდნენ ... მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან (ფს. 67. 2-3).

როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადი ჟამის აღსრულებას კი უკვე თითქმის 2000 წელია გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა; ჩვენც დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ.

  • კიდევ ერთხელ მინდა მოკლედ შეგახსენოთ, თუ როგორია გზა სამოთხიდან, მიწიერი ყოფის გავლით, ცათა სასუფევლამდე.

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარჩენი ქმნილებები კი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამით შემოქმედმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ადამიანს და არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მის ნებას მიანდო.

ჩვენს პირველმშობელთა მიმართ ამგვარი ამაღლებული დამოკიდებულების გამო შურით აღძრულმა ბოროტმა სულმა აცდუნა ისინი და განაშორა ღვთის დიდებას; ქვეყნიერება კი დარჩა უფლისგან დადგენილი მზრუნველის გარეშე.

ბოროტი ძალა მხოლოდ ადამისა და ევას შეცდენით არ დაკმაყოფილებულა; ათასგვარი ხერხით იგი დღემდე ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს კაცობრიობა და საბოლოოდ აღხოცოს მასში ღვთის ხატება.

მაგრამ ადამიანი ცოდვამ და სიკვდილმა ბოლომდე მაინც ვერ დასცა. ყოვლადძლიერი, ცოცხალი, კურთხეული, უხილავი ღმერთის (როგორც ძველ აღთქმაში ხშირად იხსენიება შემოქმედი) რწმენა განსაკუთრებით დიდი იყო რჩეულ ერში; მძიმე და დაძაბუნებულ მდგომარეობაშიც კი, ამ წიაღში საუკუნეთა მანძილზე ჩნდებოდნენ ღვთისსათნო და რჩეული პიროვნებები, რომლებიც ზეცისკენ მიმავალ გზას უჩვენებდნენ ხალხს.

ისინი იმ იმედით იყვნენ აღვსილნი, რომ შემოქმედი არ დაუშვებდა მუდმივ დასჯილობაში ცხოვრებასა და სიკვდილს და დაგვიბრუნებდა დასაბამისეულ პატივს.

ამიტომაც, გულდასმით იძიებდნენ სამოთხისეული მდგომარეობის დაკარგვის მიზეზებს და საზოგადოებაში მარადიული ღირებულებების განმტკიცებისთვის ძალისხმევას არ იშურებდნენ; ამასთან, ღვთისსათნო ცხოვრების მაგალითს, პირველ რიგში, თვითონ იძლეოდნენ.

* * *

მაცხოვარმა დედამიწაზე იმ წყევლის ქვეშ იცხოვრა, რაც ადამის მოდგმამ ცოდვის გამო დაიმსახურა. თავად ყოვლად უცოდველმა იტვირთა უბრალო ადამიანის ყოფა, დაიბადა რა ხუროს ოჯახში, რომელიც ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა სარჩოს. ამასთან, განკაცებული უფალი თავისი ნებით ითმენდა ტკივილს, შიმშილს, დაღლას ... შემდეგ კი, - უმადურობას, სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, ღალატს ...

როგორი წარმოუდგენელია, რომ ღმერთი შენს გვერდით, შენი ცხოვრებით ცხოვრობს; უცოდველი ცოდვილთა შორის ჩვენს მძიმე ხვედრს ტვირთულობს, რათა მოგვცეს მაგალითი რწმენის, სიწმინდის, დათმენის, სიკეთის, სიყვარულის ... და რეალურად დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ადამიანი.

30 წლის იესო უცხადებს კაცობრიობას, რომ აღსრულდა საუკუნეთა მოლოდინი, განკაცდა მხსნელი, რათა შემოქმედი დაეხმაროს თავის ქმნილებას და ჩვენთვის ყოველი კეთილი შესაძლებელი გახადოს.

