პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ხალხის შემზადება პროპაგანდისტული მესიჯით: “ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“ - მიხეილ ჯანელიძე
“ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ხალხის შემზადება პროპაგანდისტული მესიჯით: “ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“ - მიხეილ ჯანელიძე

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ და­ი­წყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შემ­ზა­დე­ბა ახა­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­სი­ჯის გავ­რცე­ლე­ბით: „ქარ­თვე­ლი კა­ცის პატ­რი­ო­ტიზ­მი ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა­ზე არ გა­იც­ვლე­ბა“, რისი მი­ზე­ზიც, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, შე­იძ­ლე­ბა იყოს უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე“, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ მე­სი­ჯით შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს და მი­იჩ­ნევს, რომ ხალ­ხი ბრბოა და ნე­ბის­მი­ერ პრო­პა­გან­დის­ტულ მე­სიჯს მი­ი­ღებს.

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ შეძ­ლო ბევ­რი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­სი­ჯის გა­ტა­ნა, თუმ­ცა, იმე­დი მაქვს რომ ეს ბოლო მე­სი­ჯი მა­ინც არ იმუ­შა­ვებს. ვფიქ­რობ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ მე­სი­ჯით შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს და მი­იჩ­ნევს, რომ ხალ­ხი ბრბოა და ნე­ბის­მი­ერ პრო­პა­გან­დის­ტულ მე­სიჯს მი­ი­ღებს.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ და­ი­ჯე­როს, რომ:

ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლით, თურ­მე ევ­რო­კავ­ში­რი სარ­გებ­ლობს და არა სა­ქარ­თვე­ლო;

ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლა უკავ­შირ­დე­ბა ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი და ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი 2017 წლის შემ­დეგ სარ­გებ­ლო­ბენ უვი­ზო მი­მოს­ვლით და მათ კარ­გად აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თუ რა სი­კე­თე­ე­ბი მო­უ­ტა­ნა მათ ამ რე­ჟიმ­მა.

უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის გამო წლო­ბით და­შო­რე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, შვი­ლე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე უნა­ხავ დე­დებს შეხ­ვდნენ;

ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა შეძ­ლო სა­სი­ცო­ცხლო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა;

ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ისარ­გებ­ლა ლე­გა­ლუ­რი დრო­ე­ბი­თი მიგ­რა­ცი­ი­თა და და­საქ­მე­ბით;

ათი­ა­თა­სო­ბით სტუ­დენ­ტმა და აკა­დე­მი­უ­რი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ისარ­გებ­ლა დრო­ე­ბი­თი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბით, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­თა და სხვა აკა­დე­მი­ურ/სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით;

მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­მა ისარ­გებ­ლა გა­მო­ფე­ნებ­სა და სხვა ბიზ­ნეს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

ასე­ვე, ბევ­რმა მო­ქა­ლა­ქემ ისარ­გებ­ლა ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბი­თაც, სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბე­ბი აის­რუ­ლეს. მახ­სოვს, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, რე­გი­ო­ნებ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე მო­ქა­ლა­ქის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვა: „100 ევრო მაქვს და­ნა­ზო­გი და „ვი­ზე­ა­რით“ მი­ლან­ში რომ ჩავფრინ­დე, მი­ლა­ნი ვნა­ხო და იმა­ვე რე­ი­სით უკან დავ­ბრუნ­დე თუ შე­იძ­ლე­ბაო?“

ევ­რო­კავ­შირ­თან ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, რე­ა­ლუ­რად გაჩ­ნდა საბ­ჭო­ურ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და­ლე­ქი­ლი 30 მა­ნე­თი­ა­ნი მოს­კო­ვის ბი­ლე­თე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად აღი­ზი­ა­ნებს ოკუ­პანტ რუ­სეთს. ორი­ო­დე დღის წინ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რუ­სე­თი საკ­ვან­ძო ბაზ­რად რჩე­ბა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, კერ­ძოდ ღვი­ნის პრო­დუქ­ცი­ის მხრივ, ხი­ლე­უ­ლის მხრივ. მე­ო­რე მხრივ, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ენერ­გე­ტი­კი­სა და მარ­ცვლე­უ­ლის წამ­ყვა­ნი მიმ­წო­დე­ბე­ლია”. მათი მი­ზა­ნია, რომ ჩვენ სრუ­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი გავ­ხდეთ რუ­სეთ­ზე, ისე­ვე რო­გორც ეს იყო 2 სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე და ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში მათ პირ­და­პირ ეხ­მა­რე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

ძვირ­ფა­სო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მომ­ხრე­ე­ბო, კი­დევ ერთხელ მოგ­მარ­თავთ პა­ტი­ვის­ცე­მით და თხოვ­ნით, კარ­გად გა­ი­აზ­როთ რა მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა ამ უგუ­ნურ­მა შიდა თუ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კამ და რა პერ­სპექ­ტი­ვას ისა­ხავთ წინ თქვენ­თვის და თქვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის.

