კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან, ისინი ზე თავისუფლები არიან" - სალომე ზურაბიშვილი
"ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან, ისინი ზე თავისუფლები არიან" - სალომე ზურაბიშვილი

"პირ­ველ რიგ­ში, ვე­ტყვი მად­ლო­ბას [აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლებს] მათი გამ­ძლე­ო­ბის­თვის, ყო­ჩა­ღო­ბის­თვის და ქარ­თვე­ლო­ბის­თვის - ისი­ნი, ვინც დღეს რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის გამო ცი­ხე­ში არი­ან, ჩვენ­ზე უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, აღ­დგო­მის სა­ღა­მო პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი­საა - ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის ზე­ი­მი.

„[აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლებს] პირ­ველ რიგ­ში ვე­ტყვი მად­ლო­ბას მათი გამ­ძლე­ო­ბის­თვის, ყო­ჩა­ღო­ბის­თვის და ქარ­თვე­ლო­ბის­თვის. ვე­ტყვი იმა­საც, რომ დღეს შე­იძ­ლე­ბა აქ არ იყოს იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ში მათ­ზე ლო­ცუ­ლობს, რად­გან ისი­ნი არი­ან ღირ­სე­ბა, ჩვე­ნი იმე­დი და ხვა­ლინ­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი სა­ღა­მო არის აღ­დგო­მის. აღ­დგო­მის სა­ღა­მო პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი­საა - ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის ზე­ი­მი. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ არი­ან, სა­ღა­მოს აქ მოვ­ლენ და ილო­ცე­ბენ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში ლო­ცუ­ლო­ბენ, არი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. თუ რამე გვეს­მის ქრის­ტი­ა­ნო­ბის და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის - ეს არის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის. ისი­ნი, ვინც დღეს რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის გამო ცი­ხე­ში არი­ან, ჩვენ­ზე უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ასე­ვე, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს მი­მარ­თოს, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თქვა, რომ არა­ფე­რი აქვს სათ­ქმე­ლი გარ­და იმი­სა, რომ უნდა იდ­გეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გვერ­დით.

"არა­ფე­რი მაქვს სათ­ქმე­ლი, გარ­და იმი­სა, რომ ვდგა­ვარ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, სა­დაც უნდა ვიდ­გეთ ყვე­ლა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩვე­ნი წინა ფრონ­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ძლი­ე­რე­ბი და იქ­ნე­ბი­ან კი­დევ უფრო ძლი­ე­რე­ბი, თუ ჩვენ მათ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბით. ისი­ნი [და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი] არი­ან ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბი",- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ავტორი:

"ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან, ისინი ზე თავისუფლები არიან" - სალომე ზურაბიშვილი

"ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან, ისინი ზე თავისუფლები არიან" - სალომე ზურაბიშვილი

"პირველ რიგში, ვეტყვი მადლობას [აქციების დროს დაკავებულებს] მათი გამძლეობისთვის, ყოჩაღობისთვის და ქართველობისთვის - ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

  • მისი თქმით, აღდგომის საღამო პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედისაა - ეს არის თავისუფალი ადამიანის ზეიმი.

„[აქციების დროს დაკავებულებს] პირველ რიგში ვეტყვი მადლობას მათი გამძლეობისთვის, ყოჩაღობისთვის და ქართველობისთვის. ვეტყვი იმასაც, რომ დღეს შეიძლება აქ არ იყოს იმდენი ადამიანი, მაგრამ დღეს ყველა საქართველოს ეკლესიაში მათზე ლოცულობს, რადგან ისინი არიან ღირსება, ჩვენი იმედი და ხვალინდელი თავისუფლება.

დღევანდელი საღამო არის აღდგომის. აღდგომის საღამო პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედისაა - ეს არის თავისუფალი ადამიანის ზეიმი. ადამიანები, რომლებიც აქ არიან, საღამოს აქ მოვლენ და ილოცებენ, რომლებიც საქართველოს ყველა ეკლესიაში ლოცულობენ, არიან თავისუფალი ადამიანები. თუ რამე გვესმის ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის - ეს არის მართლმადიდებლობის და თავისუფალი ადამიანების. ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აქციაზე შეკრებილებს მიმართოს, ზურაბიშვილმა თქვა, რომ არაფერი აქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ უნდა იდგეს მოქალაქეების გვერდით.

"არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ ვდგავარ ამ ადამიანებთან, სადაც უნდა ვიდგეთ ყველა. ეს ადამიანები არიან ჩვენი წინა ფრონტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს ადამიანები არიან ძლიერები და იქნებიან კიდევ უფრო ძლიერები, თუ ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით. ისინი [დაკავებულები] არიან ზე თავისუფლები",- განაცხადა ზურაბიშვილმა.