სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?" - შალვა პაპუაშვილი
"ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?" - შალვა პაპუაშვილი

"უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ნე­გა­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი არ მაქვს - ღვთი­უ­რი მა­ნა­ნაა უვი­ზო მი­მოს­ვლა? ჩვენც უვი­ზო გვაქვს გერ­მა­ნე­ლე­ბის­თვის და რა?!", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, უვი­ზო მი­მოს­ვლა გუ­ლის­ხმობს ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტის წას­ვლას გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, იქ ფუ­ლის და­ხარ­ჯვას და მათ ეკო­ნო­მი­კა­ში ფუ­ლის შე­ტა­ნას.

პა­პუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დღეს რომ ევ­რო­კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კის ზრდა 1%-ია და სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 10%, ეს იმი­ტო­მაც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს "ეკო­ნო­მი­კუ­რად სწო­რად ვფიქ­რობთ", ხოლო თუ ვი­ზე­ბი ჩა­კე­ტეს, ტუ­რის­ტი არ შე­უშ­ვეს, მათ ეს ზრდაც არ ექ­ნე­ბათ.

„უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ნე­გა­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი არ მაქვს. თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან სწო­რი აქ­ცენ­ტია იმის­თვის, რომ მივ­ხვდეთ საით იყუ­რე­ბა ევ­რო­ბი­უ­როკ­რა­ტია. ეს ეხე­ბა 61 ქვე­ყა­ნას და ეს არის ინ­სტრუ­მენ­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და შან­ტა­ჟის­თვის. რო­გორც ჩანს, დღეს ბრი­უ­სე­ლის ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ნა­წილს სურს, რომ ჰქონ­დეს ბერ­კე­ტე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად. ხალ­ხი, რო­მე­ლიც გვე­ლა­პა­რა­კე­ბა ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და სი­ტყვა ღი­რე­ბუ­ლე­ბა რომ ძა­ლი­ან მოს­წონთ, ასე ცივ­სის­ხლი­ა­ნად, პრაგ­მა­ტუ­ლად ხალ­ხზე ზე­წო­ლით ფიქ­რობს ხელ­ში ჰქონ­დეს ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სხვა ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე. ამა­საც უნდა შევ­ხე­დოთ ძა­ლი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თვა­ლით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. დღეს ვუს­მენ­დი გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მელ­მაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრი­ვი­ლე­გია, უნდა და­ვა­ფა­სო­თო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა ეს არო­გან­ტუ­ლო­ბა სამ­წუ­ხა­როდ ახა­სი­ა­თებს გერ­მა­ნი­ის ელჩს. ღვთი­უ­რი მა­ნა­ნაა უვი­ზო მი­მოს­ვლა?! ჩვენც უვი­ზო გვაქვს გერ­მა­ნე­ლე­ბის­თვის და რა?! ბო­დი­ში მო­მი­თხო­ვია ყვე­ლას­თან, მაგ­რამ ეს უვი­ზო მი­მოს­ვლა გუ­ლის­ხმობს ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტის წას­ვლას გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, იქ ფუ­ლის და­ხარ­ჯვას და იქა­ურ ეკო­ნო­მი­კა­ში ფუ­ლის შე­ტა­ნას. დღეს რომ ევ­რო­კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კის ზრდა 1%-ია და სა­ქარ­თვე­ლო­ში 10%, ეს იმი­ტომ არის, რომ ჩვენ ეკო­ნო­მი­კუ­რად სწო­რად ვფიქ­რობთ. თუ ვი­ზე­ბი ჩა­კე­ტეს, ტუ­რის­ტი არ შე­უშ­ვეს, რო­მე­ლიც ფულს ხარ­ჯავს იმ ქვე­ყა­ნა­ში, ესეც არ ექ­ნე­ბათ. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამა­ზეც უნდა დავ­ფიქ­რდეთ. არის მცდე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ემო­ცი­ებ­ზე ითა­მა­შონ, რომ მერე ვიზა გექ­ნე­ბა ასა­ღე­ბი და ვე­ღარ ჩახ­ვალ ბერ­ლინ­სა, თუ ფრან­კფურ­ტშიო. ეს 21-ე სა­უ­კუ­ნის პო­ლი­ტი­კას ეკად­რე­ბა?! ეს არის ასი წლის წი­ნან­დე­ლი მე­თო­დე­ბი, რო­დე­საც ცდი­ლობ­დნენ სხვა ქვეყ­ნებ­ზე გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნათ“, - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც "იმე­დი" ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?" - შალვა პაპუაშვილი

"ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?" - შალვა პაპუაშვილი

"უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს - ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

  • მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და მათ ეკონომიკაში ფულის შეტანას.

პაპუაშვილი ამბობს, რომ დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში კი 10%, ეს იმიტომაც, რომ საქართველოს "ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ", ხოლო თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, მათ ეს ზრდაც არ ექნებათ.

„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა, თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც "იმედი" ავრცელებს.