მე ნამ­დვი­ლად არ მაქვს ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა თქვენ­ზე, რომ ამ რე­ა­ლო­ბას და პერ­სპექ­ტი­ვას ვერ აფა­სებ­დეთ”, - წერს მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ხალხის შემზადება პროპაგანდისტული მესიჯით: “ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“ - მიხეილ ჯანელიძე

“ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ხალხის შემზადება პროპაგანდისტული მესიჯით: “ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“ - მიხეილ ჯანელიძე

„ქართულმა ოცნებამ დაიწყო საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯის გავრცელებით: „ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“, რისი მიზეზიც, ჩემდა სამწუხაროდ, შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე“, - ამის შესახებ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.

  • მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ მესიჯს მიიღებს.

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბევრი პროპაგანდისტული მესიჯის გატანა, თუმცა, იმედი მაქვს რომ ეს ბოლო მესიჯი მაინც არ იმუშავებს. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ მესიჯს მიიღებს.

როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ დაიჯეროს, რომ:

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, თურმე ევროკავშირი სარგებლობს და არა საქართველო;

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უკავშირდება ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული პოლიტიკის გატარებას საქართველოში.

საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის შემდეგ სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით და მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული თუ რა სიკეთეები მოუტანა მათ ამ რეჟიმმა.

უკანონო მიგრაციის გამო წლობით დაშორებული ოჯახები გაერთიანდნენ, შვილები წლების მანძილზე უნახავ დედებს შეხვდნენ;

ათიათასობით ადამიანმა შეძლო სასიცოცხლო სამედიცინო დახმარების მიღება;

ათიათასობით ადამიანმა ისარგებლა ლეგალური დროებითი მიგრაციითა და დასაქმებით;

ათიათასობით სტუდენტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა, ისარგებლა დროებითი გაცვლითი პროგრამებით, კონფერენციებითა და სხვა აკადემიურ/საგანმანათლებლო ღონისძიებებით;

მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა გამოფენებსა და სხვა ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობით.

ასევე, ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა ტურისტული მოგზაურობითაც, სანუკვარი ოცნებები აისრულეს. მახსოვს, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოქალაქის მიერ დასმული კითხვა: „100 ევრო მაქვს დანაზოგი და „ვიზეარით“ მილანში რომ ჩავფრინდე, მილანი ვნახო და იმავე რეისით უკან დავბრუნდე თუ შეიძლებაო?“

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შედეგად, რეალურად გაჩნდა საბჭოურ მეხსიერებაში დალექილი 30 მანეთიანი მოსკოვის ბილეთების ალტერნატივა, და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებს ოკუპანტ რუსეთს. ორიოდე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის რუსეთი საკვანძო ბაზრად რჩება ბევრი მიმართულებით, კერძოდ ღვინის პროდუქციის მხრივ, ხილეულის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია”. მათი მიზანია, რომ ჩვენ სრულად დამოკიდებული გავხდეთ რუსეთზე, ისევე როგორც ეს იყო 2 საუკუნის მანძილზე და ამ მიზნის მიღწევაში მათ პირდაპირ ეხმარება „ქართული ოცნება“.

ძვირფასო „ქართული ოცნების“ მომხრეებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ პატივისცემით და თხოვნით, კარგად გაიაზროთ რა მდგომარეობამდე მიგვიყვანა ამ უგუნურმა შიდა თუ საგარეო პოლიტიკამ და რა პერსპექტივას ისახავთ წინ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.

მე ნამდვილად არ მაქვს ისეთი წარმოდგენა თქვენზე, რომ ამ რეალობას და პერსპექტივას ვერ აფასებდეთ”, - წერს მიხეილ ჯანელიძე.