პეტერბურგის პეტროგრადის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის აქტივისტს დარია კოზირევას ორი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მას რუსული არმიის "დისკრედიტაცია" ედება ბრალად.
გოგონა სწორედ ძეგლის გვერდით დააკავეს. თავდაპირველად დაკავება პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული მუხლით მოხდა, შემდეგ კი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.
შევჩენკოს ძეგლთან დაკავებამდეც კი, კოზირევი სოციალურ ქსელ VKontakte-ზე გავრცელებული პოსტებისთვის დააჯარიმეს. როგორც პეტერბურგის გამოცემა „როტონდა“ წერდა, ამ ადმინისტრაციული საქმის გამო კოზირევა პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსიდან გარიცხეს.
სასამართლომ კოზირევას არმიის განმეორებითი „დისკრედიტაციის“ საქმის განხილვა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო.
ნოემბერში გოგონამ სასამართლოში გამოსვლისას თქვა, რომ ტარას შევჩენკო მისი საყვარელი პოეტია და რომ მის ლექსებს არ რუსეთის არმიის „დისკრედიტაცია“ არ შეუძლია, რადგან პოეტი მაშინ ცხოვრობდა, როცა რუსეთის ფედერაცია არ არსებობდა.