ამასთან, ხილული სასწაულებით უფალი მრავალგზის ამოწმებს, რომ აქვს ძალმოსილება, განკურნოს ნებისმიერი უძლურება და სნეულება, გაათავისუფლოს ადამიანები ბოროტი სულებისგან, აზიაროს ისინი ღვთის სიბრძნეს; რომ მხოლოდ მას შესწევს ძალა, დაამყაროს მშვიდობა, დაამარცხოს თვით სიკვდილი და აღადგინოს მკვდრები... მაგრამ ღვთის რჩეული ერის დიდი ნაწილი და მისი სულიერი წინამძღოლნი საბოლოოდ მაინც უგრძნობნი დარჩნენ უფლის მოწოდების მიმართ, ზურგი აქციეს ცხოვრების წინამძღვარს და მისი დასჯა მოითხოვეს.

იგივე მოხდა ყველაზე ძლიერ და, ფაქტობრივად, იმ დროის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოშიც, - რომის იმპერიაში, რომლის ნაწილსაც ისრაელი მაშინ წარმოადგენდა. რომმა ღვთის სიბრძნეს და სამართალს თავისი იურიდიული კანონები შეაგება. აქ კი წესად ჰქონდათ: იმათგან, რომელნიც არ იყვნენ რომის მოქალაქენი, თუკი ვინმე იმპერიულ ღირებულებებთან და მისწრაფებებთან შეუთავსებელი იქნებოდა, თუნდაც იგი ჭეშმარიტების მქადაგებელი ყოფილიყო, ყველაზე დამამცირებელ სასჯელს უქვემდებარებდნენ - ჯვარზე აკრავდნენ. ჯვარი წარმოადგენდა სიმბოლურ სახეს იმისას, რაც სიბნელეს, უმეცრებას, ბოროტებას უკავშირდებოდა და, მათი აზრით, სიკეთისა და ცივილიზაციის მტრობას ნიშნავდა.

  • საერთო შედეგი კი ასეთი დადგა: ცოდვას დამონებულმა და სიკვდილს შეგუებულმა კაცობრიობამ ღმერთის მეუფებას თავისი ჩვეული ყოფა ამჯობინა, ჭეშმარიტ სიმართლეს სრულიად უსამართლო განაჩენი გამოუტანა და თავად სიცოცხლეს ჯვარზე სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯა.

ამაზე დიდი დაცემა აღარ არსებობს! ამაზე დიდი ცოდვის წარმოდგენა შეუძლებელია!

მაშინ ზეციური ძალები შეძრწუნდნენ, ანგელოზები განცვიფრდნენ, სტიქიონები შეირყა, მთელი ქმნილება შეიძრა, მზე განერიდა, ქვეყანა სიბნელემ მოიცვა, კრეტსაბმელი განიპო, ანგელოზმა ტაძარი დატოვა ... (წმ. კირილე ალექსანდრიელი).

მაგრამ როგორ უპასუხა უფალმა ამ ენითაუწერელ დანაშაულს?

გამაოგნებლად! მიუთხრობელი დათმენით, სიბრალულითა და სიყვარულით.

მან მორჩილად და უდრტვინველად მიიღო განაჩენი და არ შეეწინააღმდეგა. არ გამოიყენა ღვთიური ძალა და არ გასცდა ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს, რათა მთავარი მიზანი ბოლომდე აღესრულებინა, - თავისი ყოვლადუცოდველი კაცობრივი სულის ღმრთეებრივი ძალმოსილებით ჯოჯოხეთი დაეთრგუნა და სიკვდილი შეემუსრა, ბოროტი ძალისთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა და მართალთათვის ცათა სასუფევლის გზა გაეკვალა.

* * *

გავიხსენოთ ისიც, რომ ჯვარცმის წინ უფალი გულმხურვალედ ლოცულობდა გეთსიმანიის ბაღში და, ცხადყოფდა რა თავის ადამიანურ ბუნებას, ევედრებოდა მამა-ღმერთს, თუ შესაძლებელი იყო, აეცილებინა მისთვის მოსალოდნელი ხვედრი.

ამავე დროს, იგი სთხოვდა თავის ერთგულ სამ მოწაფეს, ლოცვით შესწეოდნენ, რადგან მისი სული დამძიმებული იყო სიკვდილის მოლოდინით; მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, - ადამიანური უძლურებით ჩაეძინათ.

