საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე - დღესაც ჰყავს მტრები“ - მეუფე შიო
“უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე - დღესაც ჰყავს მტრები“ - მეუფე შიო

“უფა­ლი დღე­საც იმ­ყო­ფე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის, დღე­საც ის­მის მისი სი­ტყვა მო­წყა­ლე­ბა­ზე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, სი­კე­თე­ზე. დღე­საც ჰყავს მტრე­ბი, რომ­ლებ­საც სძულთ იგი სიწ­მინ­დი­სა და სი­მარ­თლის­თვის. დღე­საც უყ­ვართ მა­ცხო­ვა­რი და დღე­საც სძულთ, დღე­საც ღა­ლა­ტო­ბენ მას და ჯვარს აც­ვა­მენ“, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) დიდ პა­რას­კევს ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ ქა­და­გე­ბი­სას ქრის­ტეს ჯვარ­ცმა­სა და მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

„ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, ჩვენ ვდგა­ვართ ჩვე­ნი მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­თან. იგი ცხოვ­რობ­და ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, იყო, რო­გორც ყვე­ლა სხვა ადა­მი­ა­ნი, მხო­ლოდ ცოდ­ვა არ ჰქონ­და. მას ყვე­ლა უყ­ვარ­და, ას­წავ­ლი­და მხო­ლოდ სი­კე­თეს, სიყ­ვა­რულს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, სიწ­მინ­დეს. ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და და მრა­ვალ სას­წა­ულს ახ­დენ­და.

მას ჰყავ­და მო­წა­ფე­ე­ბი, რომ­ლებ­საც იგი უყ­ვარ­დათ, მაგ­რამ ჰყავ­და მტრე­ბიც, რომ­ლებ­საც სძულ­დათ და დევ­ნიდ­ნენ, ცილს სწა­მებ­დნენ, ლან­ძღავ­დნენ. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მას სა­ერ­თოდ ვერ ამ­ჩნევ­დნენ, თა­ვი­ან­თი ამაო საზ­რუ­ნა­ვე­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის გამო. და აი, მის­და­მი გა­ბო­რო­ტე­ბა და მტრო­ბა მა­ტუ­ლობ­და: მის უახ­ლო­ეს მო­ცი­ქულ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა ერთი, რო­მელ­მაც ოც­და­ათ ვერ­ცხლად გა­ყი­და იგი და გას­ცა გეთ­სი­მა­ნი­ის ბაღ­ში, რო­დე­საც ის ლო­ცუ­ლობ­და რამ­დე­ნი­მე მო­წა­ფეს­თან ერ­თად, ამ ღა­ლა­ტის ნიშ­ნად კი აირ­ჩია ამ­ბო­რი. მა­ცხო­ვა­რი შე­ი­პყრეს, სცე­მეს, ნერ­წყვეს, აბუ­ჩად აიგ­დეს და ბო­ლოს აი­ძუ­ლეს, ჯვა­რი მი­ე­ტა­ნა გოლ­გო­თამ­დე, სა­დაც ჯვარს აც­ვეს ორ ავა­ზაკ­თან ერ­თად და თან დას­ცი­ნოდ­ნენ.

უფალ­მა სული გა­ნუ­ტე­ვა ჯვარ­ზე. მის­მა სა­ი­დუმ­ლო მო­წა­ფე­ებ­მა: იო­სებ­მა, ნი­კო­დი­მოს­მა, წმინ­და დე­დებ­მა იგი გარ­და­მოხ­სნეს ჯვრი­დან და და­საფლვე­ლად მო­ამ­ზა­დეს.

ეს მოხ­და მა­შინ, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, მაგ­რამ უფა­ლი დღე­საც იმ­ყო­ფე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის, დღე­საც ის­მის მისი სი­ტყვა მო­წყა­ლე­ბა­ზე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, სი­კე­თე­ზე. დღე­საც ეხ­მა­რე­ბა იგი ადა­მი­ა­ნებს და აღას­რუ­ლებს სას­წა­უ­ლებს. მას დღე­საც ჰყავს ერ­თგუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მო­წა­ფე­ე­ბი, დღე­საც ჰყავს მტრე­ბი, რომ­ლებ­საც სძულთ იგი სიწ­მინ­დი­სა და სი­მარ­თლის­თვის. დღე­საც უყ­ვართ მა­ცხო­ვა­რი და დღე­საც სძულთ, დღე­საც ღა­ლა­ტო­ბენ და ჯვარს აც­ვა­მენ.

ჩვენ მო­ვე­დით აქ, რომ გარ­და­მოვხსნათ იგი ჯვრი­დან და მო­ვამ­ზა­დოთ და­საფლვე­ლად. მო­ვი­ტა­ნეთ სან­თლე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი, ჩვე­ნი ლოც­ვე­ბი და ფიქ­რე­ბი.

რაზე ვფიქ­რობთ დღეს? მეც ხომ არ მი­მი­ძღვის წვლი­ლი, ბრა­ლი მის ჯვარ­ცმა­ში და ტან­ჯვა­ში? მეც ხომ არ შე­მი­ცო­დავს მის წი­ნა­აღ­მდეგ? სინ­დი­სი მკარ­ნა­ხობს, რომ შენც მი­ა­ყე­ნე ტკი­ვი­ლი, არც შენ ხარ ბრა­ლის გა­რე­შე. მაშ, რო­გორ მი­ვი­დეთ გარ­და­მოხ­სნას­თან ისე, რომ ჩვე­ნი მთხვე­ვა არ და­ემ­სგავ­სოს იუ­დას ამ­ბორს და გვახ­სენ­დე­ბა მე­ძა­ვი დე­და­კა­ცი სა­ხა­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც ბე­თა­ნი­ა­ში იე­სოს ფერ­ხთით ტი­რო­და, თა­ვი­სი თმე­ბით უმშრა­ლებ­და ცრემ­ლებს, ფე­ხებს უკოც­ნი­და და ნელ­სა­ცხე­ბელს სცხებ­და, უფალ­მა კი ის არ გა­აგ­დო.

ჩვენც, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, დღეს ვემ­თხვი­ოთ წმინ­და გარ­და­მოხ­სნას ამ მე­ძა­ვი დე­და­კა­ცის მსგავ­სად სი­ნა­ნუ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით და ავ­დგეთ იმ სურ­ვი­ლით და შე­მარ­თე­ბით, რომ დღე­ი­დან გავ­ხდეთ უკე­თეს­ნი, ვიდ­რე ვი­ყა­ვით აქამ­დე, რა­შიც შეგ­ვე­წი­ოს უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე, რო­მელ­საც შვე­ნის ყო­ვე­ლი დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა, უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე. ამინ”, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე - დღესაც ჰყავს მტრები“ - მეუფე შიო

“უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე - დღესაც ჰყავს მტრები“ - მეუფე შიო

“უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდ პარასკევს ქადაგებისას განაცხადა.

  • მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას ქრისტეს ჯვარცმასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.

მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.

უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.

ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.

ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები.

რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.

ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.