სამგზის სცადა მათი სიფხიზლის შენარჩუნება უფალმა, მაგრამ ამაოდ, რითაც დედამიწამ აჩვენა, რომ რჩეულ მოწაფეთაც იმჟამად არ ქონდათ შინაგანი ძალა, უმძიმეს განსაცდელში მაცხოვრისთვის მცირედი თანადგომა გაეწიათ.

* * *

უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს გამოუტანა, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამიერიდან ქრისტეს მიმდევართათვის ხსნა სულიერ ჯვარცმას დაუკავშირდა.

რა თქმა უნდა, მძიმეა ეს გზა, ეს ჯვარი, მაგრამ, ამასთან, მადლმოსილია იგი და მიმზიდველი, ერთადერთია და გადამრჩენელი; ამიტომაც ჰყავს ქრისტეს ეკლესიას ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი ამდენი წმინდანი და ერთგული შვილი.

როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენც უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხგყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ ცოდვილ კეთილდღეობაზე, იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი არ ხარ; ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ უფლისა ხარ; ანუ იმ ჯვრის მტვირთველი ხარ, რომელიც ქრისტეს მიმდევართათვის იქცა სამართლიანობის, ერთგულების, ღირსების, სიკეთის, ჭეშმარიტების ხატად და მარადიული სიცოცხლის ნიშნად.

მაცხოვარი გვიხმობს ყველას და განგვამტკიცებს: „განსაცდელი გექნებათ ამქვეყნად, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ.16,33) და „თქვენთანა ვარ, დღემუდამ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ.28,20) ... „დაიცავით ჩემი მცნებები და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულდებათ“, (ინ.14;15,13) ოღონდ, როგორც „მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ.13,34).

* * *

დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც, თითქოს, დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები ... ჩვენს საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება ...

ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!

არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე.

ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში, კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ, მუდამ უნდა გვქონდეს, რაც პირველ რიგში ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.

მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენს სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველაზე ჭეშმარიტ და სწორ შესაძლებლობას გვთავაზობს. ის არ გვთხოვს შეუძლებელს; პირიქით, გვიხმობს ჩვენი სისუსტეებით და მათ დასაძლევად ძალას გვაძლევს. ის გულში გვიკრავს, მაგრამ უკეთურ ქმედებას არ მოგვიწონებს. ამასთან, ჩვენს სულიერ და შინაგან ძალებს განამტკიცებს და ყველაზე რთულ ვითარებაშიც იმედს არ გვაკარგვინებს.

საეკლესიო დღესასწაულთა შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი აღდგომას აქვს, რადგან სწორედ იგია წინასახე ზეციურ უხრწნელებაში ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მონიჭებისა.

რას ნიშნავს ეს?

როდესაც ჩვენ ვზეიმობთ უფლის აღდგომას, ამავე დროს, ვდღესასწაულობთ უხრწნელი სხეულით ჩვენს მომავალ დამკვიდრებას ცათა შინა. იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი როგორც ამქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც,- სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა.

„ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის მიერვე აღდგომა მკვდრეთით და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15.21-22).

კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა; ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და, სინამდვილეში, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა და ... თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც“ (I კორ.15.16,14).

„...მაგრამ როგორ აღდგებიან მკვდრები? ან რომელი სხეულით მოვლენ?

რასაც შენ თესავ (იგულისმება მცენარის თესლი), ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა; ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში... ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (Iკორ. 15,35-36; 42-44).

სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა, აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას ...

ჯვარცმის შემდეგ ისინი, რომლებიც საფლავთაგან აღდგნენ, გახდნენ პირველი მქადაგებელნი ქრისტეს აღდგომისა. და როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს ისინი, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ გახსნილ სამარეებს და ისმენდნენ საფლავთაგან გამოსულთა ქადაგებას?!

როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს მენელსაცხებლე დედები და მოწაფეები, როცა 40 დღის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა უხრწნელი სხეულით აღმდგარ უფალთან და მისგან დარიგებებს კვლავ იღებდნენ!?

როგორ არ დაიჯერებდნენ მომხდარს იესო ქრისტეს ასობით სხვა თვითმხილველნიც და მისი ცად ამაღლების მოწმენი!?

ეს ურყევი რწმენა და უფლის სწავლებანი შინაგანად სულიერად განბრძნობილმა და განმტკიცებულმა მოციქულებმა და ეკლესიამ მთელ ქვეყანაზე განავრცეს.

* * *

წმ. ეფრემ ასური წერს: „მკვდართა აღდგომისას მიწა უკან აბრუნებს ადამიანს ისეთივეს, როგორიც იყო; იმათაც, ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც მხეცებმა და ფრინველებმა შეჭამეს, ვინც ცეცხლში დაიწვა ... აქ ერთმანეთის უნახავნი, იქ იხილავენ ერთურთს; დედა იცნობს, რომ ეს მისი შვილია, და შვილი იცნობს, რომ ეს მისი დედაა ... ამასთან, თითოეულის სხეული თავის საქმეებს აჩვენებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ამ საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს და ყველას შესაბამისად მიეგება საზღაური“.

ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ - მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია; აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება.

ეს კი მეორედ მოსვლის შემდეგ აღესრულება, როცა შეიქმნება ახალი მიწა, ახალი ცა, სიკვდილი სრულად განქარდება და მარადისობაშიც ჩვენი საბოლოო დამკვიდრება მოხდება.

მაგრამ ვიდრე არ დამდგარა ჟამთა აღსასრული და გარდაცვლილთა სულები თავისი უხრწნელი სხეულით შემოსვის მოლოდინში არიან, ვიდრე შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და სხვათადმი, ასევე, იმქვეყნად წასულ ჩვენს ახლობელთათვის ლოცვა და სიკეთის ქმნა, ადამიანთა გამოხსნის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის.

  • გვჯერა ეს თუ არ გვჯერა, გვსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია, - ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება.

ამქვეყნად აღვასრულებთ არსებობის იმ სახეს, რაც გარდაცვალების შემდეგ ჩვენს მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. ასე რომ, ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით, აზროვნებითა და მეტყველებით, ჩვენ თვითონ ვძერწავთ, ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მარადიულობას, - კარგს ან ცუდს.

და როგორც სამოთხეში, ისე აქაც, დედამიწაზე, ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ მიზნად: სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს - თუ სიკვდილს?

აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე! ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლს შენს გადასარჩენად გაღებულს და აფასებ საკუთარ სიცოცხლეს, - შემოქმედის უდიდეს წყალობას შენდამი.

მადლისმიერი განღმრთობის შესაძლებლობაზე დიდი რა უნდა იყოს ადამიანისთვის! ამიტომაც რა პროფესიისა და ასაკისაც არ უნდა იყო და რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყოველივე მიმართე ღვთის სადიდებლად და მის სამსახურად; და „ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის (სხეულის) სურვილებს“ (რომ 6.12).

„თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულის წმინდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს.

ადიდეთ ღმერთი, თქვენი სხეულითა და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“! (რომ. 18,19-20)

დღეს მსოფლიოს ეფინება საოცარი საგალობელი:

„ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინდა, და ვიდოდიან ყოველნი ნათესავნი ნათელსა შენსა!

განიღვიძე, განიღვიძე, სიონ! განიღვიძე და აღდეგ იერუსალემ! და დაიდგ გვირგვინი სიკეთისა შენისაი, სიონ, და შეიმოსე დიდებაი შენი, იერუსალემ!

განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა მწუხრსა განისუენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული აღდგომისაი” (მელეტი ანტიოქიელი).

აღდგომილმა მაცხოვარმა თქვენც მოგმადლოთ სიხარული!

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ, სულიერად განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ თითოეული თქვენგანი!

მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა.

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი,

აღდგომა ქრისტესი,

2025 წ.